მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არემჯის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ამერიკელი ექსპერტი ეწვია
არემჯის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ამერიკელი ექსპერტი ეწვია

ბოლ­ნის­ში, არემ­ჯის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში შე­ძე­ნილ ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ღვი­ნის სახ­ლს, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კორ­სერ­ვა­ცი­ის ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტი მერი კეი ჯუდი (Mary Kay Judy) ეწ­ვია.

მერი კეი ჯუ­დიმ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 1998 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის კონ­სერ­ვა­ცია-რეს­ტავ­რა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა-ექ­სპერ­ტი­ზას, ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ღვი­ნის სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბულ სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ებს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა.

"მი­ნა­ხავს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის არა­ერ­თი ძეგლი, თუმ­ცა ამ დრომ­დე არ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში 1817 წლი­დან მცხოვ­რებ გერ­მა­ნე­ლე­ბი­სა და მათი და­სახ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ეს არის ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი ბოლ­ნის­ში და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ იმით რაც ვნა­ხე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რო­მელ­საც სახ­ლის მი­მართ ვხე­დავ - ავ­თენ­ტუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით, დე­ტა­ლე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბით, იმით, თუ რამ­დე­ნად მარ­თლე­ბი ხართ სახ­ლის ის­ტო­რი­ას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბის კუ­თხით. სახ­ლის აღ­დგე­ნა ხდე­ბა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი გა­მო­ვა“ - აღ­ნიშ­ნა მერი ქეი ჯუ­დიმ, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კორ­სერ­ვა­ცი­ის ექ­სპერ­ტმა.

წის­ქვი­ლის #8 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სახ­ლის რეს­ტავ­რა­ცია, რო­მე­ლიც კა­ტა­რი­ნენ­ფელ­დსა (ბოლ­ნი­სი) და ელი­ზა­ბეტ­თალ­ში (სო­ფე­ლი ასუ­რე­თი – თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) მოღ­ვა­წე პე­და­გოგ­სა და მწე­რალს, იმა­ნუ­ელ ვალ­კერს, ეკუთ­ვნო­და თით­ქმის წე­ლი­წა­დია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სახ­ლის სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გერ­მა­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი ღვი­ნის სახ­ლი არემ­ჯის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი მეღ­ვი­ნე­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას ისა­ხავს მიზ­ნად. რეს­ტავ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სახ­ლში, წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ბოლ­ნი­სე­ლი მეღ­ვი­ნე­ე­ბის პრო­დუქ­ცია, სა­დე­გუს­ტა­ციო და საპ­რე­ზენ­ტა­ციო სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც სტუმ­რე­ბი ბოლ­ნი­სუ­რი ღვი­ნო­ე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ.

NS

ავტორი:

არემჯის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ამერიკელი ექსპერტი ეწვია

არემჯის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს ამერიკელი ექსპერტი ეწვია

ბოლნისში, არემჯის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეძენილ ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კორსერვაციის ამერიკელი ექსპერტი მერი კეი ჯუდი (Mary Kay Judy) ეწვია.

მერი კეი ჯუდიმ, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობისა და არქიტექტურული ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის შეფასება-ექსპერტიზას, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებს მაღალი შეფასება მისცა.

,,მინახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი, თუმცა ამ დრომდე არ მქონდა ინფორმაცია საქართველოში 1817 წლიდან მცხოვრებ გერმანელებისა და მათი დასახლებების შესახებ. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ბოლნისში და აღფრთოვანებული ვარ იმით რაც ვნახე. განსაკუთრებულად მოხიბლული ვარ დამოკიდებულებით, რომელსაც სახლის მიმართ ვხედავ - ავთენტურობის შენარჩუნებით, დეტალების მიმართ ყურადღებით, იმით, თუ რამდენად მართლები ხართ სახლის ისტორიასთან ინტეგრირების კუთხით. სახლის აღდგენა ხდება უმაღლესი სტანდარტებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი პროექტი გამოვა“ - აღნიშნა მერი ქეი ჯუდიმ, არქიტექტურული და კულტურული მემკვიდრეობის კორსერვაციის ექსპერტმა.

წისქვილის #8 ნომერში მდებარე საუკუნოვანი სახლის რესტავრაცია, რომელიც კატარინენფელდსა (ბოლნისი) და ელიზაბეტთალში (სოფელი ასურეთი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) მოღვაწე პედაგოგსა და მწერალს, იმანუელ ვალკერს, ეკუთვნოდა თითქმის წელიწადია მიმდინარეობს. სახლის სარესტავრაციო სამუშაოები სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის ჩართულობით ხორციელდება.

ქართულ-გერმანული ღვინის სახლი არემჯის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. რესტავრაციის დასრულების შემდეგ, სახლში, წარმოდგენილი იქნება ბოლნისელი მეღვინეების პროდუქცია, სადეგუსტაციო და საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც სტუმრები ბოლნისური ღვინოების დაგემოვნებას შეძლებენ.

NS