მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს
მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ გი­ორ­გი გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

"და­კა­ვე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 ოცე­უ­ლის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ნ.ბ., ხოლო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია ამა­ვე სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 ოცე­უ­ლის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი კ.ბ.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, 2022 წლის 24 იან­ვარს, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დგომ, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი: დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი; გა­მო­ი­კი­თხნენ მოწ­მე­ე­ბი, მათ შო­რის, ფსი­ქო­ლო­გის თან­დას­წრე­ბით გა­მო­ი­კი­თხა პირი, რომ­ლის მი­მარ­თაც გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა; გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი; ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი; და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ამ ეტაპ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბით დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი: 2022 წლის 23 იან­ვარს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 20:00 სა­ა­თი­დან 21:00 სა­ა­თამ­დე დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში, 17 წლის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე არას­რულ­წლო­ვა­ნი, ძმას­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და მეტ­რო­სად­გურ "ისან­ში“. მეტ­როს ეს­კა­ლა­ტორ­თან მყოფ­მა პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­მა კ.ბ.-მ არას­რულ­წლო­ვა­ნი ეს­კა­ლა­ტო­რით აიყ­ვა­ნა მეტ­როს ფო­ი­ე­ში, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ოთახ­ში. აღ­ნიშ­ნულ ოთახ­ში მყოფ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა არას­რულ­წლო­ვანს რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა მუშ­ტი თა­ვის არე­ში და მო­ქა­ჩა თმა­ში. მი­უ­ხე­და­ვად არას­რულ­წლოვ­ნის მი­ნიშ­ნე­ბი­სა, რომ იგი იყო სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და არ ეს­მო­და სა­უ­ბა­რი, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი აგ­რძე­ლებ­და გა­მე­ტე­ბით მის ცე­მას. ძა­ლა­დო­ბის ფაქტს შე­ეს­წრნენ არას­რულ­წლოვ­ნის თან­მხლე­ბი პი­რე­ბიც. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით არას­რულ­წლო­ვან­მა მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვი­სა და სა­ხის არე­ში, გა­ნი­ცა­და ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და თავი იგ­რძნო დამ­ცი­რე­ბუ­ლად. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­რე თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო მისი კო­ლე­გის მხრი­დან არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქტს, არ შე­ა­ტყო­ბი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს - სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის მიერ ძა­ლა­დო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 ოცე­უ­ლის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ნ.ბ. და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1443 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“",ბ“, და "ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს და­მამ­ცი­რე­ბელ და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას ჩა­დე­ნილს მო­ხე­ლის მიერ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნი­სა და სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პი­რის მი­მართ; ხოლო, ფაქ­ტის შემ­სწრე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ო­რე თა­ნამ­შრო­მე­ლი, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის სამ­მარ­თვე­ლოს მე-3 ოცე­უ­ლის პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი კ.ბ. და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა. მო­მა­ვალ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ზუს­ტდეს საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბი და და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­თან.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტებს, ვი­ნა­ი­დან საქ­მე ეხე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს, გთხოვთ, სა­კი­თხის გა­შუ­ქე­ბას და ამ ფაქ­ტზე აზ­რის გა­მოთ­ქმას, მო­ვე­კი­დოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალომე
2

მართლა რა საშიში კომემტარებია რა მნიშვნრლობა აქვს პარტიულ კუთვნილრბას?? პატრულმა ასე გაიმეტოს ბავშვი ეს სად გაგონილა?? მითუმეტეს უნარშეზღუდული. 

მე
5

არაბუნებრივი ვიდეოა, სად მარხია ძაღლის თავი?

ავტორი:

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, შს თანამშრომლები დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

"დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ., ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების შემდგომ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი; გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის, ფსიქოლოგის თანდასწრებით გამოიკითხა პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა ძალადობა; გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები; ამოღებული იქნა ერთ-ერთი დაკავებულის მობილური ტელეფონი; დაინიშნა ექსპერტიზები.

ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი: 2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი, ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,ისანში“. მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელმა, რომელიც შეესწრო მისი კოლეგის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, არ შეატყობინა აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება და ჩასატარებელია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მომავალში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია დაზუსტდეს საქმის გარემოებები და დანაშაულის კვალიფიკაცია. გამოძიების დაწყებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აქტიურად ითანამშრომლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან.

მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, გთხოვთ, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოვეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით,“- განაცხადა გიორგი გამეზარდაშვილმა.