მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ამ თვეებში უკრაინაში გადაწყდება" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
"ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ამ თვეებში უკრაინაში გადაწყდება" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკი­დუ­რე­სად რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან. საფრ­თხე, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას გეგ­მავს სულ უფრო იზ­რდე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კრემ­ლი უარ­ყოფს შეჭ­რის გეგ­მის ქო­ნას, თუმ­ცა მოს­კო­ვი მძაფ­რი რი­ტო­რი­კით გა­მო­დის და მო­ი­თხოვს უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბას, მათ შო­რის პი­რო­ბის, რომ ნატო არა­სო­დეს მი­ი­ღებს უკ­რა­ი­ნას და სა­ქარ­თვე­ლოს და, ამას­თან, შე­ამ­ცი­რებს თა­ვის სამ­ხედ­რო ძა­ლებს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში.

შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში, უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, დმიტ­რო კუ­ლე­ბამ აშშ-სა და ევ­რო­პას კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნა მი­იჩ­ნი­ონ და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლად, რო­მე­ლიც აღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა მოს­კო­ვის ბა­ტო­ნო­ბის ქვეშ.

მისი გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის აგ­რე­სია მა­შინ დას­რულ­დე­ბა, რო­დე­საც და­სავ­ლე­თი რუ­სეთს მკა­ფიო სიგ­ნალს გა­უგ­ზავ­ნის.

ამის შე­სა­ხებ კუ­ლე­ბამ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"რუ­სე­თის აგ­რე­სია დას­რულ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც და­სავ­ლე­თი გა­უგ­ზავ­ნის სიგ­ნალს რუ­სეთს: "უკ­რა­ი­ნა ერთ-ერთი ჩვენ­გა­ნია, ის არა­სო­დეს და­გიბ­რუნ­დე­ბათ", რო­გორც ეს მოხ­და ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­სა და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­თან", - ბრძა­ნა მი­ნის­ტრმა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ ქვეყ­ნის მხარ­და­ჭე­რას, "რად­გან მათ ეს­მით, რომ ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მა­ვა­ლი ამ თვე­ებ­ში, ამ წელს უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­წყდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კუ­ლე­ბამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.
6

ამას ისე უხარია, თითქოს ანტარქტიდაში იჯდეს.

ლევანი
6

აგვისტოს სცენარია ოღონდ უფრო დიდი მაშტაბით, ძირითადი მონაწილეები ძალიან დიდ სარგებელს ნახავენ უკრაინის გარდა

ავტორი:

"ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ამ თვეებში უკრაინაში გადაწყდება" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ევროატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ამ თვეებში უკრაინაში გადაწყდება" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკიდურესად რთული ვითარება უკრაინის საზღვართან. საფრთხე, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს სულ უფრო იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უარყოფს შეჭრის გეგმის ქონას, თუმცა მოსკოვი მძაფრი რიტორიკით გამოდის და მოითხოვს უსაფრთხოების სფეროში გარანტიების მიღებას, მათ შორის პირობის, რომ ნატო არასოდეს მიიღებს უკრაინას და საქართველოს და, ამასთან, შეამცირებს თავის სამხედრო ძალებს აღმოსავლეთ ევროპაში.

შექმნილ ვითარებაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-სა და ევროპას კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინა მიიჩნიონ დასავლეთის ნაწილად, რომელიც აღარასოდეს იქნება მოსკოვის ბატონობის ქვეშ.

მისი განცხადებით, რუსეთის აგრესია მაშინ დასრულდება, როდესაც დასავლეთი რუსეთს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის.

ამის შესახებ კულებამ "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი გაუგზავნის სიგნალს რუსეთს: "უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია, ის არასოდეს დაგიბრუნდებათ", როგორც ეს მოხდა ცენტრალურ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან", - ბრძანა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის დასავლელი პარტნიორები განაგრძობენ ქვეყნის მხარდაჭერას, "რადგან მათ ესმით, რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მომავალი ამ თვეებში, ამ წელს უკრაინაში გადაწყდება", - განაცხადა კულებამ.