კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

20 იან­ვარს გა­ნახ­ლდა მე­მო­რან­დუ­მი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ფორმ­დე­ბა "ავერსსა" და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს შო­რის.

მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ავერ­სი" იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, და­ა­ფი­ნან­სოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი­სა და ვე­ტე­რა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა "ავერ­სის" კლი­ნი­კა­თა ქსელ­ში და უფა­სოდ უზ­რუნ­ველ­ყოს ისი­ნი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი პირ­ვე­ლად 2009 წლის 19 თე­ბერ­ვალს გა­ფორმ­და. ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სპორ­ტსმე­ნებ­მა დღემ­დე

ისარ­გებ­ლეს 1 270 678 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით და მი­ი­ღეს 860 295 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ჯა­მუ­რი თან­ხა 2 130 973 ლარს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა ლერი

ხა­ბე­ლოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ავერსთან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უდა­ვოდ აი­სა­ხა სპორ­ტულ მიღ­წე­ვებ­ზე. გა­სუ­ლი წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი ბრწყინ­ვა­ლედ წარ­დგნენ და ტო­კი­ო­დან რვა მე­და­ლი ჩა­მო­ი­ტა­ნეს. ამ­ჯე­რად ისი­ნი ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან და აქაც "ავერ­სის" უდი­დეს მხარ­და­ჭე­რას გრძნო­ბენ.

- სპორ­ტი ტრავ­მუ­ლი სფე­როა, ამი­ტომ მა­ღა­ლი დო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში "ავერ­სის" წვლი­ლი უდა­ვოდ დი­დია, - გა­ნა­ცხა­და ლერი ხა­ბე­ლოვ­მა.

"ავერ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­თან 14- წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე სპორ­ტსმე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სარ­ბი­ელ­ზე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის­თვის.

მე­მო­რან­დუ­მის ხელ­მო­წე­რას ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი და­ეს­წრო. ის სა­გა­რე­ჯო­დან სა­გან­გე­ბოდ ჩა­მო­ვი­და მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, რად­გან რომ არა "ავერ­სის კლი­ნი­კის" შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექი­მე­ბი და უმაღ­ლე­სი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა, მხედ­ვე­ლო­ბას სა­მუ­და­მოდ და­კარ­გავ­და.

საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ავერ­სის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ქე­თე­ვან ნემ­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ "ავერ­სი" ქარ­თუ­ლი სპორ­ტის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და სპორ­ტსმე­ნებს მო­მა­ვალ ას­პა­რე­ზო­ბებ­ზე წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა.

R

londi
0

fulis gatetrebis gapravebis ceremoniali tanac 14 welia. tanac 600% chamotanili gadzviraebuli wamlis puls tviton mtavroba chauricxavs 

ავტორი:

"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით.

თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა დღემდე

ისარგებლეს 1 270 678 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 860 295 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 2 130 973 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი

ხაბელოვმა აღნიშნა, რომ "ავერსთან" თანამშრომლობა უდავოდ აისახა სპორტულ მიღწევებზე. გასული წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ბრწყინვალედ წარდგნენ და ტოკიოდან რვა მედალი ჩამოიტანეს. ამჯერად ისინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან და აქაც "ავერსის" უდიდეს მხარდაჭერას გრძნობენ.

- სპორტი ტრავმული სფეროა, ამიტომ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში "ავერსის" წვლილი უდავოდ დიდია, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

"ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან 14- წლიანი თანამშრომლობა გრძელდება და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული შედეგებისთვის.

მემორანდუმის ხელმოწერას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი დაესწრო. ის საგარეჯოდან საგანგებოდ ჩამოვიდა მადლიერების გამოსახატავად, რადგან რომ არა "ავერსის კლინიკის" შესანიშნავი ექიმები და უმაღლესი დონის მომსახურება, მხედველობას სამუდამოდ დაკარგავდა.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ "ავერსი" ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია და სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებზე წარმატება უსურვა.

R