პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ის არის, რასაც ჩვენ მოველოდით... ძალიან მძიმეა" - ნიკა გვარამია სახალხო დამცველის დასკვნაზე
"ეს ის არის, რასაც ჩვენ მოველოდით... ძალიან მძიმეა" - ნიკა გვარამია სახალხო დამცველის დასკვნაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან მძი­მეა.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ომ­ბუდსმე­ნიც ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ არის.

"ეს ის არის, რა­საც ჩვენ მო­ვე­ლო­დით. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან მძი­მეა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის დას­კვნა. მო­ზო­მი­ლი "ვორ­დინ­გით“ რომ არის ნათ­ქვა­მი სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, რად­გან ვსა­უბ­რობთ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­ზე და არა მხა­რე­ზე. მაგ­რამ დას­კვნა არის ძა­ლი­ან მძი­მე - ის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ არის და აზრი არ აქვს კონ­სი­ლი­უ­მის შეს­ვლა­საც კი, ვიდ­რე ცვლი­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია ეს არის ის, რა­საც ჩვენ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­ბობთ“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის მთავ­რო­ბი­სად­მი შე­თა­ვა­ზე­ბას, რომ მზად არის მის ეპარ­ქი­ა­ში ად­გი­ლი გა­მო­ყოს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შიდა პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნონ, გვა­რა­მია ამ­ბობს, რომ ეს რე­ა­ლის­ტუ­რი და შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის.

"მისი კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა, არა მგო­ნია, რომ ეს რე­ა­ლის­ტუ­რი და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სჭირ­დე­ბა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და კომ­პლექ­სუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი ამის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ვერ მო­ა­ხერ­ხებს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩეკისტი
0

დაუკვეთეთ თქვენს დაქირავებულს და დაწერა! ელოდით რაღა თქმა უნდა! გამომივიდა ახლა ეს ილია წინასწარმეტყველი!! )))

ნუკო
0

როგორ არ ელოდით, რაც თქვენი დაკვეთა იყო ის დაწერა. სავარაუდოდ დასკვნა გვარამიამ დაწერა, ლომჯარიამ კი გამოაქვეყნა ნაცდამცველის სახელით. ყველაფერი მარტივი და გასაგებია.

ავტორი:

"ეს ის არის, რასაც ჩვენ მოველოდით... ძალიან მძიმეა" - ნიკა გვარამია სახალხო დამცველის დასკვნაზე

"ეს ის არის, რასაც ჩვენ მოველოდით... ძალიან მძიმეა" - ნიკა გვარამია სახალხო დამცველის დასკვნაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახალხო დამცველის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ძალიან მძიმეა.

როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენიც ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გაუმჯობესება არ არის.

"ეს ის არის, რასაც ჩვენ მოველოდით. ჩემი აზრით, ძალიან მძიმეა სახალხო დამცველის დასკვნა. მოზომილი "ვორდინგით“ რომ არის ნათქვამი სრულიად გასაგებია, რადგან ვსაუბრობთ სახალხო დამცველზე და არა მხარეზე. მაგრამ დასკვნა არის ძალიან მძიმე - ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში გაუმჯობესება არ არის და აზრი არ აქვს კონსილიუმის შესვლასაც კი, ვიდრე ცვლილებები არ იქნება. ბუნებრივია ეს არის ის, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ“, - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზის მთავრობისადმი შეთავაზებას, რომ მზად არის მის ეპარქიაში ადგილი გამოყოს და მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ, გვარამია ამბობს, რომ ეს რეალისტური და შესაძლებელი არ არის.

"მისი კეთილი ზრახვები მისასალმებელია, თუმცა, არა მგონია, რომ ეს რეალისტური და შესაძლებელი იყოს. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მაღალკვალიფიციური და კომპლექსური მკურნალობა, სამწუხაროდ, მეუფე ნიკოლოზი ამის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.