პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ერთი შვილი 23 წლისაა, მეორე - 15-ის... ჩემს პირადში არ ერევიან, თუმცა მათი წინასწარ ნათქვამი ყოველთვის ხდება" - ეკა ბალანჩივაძე შვილებზე, ბიზნესსა და მოდაზე
"ჩემი ერთი შვილი 23 წლისაა, მეორე - 15-ის... ჩემს პირადში არ ერევიან, თუმცა მათი წინასწარ ნათქვამი ყოველთვის ხდება" - ეკა ბალანჩივაძე შვილებზე, ბიზნესსა და მოდაზე

"ზო­გა­დად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მომ­წონს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რეგ­ნო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარ­გია, რო­დე­საც მა­მა­კა­ცი კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მაგ­რამ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი... და თუ მა­ინც გა­რეგ­ნო­ბა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, უპი­რა­ტე­სო­ბას შავგვრემ­ნებს ვა­ნი­ჭებ", - ამ­ბობს ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნე­რი, უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტო­ნებს უამ­რავ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას უზი­ა­რებს...

- ვფიქ­რობ, ჯერ ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­ლექ­ტი და შემ­დეგ ალ­ბათ, დე­დის გავ­ლე­ნა ახ­დენს დიდ როლს გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში... თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ მა­ღალ გე­მოვ­ნე­ბა­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბით გა­ვი­ზარ­დე.

- იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით იმ­დე­ნად გა­მორ­ჩე­უ­ლი ხდე­ბა, რომ მსოფ­ლი­ო­ში იხ­ვეჭს სა­ხელს...

- დიახ და რო­დე­საც ხაზი გა­ვუს­ვი ში­ნა­გან ინ­ტე­ლექტს, ზუს­ტად ეგ ვი­გუ­ლის­ხმე... ნიჭი, თა­ვი­სე­ბუ­რი ხედ­ვა, ალ­ბათ ცოტა მე­ამ­ბო­ხეც უნდა იყო კოკო შა­ნე­ლის მსგავ­სად, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა შეძ­ლო. კოკო შა­ნე­ლი მო­ნას­ტერ­ში გა­ი­ზარ­და, სა­დაც სწავ­ლობ­და კერ­ვას, კონ­სტრუ­ი­რე­ბას. ის მე­ამ­ბო­ხე ბუ­ნე­ბის იყო და ამის წყა­ლო­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი შეძ­ლო...

- მო­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით მე­ამ­ბო­ხეს­თან დღეს დემ­ნა გვა­სა­ლია ასო­ცირ­დე­ბა...

- გე­თან­ხმე­ბით! დემ­ნა მო­დის სფე­რო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა. მე დიდ პა­ტივს ვცემ მის­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს. ზო­გა­დად, სხვა კონ­ცეფ­ცია აქვს მის შე­მოქ­მე­დე­ბას და სულ სხვა კონ­ტენ­ტი დევს დემ­ნას მიერ შექ­მნილ კო­ლექ­ცი­ებ­ში... არ­სე­ბო­ბენ "მო­დის მსხვერ­პლე­ბი", რომ­ლე­ბიც იღე­ბენ გვა­სა­ლი­ას შექ­მნილ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს და სა­ო­ცა­რი შე­სა­ხე­და­ვე­ბი არი­ან. "მსხვერ­პლებს" ვე­ძა­ხი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ერ­თად იც­ვა­მენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც მათ მოდა სთა­ვა­ზობს. ერთ ლუქ­ში აქვთ თავ­მოყ­რი­ლი ყვე­ლა­ფე­რი, ნაძ­ვის ხე­სა­ვით... არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რაც ტენ­დენ­ცი­უ­რი და ახა­ლია, სხე­ულ­ზე ერ­თად ჩა­მო­ი­კი­დო...

- ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან, ვინ გახ­სენ­დე­ბათ, რო­გორც მი­სა­ბა­ძად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი?

- ნატო მე­ტო­ნი­ძე მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა! კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქალ­ბა­ტონს და­ვა­სა­ხე­ლებ­დი, მაგ­რამ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არ არი­ან ცნო­ბი­ლი... ცნო­ბი­ლებს უმე­ტე­სად, ცხოვ­რე­ბის რუ­ტი­ნუ­ლი სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, შაბ­ლო­ნუ­რად აც­ვი­ათ... ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ამ­წუ­თას ნაკ­ლე­ბად მახ­სენ­დე­ბა...

მა­მა­კა­ცე­ბი­დან გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ვინ­მეს გა­მორ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა... ისე­თი პე­რი­ო­დია, ყვე­ლას ჯინ­სი და ჰუდი აც­ვია... ალ­ბათ გა­მორ­ჩე­უ­ლია კახი კა­ლა­ძე. ის ნამ­დვი­ლად მო­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (უც­ნო­ბი), თა­ვის სტი­ლი აქვს. მისი ჩაც­მუ­ლო­ბაც, მუ­სი­კაც გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია... მე აქ პო­ლი­ტი­კას ოდ­ნა­ვაც არ ვე­ხე­ბი, მხო­ლოდ გე­მოვ­ნე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ...

- მო­დის რა ტენ­დენ­ცი­ებს გვთა­ვა­ზობს 2022 წელი?

- ამ­ბო­ბენ, რომ 2022 წელს არ უნდა შევ­ხვდეთ ნე­ო­ნის ფე­რებ­ში. თუმ­ცა, ეს ფე­რე­ბი წელს ძა­ლი­ან ტენ­დენ­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა... ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ბევ­რნა­ი­რი ხა­ზია მო­და­ში, გა­აჩ­ნია რას ავარ­ჩევთ... ბრუნ­დე­ბა 40-იანი წლე­ბის მოდა - გა­მოყ­ვა­ნი­ლი წელი, მინი ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი... იქ­ნე­ბა ასე­ვე 70-იანი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ძა­ლი­ან მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი.

- ანუ ქა­ლის სი­ლუ­ე­ტი უფრო გა­მოკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა?

- დიახ, სა­ბედ­ნი­ე­როდ... გული მწყდე­ბო­და, რად­გან ჩემი აღ­ნა­გო­ბის ქალი ოდა­ნა­ვაც არ არის ლა­მა­ზი ამ აჯა­ჯულ და ჩა­ფარ­თხუ­ნე­ბულ სა­მოს­ში. რაც ჩემი პლუ­სია - ვიწ­რო წელი და ასე შემ­დეგ, არა­ნა­ი­რად არ ჩან­და. უფრო გრძელ­ფე­ხე­ბა გო­გო­ე­ბის მოდა იყო და არა ჩემ­ნა­ი­რი, ქა­ლუ­რი აღ­ნა­გო­ბის მქო­ნის. წელს წვრი­ლი წელი, მო­ჭე­რი­ლი ქამ­რე­ბი და გა­მოყ­ვა­ნი­ლი სა­მო­სი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ჩა­ვიც­ვათ.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ხართ, რო­გორ მარ­თავთ ბიზ­ნესს?

- ამ­წუ­თას ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლია. სა­წარ­მო მქონ­და ბა­ქო­შიც, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო და­ი­კე­ტა. თუმ­ცა, მა­ინც ვა­ხერ­ხებთ და პრო­დუქ­ცი­ას მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წერ­ტილ­ში ვგზავ­ნით. სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია მი­წო­დე­ბის მხრივ ძა­ლი­ან კარ­გად გვეხ­მა­რე­ბა. ჩემი უზარ­მა­ზა­რი ჯგუ­ფის - "და­დე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბა" - წყა­ლო­ბით ბევ­რს ვა­ხერ­ხებ. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან გო­გო­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და პრო­დუქ­ცი­ას ვა­ტანთ კონ­კრე­ტუ­ლად ჩვე­ნი გა­მომ­წე­რე­ბის­თვის.

ეკა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე შვილ­თან ერ­თად

დღეს ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ბევ­რია. უბ­რა­ლოდ, სი­ახ­ლე­ებ­ზე მორ­გე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ზო­გა­დად, უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ შო­რის, რა­ღაც დო­ზით უკვე მეც, სი­ახ­ლე­ებს რთუ­ლად ვერ­გე­ბით, ბევ­რი რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი გვგო­ნია. მა­გა­ლი­თად და­უ­ჯე­რებ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბა, საქ­მე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ინ­ტერ­ნე­ტით მო­ვაგ­ვა­როთ. აუ­ცი­ლე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბად მიგ­ვაჩ­ნია და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მის­ვლა... ჰოდა, ბევრ რა­მეს ჩემი შვი­ლე­ბის­გან ვსწავ­ლობ. ისი­ნი იმ­დე­ნად სხვა დო­ნე­ზე არი­ან, რომ ზოგ­ჯერ მგო­ნია, სხვა პლა­ნე­ტა­ზე თუ ცხოვ­რო­ბენ. მათ სულ ჭკუ­ას ვე­კი­თხე­ბი..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeto
1

ვამეე, ვამეეეე

მ.მ
2

ერთი რა იციან,კომენტარებში რომ წერენ ნუ იბოღმებითო. იბოღმებით კი არა ძალიან ლამაზი ვინც იყო თავები რატომ დაიმახინჯეს გული მწყდება სადღაც. ყველა იხვნისკარტა როგორ შეიძლება იყოს.

ავტორი:

"ჩემი ერთი შვილი 23 წლისაა, მეორე - 15-ის... ჩემს პირადში არ ერევიან, თუმცა მათი წინასწარ ნათქვამი ყოველთვის ხდება" - ეკა ბალანჩივაძე შვილებზე, ბიზნესსა და მოდაზე

"ჩემი ერთი შვილი 23 წლისაა, მეორე - 15-ის... ჩემს პირადში არ ერევიან, თუმცა მათი წინასწარ ნათქვამი ყოველთვის ხდება" - ეკა ბალანჩივაძე შვილებზე, ბიზნესსა და მოდაზე

"ზოგადად, ინტელექტუალი მამაკაცები მომწონს. რაც შეეხება გარეგნობას, რასაკვირველია, კარგია, როდესაც მამაკაცი კარგად გამოიყურება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, იყოს მოწესრიგებული... და თუ მაინც გარეგნობაზე მიდგება საქმე, უპირატესობას შავგვრემნებს ვანიჭებ", - ამბობს ტანსაცმლის დიზაინერი, უმშვენიერესი ეკა ბალანჩივაძე, რომელიც ქალბატონებს უამრავ სასარგებლო რჩევას უზიარებს...

- ვფიქრობ, ჯერ შინაგანი ინტელექტი და შემდეგ ალბათ, დედის გავლენა ახდენს დიდ როლს გემოვნების ჩამოყალიბებაში... თამამად ვიტყვი, რომ დედაჩემი ძალიან გემოვნებიანია და აქედან გამომდინარე, სულ მაღალ გემოვნებაზე აქცენტირებით გავიზარდე.

- იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ ადამიანი ძალიან ჩვეულებრივ გარემოში იზრდება და მიუხედავად ამისა, თავისი გემოვნებით იმდენად გამორჩეული ხდება, რომ მსოფლიოში იხვეჭს სახელს...

- დიახ და როდესაც ხაზი გავუსვი შინაგან ინტელექტს, ზუსტად ეგ ვიგულისხმე... ნიჭი, თავისებური ხედვა, ალბათ ცოტა მეამბოხეც უნდა იყო კოკო შანელის მსგავსად, რომ მნიშვნელოვანი რაღაცების კეთება შეძლო. კოკო შანელი მონასტერში გაიზარდა, სადაც სწავლობდა კერვას, კონსტრუირებას. ის მეამბოხე ბუნების იყო და ამის წყალობით ძალიან ბევრი შეძლო...

- მოდის მიმართულებით მეამბოხესთან დღეს დემნა გვასალია ასოცირდება...

- გეთანხმებით! დემნა მოდის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მე დიდ პატივს ვცემ მისნაირ ადამიანებს. ზოგადად, სხვა კონცეფცია აქვს მის შემოქმედებას და სულ სხვა კონტენტი დევს დემნას მიერ შექმნილ კოლექციებში... არსებობენ "მოდის მსხვერპლები", რომლებიც იღებენ გვასალიას შექმნილ აბსოლუტურად ყველაფერს და საოცარი შესახედავები არიან. "მსხვერპლებს" ვეძახი ადამიანებს, რომლებიც ერთად იცვამენ ყველაფერს, რასაც მათ მოდა სთავაზობს. ერთ ლუქში აქვთ თავმოყრილი ყველაფერი, ნაძვის ხესავით... არ არის აუცილებელი, რაც ტენდენციური და ახალია, სხეულზე ერთად ჩამოიკიდო...

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, ვინ გახსენდებათ, როგორც მისაბაძად გემოვნებიანი?

- ნატო მეტონიძე მაღალი გემოვნებით გამოირჩევა! კიდევ რამდენიმე ქალბატონს დავასახელებდი, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის არ არიან ცნობილი... ცნობილებს უმეტესად, ცხოვრების რუტინული სტილიდან გამომდინარე, ჩვეულებრივად, შაბლონურად აცვიათ... ამიტომაც განსაკუთრებულად გემოვნებიანი ამწუთას ნაკლებად მახსენდება...

მამაკაცებიდან გემოვნების მიხედვით ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება... ისეთი პერიოდია, ყველას ჯინსი და ჰუდი აცვია... ალბათ გამორჩეულია კახი კალაძე. ის ნამდვილად მოდურად გამოიყურება... განსაკუთრებულად გემოვნებიანია გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი), თავის სტილი აქვს. მისი ჩაცმულობაც, მუსიკაც გემოვნებიანია... მე აქ პოლიტიკას ოდნავაც არ ვეხები, მხოლოდ გემოვნებაზე ვსაუბრობთ...

- მოდის რა ტენდენციებს გვთავაზობს 2022 წელი?

- ამბობენ, რომ 2022 წელს არ უნდა შევხვდეთ ნეონის ფერებში. თუმცა, ეს ფერები წელს ძალიან ტენდენციური იქნება... ზოგადად, ძალიან ბევრნაირი ხაზია მოდაში, გააჩნია რას ავარჩევთ... ბრუნდება 40-იანი წლების მოდა - გამოყვანილი წელი, მინი ქვედაბოლოები... იქნება ასევე 70-იანი წლების მიწურულისთვის დამახასიათებელი, ძალიან მოკლე ქვედაბოლოები.

- ანუ ქალის სილუეტი უფრო გამოკვეთილი იქნება?

- დიახ, საბედნიეროდ... გული მწყდებოდა, რადგან ჩემი აღნაგობის ქალი ოდანავაც არ არის ლამაზი ამ აჯაჯულ და ჩაფართხუნებულ სამოსში. რაც ჩემი პლუსია - ვიწრო წელი და ასე შემდეგ, არანაირად არ ჩანდა. უფრო გრძელფეხება გოგოების მოდა იყო და არა ჩემნაირი, ქალური აღნაგობის მქონის. წელს წვრილი წელი, მოჭერილი ქამრები და გამოყვანილი სამოსი იქნება აქტუალური და შეგვიძლია თამამად ჩავიცვათ.

- წარმატებული ქალბატონი ხართ, როგორ მართავთ ბიზნესს?

- ამწუთას ყველაფერი ტექნიკურად გამართულია. საწარმო მქონდა ბაქოშიც, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო დაიკეტა. თუმცა, მაინც ვახერხებთ და პროდუქციას მსოფლიოს ყველა წერტილში ვგზავნით. სხვადასხვა კომპანია მიწოდების მხრივ ძალიან კარგად გვეხმარება. ჩემი უზარმაზარი ჯგუფის - "დადებითი მოცულობა" - წყალობით ბევრს ვახერხებ. ხშირად მიემგზავრებიან გოგოები სხვადასხვა ქვეყანაში და პროდუქციას ვატანთ კონკრეტულად ჩვენი გამომწერებისთვის.

ეკა ბალანჩივაძე შვილთან ერთად

დღეს ბევრი გამოწვევაა, მაგრამ შესაძლებლობაც ბევრია. უბრალოდ, სიახლეებზე მორგებაა აუცილებელი. ზოგადად, უფროსი თაობის ადამიანები და მათ შორის, რაღაც დოზით უკვე მეც, სიახლეებს რთულად ვერგებით, ბევრი რამ შეუძლებელი გვგონია. მაგალითად დაუჯერებლად გვეჩვენება, საქმე თავიდან ბოლომდე ინტერნეტით მოვაგვაროთ. აუცილებელ საჭიროებად მიგვაჩნია დანიშნულების ადგილზე მისვლა... ჰოდა, ბევრ რამეს ჩემი შვილებისგან ვსწავლობ. ისინი იმდენად სხვა დონეზე არიან, რომ ზოგჯერ მგონია, სხვა პლანეტაზე თუ ცხოვრობენ. მათ სულ ჭკუას ვეკითხები..წაიკითხეთ სრულად