სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი" - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები 17 იანვრიდან იფიცებიან
"12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი" - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები 17 იანვრიდან იფიცებიან

სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ფიც­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს და ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს.

სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლის იუ­რის­ტის, და­ვით თომ­სა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან მე­დი­ა­ცი­ი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და და 17 იან­ვრი­დან მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 390 ადა­მი­ა­ნი გა­ი­ფი­ცე­ბა. პრო­ტეს­ტი კი მა­ნამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე მო­თხოვ­ნე­ბი სრუ­ლად არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა.

"სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებს ჰქონ­დათ და აქვთ კო­ლექ­ტი­უ­რი დავა სა­ა­გენ­ტოს­თან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხო­ვენ ღირ­სე­ულ სა­მუ­შაო პი­რო­ბებს და ღირ­სე­ულ ანა­ზღა­უ­რე­ბას, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი, ასე­ვე შემ­დგო­მი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და. სა­ა­გენ­ტო ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბა ჩვენს პრო­ტესტს, რა­მაც შე­სა­ბა­მის შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა.

გუ­შინ გა­ვაგ­ზავ­ნეთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­გორც სა­ა­გენ­ტო­ში, ასე­ვე შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­ვუგ­ზავ­ნეთ მი­ნისტრს, რომ 17 იან­ვრი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს 390 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ი­ფი­ცე­ბა, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ უმე­ტე­სო­ბა ცენ­ტრე­ბი­სა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას შე­წყვეტს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იფი­ცე­ბი­ან მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, თუმ­ცა ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უარი თქვეს მო­ნურ პი­რო­ბებ­ზე და ახლა უკვე მივ­მარ­თეთ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას და გა­ვი­ფი­ცე­ბით იქამ­დე, ვიდ­რე ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნებს, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნაა ხელ­ფა­სე­ბის 100%-ით მა­ტე­ბა, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ ისეთ ხელ­ფას­ზე, რომ­ლი­თაც არ­სე­ბო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში იღე­ბენ უფრო და­ბალ ანა­ზღა­უ­რე­ბას, ვიდ­რე სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იღე­ბენ დახ­მა­რე­ბას. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ითხო­ვენ ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯებს. მათ უწევთ გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და თა­ვი­სი ჯი­ბი­დან უწევთ ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბის გა­დახ­და. ასე­ვე, პროფ­კავ­ში­რი ითხოვს კო­ლექ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას. ითხო­ვენ, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად მათი ხელ­ფა­სი ინფლა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით გა­ი­ზარ­დოს. ასე­ვე, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ითხო­ვენ ღირ­სე­ულ სა­მუ­შაო პი­რო­ბებს, რო­გო­რი­ცაა და­ზღვე­ვა და ასე შემ­დეგ. და­ახ­ლო­ე­ბით 12 წე­ლია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ფა­სი არის უც­ვლე­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ხელ­ფა­სი ეს არის 200 ლარი ხელ­ზე ასა­ღე­ბი და შემ­დგომ გა­მო­მუ­შა­ვე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩიხ­ში შე­ვი­და, როცა შე­ვი­ტყვეთ, რომ მი­ნის­ტრი გა­დად­გა. ვი­თხოვ­დით კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, თუმ­ცა ამის შემ­დგომ კო­მუ­ნი­კა­ცია ფაქ­ტობ­რი­ვად შე­წყდა", - გა­ნა­ცხა­და სო­ლი­და­რო­ბის ქსე­ლის იუ­რის­ტმა, და­ვით თომ­სა­რაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
0

სადღაც რომ გაქვთ მიგდებული ეს ინფორმაცია მოვალეობის მოხდის მიზნი6, თქვენ თვითონ დასაქმებულები არ ხართ? თქვენ რომ დაგჭირდებათ ვინ იქნება თქვენი სოლიდარული?

gio
1

ჩადით რაიონებში (ახლანდელ მუნიციპალიტეტებში) და გამოჰკითხეთ ხალხი. სოცმუშაკები როგორ გარიგებაში არიან ე.წ. სოცდაუცველებთან და მერე ატარეთ აქციები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი" - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები 17 იანვრიდან იფიცებიან

"12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი" - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები 17 იანვრიდან იფიცებიან

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს.

სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით თომსარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა და 17 იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით 390 ადამიანი გაიფიცება. პროტესტი კი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

"სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ჰქონდათ და აქვთ კოლექტიური დავა სააგენტოსთან. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მედიაციის პროცესი, ასევე შემდგომი მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა. სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა.

გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტესობა ცენტრებისა ფუნქციონირებას შეწყვეტს. ეს ადამიანები იფიცებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვეს მონურ პირობებზე და ახლა უკვე მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გავიფიცებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ამ ადამიანების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ დახმარებას. ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს. მათ უწევთ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და თავისი ჯიბიდან უწევთ ტრანსპორტის ხარჯების გადახდა. ასევე, პროფკავშირი ითხოვს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. ითხოვენ, რომ ყოველწლიურად მათი ხელფასი ინფლაციასთან მიმართებით გაიზარდოს. ასევე, ეს ადამიანები ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, როგორიცაა დაზღვევა და ასე შემდეგ. დაახლოებით 12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი. სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი ეს არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როცა შევიტყვეთ, რომ მინისტრი გადადგა. ვითხოვდით კომუნიკაციას, თუმცა ამის შემდგომ კომუნიკაცია ფაქტობრივად შეწყდა", - განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით თომსარაშვილმა.