საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ყველაზე "მყარი ურთიერთობა" დასრულდა - ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი ერთმანეთს დაშორდნენ
ჰოლივუდის ყველაზე "მყარი ურთიერთობა" დასრულდა - ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი ერთმანეთს დაშორდნენ

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ჯე­ი­სონ მო­მოა და ლიზა ბო­ნე­ტი 17-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით, 5 წელი იყ­ვნენ.

გან­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჯე­ი­სონ­მა და ლი­ზამ გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ვგრძნობთ ცვლი­ლე­ბებს ამ ტრანსფორ­მა­ცი­ულ დრო­ში. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­უქ­ცე­ვა­დია. ახა­ლი ამ­ბა­ვი გვაქვს - ქორ­წი­ნე­ბა­ში ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყო", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯე­ი­სონ მო­მოა ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და, მაგ­რამ მათი სიყ­ვა­რუ­ლი გრძელ­დე­ბა. "ჩვენ ახლა უბ­რა­ლოდ ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ერ­თმა­ნეთს“, - დას­ძენს მსა­ხი­ო­ბი. წყვილს ჰყავს 14 წლის გო­გო­ნა, ლოლა, 13 წლის ვაჟი, ნო­კოა.

2019 წელს Esquire-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­მო­ამ თქვა, რომ ლიზა ბო­ნე­ტი მისი ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იყო. "ბავ­შვო­ბა­ში ის ჩემი კუ­მი­რი იყო და მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობ­და ჯე­ი­სო­ნი.

ჰო­ლი­ვუდ­ში მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ჯე­ი­სო­ნი­სა და ლი­ზას სიყ­ვა­რულ­მა დროს გა­უძ­ლო და მათ ურ­თი­ერ­თო­ბას მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე მყარს უწო­დებ­დნენ. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და 17-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქვეყნის გულშემატკივარი
11

ვაი, არ ვიცოდი ეს რა ოჯახი დანგრეულა, არ გეტქვათ თქვე კაი ხალხო ეს.

lol
7

ჯეისონ მე თავისუფალი ვარ, არ მოგერიდოს , გელოდები, მპუუუუუუ <3

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ჰოლივუდის ყველაზე "მყარი ურთიერთობა" დასრულდა - ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი ერთმანეთს დაშორდნენ

ჰოლივუდის ყველაზე "მყარი ურთიერთობა" დასრულდა - ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი ერთმანეთს დაშორდნენ

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი 17-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან. ოფიციალურ ქორწინებაში ისინი დაახლოებით, 5 წელი იყვნენ.

განშორების შესახებ ჯეისონმა და ლიზამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

"ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ცვლილებებს ამ ტრანსფორმაციულ დროში. ცვლილებები შეუქცევადია. ახალი ამბავი გვაქვს - ქორწინებაში ჩვენი გზები გაიყო", - ნათქვამია განცხადებაში.

ჯეისონ მომოა ამბობს, რომ მართალია, ქორწინება დასრულდა, მაგრამ მათი სიყვარული გრძელდება. "ჩვენ ახლა უბრალოდ ვათავისუფლებთ ერთმანეთს“, - დასძენს მსახიობი. წყვილს ჰყავს 14 წლის გოგონა, ლოლა, 13 წლის ვაჟი, ნოკოა.

2019 წელს Esquire-თან ინტერვიუში მომოამ თქვა, რომ ლიზა ბონეტი მისი ბავშვობის სიყვარული იყო. "ბავშვობაში ის ჩემი კუმირი იყო და მასზე შეყვარებული ვიყავი“, - ამბობდა ჯეისონი.

ჰოლივუდში მიიჩნევდნენ, რომ ჯეისონისა და ლიზას სიყვარულმა დროს გაუძლო და მათ ურთიერთობას მედიაში ყველაზე მყარს უწოდებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა 17-წლიანი თანაცხოვრების დასრულების მიზეზი.