სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე ლექციაზე გავიცანი, ცნობილი ფსიქიატრის შვილია... ფსიქიატრიულ რენტგენში ვარ გატარებული" - როგორია ხუთგზის პარლამენტარის ოჯახური ცხოვრება?
"მეუღლე ლექციაზე გავიცანი, ცნობილი ფსიქიატრის შვილია... ფსიქიატრიულ რენტგენში ვარ გატარებული" - როგორია ხუთგზის პარლამენტარის ოჯახური ცხოვრება?

"ახა­ლი წლის მე­ო­რე დღეს ეკო­ნო­მის­ტე­ბი ცაში გას­რო­ლილ და ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბულ მი­ლი­ო­ნებ­ზე დარ­დო­ბენ, ექი­მე­ბი ამ­პუ­ტი­რე­ბულ ხე­ლებ­ზე, მე­ხან­ძრე­ე­ბი გა­სა­გე­ბია, რა­ზეც... მე მაშ­ხა­ლებს არ ვყი­დუ­ლობ, მომ­ბა­ძეთ! ფი­ნან­სუ­რი ბო­ი­კო­ტი პი­რო­ტექ­ნი­კას", - აი, ასე­თია ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ხუთგზის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რი პერ­ფორ­მან­სე­ბის ავ­ტო­რის რო­მან გო­ცი­რი­ძის პო­ზი­ცია. ალ­ბათ, ბევ­რს გახ­სოვთ, რო­გორ აწო­ნა რო­მან გო­ცი­რი­ძემ ჩან­თა­ში ჩა­დე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნა­ზე. რო­გორც ამ­ბობს, ამით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უფრო თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ო­ში, სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თის შემ­ცი­რე­ბა. რო­გორც გა­ირ­კვა, ბა­ტო­ნი რო­მა­ნი ახალ წელ­საც ორი­გი­ნა­ლუ­რად შეხ­ვდა. მეკვლეც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და.

- ძა­ლი­ან მძი­მე წელი გა­ვა­ცი­ლეთ - 13500 კაცი წაგ­ვარ­თვა კო­რო­ნამ, უმ­რავ­ლე­სო­ბა 2021 წელს და­ი­ღუ­პა. გა­სულ წელს იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მოკ­ვდა, ვიდ­რე ქარ­თლ-კა­ხეთ­ში აღა-მაჰ­მად-ხა­ნის ლაშ­ქრო­ბის დროს. თუმ­ცა ისე­თი ამ­ბე­ბიც მოხ­და, რა­მაც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი გაგ­ვა­ხა­რა. მა­გა­ლი­თად, ლაშა ტა­ლა­ხა­ძის უნი­კა­ლურ­მა წარ­მა­ტე­ბამ. ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნი­ლი ჰქონ­და, მხო­ლოდ ერთი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ბე­ლა­რუს­მა სპორ­ტსმენ­მა და­ამ­ყა­რა. ტა­ლა­ხა­ძემ 33 წლის შემ­დეგ და­ამ­ხო ეს რე­კორ­დი. კი­დევ ერთი 33 წელი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ვინ­მემ ეს რე­კორ­დი მოხ­სნას.

- რო­გორ შეხ­ვდით 2022 წელს?

- კო­რო­ნამ ხომ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. ამი­ტომ ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ვარ - არა­ნა­ი­რი სტუმ­რი­ა­ნო­ბა, არა­ნა­ი­რი ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბი. შინ, ცოლ-შვილ­თან ერ­თად შევ­ხვდი. კი­დევ ერთ სა­კი­თხში ვარ ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი - მი­მაჩ­ნია, რომ ფე­ი­ერ­ვერ­კი ყვე­ლა­ზე უაზ­რო გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა - ხარ­ჯი­ა­ნი, სა­ხი­ფა­თო, და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი, წა­მი­ე­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დია, თუ ზალ­პის მი­ცე­მის პლაც­დარ­მი სა­კუ­თა­რი სახ­ლის ფან­ჯა­რა ან აი­ვა­ნია. ეროვ­ნულ ბან­კში რომ ვმუ­შა­ობ­დი, თა­ნამ­შრო­მელს კორ­პუს­ში ბინა მთლი­ა­ნად და­უწ­ვა ფან­ჯრი­დან შე­მო­ვარ­დნილ­მა მაშ­ხა­ლამ.

- სა­უ­კე­თე­სო ახალ წელს თუ გა­იხ­სე­ნებთ?

- სა­უ­კე­თე­სო იყო ის 6-7 ახა­ლი წელი, რო­დე­საც თოვ­ლის ბა­ბუ­ად გა­მო­წყო­ბი­ლი ჩემს გო­გო­ნას­თან სა­ჩუქ­რე­ბით მივ­დი­ო­დი, მას­თან ერ­თად ვცეკ­ვავ­დი და ვმღე­რო­დი. ამას მა­ნამ­დე ვა­კე­თებ­დი, სა­ნამ იმ­ხე­ლა არ გახ­და, რომ ჩემს გა­შიფვ­რას შეძ­ლებ­და.

- მეკვლე­ო­ბის ტრა­დი­ცია თუ გაქვთ?

- წი­ნას­წარ მეკვლე არას­დროს შე­მირ­ჩე­ვია, თუ ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ზო­ბე­ლი მოგ­ვი­კა­კუ­ნებ­და, მი­ხა­რო­და. წელს პირ­ვე­ლად მყავ­და წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი და ასე გან­სა­ჯეთ, გაწ­ვრთნი­ლი მეკვლე - კატა. თუ შე­იძ­ლე­ბა ძაღ­ლი იყოს მეკვლე, კატა რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა?! ძა­ლი­ან მა­გა­რი კატა მყავს. მეკვლემ ხომ უნდა და­ა­კა­კუ­ნოს და სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტყვე­ბი თქვას, ჰოდა, ჩემი კატა ძა­ლი­ან მში­შა­რაა - თუ გა­რეთ და­ტო­ვებ, მა­შინ­ვე და­ე­ტა­კე­ბა კარს და თა­თე­ბით ფხაჭ­ნის. ორი წუ­თით გავ­სვი გა­რეთ, მა­შინ­ვე კარს და­ე­ტა­კა და ფხაჭ­ნა და­ი­წყო, ეს და­კა­კუ­ნე­ბად მი­ვიჩ­ნი­ეთ, მერე და­იკ­ნავ­ლა - ეს სა­ა­ხალ­წლო დაკ­ნავ­ლე­ბა იყო. გა­ვუ­ღეთ თუ არა კარი, გა­ხა­რე­ბუ­ლი შე­მო­ვარ­და, გა­დავ­რჩი, გა­რეთ არ დამ­ტო­ვე­სო. აბა, მი­თხა­რით, ასე­თი ბედ­ნი­ე­რი სხვა ვინ შე­მო­ვი­დო­და?! კა­ტაც ბედ­ნი­ე­რი იყო და ჩვენც.

- რო­გორც ვიცი, ფი­ლო­სო­ფი­ით, ფსი­ქო­ლო­გი­ით, სპორ­ტი­თა და მუ­სი­კით იყა­ვით გა­ტა­ცე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ით კი ეკო­ნო­მის­ტი ხართ.

- ფი­ლო­სო­ფია, ფსი­ქო­ლო­გია, სპორ­ტი და მუ­სი­კა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ეკო­ნო­მის­ტი კი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გავ­ხდი. ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე ფი­ლო­სო­ფია-ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე მინ­დო­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მა­შინ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე დიდი კონ­კურ­სი იყო და ჯარ­ში რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი ეკო­ნო­მი­კურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ოთხი თვის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­შე­მოდ­გო­მო გაწ­ვე­ვა დას­რულ­და, გა­მო­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი და მო­სამ­ზა­დე­ბელ ფა­კულ­ტეტ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. მე­ო­რე წელს გა­ვი­გე, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე მო­სახ­ვედ­რად, ყვე­ლა სა­გან­ში ხუ­თი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა იყო სა­ჭი­რო. ავ­დე­ქი და ხე­ლახ­ლა ჩა­ვა­ბა­რე ეკო­ნო­მი­კურ­ზე. ამა­სო­ბა­ში რა მოხ­და? მე ხომ სა­ბუ­თე­ბი დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ვი­ტა­ნე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, მა­ის­ში კი სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვა ყო­ფი­ლა. არ გა­მოვ­ცხად­დი კო­მი­სა­რი­ატ­ში, შე­დე­გად დე­ზერ­ტი­რად გა­მო­მა­ცხა­დეს. ..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
2

ეს კიტოვანის ძამიკო რომ პოლიტიკაშია ამიტომაა ქვეყანა დალაგებული

თამი
0

გაიძვერა და უტიფარი!!!

ავტორი:

"მეუღლე ლექციაზე გავიცანი, ცნობილი ფსიქიატრის შვილია... ფსიქიატრიულ რენტგენში ვარ გატარებული" - როგორია ხუთგზის პარლამენტარის ოჯახური ცხოვრება?

"მეუღლე ლექციაზე გავიცანი, ცნობილი ფსიქიატრის შვილია... ფსიქიატრიულ რენტგენში ვარ გატარებული" - როგორია ხუთგზის პარლამენტარის ოჯახური ცხოვრება?

"ახალი წლის მეორე დღეს ეკონომისტები ცაში გასროლილ და ჩინეთის ეკონომიკაში ინვესტირებულ მილიონებზე დარდობენ, ექიმები ამპუტირებულ ხელებზე, მეხანძრეები გასაგებია, რაზეც... მე მაშხალებს არ ვყიდულობ, მომბაძეთ! ფინანსური ბოიკოტი პიროტექნიკას", - აი, ასეთია ყოფილი ვიცე-პრემიერის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ხუთგზის პარლამენტის წევრისა და ორიგინალური პერფორმანსების ავტორის რომან გოცირიძის პოზიცია. ალბათ, ბევრს გახსოვთ, როგორ აწონა რომან გოცირიძემ ჩანთაში ჩადებული საგადასახადო კოდექსი საპარლამენტო ტრიბუნაზე. როგორც ამბობს, ამით საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოში და საერთოდ, მსოფლიოში, საგადასახადო ტვირთის შემცირება. როგორც გაირკვა, ბატონი რომანი ახალ წელსაც ორიგინალურად შეხვდა. მეკვლეც განსხვავებული ჰყავდა.

- ძალიან მძიმე წელი გავაცილეთ - 13500 კაცი წაგვართვა კორონამ, უმრავლესობა 2021 წელს დაიღუპა. გასულ წელს იმაზე მეტი ადამიანი მოკვდა, ვიდრე ქართლ-კახეთში აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობის დროს. თუმცა ისეთი ამბებიც მოხდა, რამაც ყველა ქართველი გაგვახარა. მაგალითად, ლაშა ტალახაძის უნიკალურმა წარმატებამ. ყველა რეკორდი მოხსნილი ჰქონდა, მხოლოდ ერთი ჰქონდა დარჩენილი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ბელარუსმა სპორტსმენმა დაამყარა. ტალახაძემ 33 წლის შემდეგ დაამხო ეს რეკორდი. კიდევ ერთი 33 წელი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ვინმემ ეს რეკორდი მოხსნას.

- როგორ შეხვდით 2022 წელს?

- კორონამ ხომ ყველაფერი შეცვალა. ამიტომ ძალიან პრინციპული ვარ - არანაირი სტუმრიანობა, არანაირი ხალხმრავალი ადგილები. შინ, ცოლ-შვილთან ერთად შევხვდი. კიდევ ერთ საკითხში ვარ ძალიან პრინციპული - მიმაჩნია, რომ ფეიერვერკი ყველაზე უაზრო გართობის საშუალებაა - ხარჯიანი, სახიფათო, დამაბინძურებელი, ხმაურიანი, წამიერი. განსაკუთრებით ცუდია, თუ ზალპის მიცემის პლაცდარმი საკუთარი სახლის ფანჯარა ან აივანია. ეროვნულ ბანკში რომ ვმუშაობდი, თანამშრომელს კორპუსში ბინა მთლიანად დაუწვა ფანჯრიდან შემოვარდნილმა მაშხალამ.

- საუკეთესო ახალ წელს თუ გაიხსენებთ?

- საუკეთესო იყო ის 6-7 ახალი წელი, როდესაც თოვლის ბაბუად გამოწყობილი ჩემს გოგონასთან საჩუქრებით მივდიოდი, მასთან ერთად ვცეკვავდი და ვმღეროდი. ამას მანამდე ვაკეთებდი, სანამ იმხელა არ გახდა, რომ ჩემს გაშიფვრას შეძლებდა.

- მეკვლეობის ტრადიცია თუ გაქვთ?

- წინასწარ მეკვლე არასდროს შემირჩევია, თუ ჩემთვის სასიამოვნო მეზობელი მოგვიკაკუნებდა, მიხაროდა. წელს პირველად მყავდა წინასწარ შერჩეული და ასე განსაჯეთ, გაწვრთნილი მეკვლე - კატა. თუ შეიძლება ძაღლი იყოს მეკვლე, კატა რატომ არ შეიძლება?! ძალიან მაგარი კატა მყავს. მეკვლემ ხომ უნდა დააკაკუნოს და სასიამოვნო სიტყვები თქვას, ჰოდა, ჩემი კატა ძალიან მშიშარაა - თუ გარეთ დატოვებ, მაშინვე დაეტაკება კარს და თათებით ფხაჭნის. ორი წუთით გავსვი გარეთ, მაშინვე კარს დაეტაკა და ფხაჭნა დაიწყო, ეს დაკაკუნებად მივიჩნიეთ, მერე დაიკნავლა - ეს საახალწლო დაკნავლება იყო. გავუღეთ თუ არა კარი, გახარებული შემოვარდა, გადავრჩი, გარეთ არ დამტოვესო. აბა, მითხარით, ასეთი ბედნიერი სხვა ვინ შემოვიდოდა?! კატაც ბედნიერი იყო და ჩვენც.

- როგორც ვიცი, ფილოსოფიით, ფსიქოლოგიით, სპორტითა და მუსიკით იყავით გატაცებული. პროფესიით კი ეკონომისტი ხართ.

- ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სპორტი და მუსიკა ძალიან მიყვარდა, ეკონომისტი კი სრულიად შემთხვევით გავხდი. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ფილოსოფია-ფსიქოლოგიაზე მინდოდა ჩამებარებინა. მაშინ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე დიდი კონკურსი იყო და ჯარში რომ არ წავსულიყავი ეკონომიკურზე ჩავაბარე. ოთხი თვის შემდეგ, როდესაც საშემოდგომო გაწვევა დასრულდა, გამოვიტანე საბუთები და მოსამზადებელ ფაკულტეტზე დავიწყე სიარული. მეორე წელს გავიგე, რომ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოსახვედრად, ყველა საგანში ხუთიანების მიღება იყო საჭირო. ავდექი და ხელახლა ჩავაბარე ეკონომიკურზე. ამასობაში რა მოხდა? მე ხომ საბუთები დეკემბერში გამოვიტანე უნივერსიტეტიდან, მაისში კი საგაზაფხულო გაწვევა ყოფილა. არ გამოვცხადდი კომისარიატში, შედეგად დეზერტირად გამომაცხადეს. ..წაიკითხეთ სრულად