პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაცი, რომელმაც "ნირვანას" პორნოგრაფიისთვის უჩივლა, კომპენსაციის გარეშე დარჩა - "ნირვანას ბავშვის" საქმე
კაცი, რომელმაც "ნირვანას" პორნოგრაფიისთვის უჩივლა, კომპენსაციის გარეშე დარჩა - "ნირვანას ბავშვის" საქმე

"ნირ­ვა­ნას" 1991 წლის "ალ­ბო­მის ყდის" საქ­მე და­ი­ხუ­რა. მო­სა­მარ­თლე ფერ­ნან­დო ოლ­გუ­ი­ნიმ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სპენ­სერ ელ­დე­ნის სარ­ჩე­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჯგუ­ფის ლე­გენ­და­რუ­ლი ალ­ბო­მის Nevermind-ის ყდა­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი შიშ­ვე­ლი ჩვი­ლის ფოტო, ბავ­შვის პორ­ნოგ­რა­ფი­ას წარ­მო­ად­გენს.

"ნირ­ვა­ნას ბავ­შვს“ უფ­ლე­ბა აქვს, რომ 13 იან­ვრამ­დე სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი ხე­ლახ­ლა შე­ი­ტა­ნოს. მომ­ჩი­ვა­ნი სპენ­სე­რი ის ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის ჩვი­ლო­ბის ფო­ტოც, ალ­ბო­მის ყდა­ზე და­ბეჭ­დეს.

სპენ­სე­რის ეს ფოტო 4 თვის ასაკ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. ის ახლა 30 წლი­საა და ჯგუფს ბავ­შვის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. მა­მა­კა­ცი აცხა­დებს, რომ ალ­ბო­მის ყდის ფოტო, ბავ­შვის პორ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლას უტოლ­დე­ბა.

სპენ­სე­რი ამ­ბობს, რომ ალ­ბო­მის ყდა­ზე მისი შიშ­ვე­ლი ფო­ტოს გა­მო­ჩე­ნამ გა­მო­იწ­ვია "მუდ­მი­ვი ემო­ცი­უ­რი დის­ტრე­სი ფი­ზი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით“ და რომ ამან მას გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ვლი­ან მი­ღე­ბა­ში და ზო­გა­დად, "ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბა­ში“ ხელი შე­უ­შა­ლა.

ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, მათი გარ­დაც­ვლი­ლი სო­ლის­ტის, კურტ კო­ბე­ი­ნის ქვრი­ვი და ალ­ბო­მის ყდის ფო­ტოგ­რა­ფი კირკ ვედ­ლი ერ­თხმად აცხა­დე­ბენ, რომ სპენ­სე­რი სწო­რედ ამ ყდის წყა­ლო­ბით 30 წე­ლია შე­მო­სა­ვალს იღებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2015 წელს The Guardian-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, კაცი, რო­მე­ლიც ახლა ჯგუფს უჩი­ვის, პი­რი­ქით, მად­ლო­ბას უხ­დი­და ჯგუფს იმ ყუ­რა­დღე­ბის­თვის, რაც Nevermind-ის ალ­ბო­მის ყდა­ზე გა­მო­ჩე­ნის შე­დე­გად ხვდა წი­ლად:

"ეს ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი რამ იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ბევ­რი კარი გა­მი­ღო,“ - ამ­ბობ­და ის.

ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ კი მან და­ი­წყო სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, რომ ყვე­ლას, ვინც ალ­ბო­მის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, უამ­რა­ვი ფული აქვს, მას კი საკ­მა­რი­სი თან­ხა არ მის­ცეს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
imereli
0

ამ ინტრიგანს ისიც არ უნდა მისცენ რასაც აძლევდნენ

ლელა
0

ინტრიგან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

კაცი, რომელმაც "ნირვანას" პორნოგრაფიისთვის უჩივლა, კომპენსაციის გარეშე დარჩა - "ნირვანას ბავშვის" საქმე

კაცი, რომელმაც "ნირვანას" პორნოგრაფიისთვის უჩივლა, კომპენსაციის გარეშე დარჩა - "ნირვანას ბავშვის" საქმე

"ნირვანას" 1991 წლის "ალბომის ყდის" საქმე დაიხურა. მოსამართლე ფერნანდო ოლგუინიმ არ დააკმაყოფილა სპენსერ ელდენის სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის ლეგენდარული ალბომის Nevermind-ის ყდაზე გამოსახული შიშველი ჩვილის ფოტო, ბავშვის პორნოგრაფიას წარმოადგენს.

"ნირვანას ბავშვს“ უფლება აქვს, რომ 13 იანვრამდე სასამართლოში სარჩელი ხელახლა შეიტანოს. მომჩივანი სპენსერი ის ადამიანია, რომლის ჩვილობის ფოტოც, ალბომის ყდაზე დაბეჭდეს.

სპენსერის ეს ფოტო 4 თვის ასაკშია გადაღებული. ის ახლა 30 წლისაა და ჯგუფს ბავშვის ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. მამაკაცი აცხადებს, რომ ალბომის ყდის ფოტო, ბავშვის პორნოგრაფიულ მასალას უტოლდება.

სპენსერი ამბობს, რომ ალბომის ყდაზე მისი შიშველი ფოტოს გამოჩენამ გამოიწვია "მუდმივი ემოციური დისტრესი ფიზიკური გამოვლინებებით“ და რომ ამან მას განათლების საფუძვლიან მიღებაში და ზოგადად, "ცხოვრებით ტკბობაში“ ხელი შეუშალა.

ჯგუფის წევრები, მათი გარდაცვლილი სოლისტის, კურტ კობეინის ქვრივი და ალბომის ყდის ფოტოგრაფი კირკ ვედლი ერთხმად აცხადებენ, რომ სპენსერი სწორედ ამ ყდის წყალობით 30 წელია შემოსავალს იღებს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს The Guardian-თან ინტერვიუში, კაცი, რომელიც ახლა ჯგუფს უჩივის, პირიქით, მადლობას უხდიდა ჯგუფს იმ ყურადღებისთვის, რაც Nevermind-ის ალბომის ყდაზე გამოჩენის შედეგად ხვდა წილად:

"ეს ყოველთვის პოზიტიური რამ იყო ჩემს ცხოვრებაში და ბევრი კარი გამიღო,“ - ამბობდა ის.

ამ ინტერვიუს შემდეგ კი მან დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ყველას, ვინც ალბომის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, უამრავი ფული აქვს, მას კი საკმარისი თანხა არ მისცეს.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა