საზოგადოება
მსოფლიო

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
Faceამბები
მეცნიერება
თვის კითხვადი სტატიები
სურვილები ხდება
სურვილები ხდება

რა­ტომ გვიყ­ვარს ახა­ლი წელი? რა­ტომ არის ის სი­ხა­რუ­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ დღეს უკავ­შირ­დე­ბა, ასე­თი უნი­ვერ­სა­ლუ­რი? იმი­ტომ, რომ სტრე­სი, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ფიქ­რა­ლი თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი, რაც ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ფერ­მკრთალ­დე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი თით­ქოს სა­კუ­თა­რი თა­ვის ოდ­ნავ უკე­თე­სი ვერ­სია ხდე­ბა. ამით აიხ­სნე­ბა ფან­ჯრებ­სა და აივ­ნებ­ზე ლა­მა­ზად გად­მო­ფე­ნი­ლი სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბი­თაც არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს, არა­მედ სხვა ადა­მი­ა­ნებ­საც ვუქ­მნით გან­წყო­ბას, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ.

რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ყვე­ლას უყ­ვარს, რო­დე­საც სხვებ­ზე ზრუ­ნავს, ყვე­ლა ადა­მი­ანს უხა­რია, რო­დე­საც სი­კე­თეს აკე­თებს... და თუ ვინ­მეს ეს ბედ­ნი­ე­რე­ბას არ ანი­ჭებს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჯერ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მეტი რამ უნდა შე­ი­მეც­ნოს.

ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში თით­ქოს ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ იმ სხვა­ო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბი­თაც პო­ლა­რი­ზე­ბულ­ნი ვართ, ნაკ­ლე­ბად ვაკ­ვირ­დე­ბით, ვინ იზი­ა­რებს ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს და უფრო მე­ტად ჯა­დოს­ნურ ღა­მე­ებ­ზე, სურ­ვი­ლე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობთ...

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, აქ­ცენტს ვა­კე­თებთ იმა­ზე, რაც გვა­ერ­თი­ა­ნებს და არა იმა­ზე, რაც გვყოფს. ყვე­ლა ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც უოც­ნე­ბია სა­სურ­ველ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ან თუნ­დაც რო­მე­ლი­მე მან­ქან­ზე. ოც­ნე­ბის არ­სიც ხომ ის არის, რომ და­ი­სა­ხო შე­და­რე­ბით რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი მი­ზა­ნი, ამო­წუ­რო სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და შემ­დეგ სამ­ყა­როს ჯა­დოს­ნუ­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბით და­ე­ლო­დო მის ახ­დე­ნას... თუ, რა თქმა უნდა, ოც­ნე­ბის ოც­ნე­ბად­ვე დარ­ჩე­ნა არ გსურს...

თუმ­ცა, ოც­ნე­ბე­ბის კო­რი­ან­ტელ­ში, ადა­მი­ა­ნებს ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ის, რაც ჩვენ­თვის თით­ქოს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა და არა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბულს არ წარ­მო­ად­გენს, სხვა ადა­მი­ა­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბა ოც­ნე­ბა იყოს.

სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, რომ დღეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და ზრუნ­ვა ბევრ ადა­მი­ანს აკ­ლია და ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, რომ არ­ცერ­თი მო­ხუ­ცი აღარ ოც­ნე­ბობ­დეს იმ ელე­მენ­ტა­რულ ზრუნ­ვა­სა და ყუ­რა­დღე­ბა­ზე, რო­მე­ლიც თით­ქოს ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლია... და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცერ­თი მო­ხუ­ცი აღარ უნდა ოც­ნე­ბობ­დეს ახალ წელს ნაძ­ვის ხეზე!

გორ­გია გი­ლო­ცავთ შობა-ახალ წელს და გი­სურ­ვებთ, თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი რე­ა­ლო­ბად გქ­ცე­ო­დეთ... ზუს­ტად ისე, რო­გორც ვა­ლე­რი ბა­ბუ­ას!

R

ავტორი:

სურვილები ხდება

სურვილები ხდება

რატომ გვიყვარს ახალი წელი? რატომ არის ის სიხარული, რომელიც აღნიშნულ დღეს უკავშირდება, ასეთი უნივერსალური? იმიტომ, რომ სტრესი, ყოველდღიური საფიქრალი თუ პასუხისმგებლობები, რაც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ფერმკრთალდება და თითოეული ჩვენგანი თითქოს საკუთარი თავის ოდნავ უკეთესი ვერსია ხდება. ამით აიხსნება ფანჯრებსა და აივნებზე ლამაზად გადმოფენილი საახალწლო განათებებიც, რომლებითაც არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანებსაც ვუქმნით განწყობას, სრულიად უსასყიდლოდ.

რატომ? იმიტომ, რომ ყველას უყვარს, როდესაც სხვებზე ზრუნავს, ყველა ადამიანს უხარია, როდესაც სიკეთეს აკეთებს... და თუ ვინმეს ეს ბედნიერებას არ ანიჭებს, მეტყველებს იმაზე, რომ ჯერ საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ მეტი რამ უნდა შეიმეცნოს.

ახალი წლის პერიოდში თითქოს ადამიანები ნაკლებ ყურადღებას ვამახვილებთ იმ სხვაობებზე, რომლებითაც პოლარიზებულნი ვართ, ნაკლებად ვაკვირდებით, ვინ იზიარებს ჩვენს შეხედულებებს და უფრო მეტად ჯადოსნურ ღამეებზე, სურვილებისა და ოცნებების ასრულებაზე ვფიქრობთ...

მარტივად რომ ვთქვათ, აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს. ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უოცნებია სასურველ ქვეყანაში მოგზაურობაზე ან თუნდაც რომელიმე მანქანზე. ოცნების არსიც ხომ ის არის, რომ დაისახო შედარებით რთულად მისაღწევი მიზანი, ამოწურო საკუთარი შესაძლებლობები და შემდეგ სამყაროს ჯადოსნური კანონზომიერებებით დაელოდო მის ახდენას... თუ, რა თქმა უნდა, ოცნების ოცნებადვე დარჩენა არ გსურს...

თუმცა, ოცნებების კორიანტელში, ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ ის, რაც ჩვენთვის თითქოს ყოველდღიურობაა და არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, სხვა ადამიანისთვის შეიძლება ოცნება იყოს.

სამწუხარო ფაქტია, რომ დღეს ელემენტარული ყურადღება და ზრუნვა ბევრ ადამიანს აკლია და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ არცერთი მოხუცი აღარ ოცნებობდეს იმ ელემენტარულ ზრუნვასა და ყურადღებაზე, რომელიც თითქოს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია... და საქართველოში არცერთი მოხუცი აღარ უნდა ოცნებობდეს ახალ წელს ნაძვის ხეზე!

გორგია გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, თქვენი ოცნებები და სურვილები რეალობად გქცეოდეთ... ზუსტად ისე, როგორც ვალერი ბაბუას!

R