პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრივატული სივრცეა თქვენი ფილტვები და იქ რაც გინდა ის ჩაუშვით,  მაგრამ რომ ამოუშვებ,  ეს თქვენი პრივატული სივრცე არ არის - ეს უკვე საჯარო სივრცეა" - ლადო კახაძე
"პრივატული სივრცეა თქვენი ფილტვები და იქ რაც გინდა ის ჩაუშვით,  მაგრამ რომ ამოუშვებ,  ეს თქვენი პრივატული სივრცე არ არის - ეს უკვე საჯარო სივრცეა" - ლადო კახაძე

"პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რცე არის თქვე­ნი ფილ­ტვე­ბი და იქ რაც გინ­და ის ჩა­უშ­ვით, მაგ­რამ რომ ამო­უშ­ვებ, ეს თქვე­ნი პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რცე არ არის - ეს უკვე სა­ჯა­რო სივ­რცეა!" – ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ლადო კა­ხა­ძემ, “თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მწე­ვე­ლის გარ­შე­მომ­ყოფ­თა დაც­ვას ისა­ხავს მიზ­ნად და თამ­ბა­ქოს აქ­ტი­ურ მო­წე­ვა­ზე ბევ­რად სა­ზი­ა­ნო, პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლო­ბაა. ამ კონ­ტექ­სტში ლადო კა­ხა­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ მან­ქა­ნა არის პრი­ვა­ტუ­ლი სივ­რცე, მაგ­რამ მა­ნი­ფეს­ტი­რე­ბუ­ლი.

პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით “თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლა, რომ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სი­ახ­ლე ტაქ­სი­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვაა. თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა აიკ­რძა­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბილ­შიც, თუკი ავ­ტო­მო­ბი­ლით არას­რულ­წლო­ვა­ნის გა­დაყ­ვა­ნა ხდე­ბა. ამა­ვე პრო­ექ­ტით, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის აკ­რძალ­ვა ისეთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზეც გავ­რცელ­დე­ბა, რო­გო­რი­ცაა კა­ტე­რი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­მო­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი. კერ­ძოდ, წეს­დე­ბა ჯა­რი­მა 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ტაქ­სის და კა­ტე­რის რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მძღო­ლის მიერ მო­წე­ვის აკ­რძალ­ვის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის. წეს­დე­ბა ჯა­რი­მე­ბი მძღო­ლის მიერ თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის­თვის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში (ავ­ტო­მო­ბილ­ში) ამ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით არას­რულ­წლოვ­ნის გა­დაყ­ვა­ნი­სას - ჯა­რი­მა გან­სა­ზღვრუ­ლია 50 ლა­რის ოდე­ნო­ბი­ათ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მე­ბის გა­ორ­მა­გე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის მე­ო­რედ, მე­სა­მედ და მის შემ­დეგ ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ჩა­დე­ნის­თვის. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე და მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ლადო კა­ხა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეაკო
1

სურათი----პატარძალი ქორწილის მეორე დილით, ვითომ არაა!!! ტაოტიანია ისევ!

ladiko
0

dabolilebi sait wavidt to, 

ავტორი:

"პრივატული სივრცეა თქვენი ფილტვები და იქ რაც გინდა ის ჩაუშვით,  მაგრამ რომ ამოუშვებ,  ეს თქვენი პრივატული სივრცე არ არის - ეს უკვე საჯარო სივრცეა" - ლადო კახაძე

"პრივატული სივრცეა თქვენი ფილტვები და იქ რაც გინდა ის ჩაუშვით,  მაგრამ რომ ამოუშვებ,  ეს თქვენი პრივატული სივრცე არ არის - ეს უკვე საჯარო სივრცეა" - ლადო კახაძე

"პრივატული სივრცე არის თქვენი ფილტვები და იქ რაც გინდა ის ჩაუშვით, მაგრამ რომ ამოუშვებ, ეს თქვენი პრივატული სივრცე არ არის - ეს უკვე საჯარო სივრცეა!" – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ, “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პარლამენტში ინიცირებული პროექტი მწეველის გარშემომყოფთა დაცვას ისახავს მიზნად და თამბაქოს აქტიურ მოწევაზე ბევრად საზიანო, პასიური მწეველობაა. ამ კონტექსტში ლადო კახაძემ აღნიშნა ისიც, რომ მანქანა არის პრივატული სივრცე, მაგრამ მანიფესტირებული.

პარლამენტმა პირველი მოსმენით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ტაქსიში მოწევის აკრძალვაა. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება. ამავე პროექტით, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი.

ამ მიმართულებით შემოდის ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, ტაქსის და კატერის როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას - ჯარიმა განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობიათ. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის. საკანონმდებლო პაკეტის ავტორები არიან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე.