პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! აბსურდია,  რომ პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება" - კახა კალაძე
"არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! აბსურდია,  რომ პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება" - კახა კალაძე

"ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლი! არ და­უ­ჯე­როთ, მე­გობ­რე­ბო, არ შე­გიყ­ვა­ნონ შეც­დო­მა­ში ამ ბინ­ძურ­მა პრო­პა­გან­დის­ტებ­მა! - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც თბი­ლის­ში პარ­კი­რე­ბის სა­კი­თხზე ახა­ლი სა­ა­ბო­ნე­მენ­ტო სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბის სა­კითხს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­კი­რე­ბის სა­კი­თხზე სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა.

"მინ­და შე­ვე­ხო კონ­კრე­ტულ სა­კითხს, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო. ეს ძი­რი­თა­დად იყო სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რაც პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. არის კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამით საზ­რდო­ო­ბენ და ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა სიც­რუ­ეს, რო­მე­ლიც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო, თით­ქოს პარ­კი­რე­ბის წლი­უ­რი 50-ლა­რი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტი ხდე­ბა 800 ლარი, რაც არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი აბ­სურ­დი. ეს არის ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლი! არ და­უ­ჯე­როთ, მე­გობ­რე­ბო, არ შე­გიყ­ვა­ნონ შეც­დო­მა­ში ამ ბინ­ძურ­მა პრო­პა­გან­დის­ტებ­მა! იმის ნაც­ვლად, რომ ოპო­ზი­ცი­ას კარ­გად წა­ე­კი­თხა ჩვენ მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი, ან მო­ეს­მი­ნა მე­რი­ის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი გან­მარ­ტე­ბის­თვის და არ შე­ეყ­ვა­ნა ხალ­ხი შეც­დო­მა­ში, მა­ინც აგ­რძე­ლე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ას, თით­ქოს 50 ლა­რის ნაც­ვლად პარ­კი­რე­ბა ხდე­ბა 800 ლარი. მგო­ნია, რომ ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა.

რო­გორც იცით, გუ­შინ საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­ნი­ხი­ლეს ეს სა­კი­თხი და და­ამ­ტკი­ცეს კი­დეც, კი­დევ ერთხელ გა­კეთ­და დე­ტა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბაც. მინ­და, და­მა­ტე­ბით ვაც­ნო­ბო მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ჩვენ ქა­ლაქ­ში გვაქვს ორი ტი­პის პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მა-ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი, რო­მე­ლიც ახლა ინერ­გე­ბა და სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რის გა­რე­შე.

სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რის გა­რე­შე აქამ­დეც მოქ­მე­დებ­და 50-ლა­რი­ა­ნი წლი­უ­რი სა­ა­ბო­ნე­მენ­ტო გა­და­სა­ხა­დი, რაც მო­მა­ვალ­შიც უც­ვლე­ლი რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რივ პარ­კი­რე­ბას, არ­სე­ბუ­ლი 1-ლა­რი­ა­ნი გა­და­სა­ხა­დის გარ­და, და­ვა­მა­ტეთ სხვა პა­კე­ტე­ბიც, რაც ძი­რი­თა­დად ბიზ­ნე­სორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. ეს არის შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ­ლი­თაც მსურ­ველს შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს, ან არ ისარ­გებ­ლოს. ანუ თუ მსურ­ვე­ლი შე­ი­ძენს კონ­კრე­ტულ პა­კეტს, შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე აღარ მო­უ­წევს სა­ა­თობ­რი­ვი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და ზო­ნა­ლურ-სა­ა­თობ­რი­ვი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლებ­ში. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ეს შე­თა­ვა­ზე­ბა არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არაა წლი­ურ 50-ლა­რი­ან აბო­ნე­მენ­ტთან“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Status quo
0

კახა,მგზავრობის ფასი რატომ გააორმაგეთ,თანაც გვატყუებ,არ გაზრდილა.შე ექსპლოატატოროო...

დგ
1

თქვწნ არ იყავით რომ.გაჰკიოდით საფასური არ იზრდებაო

ავტორი:

"არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! აბსურდია,  რომ პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება" - კახა კალაძე

"არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! აბსურდია,  რომ პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება" - კახა კალაძე

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი! არ დაუჯეროთ, მეგობრებო, არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც თბილისში პარკირების საკითხზე ახალი სააბონემენტო სისტემის შემოღების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში პარკირების საკითხზე სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია ვრცელდება.

"მინდა შევეხო კონკრეტულ საკითხს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალური იყო. ეს ძირითადად იყო სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია, რაც პრობლემას წარმოადგენს. არის კონკრეტული ტელევიზიები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამით საზრდოობენ და ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

საქმე შეეხება სიცრუეს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალური იყო, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი ხდება 800 ლარი, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი! არ დაუჯეროთ, მეგობრებო, არ შეგიყვანონ შეცდომაში ამ ბინძურმა პროპაგანდისტებმა! იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას კარგად წაეკითხა ჩვენ მიერ გაგზავნილი დოკუმენტი, ან მოესმინა მერიის მხრიდან გაკეთებული არაერთი განმარტებისთვის და არ შეეყვანა ხალხი შეცდომაში, მაინც აგრძელებენ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს 50 ლარის ნაცვლად პარკირება ხდება 800 ლარი. მგონია, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება.

როგორც იცით, გუშინ საკრებულოში განიხილეს ეს საკითხი და დაამტკიცეს კიდეც, კიდევ ერთხელ გაკეთდა დეტალური განმარტებაც. მინდა, დამატებით ვაცნობო მოსახლეობას, რომ ჩვენ ქალაქში გვაქვს ორი ტიპის პარკირების სისტემა-ზონალურ-საათობრივი, რომელიც ახლა ინერგება და საათობრივი საფასურის გარეშე.

საათობრივი საფასურის გარეშე აქამდეც მოქმედებდა 50-ლარიანი წლიური სააბონემენტო გადასახადი, რაც მომავალშიც უცვლელი რჩება. რაც შეეხება ზონალურ-საათობრივ პარკირებას, არსებული 1-ლარიანი გადასახადის გარდა, დავამატეთ სხვა პაკეტებიც, რაც ძირითადად ბიზნესორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის შეთავაზება, რომლითაც მსურველს შეუძლია ისარგებლოს, ან არ ისარგებლოს. ანუ თუ მსურველი შეიძენს კონკრეტულ პაკეტს, შესაბამისი პერიოდის მანძილზე აღარ მოუწევს საათობრივი საფასურის გადახდა ზონალურ-საათობრივი პარკირების ადგილებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შეთავაზება არანაირ კავშირში არაა წლიურ 50-ლარიან აბონემენტთან“, - განაცხადა კალაძემ.