პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ... ესენია სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები" - რა განაცხადა მარგველაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ?
"გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ... ესენია სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები" - რა განაცხადა მარგველაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად ფას­დე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რა­ტო­რი­უ­მი უნდა გა­მო­ცხად­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად ფას­დე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რა­ტო­რი­უ­მი უნდა გა­მო­ცხად­დეს.

ამის შე­სა­ხებ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მრგვალ მა­გი­დას­თან "ზოგი პა­ტი­მა­რი და ზოგი კი დევ­ნის“ ნა­წი­ლი ვერ იქ­ნე­ბა.

„გა­დავ­წყვი­ტოთ, გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ვა­ცხა­დოთ ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე სა­სა­მარ­თლო­ში. ეს საქ­მე­ე­ბი არის სა­ა­კაშ­ვი­ლის, ხა­ზა­რა­ძის, მე­ლი­ას, გვა­რა­მი­ას საქ­მე­ე­ბი, ანუ ის საქ­მე­ე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვის­თა­ვად იცის, რომ მი­იჩ­ნე­ვა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ან უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­და­ფა­სე­ბის და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცეს­ში ჩვენ ამ პრო­ცესს გარ­კვე­უ­ლად ვა­ჩე­რებთ და შე­სა­ბა­მი­სად, სა­უ­ბა­რი, როცა ამ მა­გი­დას­თან, სა­დაც ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და პო­ლი­ტი­კურ­მა სპექტრმა უნდა მო­ი­ყა­როს თავი, ამ სა­უბ­რის წი­ნა­პი­რო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს მიმ­დი­ნა­რე დევ­ნა, ან პა­ტიმ­რო­ბა ამ სა­უბ­რის აქ­ტო­რე­ბი­სა. ყო­ველ­გვა­რი იუ­რი­დი­უ­ლი შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, წი­ნა­პი­რო­ბად ამ ურ­თი­ერ­თო­ბის უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მა­გი­დას­თან, ვინც მი­ვუს­ხდე­ბით და ვი­სა­უბ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ან და მთლი­ან პო­ლი­ტი­კა­ზე, ისეთ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­გო­რიც არის ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ამ ნა­წილ­ში ვერ ვიქ­ნე­ბით ზოგი პა­ტი­მა­რი და ზოგი დევ­ნის ობი­ექ­ტი, ამ პე­რი­ო­დის­თვის ამ საქ­მე­ებ­ზე უნდა გა­კეთ­დეს მო­რა­ტო­რი­უ­მი“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1313
0

რატომ? იმიტომ რომ, თქვენ ეგრე გსურთ. არა და არა!!!!! მაშინ მეც და დანარჩენი სხვაამ ქვეყნის მოქალაქეები არ გადავიხდით გადასახადებს, ბანკებიდან სესხებსაც არც საბაჟოზე გადავიხდით და არც საპატრულო თუ სხვა ჯარიმებს, ვიყვირებთ რომ ეს პოლიტიკური დევნაა, გამოეცით კანონი, განკარგულება თუ რაც არის საჭირო და ნუ დაგვსჯით. თუ რა 

რიტა
1

მარგველაშვილო,მორატორიუმები შენს ბოსტანში აცხადე,.

ავტორი:

"გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ... ესენია სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები" - რა განაცხადა მარგველაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

"გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ... ესენია სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები" - რა განაცხადა მარგველაშვილმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მრგვალ მაგიდასთან "ზოგი პატიმარი და ზოგი კი დევნის“ ნაწილი ვერ იქნება.

„გადავწყვიტოთ, გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოში. ეს საქმეები არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები, ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მიიჩნევა მოტივირებულად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები, ან უდანაშაულოები, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში ჩვენ ამ პროცესს გარკვეულად ვაჩერებთ და შესაბამისად, საუბარი, როცა ამ მაგიდასთან, სადაც ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოიყაროს თავი, ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა, ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა. ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, უბრალოდ, წინაპირობად ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ამ მრგვალ მაგიდასთან, ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.