პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველამ უნდა ვეცადოთ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს" - გიორგი გახარია
"ყველამ უნდა ვეცადოთ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს" - გიორგი გახარია

"საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ტვირ­თი იტ­ვირ­თა ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და ყვე­ლამ მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ - კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა, ეროვ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის კონ­ტექ­სტში, ზუს­ტად, რომ აფერ­ხებს ამ შე­თან­ხმე­ბას" - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მე­დი­ას პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ წა­მო­წყე­ბულ პრო­ცეს­ზე დას­მულ კი­თხვას.

მისი თქმით, ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცია არ შე­უც­ვლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი შე­რი­გე­ბის სა­კითხს, ეროვ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა უნდა მოხ­დეს ზე­პარ­ტი­ულ სა­კი­თხებ­ზე და არა კონ­კრე­ტულ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზრი არ შე­მიც­ვლია, ეს აზრი ბევ­რჯერ მაქვს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­რი­გე­ბას, საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ტვირ­თი იტ­ვირ­თა ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და ყვე­ლამ მად­ლო­ბა უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ. ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ რა­დი­კა­ლი­ზა­ცია და პო­ლა­რი­ზა­ცია არის, რაც ქვე­ყა­ნას წარ­სულ­ში აბ­რუ­ნებს და არ მი­ყავს წინ. ამი­ტომ, უნდა გა­ვა­კე­თოთ მარ­ტი­ვი რამ, ყვე­ლამ უნდა ვე­ცა­დოთ ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ვეხ­მა­როთ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ ყვე­ლა ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­კა­ნონ­დებ­ლო დო­ნე­ზე, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი იმით, რომ ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს ამ მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, ფრთხი­ლი ოპ­ტი­მიზ­მი გვაქვს.

კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა, ეროვ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბის კონ­ტექ­სტში, ზუს­ტად, რომ აფერ­ხებს ამ შე­თან­ხმე­ბას. ეროვ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა უნდა მოხ­დეს ზე­პარ­ტი­ულ სა­კი­თხზე, რო­გო­რიც არის ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, ქვეყ­ნის სა­გა­რეო ორი­ენ­ტა­ცია, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა, დე­ო­კუ­პა­ცია და ბევ­რი რამ. ეს არის ზე­პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­ზეც უნდა მო­ვახ­დი­ნოთ კონ­სო­ლი­და­ცია და ამის შემ­დეგ შე­თან­ხმე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
4

განა რა თანხში გაცვალე პარტია?ფიქობ რომ არ ვიცით ვაშინკტონი რაზე და რამდენზე მოხდა გარიგება საკაშვილთან ?ყველმ კარგად ვიცით 🤷‍♀️

 

ფრიდონი
5

თუ გინდა ხალხის მხარდაჭერა მეზვრიშვილი,ნაცების პროკურორი მოიშორე,რა თქმა უნდა თუ ერთი ჯიშის არა ხართ.

ავტორი:

"ყველამ უნდა ვეცადოთ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს" - გიორგი გახარია

"ყველამ უნდა ვეცადოთ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს" - გიორგი გახარია

"საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ - კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად, რომ აფერხებს ამ შეთანხმებას" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიას პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა ეროვნული თანხმობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ პროცესზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.

რაც შეეხება ეროვნული შერიგების საკითხს, ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე და არა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით.

"მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით აზრი არ შემიცვლია, ეს აზრი ბევრჯერ მაქვს დაფიქსირებული და საყოველთაოდ ცნობილია.

რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ, ყოველთვის ვამბობდი, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის, რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიყავს წინ. ამიტომ, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, ყველამ უნდა ვეცადოთ ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა საკანონდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ მისიის შესრულებაში დავეხმაროთ, რომელიც მარტივი არ იქნება, ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს.

კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება, ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად, რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ამის შემდეგ შეთანხმება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.