კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნები – რა ნიშნებია საყურადღებო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნები – რა ნიშნებია საყურადღებო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

კან­ზე და რბილ ქსო­ვი­ლებ­ში წარ­მო­ნაქ­მნე­ბის გა­ჩე­ნა ხში­რი მოვ­ლე­ნაა. ისი­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მი­თა და მი­ზე­ზით ვლინ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი წარ­მო­ნაქ­მნია, ზო­გი­ერ­თი კი, შე­საძ­ლოა, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბი­თა და უყუ­რა­დღე­ბო­ბით გარ­თულ­დეს ან უკვე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა­ზე.

რა უნდა ვი­ცო­დეთ კა­ნი­სა და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის წარ­მო­ნაქ­მნებ­ზე, რა ნიშ­ნებს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მათი გამ­წვა­ვე­ბა? – ამ და სხვა კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­სა­ღე­ბად თო­დუ­ას კლი­ნი­კის კა­ნის, ძვლე­ბი­სა და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის ონ­კო­პა­თო­ლო­გი­ა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორს ალექ­სან­დრე ჩი­რი­ნაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

კა­ნი­სა და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის წარ­მო­ნაქ­მნე­ბის რა სა­ხე­ო­ბე­ბი არ­სე­ბობს? რა ნიშ­ნე­ბია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო?

კა­ნის სა­ფა­რი წარ­მო­ად­გენს ვი­ზუ­ა­ლურ ლო­კა­ლი­ზა­ცი­ას, ანუ ჩვენ მას ვხე­დავთ და შეგ­ვიძ­ლია და­ვაკ­ვირ­დეთ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც კა­ნის წარ­მო­ნაქ­მნებ­ზე აი­სა­ხე­ბა, რაც ექიმ­თან დრო­უ­ლი ვი­ზი­ტის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა გახ­დეს, მათ სამ სა­ხე­ო­ბად ვყოფთ. ესე­ნია: კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი, გარ­და­მა­ვა­ლი და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი. კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­შიშ­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს და მათი მკურ­ნა­ლო­ბა მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ძი­რი­თად­ში ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით. გარ­და­მა­ვალს ვუ­წო­დებთ მათ, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, ავ­თვი­სე­ბი­ან სიმ­სივ­ნე­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ავ­თვი­სე­ბი­ან­ში კი კა­ნის კი­ბოს მო­ვი­აზ­რებთ. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მისი ორი ტიპი – ბა­ზა­ლუ­რუ­ჯრე­დო­ვა­ნი და ბრტყე­ლუ­ჯრე­დო­ვა­ნი კარ­ცი­ნო­მაა. გა­მოვ­ყოფთ კი­დევ ერთ ვე­რაგ და­ა­ვა­დე­ბას – მე­ლა­ნო­მას. ის, ძი­რი­თა­დად, კა­ნის სა­ფარ­ზე არ­სე­ბულ ხალ­ზე ვი­თარ­დე­ბა და ვრცელ­დე­ბა მე­ტას­ტა­ზე­ბით, რო­გორც ლიმ­ფურ ჯირ­კვლებ­ში, ისე, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ებ­ში ( ფილ­ტვე­ბი, ღვიძ­ლი, ძვლე­ბი და სხვაა ) . მე­ლა­ნო­მა უმე­ტე­სად ხა­ლის ად­გი­ლას წარ­მო­იქ­მნე­ბა. ხა­ლის ზო­მა­ში ზრდა, კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის შეც­ვლა ასი­მეტ­რი­ის­კენ და ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მუ­ქე­ბა, არა­სა­სურ­ვე­ლი პრო­ცე­სე­ბის დაძ­ვრა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს და ასე­თი ნიშ­ნე­ბის დროს ექიმ­თან დრო­უ­ლი ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გა­დამ­წყვე­ტი სა­ბო­ლოო პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად

პა­ცი­ენ­ტმა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ისიც, რომ წარ­მო­ნაქ­მნის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნად და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნად და­ყო­ფას ის თა­ვად ვერ შეძ­ლებს. ეს სპე­ცი­ა­ლის­ტის კომ­პე­ტენ­ცი­აა და მხო­ლოდ სა­თა­ნა­დო დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შემ­დე­გაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ, ექიმს კან­ზე ნე­ბის­მი­ე­რი უჩ­ვე­უ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის დროს უნდა მი­მარ­თოთ.

რო­გორ ხდე­ბა კა­ნი­სა და რბი­ლის ქსო­ვი­ლე­ბის წარ­მო­ნაქ­მნე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა? რა პრო­ცე­დუ­რე­ბი ტარ­დე­ბა ამ დროს?

პირ­ველ რიგ­ში, დი­აგ­ნოს­ტი­კას ფი­ზი­კა­ლუ­რი გა­სინ­ჯვით ვი­წყებთ. შემ­დეგ კი მივ­მარ­თავთ დერ­მა­ტოს­კო­პი­ას. ის კა­ნის კვლე­ვის არა­ინ­ვა­ზი­უ­რი ანუ არატ­რავ­მუ­ლი მე­თო­დია, რომ­ლის დრო­საც წარ­მო­ნაქ­მნის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­დი­დე­ბა და მისი შეს­წავ­ლა ხდე­ბა. დერ­მა­ტოს­კო­პია, ძი­რი­თა­დად, ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს.

კვლე­ვის ინ­ვა­ზი­ურ მე­თო­დებს მხო­ლოდ მა­შინ მივ­მარ­თავთ, როცა ეჭ­ვე­ბი მა­ინც გვრჩე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მათ ვე­რი­დე­ბით, რად­გან ასე­თი ჩა­რე­ვით არ მო­ვახ­დი­ნოთ სა­ში­ში პრო­ცე­სე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და დაჩ­ქა­რე­ბა, ეს ძი­რი­თად­ში მე­ლა­ნო­მას ეხე­ბა. ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დე­ბი­დან ჯერ ცი­ტო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვას მივ­მარ­თავთ – ვი­ღებთ ანა­ბეჭდს და ქსო­ვი­ლებს მიკ­როს­კო­პის ქვეშ ვნა­ხუ­ლობთ. თუ ვერც მან მოგ­ვცა საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია, ბი­ოფ­სი­ას ვა­ტა­რებთ, რომ­ლის დრო­საც წარ­მო­ნაქ­მნის ნა­წილს ჰის­ტო­მორ­ფო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­ზე ვაგ­ზავ­ნით, თუ აქაც ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად დი­აგ­ნოზს ვერ ვა­დას­ტუ­რებთ ვა­ტა­რებთ იმუ­ნო­ჰის­ტო­ქი­მი­ურ კვლე­ვას.

მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბას უკვე სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბი­სა და ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის დად­გე­ნის შემ­დეგ ვი­წყებთ.

მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დებს მი­მარ­თავთ და რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლად სრულ­დე­ბა ხოლ­მე ის?

გა­აჩ­ნია დი­აგ­ნოზს და სტა­დი­ას ამი­ტომ მივ­მარ­თავთ, რო­გორც ქი­რურ­გი­ულ ასე­ვე სხი­ვურ და მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ თე­რა­პი­ას. თუ საქ­მე კა­ნის კი­ბოს­თან გვაქვს, ვა­ტა­რებთ ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ას ან მივ­მარ­თავთ სხი­ვურ თე­რა­პი­ას. მე­ლა­ნო­მას შემ­თხვე­ვა­ში ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­სა და იმუ­ნო­თე­რა­პი­ას. ვა­ტა­რებთ ონ­კო­გე­ნე­ტი­კურ ტეს­ტი­რე­ბა­საც – ის გვეხ­მა­რე­ბა წი­ნას­წარ და­ვად­გი­ნოთ რო­გო­რი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა ამა თუ იმ პრე­პა­რატს მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბი­სათ­ვის.

თო­დუ­ას კლი­ნი­კა დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ტექ­ნი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას ფლობს. წარ­მა­ტე­ბით ტარ­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პი­სა და სირ­თუ­ლის ოპე­რა­ცია, ანუ რა­დი­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი შერ­წყმუ­ლია აღ­დგე­ნით-რე­კონ­სტრუქ­ცი­ულ ეტა­პებ­თან თუმ­ცა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი წინსვლე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჩა­რე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, გა­დამ­წყვე­ტია ის, თუ სა­ი­დან ვი­წყებთ მკურ­ნა­ლო­ბას, რო­გო­რია სას­ტარ­ტო ვი­თა­რე­ბა ანუ რო­მელ სტა­დი­ა­ში მოგ­ვმარ­თავს პა­ცი­ენ­ტი. ად­რე­ულ სტა­დი­ებ­ზე ჩა­რე­ვა ( I - II სტა­დია ) წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სა­წინ­და­რია და უმე­ტე­სად სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით სრულ­დე­ბა, ხოლო მე­სა­მე სტა­დი­ა­ში სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძი­ლე­ბი­სათ­ვის გვი­წევს ბრძო­ლა.

რა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს უნდა მივ­მარ­თოთ იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ გარ­თუ­ლე­ბე­ბი ან ეფექ­ტუ­რად ვუმ­კურ­ნა­ლოთ კა­ნი­სა და რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბებს?

კან­ზე ხა­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ფაქ­ტო­რი, ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი და ხა­ლის ტრავ­მა­ტი­ზა­ცია. პრე­ვენ­ცია კი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბაა, ვი­საც მსგავ­სი ტი­პის ხა­ლე­ბი აქვს.

თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას მე მა­ინც პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ-პრე­ვენ­ცი­ულ შე­მოწ­მე­ბას ვა­ნი­ჭებ, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტმა 6 თვე­ში ერთხელ ჩა­ი­ტა­როს. თუკი ის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი კა­ნის სა­ფარ­ზე, ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­ჩნე­ვა­საც მარ­ტი­ვად და დრო­უ­ლად შეძ­ლებს. პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია ოჯა­ხის ექიმს მი­მარ­თოს, რო­მე­ლიც ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში მას შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტთან გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს და მათ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლებს დაკ­ვირ­ვე­ბას.

ჩვენ­თან სამ­წუ­ხა­როდ და­ახ­ლო­ე­ბით 70% მა­შინ მოგ­ვმარ­თავს, რო­დე­საც პრო­ცე­სი უკვე შორსწა­სუ­ლია, და საქ­მე მე­სა­მე ან მე­ო­თხე სტა­დი­ას­თან გვაქვს, ევ­რო­პა­ში კი პი­რი­ქით 70% ექიმს მი­მარ­თავს I – II სტა­დი­ის დროს, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­წუ­ხა­როა, რად­გან ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, ხი­ლუ­ლი და ხელ­შე­სა­ხე­ბი ნიშ­ნე­ბის გამო, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა კი, უმე­ტე­სად, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

ავტორი:

კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნები – რა ნიშნებია საყურადღებო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნები – რა ნიშნებია საყურადღებო და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

კანზე და რბილ ქსოვილებში წარმონაქმნების გაჩენა ხშირი მოვლენაა. ისინი განსხვავებული ფორმითა და მიზეზით ვლინდება. ზოგიერთი მათგანი სრულიად უწყინარი წარმონაქმნია, ზოგიერთი კი, შესაძლოა, გაუფრთხილებლობითა და უყურადღებობით გართულდეს ან უკვე მიანიშნებდეს რაიმე დაავადებაზე.

რა უნდა ვიცოდეთ კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნებზე, რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ შეიძლება ადრეულ ეტაპზევე ავიცილოთ თავიდან მათი გამწვავება? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად თოდუას კლინიკის კანის, ძვლებისა და რბილი ქსოვილების ონკოპათოლოგიათა განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს ალექსანდრე ჩირინაშვილს დავუკავშირდით.

კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების რა სახეობები არსებობს? რა ნიშნებია განსაკუთრებით საყურადღებო?

კანის საფარი წარმოადგენს ვიზუალურ ლოკალიზაციას, ანუ ჩვენ მას ვხედავთ და შეგვიძლია დავაკვირდეთ ცვლილებებს, რომლებიც კანის წარმონაქმნებზე აისახება, რაც ექიმთან დროული ვიზიტის საფუძველი უნდა გახდეს, მათ სამ სახეობად ვყოფთ. ესენია: კეთილთვისებიანი, გარდამავალი და ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და მათი მკურნალობა მარტივადაა შესაძლებელი ძირითადში ქირურგიული მეთოდით. გარდამავალს ვუწოდებთ მათ, რომლებიც, შესაძლოა, ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოს. ავთვისებიანში კი კანის კიბოს მოვიაზრებთ. ყველაზე გავრცელებული მისი ორი ტიპი – ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაა. გამოვყოფთ კიდევ ერთ ვერაგ დაავადებას – მელანომას. ის, ძირითადად, კანის საფარზე არსებულ ხალზე ვითარდება და ვრცელდება მეტასტაზებით, როგორც ლიმფურ ჯირკვლებში, ისე, სხვადასხვა ორგანოებში ( ფილტვები, ღვიძლი, ძვლები და სხვაა ) . მელანომა უმეტესად ხალის ადგილას წარმოიქმნება. ხალის ზომაში ზრდა, კონფიგურაციის შეცვლა ასიმეტრიისკენ და ინტენსიური გამუქება, არასასურველი პროცესების დაძვრაზე მიანიშნებს და ასეთი ნიშნების დროს ექიმთან დროული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი საბოლოო პოზიტიური შედეგის მისაღწევად

პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ წარმონაქმნის კეთილთვისებიანად და ავთვისებიანად დაყოფას ის თავად ვერ შეძლებს. ეს სპეციალისტის კომპეტენციაა და მხოლოდ სათანადო დიაგნოსტირების შემდეგაა შესაძლებელი. ამიტომ, ექიმს კანზე ნებისმიერი უჩვეულო ცვლილებების დროს უნდა მიმართოთ.

როგორ ხდება კანისა და რბილის ქსოვილების წარმონაქმნების დიაგნოსტირება? რა პროცედურები ტარდება ამ დროს?

პირველ რიგში, დიაგნოსტიკას ფიზიკალური გასინჯვით ვიწყებთ. შემდეგ კი მივმართავთ დერმატოსკოპიას. ის კანის კვლევის არაინვაზიური ანუ არატრავმული მეთოდია, რომლის დროსაც წარმონაქმნის მრავალჯერადი გადიდება და მისი შესწავლა ხდება. დერმატოსკოპია, ძირითადად, ზუსტი დიაგნოზის დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს.

კვლევის ინვაზიურ მეთოდებს მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა ეჭვები მაინც გვრჩება. სხვა შემთხვევაში მათ ვერიდებით, რადგან ასეთი ჩარევით არ მოვახდინოთ საშიში პროცესების პროვოცირება და დაჩქარება, ეს ძირითადში მელანომას ეხება. ინვაზიური მეთოდებიდან ჯერ ციტოლოგიური კვლევას მივმართავთ – ვიღებთ ანაბეჭდს და ქსოვილებს მიკროსკოპის ქვეშ ვნახულობთ. თუ ვერც მან მოგვცა საკმარისი ინფორმაცია, ბიოფსიას ვატარებთ, რომლის დროსაც წარმონაქმნის ნაწილს ჰისტომორფოლოგიურ კვლევაზე ვაგზავნით, თუ აქაც ერთმნიშვნელოვნად დიაგნოზს ვერ ვადასტურებთ ვატარებთ იმუნოჰისტოქიმიურ კვლევას.

მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებას უკვე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებისა და ზუსტი დიაგნოზის დადგენის შემდეგ ვიწყებთ.

მკურნალობის რა მეთოდებს მიმართავთ და რამდენად წარმატებულად სრულდება ხოლმე ის?

გააჩნია დიაგნოზს და სტადიას ამიტომ მივმართავთ, როგორც ქირურგიულ ასევე სხივურ და მედიკამენტოზურ თერაპიას. თუ საქმე კანის კიბოსთან გვაქვს, ვატარებთ ქირურგიულ ოპერაციას ან მივმართავთ სხივურ თერაპიას. მელანომას შემთხვევაში ქირურგიულ მკურნალობასა და იმუნოთერაპიას. ვატარებთ ონკოგენეტიკურ ტესტირებასაც – ის გვეხმარება წინასწარ დავადგინოთ როგორი ეფექტი ექნება ამა თუ იმ პრეპარატს მკურნალობის ეფექტურობისათვის.

თოდუას კლინიკა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა ტექნიკურ საშუალებას ფლობს. წარმატებით ტარდება ნებისმიერი ტიპისა და სირთულის ოპერაცია, ანუ რადიკალური ოპერაციები შერწყმულია აღდგენით-რეკონსტრუქციულ ეტაპებთან თუმცა, ტექნოლოგიური წინსვლებისა და კომპეტენტური ჩარევის მიუხედავად, გადამწყვეტია ის, თუ საიდან ვიწყებთ მკურნალობას, როგორია სასტარტო ვითარება ანუ რომელ სტადიაში მოგვმართავს პაციენტი. ადრეულ სტადიებზე ჩარევა ( I - II სტადია ) წარმატებული მკურნალობის საწინდარია და უმეტესად სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, ხოლო მესამე სტადიაში სიცოცხლის გახანგრძილებისათვის გვიწევს ბრძოლა.

რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები ან ეფექტურად ვუმკურნალოთ კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებებს?

კანზე ხალის ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარების ძირითადი მაპროვოცირებული ფაქტორი, ულტრაიისფერი სხივები და ხალის ტრავმატიზაცია. პრევენცია კი გამომწვევი მიზეზებისთვის თავის არიდებაა, ვისაც მსგავსი ტიპის ხალები აქვს.

თუმცა, ყველაზე დიდ მნიშვნელობას მე მაინც პროფილაქტიკურ-პრევენციულ შემოწმებას ვანიჭებ, რომელიც სასურველია პაციენტმა 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროს. თუკი ის ინფორმირებულია საკუთარი კანის საფარზე, ცვლილებების შემჩნევასაც მარტივად და დროულად შეძლებს. პაციენტს შეუძლია ოჯახის ექიმს მიმართოს, რომელიც ეჭვის შემთხვევაში მას შესაბამის სპეციალისტთან გადაამისამართებს და მათთან ერთად გააგრძელებს დაკვირვებას.

ჩვენთან სამწუხაროდ დაახლოებით 70% მაშინ მოგვმართავს, როდესაც პროცესი უკვე შორსწასულია, და საქმე მესამე ან მეოთხე სტადიასთან გვაქვს, ევროპაში კი პირიქით 70% ექიმს მიმართავს I – II სტადიის დროს, ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან ადრეული დიაგნოსტირება, ხილული და ხელშესახები ნიშნების გამო, ძალიან მარტივია. დროული მკურნალობა კი, უმეტესად, ძალიან წარმატებული.