მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასიამოვნო მომენტია,  როცა დღეს იწყებ მაშინ,  როცა ქალაქში ღამეა და ყველას სძინავს...“ - ინტერვიუ ლევან ლაუდაძესთან
"სასიამოვნო მომენტია,  როცა დღეს იწყებ მაშინ,  როცა ქალაქში ღამეა და ყველას სძინავს...“ - ინტერვიუ ლევან ლაუდაძესთან

ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ვუხ­ვი­ოთ და სრუ­ლი­ად სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეთ. ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ახა­ლი ჰობი, ახა­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბი და თავი სულ სხვა ამ­პლუ­ა­ში მოვ­სინ­ჯოთ. ეს სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის სიღ­რმი­სე­უ­ლად შეც­ნო­ბი­სა და ძი­ე­ბის გზაა, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვად­ვე უნდა გავ­ხა­დოთ.

წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის - LOUDspeakers-ის ვო­კა­ლის­ტი ლე­ვან ლა­უ­და­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა ხნის წინ გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში იხი­ლა. ლე­ვა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის სფე­რო­შიც მუ­შა­ობს და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, დი­ლის გა­და­ცე­მის - "დი­ლის პა­ლიტ­რის“ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია.

- ლე­ვან, რო­გორ და­ი­წყე მუ­სი­კის შექ­მნა? ეს გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იყო, თუ რა­ი­მე შემ­თხვე­ვამ გი­ბიძ­გა?

-- ზო­გა­დად, გი­ტა­რით 16 წლის ასაკ­ში და­ვინ­ტე­რეს­დი. უცებ მო­მინ­და და ამის რა­ი­მე წი­ნა­პი­რო­ბა, ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს არ არ­სე­ბობ­და. 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა დაკ­ვრა და­ვი­წყე და ეს მა­შინ მოხ­და, როცა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. თით­ქოს თა­ვი­დან­ვე ვგრძნობ­დი და ვი­ცო­დი, რომ მუ­სი­კა იყო ის საქ­მე, რაც მინ­დო­და მე­კე­თე­ბი­ნა. იუ­რისპრუ­დენ­ცია უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი პრო­ფე­სია გა­მოდ­გა ჩემ­თვის, რო­მე­ლიც ბა­კა­ლავ­რის დო­ნე­ზე და­ვამ­თავ­რე და გაგ­რძე­ლე­ბა აღარ მი­ფიქ­რია. დაკ­ვრის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ჩემ­თვის და­ვი­წყე სიმ­ღე­რის პა­ტა­რა მო­ნა­ხა­ზე­ბის შექ­მნა.

- ბენ­დის შექ­მნის ის­ტო­რია მოგ­ვი­ყე­ვი...

- გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრის და­წყე­ბი­დან წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა და ძა­ლი­ან კარ­გმა მუ­სი­კოს­მა - ალექ­სან­დრე დო­ლი­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა ჯგუ­ფის შექ­მნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და დაკ­ვრა, ბევ­რი არ მი­ფიქ­რია და დავ­თან­ხმდი. მას შემ­დეგ და­ი­წყო და დღემ­დე ახ­ლავს ჩემს ცხოვ­რე­ბას ის სა­ო­ცა­რი პრო­ცე­სი, რა­საც სიმ­ღე­რე­ბის წერა ჰქვია.

- რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ სა­ხე­ლი და რო­გორ იქცა ფსევ­დო­ნი­მი შენს გვა­რად?

- სა­წყის ეტაპ­ზე სა­ჭი­რო იყო ჯგუ­ფის­თვის სა­ხე­ლი შეგ­ვერ­ჩია. დიდი ხნის ფიქ­რის შემ­დეგ, უბ­რა­ლოდ ერთ რი­გით რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, ტე­ლე­ფონს დავ­ხე­დე და "ლა­უდსფი­ქერ­სის“ ღი­ლა­კი რომ და­ვი­ნა­ხე, თავ­ში და­მარ­ტყა. "მე­გობ­რე­ბო, მო­დით LOUDspeakers და­ვარ­ქვათ ჯგუფს“ - შევ­ძა­ხე რე­პე­ტი­ცი­ა­ზე და მა­შინ­ვე მი­ვი­ღე მათ­გან თან­ხმო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს უკვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ფსევ­დო­ნიმს, ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, როცა "ფე­ის­ბუქ­ზე“ ვრე­გის­ტრირ­დე­ბო­დი. მე­გო­ბა­რი მეხ­მა­რე­ბო­და ამის გა­კე­თე­ბა­ში (ტექ­ნი­კას­თან ვერ ვმე­გობ­რობ­დი), ჩემი ნამ­დვი­ლი გვა­რი ცხვა­რა­ძე, რა­ტომ­ღაც არ მი­ი­ღო "ფე­ის­ბუქ­მა“ და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლა­უ­და­ძე ჩა­წე­რა. მე­ო­რე ცდა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ უკვე აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და ჩემი "ახა­ლი გვა­რი“ ხალ­ხში. ბევ­რს ნამ­დვი­ლი გვა­რიც ეგო­ნა და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, სა­და­უ­რი გვა­რი­აო, რა­ზეც ჩემი პა­სუ­ხი იყო - რა­ჭუ­ლი.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდი რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში?

- მუ­სი­კა ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ამით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, იღ­ბლი­ა­ნიც ვარ. თუმ­ცა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­დიო და ტე­ლე­ვი­ზი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ კი ისე მოხ­და, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის დახ­მა­რე­ბით, ჯერ რა­დი­ოს წამ­ყვა­ნი გავ­ხდი და აგერ უკვე სამ თვე­ზე მე­ტია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში "დი­ლის პა­ლიტ­რის“ წამ­ყვა­ნი ვარ.

- რო­გო­რია შენი ერთი დღე, როცა დი­ლის გა­და­ცე­მა გაქვს?

- ჩემი დილა 05:30-ზე იწყე­ბა. ადრე ად­გო­მა არას­დროს მე­ზა­რე­ბო­და, თუმ­ცა რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბამ კი­დევ უფრო გა­მი­მარ­ტი­ვა და, შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც არ გამ­ჭირ­ვე­ბია ასე­თი რე­ჟი­მის­თვის ფე­ხის აწყო­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია, როცა იცი, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბას სძი­ნავს ქა­ლაქ­ში. შენ კი მა­შინ იწყებ დღეს, როცა გა­რეთ ჯერ კი­დევ ღა­მეა. დილა ყო­ველ­თვის მუ­სი­კი­თა და სტან­დარ­ტუ­ლი რუ­ტი­ნით იწყე­ბა.

- რო­დის ვე­ლო­დოთ ახალ ალ­ბომს?

- ჩვე­ნი მე­ო­რე სტუ­დი­უ­რი ალ­ბო­მი - "Pills of Time", 25 დე­კემ­ბერს გა­მო­ვა. ის . Lenø Records -ში ჩა­ი­წე­რა გვა­ჯის (გი­ორ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე) მიერ. ალ­ბომ­ში 10 ახა­ლი სიმ­ღე­რაა. პირ­ვე­ლი სინ­გლი სულ ახ­ლა­ხან დავ­დეთ youtube-ზე.

ზო­გა­დად ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში გა­მი­მარ­თლა. მაქვს საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­კე­თებ. ასე­ვე, ვა­კე­თებ იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც ჩემ­ში სიმ­პა­თი­ას იმ­სა­ხუ­რებ­და ბოლო წლე­ბი და რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვა კუ­თხით გან­ვი­თა­რე­ბა­ში მი­წყობს ხელს, და რა თქმა უნდა, ის ადა­მი­ა­ნი მყავს გვერ­დით, რო­მე­ლიც მიყ­ვარს და მა­საც ვუყ­ვარ­ვარ.

- რა არის სა­ჭი­რო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად?

- არას­დროს ვე­თან­ხმე­ბო­დი ამ გა­მოთ­ქმას, რომ "მი­ზა­ნი ამარ­თლებს სა­შუ­ა­ლე­ბას“, რად­გან ჩემ­თვის ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად არა­ა­და­მი­ა­ნურ და და­მა­ხინ­ჯე­ბულ კა­რი­ე­რის­ტო­ბას გუ­ლის­ხმობს. არას­დროს არ უნდა და­კარ­გო სა­კუ­თა­რი თავი და არც არას­დროს არ შექ­მნა შენი წინსვლა სხვი­სი გვერ­დზე გა­წე­ვის ხარ­ჯზე. უბ­რა­ლოდ უნდა გიყ­ვარ­დეს შენი საქ­მე, სიყ­ვა­რულს შრო­მი­თა და მცდე­ლო­ბით ამ­ყა­რებ­დე და შე­დე­გიც აუ­ცი­ლებ­ლად მოვა, ზედ­მე­ტი მო­ლო­დი­ნე­ბის გა­რე­შე... და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლი ხომ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა?

ავტორი:

"სასიამოვნო მომენტია,  როცა დღეს იწყებ მაშინ,  როცა ქალაქში ღამეა და ყველას სძინავს...“ - ინტერვიუ ლევან ლაუდაძესთან

"სასიამოვნო მომენტია,  როცა დღეს იწყებ მაშინ,  როცა ქალაქში ღამეა და ყველას სძინავს...“ - ინტერვიუ ლევან ლაუდაძესთან

ხშირად ისეც ხდება, რომ შეიძლება არჩეული პროფესიიდან მოულოდნელად გადავუხვიოთ და სრულიად სხვა მიმართულებით წავიდეთ. ცხოვრების მანძილზე აღმოვაჩინოთ ახალი ჰობი, ახალი გატაცებები და თავი სულ სხვა ამპლუაში მოვსინჯოთ. ეს საკუთარი პერსონის სიღრმისეულად შეცნობისა და ძიების გზაა, რომელიც საინტერესო თავადვე უნდა გავხადოთ.

წარმატებული მუსიკოსი და პოპულარული ქართული ჯგუფის - LOUDspeakers-ის ვოკალისტი ლევან ლაუდაძე საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ განსხვავებულ ამპლუაში იხილა. ლევანი მუსიკალური საქმიანობის გარდა, რადიოსა და ტელევიზიის სფეროშიც მუშაობს და "პალიტრანიუსის“ ეთერში, დილის გადაცემის - "დილის პალიტრის“ ერთ-ერთი წამყვანია.

- ლევან, როგორ დაიწყე მუსიკის შექმნა? ეს გააზრებული არჩევანი იყო, თუ რაიმე შემთხვევამ გიბიძგა?

-- ზოგადად, გიტარით 16 წლის ასაკში დავინტერესდი. უცებ მომინდა და ამის რაიმე წინაპირობა, ერთი შეხედვით, თითქოს არ არსებობდა. 17 წლის ვიყავი, როცა დაკვრა დავიწყე და ეს მაშინ მოხდა, როცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. თითქოს თავიდანვე ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ მუსიკა იყო ის საქმე, რაც მინდოდა მეკეთებინა. იურისპრუდენცია უბრალოდ ფორმალური პროფესია გამოდგა ჩემთვის, რომელიც ბაკალავრის დონეზე დავამთავრე და გაგრძელება აღარ მიფიქრია. დაკვრის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჩემთვის დავიწყე სიმღერის პატარა მონახაზების შექმნა.

- ბენდის შექმნის ისტორია მოგვიყევი...

- გიტარაზე დაკვრის დაწყებიდან წლინახევრის შემდეგ მეგობარმა და ძალიან კარგმა მუსიკოსმა - ალექსანდრე დოლიძემ შემომთავაზა ჯგუფის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაწყებული მქონდა დაკვრა, ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი. მას შემდეგ დაიწყო და დღემდე ახლავს ჩემს ცხოვრებას ის საოცარი პროცესი, რასაც სიმღერების წერა ჰქვია.

- როგორ შეარჩიეთ სახელი და როგორ იქცა ფსევდონიმი შენს გვარად?

- საწყის ეტაპზე საჭირო იყო ჯგუფისთვის სახელი შეგვერჩია. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, უბრალოდ ერთ რიგით რეპეტიციაზე, ტელეფონს დავხედე და "ლაუდსფიქერსის“ ღილაკი რომ დავინახე, თავში დამარტყა. "მეგობრებო, მოდით LOUDspeakers დავარქვათ ჯგუფს“ - შევძახე რეპეტიციაზე და მაშინვე მივიღე მათგან თანხმობა. რაც შეეხება ჩემს უკვე შეიძლება ითქვას ფსევდონიმს, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა "ფეისბუქზე“ ვრეგისტრირდებოდი. მეგობარი მეხმარებოდა ამის გაკეთებაში (ტექნიკასთან ვერ ვმეგობრობდი), ჩემი ნამდვილი გვარი ცხვარაძე, რატომღაც არ მიიღო "ფეისბუქმა“ და ჩემმა მეგობარმა ლაუდაძე ჩაწერა. მეორე ცდა წარმატებული გამოდგა. რამდენიმე წლის შემდეგ უკვე აქტიურად გავრცელდა ჩემი "ახალი გვარი“ ხალხში. ბევრს ნამდვილი გვარიც ეგონა და მეკითხებოდნენ, სადაური გვარიაო, რაზეც ჩემი პასუხი იყო - რაჭული.

- როგორ აღმოჩნდი რადიოსა და ტელევიზიაში?

- მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამით ძალიან ბედნიერი და, შეიძლება ითქვას, იღბლიანიც ვარ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, რადიო და ტელევიზიის მიმართულებითაც ვიყავი დაინტერესებული. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ პრაქტიკული აკადემიის დახმარებით, ჯერ რადიოს წამყვანი გავხდი და აგერ უკვე სამ თვეზე მეტია, ტელევიზიაში "დილის პალიტრის“ წამყვანი ვარ.

- როგორია შენი ერთი დღე, როცა დილის გადაცემა გაქვს?

- ჩემი დილა 05:30-ზე იწყება. ადრე ადგომა არასდროს მეზარებოდა, თუმცა რადიოში მუშაობამ კიდევ უფრო გამიმარტივა და, შესაბამისად, ტელევიზიაშიც არ გამჭირვებია ასეთი რეჟიმისთვის ფეხის აწყობა. სასიამოვნო მომენტია, როცა იცი, რომ უმრავლესობას სძინავს ქალაქში. შენ კი მაშინ იწყებ დღეს, როცა გარეთ ჯერ კიდევ ღამეა. დილა ყოველთვის მუსიკითა და სტანდარტული რუტინით იწყება.

- როდის ველოდოთ ახალ ალბომს?

- ჩვენი მეორე სტუდიური ალბომი - "Pills of Time", 25 დეკემბერს გამოვა. ის . Lenø Records -ში ჩაიწერა გვაჯის (გიორგი გვარჯალაძე) მიერ. ალბომში 10 ახალი სიმღერაა. პირველი სინგლი სულ ახლახან დავდეთ youtube-ზე.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/UPo1xIrvPf4" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამეში გამიმართლა. მაქვს საყვარელი საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებ. ასევე, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ჩემში სიმპათიას იმსახურებდა ბოლო წლები და რომელიც საკუთარი თავის სხვა კუთხით განვითარებაში მიწყობს ხელს, და რა თქმა უნდა, ის ადამიანი მყავს გვერდით, რომელიც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ.

- რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად?

- არასდროს ვეთანხმებოდი ამ გამოთქმას, რომ "მიზანი ამართლებს საშუალებას“, რადგან ჩემთვის ეს გარკვეულწილად არაადამიანურ და დამახინჯებულ კარიერისტობას გულისხმობს. არასდროს არ უნდა დაკარგო საკუთარი თავი და არც არასდროს არ შექმნა შენი წინსვლა სხვისი გვერდზე გაწევის ხარჯზე. უბრალოდ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, სიყვარულს შრომითა და მცდელობით ამყარებდე და შედეგიც აუცილებლად მოვა, ზედმეტი მოლოდინების გარეშე... და მოულოდნელი სიხარული ხომ ყველაფერზე სასიამოვნოა?