მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტიების გაყოფა შეცდომაა - აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნადაა გადაქცეული" - ნინო ბურჯანაძე
"პარტიების გაყოფა შეცდომაა - აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნადაა გადაქცეული" - ნინო ბურჯანაძე

"პარ­ტი­ე­ბის გა­ყო­ფა შეც­დო­მაა - აბა, მე მკი­თხონ თუ მომ­წონს მათ­თან ერ­თად დგო­მა, მაგ­რამ ახლა ამის დრო არ არის, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბოსტნად არის გა­დაქ­ცე­უ­ლი", - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ ე.წ. შე­რი­გე­ბა­ზე ისა­უბ­რა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­რი­გე­ბა­ზე არ წავა.

"მოგ­წონს ეს თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შემ­დეგ. ეს არის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც 9- წლი­ა­ნი საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დის მი­უ­ხე­და­ვად, დარ­ჩნენ ამ პარ­ტი­ის ერ­თგულ­ნი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გე­ნენ პარ­ტი­ას, რო­მელ­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი მხარს უჭერს. ასი­ა­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უჭერს მხარს, ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რე­ბენ იმას, რომ ისი­ნი იგ­ნო­რი­რე­ბულ­ნი არ იყ­ვნენ. სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ამ პარ­ტი­ის ლი­დე­რი, რომ­ლის სი­ტყვა გა­დამ­წყვე­ტია პარ­ტი­ა­ში და პარ­ტი­ის გა­რე­თაც. ის ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ უჭერს მხარს, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბაა, და­ახ­ლო­ე­ბით 90% სა­ა­კაშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ვე­ლია.

თუ ჩვენ გვინ­და, რომ პრო­ცე­სი იყოს სრულ­ყო­ფი­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვის ურიგ­დე­ბი­ან? - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­სა­წყვე­ტი რომ იყოს, სხვა პარ­ტი­ებს ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც არ ჩა­მოგვთლი­ან. იმ­დე­ნი გა­ა­კე­თეს, რომ რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, შუა უნდა გა­იკ­რი­ფო­სო, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ­მა პარ­ტი­ამ ერ­თად აღე­ბუ­ლი "ნა­ცი­ონ­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ რამ­დენ­ჯერ­მე ნაკ­ლე­ბი ხმა აიღო. შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რი­ვია, მე არ ვარ ამით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, მირ­ჩევ­ნია, რომ ჩემი პარ­ტია იყოს ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია, მაგ­რამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იზ­რუ­ნა იმა­ზე, რომ ეს ასე არ ყო­ფი­ლი­ყო და ჭი­დი­ლი ყო­ფი­ლი­ყო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შო­რის. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მო­ი­სურ­ვებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას ამ პრო­ცეს­ში, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­რი­ყავს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას.“

არ ვიცი, ვინ რას სთა­ვა­ზობს, ან სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­ი­მე გა­რი­გე­ბა­ზე წავა თუ არა, იმე­დია, რომ არა. არ მგო­ნია, რომ მან ამ­დე­ნი იბ­რძო­ლა და რა­ი­მე ტი­პის გა­რი­გე­ბა­ზე წა­ვი­დეს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა მისი თავ­გან­წირ­ვა წყალ­ში გა­და­აგ­დოს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ უნდა ჰქონ­დეს იმის ილუ­ზია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც, რომ მი­ი­ღოს სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­უშ­ვას სამ­კურ­ნა­ლოდ, ამით ის ყვე­ლა პრობ­ლე­მას მოხ­სნის. არ მგო­ნია, რომ ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მი­სა­ღე­ბი იყოს, თუნ­დაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად, სხვა ყვე­ლა და­ნარ­ჩენ პო­ლი­ტი­კურ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე უა­რის თქმა და ეს ჩანს მის პო­ზი­ცი­ა­შიც“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მისი თქმით, არა თუ შე­რი­გე­ბა, შე­თან­ხმე­ბა უნდა მოხ­დეს.

ამას­თან, რო­გორც ბურ­ჯა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღეს იმის გარ­ჩე­ვის დრო არ არის, რო­მელ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას­თან დგო­მა უფრო მოგ­წონს.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებ­მა ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს, მათ შო­რის შარლ მი­შე­ლის 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლა დიდი შეც­დო­მა იყო.

"შე­თან­ხმე­ბა უფრო კარ­გი სი­ტყვაა, ვიდ­რე შე­რი­გე­ბა. შე­რი­გე­ბა ბავ­შვე­ბი ხომ არ ვართ, რომ გა­ვე­ბუ­ტეთ ერ­თმა­ნეთს და ახლა შევ­რიგ­დეთ? - მე არა­ვის­ზე გა­ბუ­ტუ­ლი არ ვარ, რაც არ უნდა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ვიყო, თუნ­დაც სა­ა­კაშ­ვილ­ზე ან "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე.“ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ვთვლი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნია და ეს მო­თხოვ­ნე­ბი უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად, იმა­ზე უფრო მე­ტად არ შეგ­ვიყ­ვარ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი, ვიდ­რე ახლა გვიყ­ვარს ან არ გვიყ­ვარს.

სა­ნამ ამომ­რჩე­ველს ის მო­ე­წო­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ დგა­ხარ თუ არა და არ­ჩევ­ნებ­ზე მოვა, ხმას მოგ­ცემს ან არა, შან­სი უნდა იყოს იმი­სა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი ოდეს­მე ჩა­ტარ­დე­ბა. რა თავ­ში იხლი ხმებს, თუ ის ხმე­ბი მა­ინც ისე და­ი­წე­რე­ბა, რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უნდა? - ჯერ ის უნდა მო­ა­ხერ­ხო, რომ მთა­ვა­რი ჭირი მო­ა­შო­რო ქვე­ყა­ნას და შემ­დეგ აუხ­სე­ნი ამომ­რჩე­ველს, რას აკე­თებ და რო­გორ აკე­თებ. თუ კარ­გად აუხ­სნი, ამომ­რჩე­ვე­ლი ბრიყ­ვი არ არის, მაგ­რამ უნდა აუხ­სნა, კი არ უნდა იპ­რან­ჭო, ვი­ღა­ცას­თან მოგ­წონს დგო­მა და ვი­ღა­ცას­თან არა. აბა, მე მკი­თხონ ერთი, თუ მომ­წონს ამათ­თან ერ­თად დგო­მა, ბევრთან. ვი­ღა­ცას ჩემ­თან ერ­თად დგო­მა არ მოს­წონს, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ახლა არ არის ამი­სი დრო, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, ივა­ნიშ­ვი­ლის ბოსტნად არის გა­დაქ­ცე­უ­ლი. რა დროს იმის არ­ჩე­ვაა, ვინ მოგ­წონს და ვინ არა?!

კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შეც­დო­მა იყო მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა და თუ და­ა­ნე­ბებ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი თავს, ვინც ხელი მო­ა­წე­რეს ამ დო­კუ­მენტს, იმის აღ­ნიშ­ვნას, რომ ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი იყო, - ის­ტო­რი­უ­ლი სი­სუ­ლე­ლე და სი­სუს­ტე იყო ამ დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რა, რაც მეტს ილა­პა­რა­კე­ბენ, რა გა­და­სა­რე­ვი რამე ქნეს მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელი, რომ მო­ა­წე­რეს, მით უფრო მკვეთ­რი იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, ვი­საც არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს, რა­ტომ იყო ეს ის­ტო­რი­უ­ლი შეც­დო­მა. მი­შე­ლის დო­კუ­მენტს მოჰ­ყვა შეც­დო­მე­ბი 43%-ზე და­თან­ხმე­ბა, ასე­ვე მი­შე­ლის დო­კუ­მენტს მოჰ­ყვა და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი შეც­დო­მა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის, რო­მელ­მაც მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პრო­ცე­სი და­ან­გრია. შეც­დო­მა არის პარ­ტი­ე­ბის გა­ყო­ფა, რომ "ეს მომ­წონს“, "ეს არ მომ­წონს“. კო­ა­ლი­ცი­ებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ხომ არ ბო­და­ვენ, მარ­თლა?! - 2024 წელს თუ იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, ვერ­ცერ­თი ეს პარ­ტია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­და, ჩემი ჩათ­ვლით, 2024 წლამ­დე ვერ მი­ვაღ­წევთ. სულ დაგ­ვან­გრევს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. არ მინ­და კრი­ტი­კუ­ლი ვიყო, ოპო­ზი­ცი­ის ოპი­ზი­ცია ვიყო, მაგ­რამ ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ რა­ღა­ცე­ბი გა­ფუჭ­და იმით, რომ მე მწვა­ვედ არ ვლა­პარ­კობ­დი იმას, რაც ვი­ცო­დი და რა­საც ვხე­დავ­დი“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

კომპარტიის ნაშალი ბრძანდებით ქალბატონო, ისევე როგორც სხვა მეტნაკლბად ცნობადი თქვენისავით პარტიად წოდებული მოქკავშირულ კომკავშირული წარმონაქმნი და ყველას ხელმძღვანელი უკლებლივ კომპარტიის და კომკავშირის ფუნქციონერია, ან მისი ოჯახის წევრი ! ძაან მიამიტებია ვისაც კომპარტია დაშლილი გონია, მაგალითად სააკაშვილის ბიძა ალასანია -კომპარტიელია, კგბ-ს გენერალი კომპარტიის კენწეროა, პუტინი ფსბ-ა ყველამ იცის, მაგრამ ცოტას ახსოვს ფსბ ეს კგბ -ა , ის კი სკკპ უმაღლესი ეშელონია !

ალექს
0

ამის და მიშას ხელშია გავლილი ყველა კანონი, დღესაც რომ ქვეყანას ანგრევენ !

ავტორი:

"პარტიების გაყოფა შეცდომაა - აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნადაა გადაქცეული" - ნინო ბურჯანაძე

"პარტიების გაყოფა შეცდომაა - აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნადაა გადაქცეული" - ნინო ბურჯანაძე

"პარტიების გაყოფა შეცდომაა - აბა, მე მკითხონ თუ მომწონს მათთან ერთად დგომა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, როდესაც ქვეყანა ივანიშვილის ბოსტნად არის გადაქცეული", - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ ე.წ. შერიგებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი გარიგებაზე არ წავა.

"მოგწონს ეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერია, "ქართული ოცნების“ შემდეგ. ეს არის მოტივირებული ადამიანების შეკრება, რომლებიც 9- წლიანი საკმაოდ რთული პერიოდის მიუხედავად, დარჩნენ ამ პარტიის ერთგულნი და ადამიანები, რომელიც წარმოადგენენ პარტიას, რომელსაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მხარს უჭერს. ასიაათასობით ადამიანი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ ისინი იგნორირებულნი არ იყვნენ. სააკაშვილი არის ამ პარტიის ლიდერი, რომლის სიტყვა გადამწყვეტია პარტიაში და პარტიის გარეთაც. ის ამომრჩეველი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, აბსოლუტური უმრავლესობაა, დაახლოებით 90% სააკაშვილის ამომრჩეველია.

თუ ჩვენ გვინდა, რომ პროცესი იყოს სრულყოფილი, ასეთ შემთხვევაში ვის ურიგდებიან? - "ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი რომ იყოს, სხვა პარტიებს ჩამონათვალშიც არ ჩამოგვთლიან. იმდენი გააკეთეს, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, შუა უნდა გაიკრიფოსო, ყველა დანარჩენმა პარტიამ ერთად აღებული "ნაციონლურ მოძრაობაზე“ რამდენჯერმე ნაკლები ხმა აიღო. შესაბამისად, ბუნებრივია, მე არ ვარ ამით აღფრთოვანებული, მირჩევნია, რომ ჩემი პარტია იყოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა იზრუნა იმაზე, რომ ეს ასე არ ყოფილიყო და ჭიდილი ყოფილიყო "ნაციონალურ მოძრაობასა“ და "ქართულ ოცნებას“ შორის. თუ ხელისუფლება არ მოისურვებს სააკაშვილის ჩართულობას ამ პროცესში, ხელოვნურად გარიყავს "ნაციონალურ მოძრაობას.“

არ ვიცი, ვინ რას სთავაზობს, ან სააკაშვილი რაიმე გარიგებაზე წავა თუ არა, იმედია, რომ არა. არ მგონია, რომ მან ამდენი იბრძოლა და რაიმე ტიპის გარიგებაზე წავიდეს, რომელმაც შეიძლება მისი თავგანწირვა წყალში გადააგდოს. "ქართულ ოცნებას“ არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, გადაწყვეტილებაც, რომ მიიღოს სააკაშვილი საზღვარგარეთ გაუშვას სამკურნალოდ, ამით ის ყველა პრობლემას მოხსნის. არ მგონია, რომ ეს სააკაშვილისთვის მისაღები იყოს, თუნდაც მისი ჯანმრთელობის ფასად, სხვა ყველა დანარჩენ პოლიტიკურ პერსპექტივაზე უარის თქმა და ეს ჩანს მის პოზიციაშიც“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, არა თუ შერიგება, შეთანხმება უნდა მოხდეს.

ამასთან, როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს იმის გარჩევის დრო არ არის, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან დგომა უფრო მოგწონს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებითვე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლა დიდი შეცდომა იყო.

"შეთანხმება უფრო კარგი სიტყვაა, ვიდრე შერიგება. შერიგება ბავშვები ხომ არ ვართ, რომ გავებუტეთ ერთმანეთს და ახლა შევრიგდეთ? - მე არავისზე გაბუტული არ ვარ, რაც არ უნდა განაწყენებული ვიყო, თუნდაც სააკაშვილზე ან "ქართულ ოცნებაზე.“ მაქვს კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც ვთვლი, რომ სამართლიანია და ეს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. ამ პროცესის შედეგად, იმაზე უფრო მეტად არ შეგვიყვარდება ერთმანეთი, ვიდრე ახლა გვიყვარს ან არ გვიყვარს.

სანამ ამომრჩეველს ის მოეწონება "ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგახარ თუ არა და არჩევნებზე მოვა, ხმას მოგცემს ან არა, შანსი უნდა იყოს იმისა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ოდესმე ჩატარდება. რა თავში იხლი ხმებს, თუ ის ხმები მაინც ისე დაიწერება, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა? - ჯერ ის უნდა მოახერხო, რომ მთავარი ჭირი მოაშორო ქვეყანას და შემდეგ აუხსენი ამომრჩეველს, რას აკეთებ და როგორ აკეთებ. თუ კარგად აუხსნი, ამომრჩეველი ბრიყვი არ არის, მაგრამ უნდა აუხსნა, კი არ უნდა იპრანჭო, ვიღაცასთან მოგწონს დგომა და ვიღაცასთან არა. აბა, მე მკითხონ ერთი, თუ მომწონს ამათთან ერთად დგომა, ბევრთან. ვიღაცას ჩემთან ერთად დგომა არ მოსწონს, გასაგებია, მაგრამ ახლა არ არის ამისი დრო, როდესაც ქვეყანა, პრაქტიკულად, ივანიშვილის ბოსტნად არის გადაქცეული. რა დროს იმის არჩევაა, ვინ მოგწონს და ვინ არა?!

კატასტროფული შეცდომა იყო მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და თუ დაანებებ ჩვენი მეგობრები თავს, ვინც ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს, იმის აღნიშვნას, რომ ისტორიული დოკუმენტი იყო, - ისტორიული სისულელე და სისუსტე იყო ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რაც მეტს ილაპარაკებენ, რა გადასარევი რამე ქნეს მიშელის დოკუმენტს ხელი, რომ მოაწერეს, მით უფრო მკვეთრი იქნება იმ ადამიანების განცხადებები, ვისაც არგუმენტები აქვს, რატომ იყო ეს ისტორიული შეცდომა. მიშელის დოკუმენტს მოჰყვა შეცდომები 43%-ზე დათანხმება, ასევე მიშელის დოკუმენტს მოჰყვა დანაშაულის ტოლფასი შეცდომა პარლამენტში შესვლის, რომელმაც მთელი ოპოზიციური პროცესი დაანგრია. შეცდომა არის პარტიების გაყოფა, რომ "ეს მომწონს“, "ეს არ მომწონს“. კოალიციებზე ლაპარაკობენ, ხომ არ ბოდავენ, მართლა?! - 2024 წელს თუ იქნება არჩევნები, ვერცერთი ეს პარტია, "ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ჩემი ჩათვლით, 2024 წლამდე ვერ მივაღწევთ. სულ დაგვანგრევს ბიძინა ივანიშვილი. არ მინდა კრიტიკული ვიყო, ოპოზიციის ოპიზიცია ვიყო, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაცები გაფუჭდა იმით, რომ მე მწვავედ არ ვლაპარკობდი იმას, რაც ვიცოდი და რასაც ვხედავდი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.