პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია ავსტრალიაში - ქარის მიერ გატაცებული გასაბერი სასახლიდან გადმოვარდნილი 9 მოზარდიდან 6 დაიღუპა
ტრაგედია ავსტრალიაში -  ქარის მიერ გატაცებული გასაბერი სასახლიდან გადმოვარდნილი 9 მოზარდიდან 6 დაიღუპა

გა­სულ კვი­რას, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, რო­მელ­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. 11 წლის ჩეის ჰა­რი­სო­ნი მე-6 მო­ზარ­დია, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რი­დან 3 დღის შემ­დეგ, გარ­და­იც­ვა­ლა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 ბავ­შვი­დან, რომ­ლე­ბიც ძლი­ე­რი ქა­რის გამო 10 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ატა­ცე­ბუ­ლი გა­სა­ბე­რი სა­სახ­ლი­დან ძირს ჩა­მო­ვარ­დნენ. შემ­თხვე­ვა კუნ­ძულ ტას­მა­ნი­ა­ზე, პა­ტა­რა ქა­ლაქ დე­ვენ­პორ­ტში მოხ­და, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 მო­სახ­ლე ცხოვ­რობს. ბავ­შვე­ბი სკო­ლის მიერ გა­მარ­თულ გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი 2 ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან პა­რას­კევს გა­მო­წე­რეს. ის კვი­რას სკო­ლას ეწ­ვია და გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გო.

ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რის გამო მოხ­და ეს ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი. პო­ლი­ცია იძი­ებს, იყო თუ არა სა­სახ­ლე მი­წა­ზე რა­ი­მე­თი და­მაგ­რე­ბუ­ლი და იყო თუ არა და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი.

"არ გვინ­და ზედ­მე­ტად ვიჩ­ქა­როთ, მაგ­რამ იმა­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას აინ­ტე­რე­სებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მოხ­და", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის კო­მი­სარ­მა და­რენ ჰა­ინ­მა.

პო­ლი­ცია ამ კვი­რა­ში აპი­რებს თვითმხილ­ვე­ლე­ბის და­კი­თხვა­საც. მათი თქმით, სე­მესტრის დას­რუ­ლე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, 40-მდე ბავ­შვის გარ­და, რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი და ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

ხალ­ხმა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა გა­ა­წყვი­ტა, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, შე­დე­გად, უკვე 1.3 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე შეგ­როვ­და.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ზურაბ
0

ძალიან სამწუხაროა. 

ავტორი:

ტრაგედია ავსტრალიაში - ქარის მიერ გატაცებული გასაბერი სასახლიდან გადმოვარდნილი 9 მოზარდიდან 6 დაიღუპა

ტრაგედია ავსტრალიაში -  ქარის მიერ გატაცებული გასაბერი სასახლიდან გადმოვარდნილი 9 მოზარდიდან 6 დაიღუპა

გასულ კვირას, ავსტრალიაში, ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 11 წლის ჩეის ჰარისონი მე-6 მოზარდია, რომელიც მომხდარიდან 3 დღის შემდეგ, გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 ბავშვიდან, რომლებიც ძლიერი ქარის გამო 10 მეტრის სიმაღლეზე ატაცებული გასაბერი სასახლიდან ძირს ჩამოვარდნენ. შემთხვევა კუნძულ ტასმანიაზე, პატარა ქალაქ დევენპორტში მოხდა, სადაც დაახლოებით 30 000 მოსახლე ცხოვრობს. ბავშვები სკოლის მიერ გამართულ გასართობ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 2 ბავშვი კლინიკაში რჩება, ერთ-ერთი დაშავებული მოზარდი კი საავადმყოფოდან პარასკევს გამოწერეს. ის კვირას სკოლას ეწვია და გარდაცვლილი მეგობრების ხსოვნას პატივი მიაგო.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რის გამო მოხდა ეს ტრაგიკული ინციდენტი. პოლიცია იძიებს, იყო თუ არა სასახლე მიწაზე რაიმეთი დამაგრებული და იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები.

"არ გვინდა ზედმეტად ვიჩქაროთ, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებთ, რომ მოსახლეობას აინტერესებს, სინამდვილეში რა მოხდა", - განაცხადა პოლიციის კომისარმა დარენ ჰაინმა.

პოლიცია ამ კვირაში აპირებს თვითმხილველების დაკითხვასაც. მათი თქმით, სემესტრის დასრულების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, 40-მდე ბავშვის გარდა, რამდენიმე მასწავლებელი და ზრდასრული ადამიანიც იმყოფებოდა.

ხალხმა დაზარალებულთა ოჯახებისთვის თანხის შეგროვება გააწყვიტა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შედეგად, უკვე 1.3 მილიონ დოლარამდე შეგროვდა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა