სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის“ - ვახტანგ ძაბირაძე
"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის“ - ვახტანგ ძაბირაძე

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც და ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, თუ ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე და­ი­ხუ­რე­ბა, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი არი­ან.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რა იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის უმ­ჯო­ბე­სი, რად­გან მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით ამ თე­მის გან­ხილ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა არა იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცას პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა მო­უნ­და, არა­მედ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­სა­ბა­მი­სად, მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, თუ ეს საქ­მე და­ი­ხუ­რე­ბა და ეს პრო­ცე­სი ამით დას­რულ­დე­ბა. ეს პო­ლი­ტი­კუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც და ოპო­ზი­ცი­ის­თვი­საც. სხვა­თა შო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­საც“, - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ის იმე­დოვ­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლო სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

"ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში წამ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, თუ სა­სა­მარ­თლო გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და მათ სას­ჯელს მი­უს­ჯის“, -გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი არი­ან, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დღეს ბოლო სხდო­მა იმარ­თე­ბა.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით).

რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბა.

სილიბისტრო
1

მე ამ პიროვნების მოსაზრებებს პატივს ვცემ, მაგრამ კანონის უზენაესობა რატომ ავიწყდება და ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებაზე რატომ უნდა იყოს იგი დამოკიდებული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის“ - ვახტანგ ძაბირაძე

"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის“ - ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი იქნება, თუ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე დაიხურება, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურ ვითარებაზე.

"გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ ვითარებაზე. შემიძლია გითხრათ, რა იქნება ქვეყნისთვის უმჯობესი, რადგან მხოლოდ სამართლებრივი კუთხით ამ თემის განხილვა არ შეიძლება არა იმიტომ, რომ ვიღაცას პოლიტიკაში მოსვლა მოუნდა, არამედ არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მგონია, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ეს საქმე დაიხურება და ეს პროცესი ამით დასრულდება. ეს პოლიტიკურად მომგებიანი იქნება ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. სხვათა შორის, ნიკა გვარამიას საქმესაც“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ის იმედოვნებს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის“, თუ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ სასჯელს მიუსჯის“, -განაცხადა ძაბირაძემ.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ბოლო სხდომა იმართება.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.