მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან თედიაშვილი: "მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"
ლევან თედიაშვილი: "მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"

- წა­მო­დი, წა­მო­დი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, ნამ­დვი­ლი კარ­კა­და­ნი ჰყავთ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი! - სპორ­ტის სა­სახ­ლის მახ­ლობ­ლად ჩა­მომ­სხდა­რი პა­ტა­რა თე­ი­რა­ნე­ლი ბი­ჭე­ბი, რო­მელ­თაც სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი მი­თი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟის სა­ნა­ხა­ვად მათ დრო­ში - 1973 წელს უხ­მობ­დნენ, თა­ნა­ტო­ლის და­ძა­ხილ­ზე აჩ­ქარ­დნენ და სა­ჭი­დაო დარ­ბა­ზის­კენ გა­იქ­ცნენ, - ვა­ი­და, კარ­კა­და­ნი ვერ ვი­ხი­ლო­თო...

ბი­ჭე­ბი კი არა, მთე­ლი სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ზოგი ერ­თმა­ნეთ­საც ჩქმეტ­და, - სიზ­მარ­ში ხომ არ ვარ­თო. საქ­მე იმა­ში იყო, რომ ქარ­თველ­მა ფა­ლა­ვან­მა იმ­ჟა­მინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­მა თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში ჯერ ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გა­აკ­რა ხა­ლი­ჩა­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი და ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა, მერე კი უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და, რა­მაც ნა­ხე­ვა­რი თე­ი­რა­ნი შეძ­რა.

გე­ნა­დი რუს­ლი­ა­დე­ვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ბოს ნაკ­რე­ბის წევ­რი შე­უძ­ლოდ გახ­და, ტურ­ნირ­ზე გას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და. სპორ­ტსმე­ნის არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქულა ნულ­დე­ბო­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­ბო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტი იყო და თი­ე­რა­ნი­დან ქუ­ლის გა­რე­შე წა­მოს­ვლა, კომ­პარ­ტი­ის მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფას უტოლ­დე­ბო­და. თა­ნაც, ეს ის­ტო­რი­ა­ში სამ­ბოს პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო. ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძემ (ლე­ვა­ნის მწვრთნე­ლი) და იო­ნოვ­მა (სამ­ბოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი) ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად სამ­ბო­ში სა­ჭირ­და­ოდ ლე­ვა­ნის გაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს... ბოლო-ბოლო 0 ქუ­ლას მა­ინც არ და­ი­წერ­დნენ. თუმ­ცა ზორ­ბა კა­ხელ­მა სამ­ბის­ტებს ნამ­დვი­ლი მას­ტერ-კლა­სი ჩა­უ­ტა­რა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

კარ­კა­და­ნი - სპარ­სუ­ლი მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი, უზარ­მა­ზა­რი მარ­ტორ­ქაა. მისი ზომა და სიძ­ლი­ე­რე სპარ­სეთ­ში, არა­ბეთ­სა და აფ­რი­კის ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ში­შის ზარს სცემ­და. მი­თე­ბის თა­ნახ­მათ, მას იმ­ხე­ლა რქა ჰქონ­და, რომ სპი­ლო­საც კი აკუ­წავ­დაო.

ზუს­ტად, რო­გორც კარ­კა­დან­მა, თე­დი­აშ­ვილ­მა სპი­ლო­ე­ბი­ვით წა­მო­აც­ვა ჯერ თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­ე­ბი, შემ­დეგ კი - სამ­ბის­ტე­ბიც. ის დღე ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რა, ირან­ში კი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­მახ­სოვ­რეს არა­მი­წი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე ლე­ვა­ნი, რო­მელ­მაც ბრწყინ­ვა­ლე გა­მოს­ვლით, თა­ვად შა­ჰის გუ­ლიც მო­ი­გო. (იხი­ლეთ სტა­ტია)

60-იან წლებ­ში, სა­გა­რე­ჯო­ელ­მა, მე-6 კლა­სელ­მა ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­მა, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფა­ლავ­ნის არ­სენ მე­კო­კიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის, ვანო მე­კო­კიშ­ვი­ლის ჭი­და­ო­ბის სექ­ცი­ის კა­რე­ბი მო­რი­დე­ბით შეხ­სნა. ბე­ჯით, ნი­ჭი­ერ, მოქ­ნილ­სა და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ერ ბიჭს აშ­კა­რად დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­და. მე­კო­კიშ­ვილ­მა პა­ტა­რა ტა­ლან­ტი მა­ლე­ვე შე­ნიშ­ნა და მისი პა­ტარ-პა­ტა­რა რე­გი­ო­ნა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბე­ზე გაყ­ვა­ნა და­ი­წყო, რა­საც მოჰ­ყვა პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა კა­კა­ბეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, სა­დაც ლე­ვა­ნი ლე­გენ­და­რულ­მა ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძემ შე­ნიშ­ნა და 1966 წლი­დან უკვე მან და­ი­წყო მო­მა­ვა­ლი ლე­გენ­დის "გა­მო­ძერ­წვა“.

ბა­ლა­ვა­ძე არ იყო ერ­თა­დერ­თი, ვინც პა­ტა­რა ლე­ვა­ნით აღ­ფრთო­ვან­და. თა­ვა­დაც დიდ­მა ფა­ლა­ვან­მა არ­სენ მე­კო­კიშ­ვილ­მა, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, იგ­რძნო თე­დი­აშ­ვი­ლის გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა. ლე­ვა­ნი მათი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ერთ ეპი­ზოდს იხ­სე­ნებს:

"არ­სენ მე­კო­კიშ­ვილ­მა ცეკა - ს პირ­ველ მდი­ვან­თან, მჟა­ვა­ნა­ძეს­თან შე­მიყ­ვა­ნა და ეუბ­ნე­ბა, - ეს ჩემი შემ­ცვლე­ლი­აო. გულ­ში ვი­გი­ნე­ბი, - ვა­ი­მე, ეს რა ტყუ­ი­ლე­ბი სცოდ­ნია - მეთ­ქი... და­მა­ხა­სი­ა­თა მხე­ცად, ჩემ­პი­ონ­თა ჩემ­პი­ო­ნად. ამ შეხ­ვედ­რა­ზე სხვა ბი­ჭებ­საც მო­ვუ­ყე­ვი, არა­ვის სჯე­რო­და, რომ რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია იყო, მა­ტყუ­ა­რას მე­ძახ­დნენ".

თე­დი­აშ­ვი­ლი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ჭი­და­ო­ბით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. კო­ჭებ­ში­ვე ეტყო­ბო­და, რომ ამ სპორ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად კი არა, გა­მე­ფე­ბის­თვის იყო მო­სუ­ლი. სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზეც კი დარ­ბაზ­ში გარ­ბო­და, სჯე­რო­და, რომ წარ­მა­ტე­ბას ასე და­ი­ბე­დებ­და.

და­ი­ბე­და კი­დეც...

ჯერ იყო და ზე­დი­ზედ ორ­ჯერ მო­ი­გო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი პირ­ვე­ლო­ბა, შემ­დეგ კი 1971 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ემ­გზავ­რა. მა­შინ პირ­ვე­ლად წარ­სდგა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე და რაღა თქმა უნდა, ოქ­როს­თვის იბ­რძო­ლა და გა­ი­მარ­ჯვა. ლე­ვა­ნით იმ­დე­ნად აღ­ფრთო­ვან­დნენ, რომ ბევ­რი ფიქ­რის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს 1971 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნის წო­დე­ბაც მი­ა­ნი­ჭეს.

  • პე­ტერ­სო­ნე­ბის რის­ხვა და ჩაშ­ლი­ლი რე­ვან­ში

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან 1 წლის შემ­დეგ, 1972 წელს მი­უნ­ხენ­ში ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი გა­ი­მარ­თა. მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნე­ბი სა­ნუკ­ვარ ჯილ­დო­ზე - ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ... თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა თე­დი­აშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც 82 კგ კა­ტე­გო­რი­ა­ში სო­ფი­ას ტრი­უმ­ფის გა­მე­ო­რე­ბას აპი­რებ­და. ლე­ვანს 5 მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შეხ­ვდა, რომ­ლე­ბიც უპ­რობ­ლე­მოდ და­ჩაგ­რა, მათ­გან ერთ-ერთი კი ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ჯონ პე­ტერ­სო­ნი იყო, რო­მე­ლიც ვერ­ცხლს და­ე­უფ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ­ჟა­მად ჭი­და­ო­ბის ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა გან­სხვავ­დე­ბო­და და ფა­ლავ­ნე­ბი დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბით იგებ­დნენ ტურ­ნირს. თე­დი­აშ­ვილ­მა კი იმ­დე­ნი ქულა და­აგ­რო­ვა, რომ ოქ­როს მე­და­ლი შე­ჯიბ­რე­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე ერთი დღით ადრე გა­ი­ნაღ­და.

მე­ო­რე-მე­სა­მე ად­გი­ლე­ბის­თვის და­პი­რის­პი­რე­ბას, ვა­სილ იორ­გა­სა და ჯონ პე­ტერ­სონს შო­რის, ჩვე­ნე­ბუ­რი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან უყუ­რებ­და და თან გერ­მა­ნულ ლუდს სვამ­და... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ით ზე­მოთ, 90 კგ-ში ოქ­როს მე­და­ლი ჯო­ნის ძმამ, ბენ (ბენ­ჟა­მინ) პე­ტერ­სონ­მა მო­ი­პო­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­ვა­ნი არ იყო ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც მი­უნ­ხენ­ში ას­პა­რე­ზო­ბა ოქ­როს მედ­ლით და­ას­რუ­ლა. ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა ვიქ­ტორ სა­ნე­ევ­მა ოლიმ­პი­ა­და­ზე თა­ვის მე­ო­რე ოქრო მო­ი­პო­ვა და სიკ­ვდილ­საც გა­და­ურ­ჩა. (იხი­ლეთ სტა­ტია)

მომ­დევ­ნო ოლიმ­პი­ა­დამ­დე ლე­ვან­მა ყვე­ლა გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ი­მარ­ჯვა. მათ შო­რის სტამ­ბო­ლის პირ­ვე­ლო­ბა­ზე, როცა ჭი­და­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა - მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სულ რა­ღაც 3 წამ­ში და­ა­მარ­ცხა.

თე­დი­აშ­ვი­ლის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბო­და. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს მი­წი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა და ნიჭი აღარ ჰყოფ­ნი­დათ. კაც­მა არ იცო­და, რა უნდა და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნათ ლე­ვა­ნის­თვის. ლე­გენ­და­რუ­ლი გერ­მა­ნე­ლი ჰორსტ შტოტტ­მე­ის­ტე­რი 1975 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ლე­ვანს შეხ­ვდა და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით (12:2) და­მარ­ცხდა. ინ­ტერ­ვი­უ­ში კი გა­ნა­ცხა­და:

"ამ წო­ნა­ში მსოფ­ლი­ო­ში უძ­ლი­ე­რე­სი ვარ, ნო­მერ პირ­ვე­ლი. თე­დი­აშ­ვილს არ ვთვლი, მას­თან გა­მარ­ჯვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია...“

ერთი წლის შემ­დეგ, 1976 წელს მონ­რე­ალ­ში ოლიმ­პი­ა­და იმარ­თე­ბო­და. ლე­ვან­მა თა­მა­სა მო­რიგ ჯერ­ზე ას­წია და ამ­ჯე­რად არა 82 კგ-ში, არა­მედ 90 კგ-ში გა­და­წყვი­ტა ას­პა­რე­ზო­ბა. ფი­ნა­ლამ­დე უპ­რობ­ლე­მოდ გა­ვი­და, იქ კი ჩვენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ჯონ პე­ტერ­სო­ნის ძმა, ბენი ელო­და, რო­მელ­საც ერთი სული ჰქონ­და 4 წლის წინ და­მარ­ცხე­ბუ­ლი ძმის გამო რე­ვან­ში აეღო და თა­ვის მე­ო­რე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. უნდა ვა­ღი­ა­როთ, ბენი გა­აფრ­თე­ბუ­ლად იბ­რძო­და და ღირ­სე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და ჩვე­ნე­ბურს, თა­ნაც დარ­ბა­ზი მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით იყო სავ­სე, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, თე­დი­აშ­ვილ­მა მა­ინც და­ა­მარ­ცხა და ვერ­ცხლის გზას გა­უ­ყე­ნა.

ოქ­როს­თან ერ­თად, ლე­ვანს კი­დევ ერთი აღი­ა­რე­ბა ელო­და - ის მონ­რე­ა­ლის ოლიმ­პი­ა­დის სა­უ­კე­თე­სო მო­ჭი­და­ვედ და­ა­სა­ხე­ლეს.

"თა­ნა­მედ­რო­ვე სპორ­ტსმე­ნის ეტა­ლო­ნი, ყვე­ლა­ზე დიდი და სრულ­ყო­ფი­ლი“ - წერ­და თე­დი­აშ­ვილ­ზე "მონ­რე­ალ სთა­რი“, რომ­ლის მი­მომ­ხილ­ველ­მაც ლე­ვანს "დიდი ტედი" შე­არ­ქვა.

ლე­ვან­მა შემ­დეგ წლებ­ში კი­დევ გა­მო­იც­ვა­ლა წო­ნი­თი კა­ტე­გო­რია და ამ­ჯე­რად 100 კგ-ში ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ფა­ლა­ვა­ნი გახ­და, ხოლო 1978 წელს მე­ხი­კო­ში პირ­ვე­ლად კა­რი­ე­რა­ში ვერ­ცხლს დას­ჯერ­და.

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის შე­სარ­ჩევ­ში კი ის მოხ­და, რა­საც ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში უხ­ვად აწყდე­ბოდ­ნენ - მა­საც პო­ლი­ტი­კამ გა­და­ურ­ბი­ნა გზა­ზე... მოკ­ლედ, რომ ვთქვათ, მე­სა­მე ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რი თე­დი­აშ­ვილ­მა ვერ მო­ი­პო­ვა. რო­გორც ცნო­ბი­ლი მო­ჭი­და­ვე გუ­რამ სა­ღა­რა­ძე იხ­სე­ნებ­და, - ლე­ვანს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად წა­ა­გე­ბი­ნეს ოლიმ­პი­ა­და­ზე მოხ­ვედ­რის­თვის სა­ჭი­რო ბრძო­ლა და ამით ხელი შე­უ­შა­ლეს მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მო­პო­ვე­ბა­შიო... ამის შემ­დეგ თე­დი­აშ­ვილ­მა კა­რი­ე­რა მა­ლე­ვე და­ას­რუ­ლა.

გა­ცი­ლე­ბა დიდი სპორ­ტი­დან

  • "ჯა­რის­კა­ცის მამა"

მა­მის ამ­პლუ­ა­ში ლე­ვან­მა თა­ვის შვი­ლებს, ვა­ხო­სა და ბე­სოს ბავ­შვო­ბი­დან ჩა­უ­ნერ­გა მებ­რძო­ლის სუ­ლის­კვე­თე­ბა და აზი­ა­რა სპორ­ტს. მისი მე­უღ­ლე ნანა მჭედ­ლიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს:

" კარ­გი სრო­ლა იცო­და სა­მი­ვემ. ბი­ჭე­ბი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სწავ­ლობ­დნენ ცურ­ვას, სრო­ლას, ცხე­ნით ჯი­რითს“.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ასე­ვე ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან ას­წავ­ლი­და ერ­თმა­ნე­თის ძმურ გა­ტა­ნას, დაც­ვა­სა და ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვას. ბესო თე­დი­აშ­ვი­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს:

"მახ­სოვს, ნულ კლას­ში ვი­ყა­ვი, სკო­ლა­ში ვი­ღა­ცამ წა­მო­მარ­ტყა, მა­მა­ჩემ­თან მი­ვე­დი, მო­ვუ­ყე­ვი, მი­თხრა, და­უ­ძა­ხე შენს ძმა­სო... დაგ­ვა­ყე­ნა ორი­ვე და გან­გვი­ცხა­და, - ხვალ ორი­ვე­ნი წახ­ვალთ სკო­ლა­ში, ან მო­აგ­ვა­რებთ ამ ამ­ბავს, ან გვარს გა­და­გი­კე­თებთ და იქ­ნე­ბით მჭედ­ლიშ­ვი­ლე­ბიო, ანუ დე­დის გვარ­ზე გა­და­გიყ­ვან­თო... მახ­სოვს, სულ ამ­ბობ­და, არა­სო­დეს მე­ნა­ხოს შვი­ლე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლიო..."

შვი­ლებ­თან ერ­თად

ლე­ვანს წინ უდი­დე­სი ტრა­გე­დია ელო­და, ამ­ბო­ბენ, "ღმერ­თი ყვე­ლა­ზე რთულ გა­მოც­დებს თა­ვის სა­უ­კე­თე­სო მებ­რძო­ლებს უწყობს..."

1993 წელს აფხა­ზე­თის ომში ვახო მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად. რა თქმა უნდა, უბ­რძოლ­ვე­ლად ლე­ვა­ნიც ვერ გა­ჩერ­დე­ბო­და, ისიც ფრონ­ტის ხა­ზის­კენ, შვილ­თან ერ­თად, გა­ე­მარ­თა.

სექ­ტემ­ბერ­ში ბა­ბუ­შე­რა­ში მტერ­მა თვითმფრი­ნა­ვი აა­ფეთ­ქა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის და დაჭ­რი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. აე­რო­პორტზე შე­ტე­ვა გრძელ­დე­ბო­და, სე­პა­რა­ტის­ტულ­მა ჯა­რებ­მა და მათ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა არ­ტი­ლე­რია გა­მო­ი­ყე­ნეს, რა დრო­საც აფეთ­ქე­ბუ­ლი ჭურ­ვის ერთ-ერთი ნა­წი­ლი 19 წლის ვა­ხოს მოხ­ვდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­მის თვალ­წინ ხდე­ბო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სწო­რედ ლე­ვან­მა წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა სის­ხლდე­ნა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, მა­მას შვი­ლი ხე­ლებ­ში ჩა­აკ­ვდა...

ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი:

"როცა ვახ­ტან­გი აფხა­ზეთ­ში გა­ემ­გზავ­რა, მეც ჩავ­ჯე­ქი თვითმფრი­ნავ­ში და მას­თან ერ­თად წა­ვე­დი. ჩემი შვი­ლი ომში მი­დი­ო­და და მე სახ­ლში დავ­რჩე­ბო­დი?! მამა, სად მო­დი­ხა­რო? შენ­თვის ნას­როლ ერთ ტყვი­ას მა­ინც გა­და­ვე­ფა­რე­ბი-მეთ­ქი. ასეც მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ როცა ბა­ბუ­შე­რის აე­როდ­რო­მი და­ი­ბომ­ბა და თვითმფრი­ნა­ვი აფეთ­ქდა, ვე­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლე... სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩემს ხელ­ში და­ლია სული... მტერს არ ვუ­სურ­ვებ ამის გან­ცდას, ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა მაქვს გავ­ლი­ლი".

შვი­ლის ტრა­გე­დი­ამ მა­მა­ზე მძი­მედ იმოქ­მე­და. ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა, ცოტა ჩა­ი­კე­ტა, მაგ­რამ არ გა­ტყდა... ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ის ჭი­და­ო­ბი­სა და მოს­წრე­ბუ­ლი სი­ტყვა-პა­სუ­ხის კაცი იყო ყო­ველ­თვის - ხა­ლი­სი­ა­ნი და გულ­ღია.

წუხს, - დღეს წე­სე­ბი ისე შე­იც­ვა­ლა, რომ ჭი­და­ო­ბა აღარ არის ისე­თი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რო­გო­რიც უწინ იყოო.

"ახ­ლან­დელ მსა­ჯებ­საც ზედ­მე­ტი მოს­დით ხოლ­მე. დღე­საც გვყავს კარ­გი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი, მაგ­რამ ქარ­თველ­მა ფა­ლა­ვან­მა გა­დაგ­დე­ბა თუ არ გა­ა­კე­თა, გარე და შუა ფეხი, ცე­რუ­ლი თუ არ გა­ა­კე­თა, აღარ არის სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი ჭი­და­ო­ბა, და­გე­ძი­ნე­ბა!.." - ამ­ბობს დიდი ფა­ლა­ვა­ნი.

ლე­გენ­და­რულ­მა მო­ჭი­და­ვემ, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზეც მო­სინ­ჯა ძალა და მა­ყუ­რე­ბე­ლი გო­გია კენ­კიშ­ვი­ლის გმი­რი­თაც მო­ნუს­ხა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ფილმში "ხა­რე­ბა და გო­გია". ამ ცოტა ხნის წინ კი 73 წლის თე­დი­აშ­ვილ­მა მო­რიგ გა­მარ­ჯვე­ბას მი­აღ­წია - Tribeca-ს მე­ო­ცე, სა­ი­უ­ბი­ლეო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბად და­ა­სა­ხე­ლეს!

"ტრა­ი­ბე­კას" ყო­ველ­წლი­ურ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც 2002 წელს და­ა­არ­სეს რო­ბერტ დე ნი­რომ, ჯეინ რო­ზენ­ტალ­მა და კრე­იგ ჰატ­კოფ­მა, ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის ფილ­მი "მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი" სამი მთა­ვა­რი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და - სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი, სცე­ნა­რი და მსა­ხი­ო­ბი. ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის გმი­რი ფილ­მის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია - ყო­ფი­ლი მო­ჭი­და­ვე, რო­მე­ლიც ბრა­ი­ტონ­ში ვა­ლებ­ში ჩაფ­ლუ­ლი შვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­დის. "მე­ო­თხე ბრა­ი­ტონ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ გი­ორ­გი ტა­ბი­ძე, ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვა და კახი კავ­სა­ძე, რომ­ლის­თვი­საც ეს როლი უკა­ნას­კნე­ლი აღ­მოჩ­ნდა... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­დან "ოს­კა­რე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზეა წარ­დგე­ნი­ლი.

კად­რი ფილ­მი­დან: "მე­ო­თხე ბრა­ი­ტო­ნი"

ლე­ვა­ნი დღეს მშობ­ლი­ურ სა­გა­რე­ჯო­ში ცხოვ­რობს. ჟურ­ნა­ლის­ტებს დი­დად არ სწყა­ლობს, თუმ­ცა ამ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მო­ა­ხერ­ხა მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა, რო­მელ­შიც კი­თხვა­ზე: - 73 წლის ხართ. როცა გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას გა­და­ხე­დავთ, კარ­გი უფრო მეტი გახ­სენ­დე­ბათ, თუ ცუდი? - პა­სუ­ხობს:

"კარ­გიც იყო და ცუ­დიც. ცუ­დის და­ვი­წყე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, შეც­დო­მა უნდა აღი­ა­რო, ბო­დი­შის მოხ­და უნდა შე­გეძ­ლოს! შევ­ცვლი­დი თუ არა რა­მეს? რა თქმა უნდა! ბო­დი­შიც მო­მიხ­დია იმის­თვის, რის შეც­ვლა­საც ვი­სურ­ვებ­დი..." იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

  • ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი 1948 წლის 15 მარტს, სა­გა­რე­ჯო­ში და­ი­ბა­და.
  • არის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის 2-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1972, 1976) თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევ­რო­პის 3-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1974, 1976, 1978). მსოფ­ლიო თა­სის მფლო­ბე­ლი (1973). ასე­ვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­ში (1973).
  • სა­ქარ­თვე­ლოს წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნი (1971, 1973, 1974).
  • 1987 წელს გა­მო­ვი­და რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მი "ხა­რე­ბა და გო­გია“, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი და ვე­ლო­სი­პე­დის­ტი ომარ ფხა­კა­ძე ას­რუ­ლე­ბენ.
  • სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ 1999 წელს ორ­გა­ნი­ზე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში XX სა­უ­კუ­ნის მე­სა­მე სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­სა­ხელ­და (მძლე­ო­სან ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის და ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე გივი კარ­ტო­ზი­ას შემ­დეგ) და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი გა­და­ე­ცა.
  • ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი მო­ჭი­და­ვეა, რო­მელ­მაც ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი სამ სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ი­პო­ვა: 82 და 90კგ წო­ნებ­ში ოლიმ­პი­ა­და და მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბე­ბი მო­ი­გო, 100კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო.ხო
0

ასეთი ადამიანებს სიცოცხლეშივე უნდა დავუდგათ ძეგლი,დავარქვათ მათი სახელები სკოლებს,ქუჩებს,უნდა იწერებოდეს მათზე წიგნები,რომ მომავალმა თაობამ იცოდეს ვისი გორისა არიან და არ გადაშენდება მაშინ ქართული გენი,კაცური სიტყვა,ძმაკაცობა,მანდილოსნის დაფასება,წინაპრების ხსოვნა.თუ არადა გადახედეთ დღევანდელობას ფხიზელი და ნეიტრალური თვალით და მიხვდებით რომ გადაგვარების გზაზე ვართ დამდგარი

დალი 73 წლის
19

ყველაფერს ვფიცავარ თუ არ მრცხვენოდეს ქართველი რომ ვარ...

ავტორი:

ლევან თედიაშვილი: "მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"

ლევან თედიაშვილი: "მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"

- წამოდი, წამოდი, დაუჯერებელი ამბავი ხდება, ნამდვილი კარკადანი ჰყავთ ჩამოყვანილი! - სპორტის სასახლის მახლობლად ჩამომსხდარი პატარა თეირანელი ბიჭები, რომელთაც სკოლაში ნასწავლი მითიური პერსონაჟის სანახავად მათ დროში - 1973 წელს უხმობდნენ, თანატოლის დაძახილზე აჩქარდნენ და საჭიდაო დარბაზისკენ გაიქცნენ, - ვაიდა, კარკადანი ვერ ვიხილოთო...

ბიჭები კი არა, მთელი სპორტული სამყარო, განსაკუთრებით კი საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები გაოგნებულები იყვნენ. ზოგი ერთმანეთსაც ჩქმეტდა, - სიზმარში ხომ არ ვართო. საქმე იმაში იყო, რომ ქართველმა ფალავანმა იმჟამინდელი საბჭოთა კავშირიდან ლევან თედიაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში ჯერ ერთი მეორის მიყოლებით გააკრა ხალიჩაზე მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მოჭიდავეები და ოქროს მედალს დაეუფლა, მერე კი უცნაური რამ მოხდა, რამაც ნახევარი თეირანი შეძრა.

გენადი რუსლიადევი, საბჭოთა კავშირის სამბოს ნაკრების წევრი შეუძლოდ გახდა, ტურნირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა. სპორტსმენის არმონაწილეობის შემთხვევაში ქულა ნულდებოდა, მოგეხსენებათ, სამბო საბჭოთა კავშირში პოპულარული სპორტი იყო და თიერანიდან ქულის გარეშე წამოსვლა, კომპარტიის მაღალი რანგის ჩინოსნებისთვის შეურაცხყოფას უტოლდებოდა. თანაც, ეს ისტორიაში სამბოს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ვახტანგ ბალავაძემ (ლევანის მწვრთნელი) და იონოვმა (სამბოს ნაკრების მწვრთნელი) ყველასთვის მოულოდნელად სამბოში საჭირდაოდ ლევანის გაყვანა გადაწყვიტეს... ბოლო-ბოლო 0 ქულას მაინც არ დაიწერდნენ. თუმცა ზორბა კახელმა სამბისტებს ნამდვილი მასტერ-კლასი ჩაუტარა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კარკადანი - სპარსული მითოლოგიური პერსონაჟი, უზარმაზარი მარტორქაა. მისი ზომა და სიძლიერე სპარსეთში, არაბეთსა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა. მითების თანახმათ, მას იმხელა რქა ჰქონდა, რომ სპილოსაც კი აკუწავდაო.

ზუსტად, როგორც კარკადანმა, თედიაშვილმა სპილოებივით წამოაცვა ჯერ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, შემდეგ კი - სამბისტებიც. ის დღე ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, ირანში კი დიდი ხნის განმავლობაში დაიმახსოვრეს არამიწიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ლევანი, რომელმაც ბრწყინვალე გამოსვლით, თავად შაჰის გულიც მოიგო. (იხილეთ სტატია)

60-იან წლებში, საგარეჯოელმა, მე-6 კლასელმა ლევან თედიაშვილმა, ცნობილი ქართველი ფალავნის არსენ მეკოკიშვილის ბიძაშვილის, ვანო მეკოკიშვილის ჭიდაობის სექციის კარები მორიდებით შეხსნა. ბეჯით, ნიჭიერ, მოქნილსა და ფიზიკურად ძლიერ ბიჭს აშკარად დიდი პოტენციალი ჰქონდა. მეკოკიშვილმა პატარა ტალანტი მალევე შენიშნა და მისი პატარ-პატარა რეგიონალურ შეჯიბრებეზე გაყვანა დაიწყო, რასაც მოჰყვა პირველი გამარჯვებები. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა კაკაბეთში ჩატარებული ჩემპიონატი, სადაც ლევანი ლეგენდარულმა ვახტანგ ბალავაძემ შენიშნა და 1966 წლიდან უკვე მან დაიწყო მომავალი ლეგენდის "გამოძერწვა“.

ბალავაძე არ იყო ერთადერთი, ვინც პატარა ლევანით აღფრთოვანდა. თავადაც დიდმა ფალავანმა არსენ მეკოკიშვილმა, პირდაპირი გაგებით, იგრძნო თედიაშვილის გენიალურობა. ლევანი მათი ურთიერთობიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს:

"არსენ მეკოკიშვილმა ცეკა - ს პირველ მდივანთან, მჟავანაძესთან შემიყვანა და ეუბნება, - ეს ჩემი შემცვლელიაო. გულში ვიგინები, - ვაიმე, ეს რა ტყუილები სცოდნია - მეთქი... დამახასიათა მხეცად, ჩემპიონთა ჩემპიონად. ამ შეხვედრაზე სხვა ბიჭებსაც მოვუყევი, არავის სჯეროდა, რომ რეალური ისტორია იყო, მატყუარას მეძახდნენ".

თედიაშვილი ადრეული ასაკიდანვე ჭიდაობით შეპყრობილი ადამიანი იყო. კოჭებშივე ეტყობოდა, რომ ამ სპორტში მონაწილეობის მისაღებად კი არა, გამეფებისთვის იყო მოსული. საახალწლო არდადეგებზეც კი დარბაზში გარბოდა, სჯეროდა, რომ წარმატებას ასე დაიბედებდა.

დაიბედა კიდეც...

ჯერ იყო და ზედიზედ ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული პირველობა, შემდეგ კი 1971 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. მაშინ პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე და რაღა თქმა უნდა, ოქროსთვის იბრძოლა და გაიმარჯვა. ლევანით იმდენად აღფრთოვანდნენ, რომ ბევრი ფიქრის გარეშე, საქართველოს 1971 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებაც მიანიჭეს.

  • პეტერსონების რისხვა და ჩაშლილი რევანში

მსოფლიო ჩემპიონატიდან 1 წლის შემდეგ, 1972 წელს მიუნხენში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართა. მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები სანუკვარ ჯილდოზე - ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოდნენ... თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა თედიაშვილი იყო, რომელიც 82 კგ კატეგორიაში სოფიას ტრიუმფის გამეორებას აპირებდა. ლევანს 5 მოწინააღმდეგე შეხვდა, რომლებიც უპრობლემოდ დაჩაგრა, მათგან ერთ-ერთი კი ცნობილი ამერიკელი ჯონ პეტერსონი იყო, რომელიც ვერცხლს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ იმჟამად ჭიდაობის ქულების სისტემა განსხვავდებოდა და ფალავნები დაგროვებული ქულებით იგებდნენ ტურნირს. თედიაშვილმა კი იმდენი ქულა დააგროვა, რომ ოქროს მედალი შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე გაინაღდა.

მეორე-მესამე ადგილებისთვის დაპირისპირებას, ვასილ იორგასა და ჯონ პეტერსონს შორის, ჩვენებური ტრიბუნებიდან უყურებდა და თან გერმანულ ლუდს სვამდა... აღსანიშნავია, რომ ერთი წონითი კატეგორიით ზემოთ, 90 კგ-ში ოქროს მედალი ჯონის ძმამ, ბენ (ბენჟამინ) პეტერსონმა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლევანი არ იყო ერთადერთი ქართველი, რომელმაც მიუნხენში ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა. ყველა დროის საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა ვიქტორ სანეევმა ოლიმპიადაზე თავის მეორე ოქრო მოიპოვა და სიკვდილსაც გადაურჩა. (იხილეთ სტატია)

მომდევნო ოლიმპიადამდე ლევანმა ყველა გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა. მათ შორის სტამბოლის პირველობაზე, როცა ჭიდაობის ისტორიაში, ერთ-ერთი გამორჩეული რეკორდი დაამყარა - მოწინააღმდეგე სულ რაღაც 3 წამში დაამარცხა.

თედიაშვილის შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა. მოწინააღმდეგეებს მიწიერი ფიზიკური მომზადება და ნიჭი აღარ ჰყოფნიდათ. კაცმა არ იცოდა, რა უნდა დაეპირისპირებინათ ლევანისთვის. ლეგენდარული გერმანელი ჰორსტ შტოტტმეისტერი 1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლევანს შეხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით (12:2) დამარცხდა. ინტერვიუში კი განაცხადა:

"ამ წონაში მსოფლიოში უძლიერესი ვარ, ნომერ პირველი. თედიაშვილს არ ვთვლი, მასთან გამარჯვება შეუძლებელია...“

ერთი წლის შემდეგ, 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა იმართებოდა. ლევანმა თამასა მორიგ ჯერზე ასწია და ამჯერად არა 82 კგ-ში, არამედ 90 კგ-ში გადაწყვიტა ასპარეზობა. ფინალამდე უპრობლემოდ გავიდა, იქ კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი ჯონ პეტერსონის ძმა, ბენი ელოდა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა 4 წლის წინ დამარცხებული ძმის გამო რევანში აეღო და თავის მეორე ოლიმპიური ოქრო მოეპოვებინა. უნდა ვაღიაროთ, ბენი გააფრთებულად იბრძოდა და ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა ჩვენებურს, თანაც დარბაზი მისი გულშემატკივრებით იყო სავსე, თუმცა, საბოლოოდ, თედიაშვილმა მაინც დაამარცხა და ვერცხლის გზას გაუყენა.

ოქროსთან ერთად, ლევანს კიდევ ერთი აღიარება ელოდა - ის მონრეალის ოლიმპიადის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელეს.

"თანამედროვე სპორტსმენის ეტალონი, ყველაზე დიდი და სრულყოფილი“ - წერდა თედიაშვილზე "მონრეალ სთარი“, რომლის მიმომხილველმაც ლევანს "დიდი ტედი" შეარქვა.

ლევანმა შემდეგ წლებში კიდევ გამოიცვალა წონითი კატეგორია და ამჯერად 100 კგ-ში ევროპის საუკეთესო ფალავანი გახდა, ხოლო 1978 წელს მეხიკოში პირველად კარიერაში ვერცხლს დასჯერდა.

მოსკოვის ოლიმპიადის შესარჩევში კი ის მოხდა, რასაც ქართველი სპორტსმენები იმ პერიოდში უხვად აწყდებოდნენ - მასაც პოლიტიკამ გადაურბინა გზაზე... მოკლედ, რომ ვთქვათ, მესამე ოლიმპიადის საგზური თედიაშვილმა ვერ მოიპოვა. როგორც ცნობილი მოჭიდავე გურამ საღარაძე იხსენებდა, - ლევანს მიზანმიმართულად წააგებინეს ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის საჭირო ბრძოლა და ამით ხელი შეუშალეს მესამე ოლიმპიური ოქროს მოპოვებაშიო... ამის შემდეგ თედიაშვილმა კარიერა მალევე დაასრულა.

გაცილება დიდი სპორტიდან

  • "ჯარისკაცის მამა"

მამის ამპლუაში ლევანმა თავის შვილებს, ვახოსა და ბესოს ბავშვობიდან ჩაუნერგა მებრძოლის სულისკვეთება და აზიარა სპორტს. მისი მეუღლე ნანა მჭედლიშვილი იხსენებს:

" კარგი სროლა იცოდა სამივემ. ბიჭები პატარაობიდანვე სწავლობდნენ ცურვას, სროლას, ცხენით ჯირითს“.

მეუღლესთან ერთად

ასევე ადრეული ასაკიდან ასწავლიდა ერთმანეთის ძმურ გატანას, დაცვასა და ერთმანეთზე ზრუნვას. ბესო თედიაშვილი ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებს:

"მახსოვს, ნულ კლასში ვიყავი, სკოლაში ვიღაცამ წამომარტყა, მამაჩემთან მივედი, მოვუყევი, მითხრა, დაუძახე შენს ძმასო... დაგვაყენა ორივე და განგვიცხადა, - ხვალ ორივენი წახვალთ სკოლაში, ან მოაგვარებთ ამ ამბავს, ან გვარს გადაგიკეთებთ და იქნებით მჭედლიშვილებიო, ანუ დედის გვარზე გადაგიყვანთო... მახსოვს, სულ ამბობდა, არასოდეს მენახოს შვილები შეშინებულიო..."

შვილებთან ერთად

ლევანს წინ უდიდესი ტრაგედია ელოდა, ამბობენ, "ღმერთი ყველაზე რთულ გამოცდებს თავის საუკეთესო მებრძოლებს უწყობს..."

1993 წელს აფხაზეთის ომში ვახო მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ლევანიც ვერ გაჩერდებოდა, ისიც ფრონტის ხაზისკენ, შვილთან ერთად, გაემართა.

სექტემბერში ბაბუშერაში მტერმა თვითმფრინავი ააფეთქა. დაშავებულების და დაჭრილების გამოყვანა გახდა საჭირო. აეროპორტზე შეტევა გრძელდებოდა, სეპარატისტულმა ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა არტილერია გამოიყენეს, რა დროსაც აფეთქებული ჭურვის ერთ-ერთი ნაწილი 19 წლის ვახოს მოხვდა. ეს ყველაფერი მამის თვალწინ ხდებოდა, საავადმყოფოში სწორედ ლევანმა წაიყვანა, თუმცა სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, მამას შვილი ხელებში ჩააკვდა...

ლევან თედიაშვილი:

"როცა ვახტანგი აფხაზეთში გაემგზავრა, მეც ჩავჯექი თვითმფრინავში და მასთან ერთად წავედი. ჩემი შვილი ომში მიდიოდა და მე სახლში დავრჩებოდი?! მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი. ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ როცა ბაბუშერის აეროდრომი დაიბომბა და თვითმფრინავი აფეთქდა, ვერაფერი ვუშველე... საავადმყოფოში ჩემს ხელში დალია სული... მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას, ძალიან რთული გზა მაქვს გავლილი".

შვილის ტრაგედიამ მამაზე მძიმედ იმოქმედა. ჯანმრთელობა შეერყა, ცოტა ჩაიკეტა, მაგრამ არ გატყდა... ახლობლების თქმით, ის ჭიდაობისა და მოსწრებული სიტყვა-პასუხის კაცი იყო ყოველთვის - ხალისიანი და გულღია.

წუხს, - დღეს წესები ისე შეიცვალა, რომ ჭიდაობა აღარ არის ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც უწინ იყოო.

"ახლანდელ მსაჯებსაც ზედმეტი მოსდით ხოლმე. დღესაც გვყავს კარგი მოჭიდავეები, მაგრამ ქართველმა ფალავანმა გადაგდება თუ არ გააკეთა, გარე და შუა ფეხი, ცერული თუ არ გააკეთა, აღარ არის სანახაობრივი ჭიდაობა, დაგეძინება!.." - ამბობს დიდი ფალავანი.

ლეგენდარულმა მოჭიდავემ, კარიერის დასრულების შემდეგ გადასაღებ მოედანზეც მოსინჯა ძალა და მაყურებელი გოგია კენკიშვილის გმირითაც მონუსხა გიორგი შენგელაიას ფილმში "ხარება და გოგია". ამ ცოტა ხნის წინ კი 73 წლის თედიაშვილმა მორიგ გამარჯვებას მიაღწია - Tribeca-ს მეოცე, საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს!

"ტრაიბეკას" ყოველწლიურ კინოფესტივალზე, რომელიც 2002 წელს დააარსეს რობერტ დე ნირომ, ჯეინ როზენტალმა და კრეიგ ჰატკოფმა, ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა - საუკეთესო ფილმი, სცენარი და მსახიობი. ლევან თედიაშვილის გმირი ფილმის მთავარი პერსონაჟია - ყოფილი მოჭიდავე, რომელიც ბრაიტონში ვალებში ჩაფლული შვილის დასახმარებლად ჩადის. "მეოთხე ბრაიტონში" მონაწილეობენ გიორგი ტაბიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და კახი კავსაძე, რომლისთვისაც ეს როლი უკანასკნელი აღმოჩნდა... აღსანიშნავია, რომ ფილმი საქართველოდან "ოსკარების" დაჯილდოებაზეა წარდგენილი.

კადრი ფილმიდან: "მეოთხე ბრაიტონი"

ლევანი დღეს მშობლიურ საგარეჯოში ცხოვრობს. ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობს, თუმცა ამ კინემატოგრაფიული წარმატების შემდეგ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოახერხა მასთან ინტერვიუს ჩაწერა, რომელშიც კითხვაზე: - 73 წლის ხართ. როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავთ, კარგი უფრო მეტი გახსენდებათ, თუ ცუდი? - პასუხობს:

"კარგიც იყო და ცუდიც. ცუდის დავიწყება არ შეიძლება, შეცდომა უნდა აღიარო, ბოდიშის მოხდა უნდა შეგეძლოს! შევცვლიდი თუ არა რამეს? რა თქმა უნდა! ბოდიშიც მომიხდია იმისთვის, რის შეცვლასაც ვისურვებდი..." იხილეთ ინტერვიუ სრულად

  • ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში დაიბადა.
  • არის ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).
  • საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1971, 1973, 1974).
  • 1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია“, რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებენ.
  • საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.
  • ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ავტორი: ანრი კურტანიძე