"წინასწარი მონაცემების თანახმად, კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტი "დელტა“ ვარიანტზე უფრო გადამდებია, ამცირებს ვაქცინების ეფექტიანობას, მაგრამ ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული.
“ომიკრონ“ ვარიანტი, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე "დელტა“ ვარიანტი," - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, ჯერ კიდევ ძალიან შეზღუდულია მონაცემები "ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, თუ რამდენად მძიმე სიმპტომებს იწვევს ახალი ვარიანტი.
მანამდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ არსებობს გარკვეული მინიშნება, რომ "ომიკრონი“ ნაკლებად მძიმეა, ვიდრე "დელტა“ შტამი.
შეგახსენებთ, კომპანიებმა, Pfizer-მა და BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა "ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია. სამხრეთ აფრიკამ "ომიკრონ“ ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბერს გაავრცელა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 9 დეკემბრის მონაცემებით "ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 63 ქვეყანაშია გამოვლენილი.
თვითონვე გვეუბნებიან, აცრა ნაკლებად გიშველითო და მერე გაუკვირდებათ, რატომ არ იცრებითო.
შეიძლება ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ უფრო სუსტია, არ იწვევს დიდ გართულებებს და 2-3 დღეში გადის და ამის გამო აცრები ცხოვრების წესად ნუ გაგვიხადეთ! მიეცით საშუალება ჩვენს იმუნურ სისტემას, რომ ამ სუსტ ვირუსს მაინც გაუმკლავდეს, ნუ დაგვიჩლუნგეთ ორგანიზმი!