პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...მაშინ პირველად გამისკდა გული" - რატომ გადავიდნენ დები მაყაშვილები დედის გვარზე და რას ჰყვება რუსკა მამაზე, რომელიც ცნობილი მხატვარია
"...მაშინ პირველად გამისკდა გული" - რატომ გადავიდნენ დები მაყაშვილები დედის გვარზე და რას ჰყვება რუსკა მამაზე, რომელიც ცნობილი მხატვარია

მა­ყაშ­ვი­ლე­ბის დიდ ოჯახს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. მსა­ხი­ო­ბი დები ნი­ნუ­ცა და რუს­კა, მსა­ხი­ობ დე­დას თა­მარ მა­ყაშ­ვილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. დები დე­დის გვარს ატა­რე­ბენ, თუმ­ცა თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო, გო­გო­ნებს დედ-მამა გვერ­დით ჰყავ­დათ და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­დნენ.

თა­მარ მა­ყაშ­ვილ­მა 17 წლის ასაკ­ში ეკო­ნო­მისტ კოკა ცხვე­დი­ან­ზე იქორ­წი­ნა. ორი შვი­ლის და­ბა­დე­ბი­სა და ხუ­თწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვილს უერ­თი­ერ­თო­ბა აე­რი­ათ და ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მა­მა­კაც­მა სხვა ოჯა­ხი შექ­მნა. თა­ვი­დან შვი­ლებს აკი­თხავ­და, მიჰ­ყავ­და სა­სე­ირ­ნოდ, მაგ­რამ ერთ დღეს გო­გო­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მამა გაქ­რა.

კოკა ცხვე­დი­ა­ნი

ეკო­ნო­მის­ტმა კოკა ცხვე­დი­ან­მა ხატ­ვა და­ი­წყო და ერთ დღეს, პირ­ველ არხზე მა­შინ­დელ გა­და­ცე­მა „ფინ­ჯან ყა­ვას­თან“ მხატ­ვრის ამ­პლუ­ა­ში მი­იწ­ვი­ეს. იმ გა­და­ცე­მას გო­გო­ნე­ბის ბე­ბია უყუ­რებ­და. კოკა ცხვე­დი­ან­მა თქვა, რომ ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და მას ორი შვი­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბას გუ­ლის­ხმობ­და და რუს­კა და ნინი არ უხ­სე­ნე­ბია.

კოკა ცხვე­დი­ა­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის შვილ­თან ერ­თად

დე­ბის­თვის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა აღ­მოჩ­ნდა და გა­და­წყვი­ტეს დე­დის გვარ­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. მამა ამ მო­თხოვ­ნას უპ­რობ­ლე­მოდ და­თან­ხმდა და 12 წლის ასაკ­ში რუს­კა უკვე დე­დის გვარს ატა­რებ­და, ასე­ვე ნი­ნუ­ცაც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ო­ჯხ­და და კი­დევ ერთი შვი­ლი ელიზ­ბა­რი შე­ე­ძი­ნა.

რუს­კამ გა­და­ცე­მა­ში „The Talk შოუ“ ბავ­შვო­ბა­ში შეც­ვლილ გვარ­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­მას აპა­ტია და ახლა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

- მამა და­ბა­დე­ბის 5-6 წლამ­დე მყავ­და, მერე გაქ­რა ჩემი და ჩემი დის ცხოვ­რე­ბი­დან. შემ­დეგ ისევ გა­მოჩ­ნდა. რო­დე­საც ჩვენ­თან იყო, კარ­გი მამა იყო, მერე რა­ღაც პე­რი­ო­დი მშობ­ლე­ბის და­შო­რე­ბის შემ­დეგ მო­დი­ო­და და მივ­ყავ­დით, ვა­კის პარკში, ზო­ო­პარკში. შემ­დეგ იყო პე­რი­ო­დი მხო­ლოდ მო­კი­თხვით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და და მერე ესეც შე­წყდა.

თი­ნე­ი­ჯე­რიც არ ვი­ყა­ვი, ცოტა უფრო პა­ტა­რა ვი­ყა­ვი რომ ვი­ფიქ­რე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მა­მა­ჩე­მი მეთ­ქი. ასე­თი ადა­მი­ა­ნი კი დე­და­ჩე­მის ძმა იყო, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვპატ­რო­ნობ­და, გვაჭ­მევ­და, გვას­მევ­და და ტან­საც­მელს ყი­დუ­ლობ­და. ყვე­ლა­ფერს გვი­კე­თებ­და, სწავ­ლა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­ფე­რი არ გვაკ­ლდა იმ ბნელ 90-იან წლებ­ში. დე­და­ჩემ­საც ვერ და­ვუ­კარ­გავ, სა­ო­ცა­რი დედა იყო.

ნი­ნუ­ცა და რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლე­ბი ბე­ბი­ას­თან ერ­თად

11-12 წლის ვი­ყა­ვი გა­დავ­წყვი­ტე გვა­რი გა­მო­მეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ამის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და მა­მის თან­ხმო­ბა იყო სა­ჭი­რო. მამა და­თან­ხმდა და ხელი მო­ა­წე­რა სა­ბუთს, აი, მა­შინ პირ­ვე­ლად გა­მის­კდა გული.

ნი­ნუ­ცა რომ მშო­ბი­ა­რობ­და, სამ­შო­ბი­ა­რო­ში მო­ვი­და. მერე ცალ­კეც ვი­ლა­პა­რა­კეთ ძა­ლი­ან ბევ­რი. მივ­ხვდი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან ნა­ნობს, ახლა გა­და­სა­რე­ვი ბა­ბუაა, ცდი­ლობს ის და­კარ­გუ­ლი წლე­ბი აი­ნა­ზღა­უ­როს, ჩემ­თა­ნაც იყოს და თა­ვის შვი­ლიშ­ვი­ლებ­თა­ნაც. ვა­პა­ტიე... თუმ­ცა ეს არის მისი ერ­თა­დერ­თი დას­ჯა, რო­დე­საც მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ამას ვლა­პა­რა­კობ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნი
0

12 წლის კი ერკვევა და იცის, რომ გვარის შეცვლა შეიძლება. მამაჩემმა 4 წლიდან მიგვატოვა და 16 წლამდე ოცნებად მქონდა შეცვლა, არ მთანხმდებოდა. თუმცა, არც დაბადების დღეზე ვახსენდებოდი, არც ავად რომ ვიყავი, მაშინ დაგვიდგა გვერდით და საერთოდ, როგორც მამა, არ ჩანდა. ასეთი მამის გვარი რად მჭირდებოდა? შევიცვალე, მარტომ გამზარდა დედამ და დაიმსახურა, მისი გვარი მქონოდა და მორჩა. ნუ განსჯით, ვინც არ იცით, ეს რა გრძნობაა, მშობელუ რომ უარგყოფს და გაზრდილი უნდიხარ.

ნინა
32

ეს ყველაფერი რომ გქონდა გამოცდილი ხომ შეიძლებოდა ცოტა ჰუმანურად მოქცეოდი შენს ყოფილს იქნებ დროთა განმავლობაში ის უკეთესი მამა ყოფილიყო მაგრამ ჟინიანობა გენში გქონიათ წარმატებები ყველას ახლანდელსაც და ყოფილებსაც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"...მაშინ პირველად გამისკდა გული" - რატომ გადავიდნენ დები მაყაშვილები დედის გვარზე და რას ჰყვება რუსკა მამაზე, რომელიც ცნობილი მხატვარია

"...მაშინ პირველად გამისკდა გული" - რატომ გადავიდნენ დები მაყაშვილები დედის გვარზე და რას ჰყვება რუსკა მამაზე, რომელიც ცნობილი მხატვარია

მაყაშვილების დიდ ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. მსახიობი დები ნინუცა და რუსკა, მსახიობ დედას თამარ მაყაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დები დედის გვარს ატარებენ, თუმცა თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო, გოგონებს დედ-მამა გვერდით ჰყავდათ და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

თამარ მაყაშვილმა 17 წლის ასაკში ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. ორი შვილის დაბადებისა და ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილს უერთიერთობა აერიათ და ერთმანეთს დაშორდნენ. მამაკაცმა სხვა ოჯახი შექმნა. თავიდან შვილებს აკითხავდა, მიჰყავდა სასეირნოდ, მაგრამ ერთ დღეს გოგონების ცხოვრებაში მამა გაქრა.

კოკა ცხვედიანი

ეკონომისტმა კოკა ცხვედიანმა ხატვა დაიწყო და ერთ დღეს, პირველ არხზე მაშინდელ გადაცემა „ფინჯან ყავასთან“ მხატვრის ამპლუაში მიიწვიეს. იმ გადაცემას გოგონების ბებია უყურებდა. კოკა ცხვედიანმა თქვა, რომ ქორწინებიდან ჰყავდა მას ორი შვილი, ამ შემთხვევაში მეორე ქორწინებას გულისხმობდა და რუსკა და ნინი არ უხსენებია.

კოკა ცხვედიანი რუსკა მაყაშვილის შვილთან ერთად

დებისთვის ეს სერიოზული ტრავმა აღმოჩნდა და გადაწყვიტეს დედის გვარზე გადასულიყვნენ. მამა ამ მოთხოვნას უპრობლემოდ დათანხმდა და 12 წლის ასაკში რუსკა უკვე დედის გვარს ატარებდა, ასევე ნინუცაც. მოგვიანებით თამარ მაყაშვილი მეორედ დაოჯხდა და კიდევ ერთი შვილი ელიზბარი შეეძინა.

რუსკამ გადაცემაში „The Talk შოუ“ ბავშვობაში შეცვლილ გვარზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამას აპატია და ახლა კარგი ურთიერთობა აქვს.

რუსკა მაყაშვილი:

- მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან. შემდეგ ისევ გამოჩნდა. როდესაც ჩვენთან იყო, კარგი მამა იყო, მერე რაღაც პერიოდი მშობლების დაშორების შემდეგ მოდიოდა და მივყავდით, ვაკის პარკში, ზოოპარკში. შემდეგ იყო პერიოდი მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა და მერე ესეც შეწყდა.

თინეიჯერიც არ ვიყავი, ცოტა უფრო პატარა ვიყავი რომ ვიფიქრე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მამაჩემი მეთქი. ასეთი ადამიანი კი დედაჩემის ძმა იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გვპატრონობდა, გვაჭმევდა, გვასმევდა და ტანსაცმელს ყიდულობდა. ყველაფერს გვიკეთებდა, სწავლა, მასწავლებლები, არაფერი არ გვაკლდა იმ ბნელ 90-იან წლებში. დედაჩემსაც ვერ დავუკარგავ, საოცარი დედა იყო.

ნინუცა და რუსკა მაყაშვილები ბებიასთან ერთად

11-12 წლის ვიყავი გადავწყვიტე გვარი გამომეცვალა და დედის გვარზე გადავსულიყავი. ამის უფლება არ გვქონდა მამის თანხმობა იყო საჭირო. მამა დათანხმდა და ხელი მოაწერა საბუთს, აი, მაშინ პირველად გამისკდა გული.

ნინუცა რომ მშობიარობდა, სამშობიაროში მოვიდა. მერე ცალკეც ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, ახლა გადასარევი ბაბუაა, ცდილობს ის დაკარგული წლები აინაზღაუროს, ჩემთანაც იყოს და თავის შვილიშვილებთანაც. ვაპატიე... თუმცა ეს არის მისი ერთადერთი დასჯა, როდესაც მაქვს საშუალება, ამას ვლაპარაკობ.