პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალა", აიღო 70 ათასი და პატარა იები ან "ბანბანერკაც" არ გახსენებია" - მაიკო კაჭკაჭიშვილი
"ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალა", აიღო 70 ათასი და პატარა იები ან "ბანბანერკაც" არ გახსენებია" - მაიკო კაჭკაჭიშვილი

მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბით. "ფე­ის­ბუქ" სტა­ტუ­სე­ბი­სა თუ "ლაივ" ჩარ­თვე­ბის გამო არა­ერ­თხელ მოქ­ცე­უ­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

ამ­ჯე­რად კომ­პო­ზი­ტო­რის ორ ლაივ ჩარ­თვა­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­შა­ლა. პირ­ველ ვი­დე­ო­ში მა­ი­კო მა­ყუ­რე­ბელს იმის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, თუ რო­გო­რი და­უ­ფა­სე­ბე­ლია კომ­პო­ზი­ტო­რის შრო­მა. მე­ო­რე ვი­დე­ო­ში კი კერ­ძოდ მომ­ღე­რალ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე­ზე სა­უბ­რობს. მომ­ღე­რალს მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის და­წე­რილ­მა სიმ­ღე­რამ, "იურ­მა­ლა­ზე" გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა მან სიმ­ღე­რის ავ­ტო­რის­თვის იის კონა და "რა­ფა­ე­ლოც ვერ" გა­ი­მე­ტა.

მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი:

- გა­დავ­წყვი­ტე, რომ გა­გი­ზი­ა­როთ პა­ტა­რა არა, დიდი სა­ი­დუმ­ლო და ჩა­ვერ­თე ლა­ივ­ში. მოკ­ლედ, ახლა უნდა აგიხ­სნათ ავ­ტო­რე­ბის და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­ში. რო­გორ ხდე­ბა მომ­ღერ­ლე­ბის და კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის ამ­ბე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი უნდა მოვ­ყვე დღეს.

ბა­თუ­მი­დან 1999 წელს ჩა­მო­ვე­დი. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა იყო და მეც ვი­ცო­დი, რომ ნი­ჭი­ე­რი გოგო ვი­ყა­ვი მუ­სი­კა­ში, მაგ­რამ ამით პურს ვერ ვი­ყიდ­დი. და­ვი­წყე ბაქ­ლა­ვე­ბის გა­მო­ცხო­ბა და ვა­ბა­რებ­დი. ერთ ნა­ჭერ­ში 75 თეთ­რს მიხ­დიდ­ნენ. აღარ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი, რთუ­ლი ეტა­პი გა­ვი­ა­რე და ბო­ლოს 2000 წლის სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი რომ გა­უშ­ვეს ეკ­რა­ნებ­ზე, მა­შინ გა­მო­ვი­და სიმ­ღე­რა „გა­ი­ღი­მე, პა­ტა­რა...“ მაგ დროს ვა­კე­თებ­დი ბაქ­ლა­ვას რომ დი­ლას ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა.

ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, ახა­ლი წელი მო­დი­ო­და. ბაქ­ლა­ვა გა­მო­ვა­ცხე და კონ­ცერტსაც ვუ­ყუ­რე. ჩემს თავს შევ­პირ­დი, მა­ი­კო, ამ ბაქ­ლა­ვას აღარ გა­მო­ა­ცხობ და დღეს ვინც ნახე ტე­ლე­ვი­ზი­ით მომ­ღე­რა­ლი, ერთ წე­ლი­წად­ში ყვე­ლას შენი სიმ­ღე­რა ექ­ნე­ბა-თქო რე­პერ­ტუ­არ­ში.

წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში, ნა­ხე­ვარ­ზე მეტს მა­ინც ჰქონ­და ჩემი სიმ­ღე­რე­ბი. ვწერ­დი ლა­მაზ სიმ­ღე­რებს და ჰქონ­დათ ეს რე­პერ­ტუ­არ­ში, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ყვე­ლა მომ­ღე­რალს უჭირ­და ავ­ტო­რის ხსე­ნე­ბა. რა­ტომ­ღაც ეგო­ნათ, რომ რად­გან იმ­ღე­რებ­დნენ, თა­ვად იყ­ვნენ ყვე­ლა­ფე­რი. ერ­თა­დერ­თი ეს არა­სო­დეს ეშ­ლე­ბო­და ლელა წურ­წუ­მი­ას, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­სა და ნინი ბა­დუ­რაშ­ვილს. სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას ყო­ველ­თვის ახ­სე­ნებ­დნენ ავ­ტორს.

და­ფი­ცე­ბუ­ლი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში, არა­ვის სიმ­ღე­რას აღარ და­ვუ­წერ. თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­მეძ­ლო სიმ­ღე­რა, მაგ­რამ 200 კი­ლომ­დე ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, სცე­ნას არ მო­ვუხ­დე­ბო­დი და სხვებს გა­და­ვუ­ლო­ცე. ვი­თომ შე­მოქ­მე­დე­ბი რომ გყავთ და ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­დი­ან არტ ტი­პე­ბი და ერთი ნო­ტის აღე­ბა არ იცი­ან. სულ რომ მში­ე­რი ვიყო და ვმა­თხოვ­რობ­დე, არ და­ვუ­წერ.

ახლა გინ­და იმ­ღე­რეთ, იცეკ­ვეთ და რაც გინ­და ის გიქ­ნი­ათ, თქვე­ნი უმა­დუ­რი დედა ვა­ტი­რე ცხოვ­რე­ბა­ში. ერთ-ერთ მომ­ღე­რალს რომ ვუ­თხა­რი რა­ტომ გე­ნა­ნე­ბა კლი­პის გა­და­ღე­ბა ამ სიმ­ღე­რა­ზე-მეთ­ქი და ვე­რაო. ორი წა­მის მერე 1700 დო­ლა­რი­ა­ნი ჩექ­მა შე­ი­ძი­ნა და იმა­ში არ და­ე­ნა­ნა ფული.

კი­დევ რო­მე­ლი­მემ რომ გა­ბე­დოს და მომ­წე­როს, სიმ­ღე­რა და­მი­წე­რეო, გა­მო­რი­ცხუ­ლია. არ ხართ ღირ­სე­ბი, აქამ­დე რაც და­გი­წე­რეთ, შე­ირ­გეთ.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ ჩემი სიმ­ღე­რით მო­ი­გო "იურ­მა­ლა", აიღო პრი­ზად 70 ათა­სი დო­ლა­რი. პა­ტა­რა იები ან ბან­ბა­ნერ­კა ან რა­ფა­ე­ლო არც გახ­სე­ნე­ბია, ასე რომ, ამა­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი.

მომ­ღერლ­მა ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ 2014 წელს „იურ­მა­ლა“ მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რით „In my dream“ მო­ი­გო და 70 ათა­სი დო­ლა­რი პრი­ზი მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნუცა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ამ ფუ­ლით ბი­ნის შე­ძე­ნა უნ­დო­და, მაგ­რამ თან­ხა არ ეყო.

მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სიმ­ღე­რის ის­ტო­რი­ას ასე იხ­სე­ნებ­და:

- ეს სიმ­ღე­რა რომ ჩა­ი­წე­რა, თუ არ ვცდე­ბი, ნუცა 14-15 წლის იყო... ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ ნუცა, დე­და­მი­სი და დე­ი­და­მი­სი, მთხო­ვეს, მათი გო­გო­ნას­თვის სიმ­ღე­რა და­მე­წე­რა. ბავ­შვმა რომ იმ­ღე­რა, მივ­ხვდი, მის­თვის რო­გო­რი ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა შე­მექ­მნა. სა­ერ­თოდ, ასეა ხოლ­მე, რო­მე­ლი მომ­ღე­რა­ლიც (თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით) რო­გორ სიმ­ღე­რას იმ­სა­ხუ­რებს, ისე­თი გა­მომ­დის. ეს ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ნუ­ცას­თვის ასე­თი კომ­პო­ზი­ცია და­ვი­ნა­ხე და და­ვუ­წე­რე. მისი დე­ი­და ჩემი მე­გო­ბა­რია, ხში­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ადა­მი­ა­ნია. ეს სიმ­ღე­რა რომ მო­ის­მი­ნა, მოს­წო­ნე­ბია და უთ­ქვამს, დად­გე­ბა დრო, თა­ვის სი­ტყვას იტყვი­სო, - მისი ამ ნათ­ქვა­მის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვე...

AMBEBI.GE დი­ლი­დან ცდი­ლობს, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბას, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიას
10

კაჭკაჭიშვილი გადაახვიე შენი ფეუსბუქი და იპოვე იურმალას დროს დაწერილი სტატუსი ნუცა ბუზალაძე შენ გენაცვალე და შე ნიჭიერიიიოოოო შენ გენაცვალე ხმაშიო და ჩენი სიმღერის საუკეთესო შემსრულებელიო😂😂😂გვახსოვს 

მაია კაჭკაჭიშვილს
7

ქალბატონო მაია 2000$ იღებთ ერთ სიმღერაში. ხალხს უწერთ და მერე ორჯერ და სამჯერ ყიდით ანა ჯაკს საფეანგეთში და კიდე ერთ ქალბატონს რუსეთში ერთი და იგივე სიმღერა მიყიდეთ.. ამაზეც მოგვიყევით ერთი ორი სიტყვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალა", აიღო 70 ათასი და პატარა იები ან "ბანბანერკაც" არ გახსენებია" - მაიკო კაჭკაჭიშვილი

"ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალა", აიღო 70 ათასი და პატარა იები ან "ბანბანერკაც" არ გახსენებია" - მაიკო კაჭკაჭიშვილი

მომღერალი და კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი ხშირად გამოირჩევა ხმაურიანი განცხადებებით. "ფეისბუქ" სტატუსებისა თუ "ლაივ" ჩართვების გამო არაერთხელ მოქცეულა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ამჯერად კომპოზიტორის ორ ლაივ ჩართვაზე მოგიყვებით, რომელიც გუშინ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით წაშალა. პირველ ვიდეოში მაიკო მაყურებელს იმის შესახებ უყვება, თუ როგორი დაუფასებელია კომპოზიტორის შრომა. მეორე ვიდეოში კი კერძოდ მომღერალ ნუცა ბუზალაძეზე საუბრობს. მომღერალს მაიკო კაჭკაჭიშვილის დაწერილმა სიმღერამ, "იურმალაზე" გამარჯვება მოუტანა, თუმცა მან სიმღერის ავტორისთვის იის კონა და "რაფაელოც ვერ" გაიმეტა.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

- გადავწყვიტე, რომ გაგიზიაროთ პატარა არა, დიდი საიდუმლო და ჩავერთე ლაივში. მოკლედ, ახლა უნდა აგიხსნათ ავტორების და შემსრულებლების დამოკიდებულება ერთმანეთში. როგორ ხდება მომღერლების და კომპოზიტორების ამბები. ყველაფერი უნდა მოვყვე დღეს.

ბათუმიდან 1999 წელს ჩამოვედი. გაჭირვებული ცხოვრება იყო და მეც ვიცოდი, რომ ნიჭიერი გოგო ვიყავი მუსიკაში, მაგრამ ამით პურს ვერ ვიყიდდი. დავიწყე ბაქლავების გამოცხობა და ვაბარებდი. ერთ ნაჭერში 75 თეთრს მიხდიდნენ. აღარ დავკონკრეტდები, რთული ეტაპი გავიარე და ბოლოს 2000 წლის საახალწლო კონცერტი რომ გაუშვეს ეკრანებზე, მაშინ გამოვიდა სიმღერა „გაიღიმე, პატარა...“ მაგ დროს ვაკეთებდი ბაქლავას რომ დილას ჩამებარებინა.

ყველა ძალიან ბედნიერი იყო, ახალი წელი მოდიოდა. ბაქლავა გამოვაცხე და კონცერტსაც ვუყურე. ჩემს თავს შევპირდი, მაიკო, ამ ბაქლავას აღარ გამოაცხობ და დღეს ვინც ნახე ტელევიზიით მომღერალი, ერთ წელიწადში ყველას შენი სიმღერა ექნება-თქო რეპერტუარში.

წელიწადნახევარში, ნახევარზე მეტს მაინც ჰქონდა ჩემი სიმღერები. ვწერდი ლამაზ სიმღერებს და ჰქონდათ ეს რეპერტუარში, მაგრამ ყოველთვის ყველა მომღერალს უჭირდა ავტორის ხსენება. რატომღაც ეგონათ, რომ რადგან იმღერებდნენ, თავად იყვნენ ყველაფერი. ერთადერთი ეს არასოდეს ეშლებოდა ლელა წურწუმიას, ნოდიკო ტატიშვილსა და ნინი ბადურაშვილს. სცენაზე გამოსვლისას ყოველთვის ახსენებდნენ ავტორს.

დაფიცებული მაქვს ცხოვრებაში, არავის სიმღერას აღარ დავუწერ. თავიდანვე ყველაზე კარგად შემეძლო სიმღერა, მაგრამ 200 კილომდე ვიყავი და ვფიქრობდი, სცენას არ მოვუხდებოდი და სხვებს გადავულოცე. ვითომ შემოქმედები რომ გყავთ და ტელევიზიით გამოდიან არტ ტიპები და ერთი ნოტის აღება არ იციან. სულ რომ მშიერი ვიყო და ვმათხოვრობდე, არ დავუწერ.

ახლა გინდა იმღერეთ, იცეკვეთ და რაც გინდა ის გიქნიათ, თქვენი უმადური დედა ვატირე ცხოვრებაში. ერთ-ერთ მომღერალს რომ ვუთხარი რატომ გენანება კლიპის გადაღება ამ სიმღერაზე-მეთქი და ვერაო. ორი წამის მერე 1700 დოლარიანი ჩექმა შეიძინა და იმაში არ დაენანა ფული.

კიდევ რომელიმემ რომ გაბედოს და მომწეროს, სიმღერა დამიწერეო, გამორიცხულია. არ ხართ ღირსები, აქამდე რაც დაგიწერეთ, შეირგეთ.

ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო "იურმალა", აიღო პრიზად 70 ათასი დოლარი. პატარა იები ან ბანბანერკა ან რაფაელო არც გახსენებია, ასე რომ, ამაზე მაქვს საუბარი.

მომღერლმა ნუცა ბუზალაძემ 2014 წელს „იურმალა“ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერით „In my dream“ მოიგო და 70 ათასი დოლარი პრიზი მიიღო. მოგვიანებით ნუცა ინტერვიუებში აღნიშნავდა, რომ ამ ფულით ბინის შეძენა უნდოდა, მაგრამ თანხა არ ეყო.

მაიკო კაჭკაჭიშვილი ნუცა ბუზალაძის გამარჯვების შემდეგ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში სიმღერის ისტორიას ასე იხსენებდა:

- ეს სიმღერა რომ ჩაიწერა, თუ არ ვცდები, ნუცა 14-15 წლის იყო... ჩემთან მოვიდნენ ნუცა, დედამისი და დეიდამისი, მთხოვეს, მათი გოგონასთვის სიმღერა დამეწერა. ბავშვმა რომ იმღერა, მივხვდი, მისთვის როგორი ნამუშევარი უნდა შემექმნა. საერთოდ, ასეა ხოლმე, რომელი მომღერალიც (თავისი მონაცემებით) როგორ სიმღერას იმსახურებს, ისეთი გამომდის. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ნუცასთვის ასეთი კომპოზიცია დავინახე და დავუწერე. მისი დეიდა ჩემი მეგობარია, ხშირი კონტაქტი მაქვს, გემოვნებიანი და დახვეწილი ადამიანია. ეს სიმღერა რომ მოისმინა, მოსწონებია და უთქვამს, დადგება დრო, თავის სიტყვას იტყვისო, - მისი ამ ნათქვამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე...

AMBEBI.GE დილიდან ცდილობს, ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებას, რომელიც ამჟამად შტატებში იმყოფება.