მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ" - კახა კალაძე
"60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ" - კახა კალაძე

"თბი­ლი­სის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრე­ბი მო­ე­წყო­ბა" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და და ახალ­გაზ­რდო­ბის, სპორ­ტის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზე ისა­უბ­რა.

კა­ლა­ძის თქმით, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით უფა­სოდ ისარ­გებ­ლე­ბენ.

"ახალ­გაზ­რდო­ბის, სპორ­ტის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვგეგ­მავთ ათი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრის პრო­ექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბას. ორი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს - სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში და დიდ დი­ღომ­ში. ამას და­ე­მა­ტე­ბა რვა ახა­ლი პრო­ექ­ტი. გვინ­და, ყვე­ლა რა­ი­ონ­ში იყოს სივ­რცე, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა სა­კა­ლათ­ბურ­თო, სა­ფეხ­ბურ­თო მო­ედ­ნე­ბი, ფიტ­ნეს ზონა, სა­ცუ­რაო აუზი, მე­დი­ა­თე­კა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით უფა­სოდ ისარ­გებ­ლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ე­ბის აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რა­საც გეგ­მავს.

"მომ­დევ­ნო წლებ­ში ვა­პი­რებთ, კო­ჯორ­ში მას­შტა­ბუ­რი, მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი სოფ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სახ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბას, ციფ­რუ­ლი ჰა­ბე­ბის მო­წყო­ბას, რვა ბიბ­ლი­ო­თე­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი­სა და შშმ ახალ­გაზ­რდე­ბის სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას, მუ­ზე­უ­მე­ბი­სა და სახლ-მუ­ზე­უ­მე­ბის, ასე­ვე, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, დენ­დრო­ლო­გი­ურ პარკში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ჰა­ბე­ბის მო­წყო­ბას, სკე­იტ­პარ­კე­ბი­სა და სხვა გა­სარ­თო­ბი სივ­რცე­ე­ბის მო­წყო­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ე­ბის აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
1

აქამდე ვინ გიშლიდათ? ეს არის მორიგი ბლა ბლა ბლა და ტყუილი დაპირებები

ნანული
3

ბრავო ძალიან კარგი რაიონებშიც არ გამოგრჩეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ" - კახა კალაძე

"60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ" - კახა კალაძე

"თბილისის ყველა რაიონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრები მოეწყობა" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ.

"ახალგაზრდობის, სპორტის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ვგეგმავთ ათი მულტიფუნქციური ახალგაზრდული ცენტრის პროექტის გაგრძელებას. ორი უკვე მიმდინარეობს - სამგორის რაიონში და დიდ დიღომში. ამას დაემატება რვა ახალი პროექტი. გვინდა, ყველა რაიონში იყოს სივრცე, სადაც განთავსდება საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, ფიტნეს ზონა, საცურაო აუზი, მედიათეკა. აღსანიშნავია, რომ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერასაც გეგმავს.

"მომდევნო წლებში ვაპირებთ, კოჯორში მასშტაბური, მრავალფუნქციური ახალგაზრდული სოფლის მშენებლობას, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების მოდერნიზებას, ციფრული ჰაბების მოწყობას, რვა ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებას, მუზეუმებისა და სახლ-მუზეუმების, ასევე, სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციას, დენდროლოგიურ პარკში სახელოვნებო ჰაბების მოწყობას, სკეიტპარკებისა და სხვა გასართობი სივრცეების მოწყობას, შემოქმედებითი და გასართობი ინდუსტრიების აქტიურ მხარდაჭერას“, - განაცხადა კახა კალაძემ.