პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიპლომატიური სკანდალი" - ამერიკა პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს, ჩინეთში კი ამბობენ, რომ ოლიმპიადაზე მათ არც ეპატიჟებოდნენ
"დიპლომატიური სკანდალი" - ამერიკა პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს, ჩინეთში კი ამბობენ, რომ ოლიმპიადაზე მათ არც ეპატიჟებოდნენ

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ჩი­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, პე­კი­ნის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დას დიპ­ლო­მა­ტი­ურ ბო­ი­კოტს უცხა­დებს და ოლიმ­პი­ა­და­ზე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ გაგ­ზავ­ნის.

"ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია არ გაგ­ზავ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ურ, ან ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას პე­კი­ნის 2022 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­სა და პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­და­ზე იმის გამო, რომ ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა სინ­ძი­ან­ში გე­ნო­ციდ­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სხვა დარ­ღვე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებს,“- გა­ნა­ცხა­და თეთ­რი სახ­ლის პრესმდი­ვან­მა, ჯენ ფსა­კიმ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ბო­ი­კო­ტი, რო­მელ­საც აშშ-ის კონ­გრე­სის ზო­გი­ერ­თი წევ­რი და უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უჭერ­დნენ მხარს, არ იმოქ­მე­დებს ოლიმ­პი­ა­და­ზე ამე­რი­კე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის დას­წრე­ბა­ზე.

"ამე­რი­კის გუნდში სპორ­ტსმე­ნებს ჩვე­ნი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აქვთ. ჩვენ მათ 100%-ით და­ვუ­ჭერთ მხარს და ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ მათ ში­ნი­დან”,- აღ­ნიშ­ნა ფსა­კიმ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, ჩჟაო ლიც­ზი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­ი­კო­ტის­კენ მო­წო­დე­ბა უნდა შე­წყდეს, "რათა მან ჩი­ნეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­რო­ებ­ში დი­ა­ლოგ­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნოს“.

"თუ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ჯი­უ­ტად გა­ნაგ­რძობს თა­ვის კურსს, ჩი­ნე­თი მკაცრ სა­პი­რის­პი­რო ზო­მებს მი­ი­ღებს“, - აღ­ნიშ­ნა ჩჟაო ლიც­ზი­ა­ნიმ.

  • აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა ვა­შინგტონ­ში ჩი­ნე­თის სა­ელ­ჩო, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ პე­კი­ნის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის მი­მართ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ბო­ი­კო­ტი "პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია“ და "ყო­ყო­ჩუ­რი ქმე­დე­ბაა“.

"არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ეს ხალ­ხი მოვა თუ არა და ეს არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს პე­კი­ნის 2022 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა­ზე,“- აღ­ნიშ­ნა სა­ელ­ჩოს პრესს­პი­კერ­მა.

მისი თქმით, ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის მიწ­ვე­ვა არ გა­უგ­ზავ­ნი­ათ და "ასე რომ ეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ბო­ი­კო­ტი უბ­რა­ლოდ არ­სა­ი­დან მო­დის. არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ეს ხალ­ხი მოვა თუ არა".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგია
8

საქარᲗველომაც გამოუცხადოს პეკინს და საერᲗოდ ᲩინეᲗს ბოიკოტი. ნაᲩალნიკს მიბაᲫოს. 

მია
1

იქნება ცოტა ნორმაურად თარგმნოთ ეს ჩინური გვარ-სახელები (ამისთვის არსებობს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილი წესები)... რუსულიდან ასო ასო რომ იწერთ, იქნებ გვაქვს შესაბამისი ასო ბგერა ქართულში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დიპლომატიური სკანდალი" - ამერიკა პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს, ჩინეთში კი ამბობენ, რომ ოლიმპიადაზე მათ არც ეპატიჟებოდნენ

"დიპლომატიური სკანდალი" - ამერიკა პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს, ჩინეთში კი ამბობენ, რომ ოლიმპიადაზე მათ არც ეპატიჟებოდნენ

შეერთებული შტატები, ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს და ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლებს არ გაგზავნის.

"ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ, ან ოფიციალურ წარმომადგენლობას პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე იმის გამო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში გენოციდსა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს ახორციელებს,“- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

მისი განმარტებით, დიპლომატიური ბოიკოტი, რომელსაც აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრი და უფლებების დამცველი ჯგუფები თვეების განმავლობაში უჭერდნენ მხარს, არ იმოქმედებს ოლიმპიადაზე ამერიკელი სპორტსმენების დასწრებაზე.

"ამერიკის გუნდში სპორტსმენებს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ მათ 100%-ით დავუჭერთ მხარს და ვგულშემატკივრობთ მათ შინიდან”,- აღნიშნა ფსაკიმ.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ ბოიკოტისკენ მოწოდება უნდა შეწყდეს, "რათა მან ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვან სფეროებში დიალოგსა და თანამშრომლობაზე გავლენა არ მოახდინოს“.

"თუ შეერთებული შტატები ჯიუტად განაგრძობს თავის კურსს, ჩინეთი მკაცრ საპირისპირო ზომებს მიიღებს“, - აღნიშნა ჩჟაო ლიცზიანიმ.

  • აშშ-ის გადაწყვეტილებას ეხმიანება ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო, სადაც აცხადებენ, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის მიმართ შეერთებული შტატების ბოიკოტი "პოლიტიკური მანიპულაცია“ და "ყოყოჩური ქმედებაა“.

"არავის აინტერესებს ეს ხალხი მოვა თუ არა და ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის წარმატებით ჩატარებაზე,“- აღნიშნა საელჩოს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის მიწვევა არ გაუგზავნიათ და "ასე რომ ეს დიპლომატიური ბოიკოტი უბრალოდ არსაიდან მოდის. არავის აინტერესებს ეს ხალხი მოვა თუ არა".