პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა" - რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს და რამდენ ხანში იქნება მისი კვლევის პირველი შედეგები?
"ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა" - რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს და რამდენ ხანში იქნება მისი კვლევის პირველი შედეგები?

კო­რო­ნა­ვი­სის ახა­ლი შტა­მი 25 ნო­ემ­ბერს, სამ­ხრეთ აფ­რი­კის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნულ­მა ინ­სტი­ტუტ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა. ჯან­მო-მ მას სა­ხე­ლად "ომიკ­რო­ნი" მი­ა­ნი­ჭა.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის მთა­ვა­რი ჰოს­პი­ტა­ლის მო­ნა­ცე­მებთ, კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი იზ­რდე­ბა, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი - შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

სამ­ხრეთ აფ­რი­კის პრე­ტო­რი­ას კლი­ნი­კამ, 14-დან 29 ნო­ემ­ბრამ­დე სულ 166 კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტი მი­ი­ღო. ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში 42 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს.

სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ექი­მი, ან­ჯე­ლიკ კო­ეტ­ზი, რო­მე­ლიც მე­დი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ცაა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ვირუ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის წარ­მოქ­მნის შე­სა­ხებ ეჭ­ვე­ბი გა­მოთ­ქვა. კო­ეტ­ზის ეჭ­ვე­ბი მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რაც მისი კლი­ნი­კის 7 პა­ცი­ენტს, დელ­ტა ვა­რი­ან­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიპ­ტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა.

"პა­ცი­ენ­ტე­ბი უმე­ტე­სად იმის გამო აკი­თხავ­დნენ კლი­ნი­კას, რომ სა­ში­ნე­ლი დაღ­ლი­ლო­ბა აწუ­ხებ­დათ, ასე­ვე უჩი­ოდ­ნენ ყე­ლის "ფხაჭ­ნას“ და მშრალ ხვე­ლას“, - აცხა­დებს კო­ეტ­ზი. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა მათ­გა­ნი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და შინ მკურ­ნა­ლო­ბას.

  • ექიმ ან­ჯე­ლიკ კო­ეტ­ზის დაკ­ვირ­ვე­ბით, ახა­ლი ვა­რი­ან­ტი, 40 წლის და უფრო ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50%, რო­მელ­საც ის მკურ­ნა­ლობ­და, არ იყო აც­რი­ლი.
  • "დელ­ტა" ვა­რი­ან­ტის პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ომიკ­რონს“ არ ახა­სი­ა­თებს სუ­ნის ან გე­მოს და­კარ­გვა, ჯერ არ გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლა ჟანგბა­დის დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვარ­დნა.
  • ორ­შა­ბათს, სამ­ხრეთ აფ­რი­კის ჯანნ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მოწ­ვე­ულ ბრი­ფინგზე, ზო­გად­მა პრაქ­ტი­კოს­მა დოქ­ტორ­მა უნ­ბენ პი­ლა­იმ ჩა­მოთ­ვა­ლა სიმპტო­მე­ბი, რო­მელ­თაც "ომიკ­რო­ნის“ მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი ავ­ლენ­დნენ - "მშრა­ლი ხვე­ლა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ღა­მით ოფ­ლი­ა­ნო­ბა და ტკი­ვი­ლი სხე­ულ­ში, დაღ­ლი­ლო­ბა. ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან“ - ამ­ბობს ის.
  • დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ისიც ვი­ცით, რომ კო­ვიდ­პა­ლა­ტებ­ში, ბოლო 18 თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 8.5 დღე უწევ­დათ პა­ცი­ენ­ტებს სამ­კურ­ნა­ლოდ დარ­ჩე­ნა, ახლა კი დღე­ე­ბის რი­ცხვი 2.8-მდეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.
ვირუ­სის ახალ ვა­რი­ანტს ბევ­რი ქვე­ყა­ნა სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვით ხვდე­ბა.

"ომიკ­რო­ნის“ უკვე ათა­სო­ბით შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 38 ქვე­ყა­ნა­ში. თუმ­ცა ამ შტა­მის შე­დე­გად სიკ­ვდი­ლის ფაქ­ტი ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "ომიკ­რო­ნი“ "შეშ­ფო­თე­ბის ვა­რი­ან­ტად“ გა­მო­ა­ცხა­და, მაგ­რამ ხალ­ხს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და და თქვა, რომ იმის გარ­კვე­ვას, თუ რამ­დე­ნად სა­ში­შია და გა­დამ­დე­ბი ეს ვა­რი­ან­ტი, კი­დევ ორი კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა.

პა­რას­კევს, მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ი­ის სპი­კერ­მა, ქრის­ტი­ან ლინდმე­ი­ერ­მა ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და, უკვე და­ე­წყოთ მზა­დე­ბა ახალ ვა­რი­ან­ტთან საბ­რძოლ­ვე­ლად - "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ "ომიკ­რო­ნი“ გავ­რცელ­დე­ბა და ჯო­ბია, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მზად იყოს მას­თან შე­სახ­ვედ­რად.“

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საფდ
4

შემადგენლობა წაიკითხეთ რას გიკეთებენ რას ხალხოოოოოოოოოოო

***
0

მწვანე პასპორტები კი დააწესეს, მაგრამ რა შემთხვევაში გააუქმებენ, არავინ ხმას არ იღებს, ანუ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს პასპორტი მუდმივად, მთელი ცხოვრება ჩვენი თანამგზავრი გახდება! გიხაროდენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა" - რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს და რამდენ ხანში იქნება მისი კვლევის პირველი შედეგები?

"ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა" - რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს და რამდენ ხანში იქნება მისი კვლევის პირველი შედეგები?

კორონავისის ახალი შტამი 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის გადამდებ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა აღმოაჩინა და ამის თაობაზე საჯარო განცხადებაც გააკეთა. ჯანმო-მ მას სახელად "ომიკრონი" მიანიჭა.

სამხრეთ აფრიკის მთავარი ჰოსპიტალის მონაცემებთ, კოვიდის შემთხვევების რიცხვი იზრდება, მაგრამ პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები - შემცირებულია.

სამხრეთ აფრიკის პრეტორიას კლინიკამ, 14-დან 29 ნოემბრამდე სულ 166 კოვიდპაციენტი მიიღო. ამჟამად კორონავირუსით დაავადებულთა განყოფილებებში 42 პაციენტი მკურნალობს.

სამხრეთ აფრიკელი ექიმი, ანჯელიკ კოეტზი, რომელიც მედიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ვირუსის ახალი ვარიანტის წარმოქმნის შესახებ ეჭვები გამოთქვა. კოეტზის ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი კლინიკის 7 პაციენტს, დელტა ვარიანტისგან განსხვავებული სიპტომები აღმოაჩნდა.

"პაციენტები უმეტესად იმის გამო აკითხავდნენ კლინიკას, რომ საშინელი დაღლილობა აწუხებდათ, ასევე უჩიოდნენ ყელის "ფხაჭნას“ და მშრალ ხველას“, - აცხადებს კოეტზი. მისივე თქმით, ყველა მათგანი ექვემდებარებოდა შინ მკურნალობას.

  • ექიმ ანჯელიკ კოეტზის დაკვირვებით, ახალი ვარიანტი, 40 წლის და უფრო ახალგაზრდა ადამიანებშია გავრცელებული და პაციენტების დაახლოებით 50%, რომელსაც ის მკურნალობდა, არ იყო აცრილი.
  • "დელტა" ვარიანტის პაციენტებისგან განსხვავებით, "ომიკრონს“ არ ახასიათებს სუნის ან გემოს დაკარგვა, ჯერ არ გამომჟღავნებულა ჟანგბადის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა.
  • ორშაბათს, სამხრეთ აფრიკის ჯანნდაცვის დეპარტამენტის მიერ მოწვეულ ბრიფინგზე, ზოგადმა პრაქტიკოსმა დოქტორმა უნბენ პილაიმ ჩამოთვალა სიმპტომები, რომელთაც "ომიკრონის“ მქონე პაციენტები ავლენდნენ - "მშრალი ხველა, მაღალი ტემპერატურა, ღამით ოფლიანობა და ტკივილი სხეულში, დაღლილობა. ვაქცინირებული ადამიანები უკეთეს მდგომარეობაში არიან“ - ამბობს ის.
  • დაკვირვების შემდეგ ისიც ვიცით, რომ კოვიდპალატებში, ბოლო 18 თვეში საშუალოდ 8.5 დღე უწევდათ პაციენტებს სამკურნალოდ დარჩენა, ახლა კი დღეების რიცხვი 2.8-მდეა შემცირებული.
ვირუსის ახალ ვარიანტს ბევრი ქვეყანა საზღვრების ჩაკეტვით ხვდება.

"ომიკრონის“ უკვე ათასობით შემთხვევაა დაფიქსირებული 38 ქვეყანაში. თუმცა ამ შტამის შედეგად სიკვდილის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ "ომიკრონი“ "შეშფოთების ვარიანტად“ გამოაცხადა, მაგრამ ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდა და თქვა, რომ იმის გარკვევას, თუ რამდენად საშიშია და გადამდები ეს ვარიანტი, კიდევ ორი კვირა დასჭირდება.

პარასკევს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაიის სპიკერმა, ქრისტიან ლინდმეიერმა ქვეყნებს მოუწოდა, უკვე დაეწყოთ მზადება ახალ ვარიანტთან საბრძოლველად - "დარწმუნებულები ვართ, რომ "ომიკრონი“ გავრცელდება და ჯობია, ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს მასთან შესახვედრად.“

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა