პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აგრესია გაქვთ, იმიტომ, რომ იცით, რა სიბინძურეშიც ხართ” - სიტყვიერი შელაპარაკება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესზე
“აგრესია გაქვთ, იმიტომ, რომ იცით, რა სიბინძურეშიც ხართ” - სიტყვიერი შელაპარაკება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესზე

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც ე.წ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, რო­მელ­მაც ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას წა­ი­კი­თხა ის მუხ­ლე­ბი, რაც მას და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლად აქვთ შე­რა­ცხუ­ლი. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თქმით, ამ მუხ­ლე­ბის წა­კი­თხვით აყა­ლი­ბებს მო­საზ­რე­ბას, თუ რას­თან აქვთ ზო­გა­დად საქ­მე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლე­ბის წა­კი­თხვა გა­აპ­რო­ტეს­ტა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა, რა­საც მის მი­მართ ად­ვო­კა­ტის შე­ნიშ­ვნა მოჰ­ყვა.

ად­ვო­კატ­მა ზვი­ად კორ­ძა­ძემ სხდო­მა­ზე პრო­კუ­რო­რის მი­სა­მარ­თით აღ­ნიშ­ნა, რომ შემ­დგომ სხდო­მა­ზე სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ზე “ლექ­ცი­ებს წა­ი­კი­თხავს”.

პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა კორ­ძა­ძეს უთხრა, რომ “ლექ­ცი­ე­ბი სახ­ლში წა­ი­კი­თხოს”.

“წე­სი­ე­რად ილა­პა­რა­კე, რას ნიშ­ნავს სახ­ლში წა­ვი­კი­თხო. მე მივ­მარ­თავ მო­სა­მარ­თლეს”.- უპა­სუ­ხა კორ­ძა­ძემ პრო­კუ­რორს.

“ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე, დაც­ვის მხა­რე ვი­თომ თქვენ გე­ლა­პა­რა­კე­ბა და ამ დროს მე მი­ყუ­რებ­და”, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, პრო­კუ­რორს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­მაც მი­მარ­თა.

“აგ­რე­სია გაქვთ, იმი­ტომ, რომ იცით, რა სი­ბინ­ძუ­რე­შიც ხართ”, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­ებს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და.

"ნუ შეხ­ვალთ ერ­თმა­ნეთ­თან პო­ლე­მი­კა­ში და ამ ყვე­ლა­ფერს ნუ გა­დაზ­რდით ჩხუბ­ში“ - მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­ებს.

ცნო­ბის­თვის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით). რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომო ესტა მამუკა
0

ამ დამპლის დროც მოვიდა!

ცუდად მოფიქრალი
3

ვინმეს თუ სჯერა, რომ მამუკამ ჭუტასგან ისესხა ფული?!

ავტორი:

“აგრესია გაქვთ, იმიტომ, რომ იცით, რა სიბინძურეშიც ხართ” - სიტყვიერი შელაპარაკება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესზე

“აგრესია გაქვთ, იმიტომ, რომ იცით, რა სიბინძურეშიც ხართ” - სიტყვიერი შელაპარაკება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

დღევანდელ პროცესზე აღნიშნული ბრალდების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას აძლევს ბრალდებული მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ჩვენების მიცემისას წაიკითხა ის მუხლები, რაც მას და ბადრი ჯაფარიძეს ბრალად აქვთ შერაცხული. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ მუხლების წაკითხვით აყალიბებს მოსაზრებას, თუ რასთან აქვთ ზოგადად საქმე.

აღნიშნული მუხლების წაკითხვა გააპროტესტა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა, რასაც მის მიმართ ადვოკატის შენიშვნა მოჰყვა.

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სხდომაზე პროკურორის მისამართით აღნიშნა, რომ შემდგომ სხდომაზე სამართლებრივ საქმეზე “ლექციებს წაიკითხავს”.

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა კორძაძეს უთხრა, რომ “ლექციები სახლში წაიკითხოს”.

“წესიერად ილაპარაკე, რას ნიშნავს სახლში წავიკითხო. მე მივმართავ მოსამართლეს”.- უპასუხა კორძაძემ პროკურორს.

“ბატონო მოსამართლე, დაცვის მხარე ვითომ თქვენ გელაპარაკება და ამ დროს მე მიყურებდა”, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ამასთან, პროკურორს ბადრი ჯაფარიძემაც მიმართა.

“აგრესია გაქვთ, იმიტომ, რომ იცით, რა სიბინძურეშიც ხართ”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მოსამართლემ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ნუ შეხვალთ ერთმანეთთან პოლემიკაში და ამ ყველაფერს ნუ გადაზრდით ჩხუბში“ - მიმართა მოსამართლემ მხარეებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.