პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში არის რამდენიმე სარისკო უბანი" - CO-თი ინტოქსიკაციით მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია
"თბილისში არის რამდენიმე სარისკო უბანი" - CO-თი ინტოქსიკაციით მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

CO-თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად მიმ­დი­ნა­რე კვი­რას 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ენერ­გო­ომ­ბუდსმენ­მა სა­ლო­მე ვარ­დი­აშ­ვილ­მა „მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ორი უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, ერთი კი მცი­რე­წლო­ვა­ნი.

„CO-ს გა­ჟონ­ვით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რას უცხო­ე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე, ასე­ვე მცი­რე­წლო­ვა­ნი და დედა გარ­და­იც­ვა­ლა. არ ყო­ფი­ლა აფეთ­ქე­ბა ან მას­შტა­ბუ­რი შემ­თხვე­ვა, არა­მედ, მოხ­და გა­ჟონ­ვა, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ შიდა ქსელ­ზე დარ­ღვე­ვე­ბი არ­სე­ბობ­და. ფარ­თში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო სა­სიკ­ვდი­ლო შე­დე­გის მქო­ნე და­ნად­გა­რი. ქსე­ლი იმ დო­ნე­ზე იყო მო­წყო­ბი­ლი, რომ გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და ასე­თი შე­დე­გის დად­გო­მა. მო­ქა­ლა­ქე­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის­კენ უნდა მო­ვუ­წო­დოთ“, - აღ­ნიშ­ნავს ვარ­დი­აშ­ვი­ლი.

რო­გორც ენერ­გო­ომ­ბუდსმე­ნი გან­მარ­ტავს, CO ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბაა და ადა­მი­ანს წა­მებ­ში კლავს.

"CO კლავს წა­მებ­ში! ჩვენ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ეს უნდა გა­ი­თა­ვი­სოს. პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­აა, ყვე­ლა იმ რე­კო­მენ­და­ცი­ის დაც­ვა, რო­მელ­საც მომ­სა­ხუ­რე ორ­გა­ნო გვაწ­ვდის. ნე­ბის­მი­ე­რი ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რომ შე­საძ­ლოა, გა­ჟონ­ვა იყოს, ფარ­თობს ვა­ნი­ა­ვებთ და სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს ვტო­ვებთ. სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხურ­ში ვრე­კავთ და ვა­ტყო­ბი­ნებთ, რომ მო­ვიდ­ნენ. არ ვან­თებთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ას, არ მივ­მარ­თავთ თვით­დახ­მა­რე­ბას, არ ვე­ხე­ბით მრი­ცხვე­ლებს. ვი­ძა­ხებთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ველ სე­ზონ­ზე შე­მოწ­მდეს შიდა ქსე­ლი შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან “, - აღ­ნიშ­ნავს ვარ­დი­აშ­ვი­ლი.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, სა­ხი­ფა­თო ზო­ნებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა კერ­ძო ტი­პის და­სახ­ლე­ბე­ბი ნა­ძა­ლა­დე­ვი­სა და სამ­გო­რის რა­ი­ო­ნებ­ში. ამას­თან, სა­ხი­ფა­თო ზო­ნაა ნავ­თლუ­ღის და­სახ­ლე­ბა, სა­დაც კუს­ტა­რუ­ლი ქსე­ლე­ბია მო­წყო­ბი­ლი.

"სა­რის­კო უბ­ნე­ბია კერ­ძო ტი­პის და­სახ­ლე­ბე­ბი ნა­ძა­ლა­დე­ვის და სამ­გო­რის რა­ი­ო­ნებ­ში, ასე­ვე ნავ­თლუ­ღის და­სახ­ლე­ბაც. იმ კერ­ძო და­სახ­ლე­ბებ­ში, რო­მე­ლიც ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, კუს­ტა­რუ­ლი ქსე­ლე­ბი იყო, და­ყო­ფილ ოთა­ხებ­ში ღი­ო­ბე­ბიც არ იყო. ეს გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვთქვათ, რომ სა­რის­კო უბ­ნე­ბია, სა­ხი­ფა­თო ზო­ნე­ბია ამ კუ­თხით. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამ უბ­ნებ­ში კომ­პა­ნი­ამ ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა და ბევ­რი ასე­თი სა­სიკ­ვდი­ლო და საფრ­თხის მქო­ნე და­ნად­გა­რე­ბი ამო­ი­ღო, ასე­ვე ჩაჭ­რა ქსე­ლი“,- აღ­ნიშ­ნავს ვარ­დი­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თბილისში არის რამდენიმე სარისკო უბანი" - CO-თი ინტოქსიკაციით მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

"თბილისში არის რამდენიმე სარისკო უბანი" - CO-თი ინტოქსიკაციით მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, ერთი კი მცირეწლოვანი.

„CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ გარდაუვალი იქნებოდა ასეთი შედეგის დადგომა. მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, - აღნიშნავს ვარდიაშვილი.

როგორც ენერგოომბუდსმენი განმარტავს, CO ყველაზე საშიში ნივთიერებაა და ადამიანს წამებში კლავს.

"CO კლავს წამებში! ჩვენმა მომხმარებელმა ეს უნდა გაითავისოს. პირველი რეკომენდაციაა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც მომსახურე ორგანო გვაწვდის. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, რომ შესაძლოა, გაჟონვა იყოს, ფართობს ვანიავებთ და საცხოვრებელ ფართს ვტოვებთ. საავარიო სამსახურში ვრეკავთ და ვატყობინებთ, რომ მოვიდნენ. არ ვანთებთ ელექტროენერგიას, არ მივმართავთ თვითდახმარებას, არ ვეხებით მრიცხველებს. ვიძახებთ სპეციალისტებს. აუცილებელია ყოველ სეზონზე შემოწმდეს შიდა ქსელი შესაბამისი სპეციალისტების მხრიდან “, - აღნიშნავს ვარდიაშვილი.

როგორც ის განმარტავს, სახიფათო ზონებს მიეკუთვნება კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში. ამასთან, სახიფათო ზონაა ნავთლუღის დასახლება, სადაც კუსტარული ქსელებია მოწყობილი.

"სარისკო უბნებია კერძო ტიპის დასახლებები ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, ასევე ნავთლუღის დასახლებაც. იმ კერძო დასახლებებში, რომელიც ჩემი თვალით ვნახე, კუსტარული ქსელები იყო, დაყოფილ ოთახებში ღიობებიც არ იყო. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ სარისკო უბნებია, სახიფათო ზონებია ამ კუთხით. გასათვალისწინებელია, რომ ამ უბნებში კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა და ბევრი ასეთი სასიკვდილო და საფრთხის მქონე დანადგარები ამოიღო, ასევე ჩაჭრა ქსელი“,- აღნიშნავს ვარდიაშვილი.