პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოება დაინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს" - რას ამბობს ჯანმო-ს წარმომადგენელი "ომიკრონ" შტამზე
"საზოგადოება დაინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს" - რას ამბობს ჯანმო-ს წარმომადგენელი "ომიკრონ" შტამზე

აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­მა უნდა გა­აძ­ლი­ე­რონ თა­ვი­ან­თი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი და სრუ­ლად აც­რან მო­სახ­ლე­ო­ბა იმის­თვის, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­თხვე­ვე­ბის ზრდის­თვის მო­ემ­ზა­დონ, რაც შე­საძ­ლოა "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტმა გა­მო­იწ­ვი­ოს, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ტა­კე­ში კა­სა­იმ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი მხო­ლოდ დრო­ის მო­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

"ახა­ლი ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­სა­ზღვრო კონ­ტრო­ლი მხო­ლოდ დრო­ის მო­გე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი ქვე­ყა­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის­თვის მზად უნდა იყოს,“- აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მისი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­ჭი­როა ვირუ­სის მი­მართ მიდ­გო­მის შეც­ვლა.

"ხალ­ხი მხო­ლოდ სა­სა­ზღვრო ზო­მე­ბის იმედ­ზე არ უნდა იყოს. მთა­ვა­რია, მზად ვი­ყოთ პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო გა­დამ­დე­ბი ვა­რი­ან­ტე­ბის­თვის. ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რაც გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს ვი­ფიქ­როთ, რომ მიდ­გო­მა უნდა შევ­ცვა­ლოთ", - აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი, "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და­ფიქ­სირ­და, მსოფ­ლი­ოს 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ახალ ვა­რი­ანტს "შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ვა­რი­ან­ტის“ კლა­სი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭა. მეც­ნი­ე­რე­ბი იკ­ვლე­ვენ და აგ­რო­ვე­ბენ მო­ნა­ცე­მებს იმის და­სად­გე­ნად, არის თუ არა "ომიკ­რონ“ ვა­რი­ან­ტი უფრო გა­დამ­დე­ბი და იწ­ვევს თუ არა ის და­ა­ვა­დე­ბის უფრო მძი­მე ფორ­მას, ვიდ­რე კო­ვიდ 19-ის აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
11

ჯერ სულ რამდენიმე ადამიანს "აღმოაჩნდა" ვითომ ეს ვირუსი და უკვე "შემაშფოთებელი" დაარქვეს. მაფიოზებო, გაშიფრულები ხართ უკვე და თავს ნუღარ იწუხებთ "ახალი" შტამების გამოგონებით, ამ სისულელეების ვიღას სჯერავს!

მოქალაქე
6

მოკლედ მაგარ პოლიტიკურ იარაღად და გამდიდრების საშუალებად აქციეთ ეს პანდემია რა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"საზოგადოება დაინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს" - რას ამბობს ჯანმო-ს წარმომადგენელი "ომიკრონ" შტამზე

"საზოგადოება დაინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს" - რას ამბობს ჯანმო-ს წარმომადგენელი "ომიკრონ" შტამზე

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ თავიანთი ჯანდაცვის სისტემები და სრულად აცრან მოსახლეობა იმისთვის, რომ დაინფიცირების შეთხვევების ზრდისთვის მოემზადონ, რაც შესაძლოა "ომიკრონ“ ვარიანტმა გამოიწვიოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონალურმა დირექტორმა ტაკეში კასაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა.

"ახალი ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ დროის მოგების საშუალებაა, მაგრამ ყოველი ქვეყანა და საზოგადოება დაინფიცირების შემთხვევების ზრდისთვის მზად უნდა იყოს,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ საჭიროა ვირუსის მიმართ მიდგომის შეცვლა.

"ხალხი მხოლოდ სასაზღვრო ზომების იმედზე არ უნდა იყოს. მთავარია, მზად ვიყოთ პოტენციურად უფრო გადამდები ვარიანტებისთვის. ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მიდგომა უნდა შევცვალოთ", - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, "ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს "შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა. მეცნიერები იკვლევენ და აგროვებენ მონაცემებს იმის დასადგენად, არის თუ არა "ომიკრონ“ ვარიანტი უფრო გადამდები და იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე ფორმას, ვიდრე კოვიდ 19-ის აქამდე გავრცელებული ვარიანტები.