პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", ყვიროდნენ მოვდივართო... " -მიხეილ სააკაშვილი
"როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", ყვიროდნენ მოვდივართო... " -მიხეილ სააკაშვილი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­ქა­ლა­ქო სას­მარ­თლო­ში, სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტა თუ რა­ტომ შე­წყვე­ტა შიმ­ში­ლო­ბა. მისი თქმით, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­კენ მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხარ­და­ჭე­რამ უბიძ­გა.

"რო­დე­საც გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და ბრძა­ნე­ბა იყო რომ მო­ვე­კა­ლი, ერ­თა­დერ­თი რა­მაც ეს შე­ა­ჩე­რა, იყო არა სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს იყო სულ უფრო მეტი ხალ­ხის ნა­კა­დი ქუ­ჩა­ში და სრუ­ლი კონ­სო­ლი­და­ცია. რო­დე­საც გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და მე­ო­რე დი­ლას ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, ექი­მე­ბი თვლიდ­ნენ, რომ 2-3 დღე მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლის, დი­ლის შვიდ სა­ათ­ზე მო­მი­წყვეს "შუ­მო­კი". წინა "შუ­მო­კი" იყო ჩემი დე­დის გი­ნე­ბის ფონ­ზე და ხმა­უ­რი, ამ­ჯე­რად კი ყვი­როდ­ნენ მოვ­დი­ვართ, მოვ­დი­ვართ და იყო შთა­ბე­ჭი­დი­ლე­ბა, რომ ან­გრე­ვენ კა­რებს და შე­მო­დი­ან. ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და ნა­წი­ლი იმ წა­მა­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც იქ ხდე­ბო­და. მე ვარ პი­რა­დად ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ პუ­ტი­ნის სა­სი­ა­მოვ­ნოდ დაკ­ვე­თი­ლი წა­მე­ბის მსხვერ­პლი, უკვე არ ვიცი, უნდა ვი­ა­მა­ყო თუ არა, რომ ამ სა­ხელ­მწი­ფოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ, რაც დარ­ჩა ამ სა­ხელ­მწი­ფო­დან ხე­დავთ. ხომ არ სჯობს, რომ ჯერ მო­ი­თხო­ვოთ მძევ­ლო­ბი­დან ჩემი გა­მოხ­სნა. რო­გორც კი ამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა, სა­დაც ეს მსა­ხი­ო­ბე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან და ნამ­დვი­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ნამ­დვი­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, პა­ტი­ო­სან სი­ტყვას გაძ­ლევთ, მზად ვარ და­ვამ­ტკი­ცო. არ­სად გავ­რბი­ვარ. ჩა­მო­ვე­დი და პირ­და­პირ მგლის ხა­ხა­ში გავ­ყა­ვი თავი. მზად ვარ წარვდგე იმ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და დაე, მან გა­მა­სა­მარ­თლოს როცა იქ­ნე­ბა, თუნ­დაც 1 წე­ლი­წად­ში, 2 წე­ლი­წად­ში თუ სამ­ში. იმას კი არ გთხოვთ, რომ მე და­მიც­ვათ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, არა­მედ დაგ­მეთ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა. დაგ­მეთ უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. დაგ­მეთ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა არა პრე­ზი­დენ­ტის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი რი­გი­თი ქარ­თვე­ლის მი­მართ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა

მისი თქმით, „დღე­ვან­დე­ლი მა­ხინ­ჯი სის­ტე­მის ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცი­აა, რომ ცი­ხი­დან ცო­ცხა­ლი არ გა­ვი­დეს“.

„მზად ვართ გე­კა­მა­თოთ, და­ვიც­ვა ჩემი სი­მარ­თლე. არც მად­ლო­ბას ვი­თხოვ არა­ვის­გან. არ ვი­თხოვ მად­ლო­ბას იმის გამო, რომ დენი მო­ვიყ­ვა­ნე, არ ვი­თხოვ მად­ლო­ბას იმის გამო, რომ ზო­გი­ერ­თმა ჩვე­ნი სის­ტე­მით ჩა­ა­ბა­რა და იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე 15 ათასს აღარ სთხოვ­დნენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ალ­ბათ ჩემი სტი­პენ­დი­ით იყო წა­სუ­ლი, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ჩემი მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, იუს­ტი­ცი­ის ე.წ. მი­ნის­ტრი. არ ვი­თხოვ მად­ლო­ბას, რომ ხელ­ფა­სე­ბი, პენ­სი­ე­ბი გა­ი­ზარ­და, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი 2-ჯერ გა­ი­ზარ­და. ხომ არ გთხოვთ მად­ლო­ბას 200 ახა­ლი კლი­ნი­კის­თვის, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ექი­მებს ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბე­ბი აქვთ, მაგ­რამ უსა­მარ­თლო­ბას, შე­უ­რა­ცხყო­ფას ვერ მი­ვი­ღებ“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

ატყუებენ აშკარად. სად ნახა ხალხია მზარდი ნაკადი ქუჩებში. 

მირო
2

2-3 დღე სიცოცხლე დარჩენილი ასე მალე ვერ აღდგება ვერაფრით მიხო და საათობით ვერ ილაპარაკებს რეჩებს პუბლიკაზე.ტყუილი ტყუილი ტყუილი ...ესაა შენი თვისება და ამან დაგღუპა კიდეც.არავის არ სჯერა უკვე შენი,შენს მომხრეებსაც კი,გაიშიფრე ათასჯერ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", ყვიროდნენ მოვდივართო... " -მიხეილ სააკაშვილი

"როცა გონება დავკარგე, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", ყვიროდნენ მოვდივართო... " -მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა, საქალაქო სასმართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე განმარტა თუ რატომ შეწყვეტა შიმშილობა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ მას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერამ უბიძგა.

"როდესაც გონება დავკარგე და ბრძანება იყო რომ მოვეკალი, ერთადერთი რამაც ეს შეაჩერა, იყო არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ეს იყო სულ უფრო მეტი ხალხის ნაკადი ქუჩაში და სრული კონსოლიდაცია. როდესაც გონება დავკარგე და მეორე დილას ძალიან ცუდად ვიყავი, ექიმები თვლიდნენ, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის, დილის შვიდ საათზე მომიწყვეს "შუმოკი". წინა "შუმოკი" იყო ჩემი დედის გინების ფონზე და ხმაური, ამჯერად კი ყვიროდნენ მოვდივართ, მოვდივართ და იყო შთაბეჭიდილება, რომ ანგრევენ კარებს და შემოდიან. ეს იყო აბსოლუტურად დაორგანიზებული და ნაწილი იმ წამაებისა, რომელიც იქ ხდებოდა. მე ვარ პირადად ივანიშვილის მიერ პუტინის სასიამოვნოდ დაკვეთილი წამების მსხვერპლი, უკვე არ ვიცი, უნდა ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რაც დარჩა ამ სახელმწიფოდან ხედავთ. ხომ არ სჯობს, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან ჩემი გამოხსნა. როგორც კი ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იქნება, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მზად ვარ დავამტკიცო. არსად გავრბივარ. ჩამოვედი და პირდაპირ მგლის ხახაში გავყავი თავი. მზად ვარ წარვდგე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს როცა იქნება, თუნდაც 1 წელიწადში, 2 წელიწადში თუ სამში. იმას კი არ გთხოვთ, რომ მე დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ ნებისმიერი ადამიანის წამება. დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ. დაგმეთ არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის მიმართ“,- განაცხადა სააკაშვილმა

მისი თქმით, „დღევანდელი მახინჯი სისტემის ერთადერთი ფუნქციაა, რომ ციხიდან ცოცხალი არ გავიდეს“.

„მზად ვართ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე. არც მადლობას ვითხოვ არავისგან. არ ვითხოვ მადლობას იმის გამო, რომ დენი მოვიყვანე, არ ვითხოვ მადლობას იმის გამო, რომ ზოგიერთმა ჩვენი სისტემით ჩააბარა და იურიდიულ ფაკულტეტზე 15 ათასს აღარ სთხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი ალბათ ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც მაგალითად, ჩემი მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე, იუსტიციის ე.წ. მინისტრი. არ ვითხოვ მადლობას, რომ ხელფასები, პენსიები გაიზარდა, სამუშაო ადგილები 2-ჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ, დღეს ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ, მაგრამ უსამართლობას, შეურაცხყოფას ვერ მივიღებ“,-განაცხადა სააკაშვილმა.