მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას" - ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს
"ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას" - ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს

"ძა­ლი­ან აც­დე­ნი­ლი ხომ არ არის თქვე­ნი მოხ­სე­ნე­ბა, როცა ბირ­თვულ კვლე­ვებ­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მიღ­წე­ვებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბით, რო­დე­საც თქვენ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ხართ იმ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლის ტუ­ა­ლეტ­ში არ არის წყა­ლი, ბავ­შვე­ბი სხე­დან მშივ­რე­ბი" - ასე მი­მარ­თა "ლე­ლოს“ დე­პუ­ტატ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჩხენ­კელს, რო­მელ­საც "მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ.

ამას­თან, ნაც­ვლიშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა სკო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი, მათ შო­რის და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა და მი­ნისტრს მი­მარ­თა კი­თხვით, რას აკე­თებს სა­მი­ნის­ტრო იმის­თვის, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი არ გან­მე­ორ­დეს.

"იმ ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ხართ, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი ძა­ლა­დო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლო­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლია, და­ტო­ვოს სკო­ლის სის­ტე­მა. ამ დროს გვე­სა­უბ­რე­ბით ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან დამ­ყა­რე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე. ძა­ლი­ან აც­დე­ნი­ლი ხართ რე­ა­ლო­ბას. კონ­კრე­ტუ­ლი კი­თხვა მაქვს - რა გა­ა­კე­თეთ და რას აკე­თებთ ბოლო წლებ­ში იმ სამ ყვე­ლა­ზე მძი­მე და რე­ზო­ნან­სულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სკო­ლის სის­ტე­მას უკავ­შირ­დე­ბა. არ ხართ არც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, არც პრო­კუ­რო­რი, მაგ­რამ ეს საქ­მე­ე­ბი სკო­ლას უკავ­შირ­დე­ბა. ეს არის ია კერ­ზა­ი­ას, ლუკა სი­რა­ძის და და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძის საქ­მე­ე­ბი. თქვენ, სკო­ლამ, რა გა­ა­კე­თეთ. რა გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­მო­ი­ტა­ნეთ ამ უმ­ძი­მე­სი საქ­მე­ე­ბი­დან და რა გა­ა­კე­თეთ იმის­თვის, რომ მსგავ­სი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი აღარ იყოს. ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ არ მი­პა­სუ­ხებთ იმას, რაც თქვე­ნი სის­ტე­მი­დან უკვე გაჟ­ღერ­და - სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა სკო­ლის გა­რეთ მოხ­დაო",- გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
6

ამ კაცის ხატი ბიძინაა. ხან ექვთიმეს ადარებს,ხან სხვა წმინდანებს.სკოლა კი არა,სკამი ადარდებს, ბატონ მინისტრს.

ალექს
0

ჰოო, მამამ როცა პეტერბურგში წამიღო , სულ მაინტერესებდა საიდან მოხვდა აქ, თურმე ქუთაისის აღარარსებული ავტოქარხნიდან ! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას" - ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს

"ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას" - ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს

"ძალიან აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება, როცა ბირთვულ კვლევებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე გვესაუბრებით, როდესაც თქვენ განათლების მინისტრი ხართ იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდი ნაწილის ტუალეტში არ არის წყალი, ბავშვები სხედან მშივრები" - ასე მიმართა "ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც "მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ამასთან, ნაცვლიშვილმა დაასახელა სკოლებთან დაკავშირებული საქმეები, მათ შორის დავით სარალიძის მკვლელობა და მინისტრს მიმართა კითხვით, რას აკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.

"იმ ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ძალადობის და სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია, დატოვოს სკოლის სისტემა. ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან დამყარებულ თანამშრომლობაზე. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას. კონკრეტული კითხვა მაქვს - რა გააკეთეთ და რას აკეთებთ ბოლო წლებში იმ სამ ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლის სისტემას უკავშირდება. არ ხართ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, მაგრამ ეს საქმეები სკოლას უკავშირდება. ეს არის ია კერზაიას, ლუკა სირაძის და დათუნა სარალიძის საქმეები. თქვენ, სკოლამ, რა გააკეთეთ. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ უმძიმესი საქმეებიდან და რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შედეგებით დასრულებული საქმეები აღარ იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მიპასუხებთ იმას, რაც თქვენი სისტემიდან უკვე გაჟღერდა - სარალიძის მკვლელობა სკოლის გარეთ მოხდაო",- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.