მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუი ვიტონის" 41 წლის არტდირექტორი, რომელიც სიმსივნეს 2 წელი ებრძოდა, გარდაიცვალა
"ლუი ვიტონის" 41 წლის არტდირექტორი, რომელიც სიმსივნეს 2 წელი ებრძოდა, გარდაიცვალა

ვირ­ჯილ აბლო, ლუი ვი­ტო­ნის დი­ზა­ი­ნე­რი და Off-White-ის ბრენ­დის და­მა­არ­სე­ბე­ლი, კვი­რას გარ­და­იც­ვა­ლა. სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი, აბ­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ "ინ­სტაგ­რამ­გვერ­დზე:, რა­მო­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და. ლუი ვი­ტო­ნის არტდი­რექ­ტო­რი 41 წლის იყო.

"ინ­სტაგ­რა­მის" პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ:

"ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვირ­ჯი­ლი ვაჟ­კა­ცუ­რად ებ­რძო­და სიმ­სივ­ნის აგ­რე­სი­ულ ფორ­მას, გუ­ლის ან­გი­ო­სარ­კო­მას. მას ბევ­რი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა მო­უ­წია და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლი­სას, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პა­რა­ლე­ლუ­რად მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში და­უ­ღა­ლავ შრო­მას ისევ აგ­რძე­ლებ­და.“

ვირ­ჯილ აბლო, "ლუი ვი­ტო­ნის“ შექ­მნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, კომ­პა­ნი­ა­ში პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. მან­ვე და­არ­სა სა­კულ­ტო ლე­იბ­ლი "Off-White”. დი­ზა­ი­ნერ­მა "ლუი ვი­ტო­ნის­თვის“ მუ­შა­ო­ბა 2018 წლის მარ­ტი­დან და­ი­წყო და მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით, ბრენ­დი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­შიც გაღ­ვივ­და, რად­გან მისი მა­მა­კა­ცის ხა­ზის კო­ლექ­ცი­ე­ბი უმაღ­ლე­სი მო­დი­სა და ქუ­ჩის სტი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბას აერ­თი­ა­ნებ­და, სცდე­ბო­და მხატ­ვრულ სა­ზღვრებს და გენ­დერულ ნორ­მე­ბის­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო.

ვირ­ჯილ აბ­ლოს შექ­მნი­ლი ტან­საც­მლი­დან, ბევ­რი გამ­ხდა­რა ხალ­ხის­თვის სა­ლა­პა­რა­კო თემა, ერთ-ერთი ასე­თი იყო ნა­ქარ­გი წინ­სა­ფა­რი, რო­მე­ლიც ტი­მო­თი შა­ლა­მეს 2019 წელს, "ოქ­როს გლო­ბუ­სის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე ემო­სა.

ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს შო­უ­ბიზ­ნე­სის ბევ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შეხ­ვდა მწუ­ხა­რე­ბით, მათ შო­რის იყო ჰე­ი­ლი ბი­ბე­რიც, რომ­ლის სა­ქორ­წი­ნო კა­ბის ავ­ტო­რი სწო­რედ ვირ­ჯილ აბ­ლოა. მო­დელ­მა ინ­სტაგ­რა­მის პოს­ტში და­წე­რა, თუ რა­ო­დენ მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი როლი ეკა­ვა დი­ზა­ი­ნერს მის ცხოვ­რე­ბა­ში და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მას.

ვირ­ჯილ აბ­ლომ მუ­სი­კა­ლურ ინ­დუსტრი­ა­შიც და­იმ­კვიდ­რა სა­ხე­ლი: ხში­რი კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბი ჰქონ­და კე­ნიე ვესტთან, იყო რე­პე­რის დი­ზა­ი­ნის სა­ა­გენ­ტოს კრე­ა­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და ვირ­ჯი­ლის დი­ზა­ი­ნი­თაა შექ­მნი­ლი კე­ნიე ვეს­ტის რამ­დე­ნი­მე ალ­ბო­მის ყდა. ვირ­ჯი­ლი ასე­ვე იყო დი­ჯეი და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში ხში­რად იწ­ვევ­დნენ. რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი და ავე­ჯის დი­ზა­ი­ნე­რი, ის "მერ­სე­დეს ბენცთან“ და "იკე­ას­თან“ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

კე­ნიე ვეს­ტი და ვირ­ჯილ აბლო. 2019 წ.

ვირ­ჯილ აბ­ლოს ოჯა­ხი გა­ნა­დან არის, თა­ვად დი­ზა­ი­ნე­რი, ილი­ნო­ის­ში და­ი­ბა­და 1980 წელს. მან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ინ­ჟინ­რო საქ­მე შე­ის­წავ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და ვის­კონ­სი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. დი­ზა­ი­ნე­რი ფიქ­რობ­და, რომ მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში გა­და­ნაც­ვლე­ბას, მის­მა ტრა­დი­ცი­ულ­მა მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ­მა გა­ნათ­ლე­ბამ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

აბლო Time Magazine-ის 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ა­ში მოხ­ვდა 2018 წელს, ხოლო 2019 წელს, ჩი­კა­გოს თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა.

დი­ზა­ი­ნე­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მა­ი­ა­მის მო­დის ჩვე­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, რაც ქა­ლაქ­ში "ლუი ვი­ტო­ნის" ახა­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნას უნდა დამ­თხვე­ო­და.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

"ლუი ვიტონის" 41 წლის არტდირექტორი, რომელიც სიმსივნეს 2 წელი ებრძოდა, გარდაიცვალა

"ლუი ვიტონის" 41 წლის არტდირექტორი, რომელიც სიმსივნეს 2 წელი ებრძოდა, გარდაიცვალა

ვირჯილ აბლო, ლუი ვიტონის დიზაინერი და Off-White-ის ბრენდის დამაარსებელი, კვირას გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავი, აბლოს ოფიციალურ "ინსტაგრამგვერდზე:, რამოდენიმე საათის წინ გავრცელდა. ლუი ვიტონის არტდირექტორი 41 წლის იყო.

"ინსტაგრამის" პოსტში ვკითხულობთ:

"ორი წლის განმავლობაში, ვირჯილი ვაჟკაცურად ებრძოდა სიმსივნის აგრესიულ ფორმას, გულის ანგიოსარკომას. მას ბევრი არასასიამოვნო პროცედურის გავლა მოუწია დაავადებასთან ბრძოლისას, მიუხედავად ამისა, პარალელურად მოდის ინდუსტრიაში დაუღალავ შრომას ისევ აგრძელებდა.“

ვირჯილ აბლო, "ლუი ვიტონის“ შექმნიდან მოყოლებული, კომპანიაში პირველი ფერადკანიანი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მანვე დაარსა საკულტო ლეიბლი "Off-White”. დიზაინერმა "ლუი ვიტონისთვის“ მუშაობა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და მისი დამსახურებით, ბრენდისადმი ინტერესი ახალგაზრდა თაობაშიც გაღვივდა, რადგან მისი მამაკაცის ხაზის კოლექციები უმაღლესი მოდისა და ქუჩის სტილის ჩაცმულობას აერთიანებდა, სცდებოდა მხატვრულ საზღვრებს და გენდერულ ნორმებისთვის გამოწვევა იყო.

ვირჯილ აბლოს შექმნილი ტანსაცმლიდან, ბევრი გამხდარა ხალხისთვის სალაპარაკო თემა, ერთ-ერთი ასეთი იყო ნაქარგი წინსაფარი, რომელიც ტიმოთი შალამეს 2019 წელს, "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე ემოსა.

ცნობილი დიზაინერის გარდაცვალების ამბავს შოუბიზნესის ბევრი წარმომადგენელი შეხვდა მწუხარებით, მათ შორის იყო ჰეილი ბიბერიც, რომლის საქორწინო კაბის ავტორი სწორედ ვირჯილ აბლოა. მოდელმა ინსტაგრამის პოსტში დაწერა, თუ რაოდენ მნიშნელოვანი როლი ეკავა დიზაინერს მის ცხოვრებაში და მადლობა გადაუხადა მას.

ვირჯილ აბლომ მუსიკალურ ინდუსტრიაშიც დაიმკვიდრა სახელი: ხშირი კოლაბორაციები ჰქონდა კენიე ვესტთან, იყო რეპერის დიზაინის სააგენტოს კრეატიული ხელმძღვანელი და ვირჯილის დიზაინითაა შექმნილი კენიე ვესტის რამდენიმე ალბომის ყდა. ვირჯილი ასევე იყო დიჯეი და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ხშირად იწვევდნენ. როგორც ხელოვანი და ავეჯის დიზაინერი, ის "მერსედეს ბენცთან“ და "იკეასთან“ თანამშრომლობდა.

კენიე ვესტი და ვირჯილ აბლო. 2019 წ.

ვირჯილ აბლოს ოჯახი განადან არის, თავად დიზაინერი, ილინოისში დაიბადა 1980 წელს. მან სამოქალაქო საინჟინრო საქმე შეისწავლა, მოგვიანებით კი არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა ვისკონსინის უნივერსიტეტში. დიზაინერი ფიქრობდა, რომ მოდის ინდუსტრიაში გადანაცვლებას, მისმა ტრადიციულმა მულტიდისციპლინურმა განათლებამ ჩაუყარა საფუძველი.

აბლო Time Magazine-ის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა 2018 წელს, ხოლო 2019 წელს, ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

დიზაინერი გარდაცვალებამდე მაიამის მოდის ჩვენებისთვის ემზადებოდა, რაც ქალაქში "ლუი ვიტონის" ახალი მაღაზიის გახსნას უნდა დამთხვეოდა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა