პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარძია, ღვინის კულტურა, ადგილი, სადაც საუკუნეების წინ ყურძენს წურავდნენ და ვენახის უძველესი ტერასები - რას უყვება BBC-ი მსოფლიოს საქართველოზე
ვარძია, ღვინის კულტურა, ადგილი, სადაც საუკუნეების წინ ყურძენს წურავდნენ და ვენახის უძველესი ტერასები - რას უყვება BBC-ი მსოფლიოს საქართველოზე

BBC-ი უძ­ვე­ლეს ქარ­თულ მეღ­ვი­ნე­ო­ბას სი­უ­ჟეტს უძღვნის, რომ­ლის ავ­ტო­რიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, უძ­ვე­ლეს გა­მოქ­ვა­ბუ­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ, ღვი­ნოს ამ­ზა­დებ­დნენ. ასე­ვე აჩ­ვე­ნებს მე-12 სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დელ ვე­ნა­ხის­თვის გან­კუთ­ვნილ ტე­რა­სებს, რომ­ლის აღ­დგე­ნა­საც ახლა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, მეღ­ვი­ნე­ო­ბის კუ­თხით, ეს ძვე­ლად მთა­ვა­რი ად­გი­ლი იყო, თუმ­ცა მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში ოს­მა­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ და ღვი­ნის კულ­ტუ­რა გა­ა­ნად­გუ­რეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახლა უძ­ვე­ლე­სი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის აღ­დგე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბენ“, - ნათ­ქვა­მია სი­უ­ჟეტ­ში.

BBC-ის აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფი, თა­მარ ხარ­ძი­ა­ნი ესა­უბ­რა:

“სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თის ლან­დშაფ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც ის ნამ­დვი­ლად არის ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნი­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და ბუ­ნე­ბის მიერ. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია ვარ­ძი­ის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი ერუ­შე­თის ქედ­ზე.

  • მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა იყო ვე­ნა­ხე­ბის­თვის ტე­რა­სე­ბის გა­კე­თე­ბა. ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ვარ­ძი­ის ტე­რა­სე­ბი, რო­მე­ლიც იყო ვარ­ძი­ის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ნა­წი­ლი.

  • მეღ­ვი­ნე­ო­ბა გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის. ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ავი­თა­რებ­და იდე­ას, რომ მტრებ­მა, დამ­პყრობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ძალა მეღ­ვი­ნე­ო­ბა იყო. რო­გორც ის ამ­ბობ­და, რო­დე­საც ვინ­მეს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბა სურ­და, ის საქ­მეს ვა­ზის გა­ნად­გუ­რე­ბით იწყებ­და", - ამ­ბობს თა­მარ ხარ­ძი­ა­ნი.

ბრი­ტა­ნულ მა­უ­წყე­ბელს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა მეღ­ვი­ნე, გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძეც.

"ამ ად­გი­ლის ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლი ხი­ზა­ბავ­რას ღვი­ნის ტე­რა­სე­ბია. ეს არის პირ­ვე­ლი ტე­რა­სე­ბი, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტირ­და, აღ­დგა და და­ირ­გო ვაზი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ვე­ნა­ხის პირ­ვე­ლი ტე­რა­საა. ოს­მა­ლებ­მა რე­გი­ო­ნი მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­პყრეს და ამ პე­რი­ო­დი­დან აქ ღვი­ნოს აღარ აკე­თებ­დნენ.

ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ვაზი, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ ამ რე­გი­ონ­ში ნა­ხოთ, ეს არის "ცხე­ნის ძუძუ თეთ­რი“ - არის ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ვაზი“, - ამ­ბობს გი­ორ­გი ნა­თე­ნა­ძე. მან­ვე BBC-ის გა­დამ­ღებ ჯგუფს ის ად­გი­ლი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა სა­დაც ძვე­ლად ყუ­რძენს წუ­რავ­დნენ.

"ყუ­რძენს აქ წუ­რავ­დნენ. ორი, ან სამი ადა­მი­ა­ნი ფე­ხით წუ­რავ­და. წვენს ცხო­ვე­ლის ტყავ­ში ათავ­სებ­დნენ და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ვარ­ძი­ის მღვი­მე­ე­ბის ქა­ლაქ­ში მიჰ­ქო­ნათ და­სა­დუ­ღებ­ლად“, - ამ­ბობს ნა­თე­ნა­ძე.

BBC-ი აღ­ნიშ­ნავს, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სოფ­ლე­ბი და­ი­ცა­ლა, ეს ტენ­დენ­ცია შე­ე­ხო სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სოფ­ლებ­საც, რა­მაც მეღ­ვი­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ხელი შე­უ­შა­ლა, თუმ­ცა ახლა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს აღ­დგე­ნას გეგ­მა­ვენ და აქვთ გეგ­მა, რომ აღად­გი­ნონ სოფ­ლე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა.

წყა­რო: BBC.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ვარძია, ღვინის კულტურა, ადგილი, სადაც საუკუნეების წინ ყურძენს წურავდნენ და ვენახის უძველესი ტერასები - რას უყვება BBC-ი მსოფლიოს საქართველოზე

ვარძია, ღვინის კულტურა, ადგილი, სადაც საუკუნეების წინ ყურძენს წურავდნენ და ვენახის უძველესი ტერასები - რას უყვება BBC-ი მსოფლიოს საქართველოზე

BBC-ი უძველეს ქართულ მეღვინეობას სიუჟეტს უძღვნის, რომლის ავტორიც საზოგადოებას სამცხე-ჯავახეთისა და ადგილობრივი უნიკალური ღვინის კულტურის შესახებ უყვება, უძველეს გამოქვაბულებს ათვალიერებინებს, სადაც საუკუნეების წინ, ღვინოს ამზადებდნენ. ასევე აჩვენებს მე-12 საუკუნის დროინდელ ვენახისთვის განკუთვნილ ტერასებს, რომლის აღდგენასაც ახლა ადგილობრივები ცდილობენ.

"საქართველოში, მეღვინეობის კუთხით, ეს ძველად მთავარი ადგილი იყო, თუმცა მე-16 საუკუნეში ოსმალები შეიჭრნენ და ღვინის კულტურა გაანადგურეს. ადგილობრივები ახლა უძველესი, საუკუნეების წინანდელი მემკვიდრეობის აღდგენაზე მუშაობენ“, - ნათქვამია სიუჟეტში.

BBC-ის აღნიშნულ საკითხზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფი, თამარ ხარძიანი ესაუბრა:

“სამცხე ჯავახეთის ლანდშაფტი განსაკუთრებულია, რადგანაც ის ნამდვილად არის ერთობლივად შექმნილი ადამიანისა და ბუნების მიერ. ამის საუკეთესო მაგალითია ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ერუშეთის ქედზე.

  • მე-12 საუკუნეში გავრცელებული პრაქტიკა იყო ვენახებისთვის ტერასების გაკეთება. ამის მტკიცებულებაა ვარძიის ტერასები, რომელიც იყო ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

  • მეღვინეობა განუყოფელი ნაწილი იყო ქართული იდენტობის. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილი ავითარებდა იდეას, რომ მტრებმა, დამპყრობლებმა იცოდნენ, რომ ქართული ეკონომიკის ძალა მეღვინეობა იყო. როგორც ის ამბობდა, როდესაც ვინმეს საქართველოს განადგურება სურდა, ის საქმეს ვაზის განადგურებით იწყებდა", - ამბობს თამარ ხარძიანი.

ბრიტანულ მაუწყებელს ქართული ღვინის კულტურის შესახებ ესაუბრა მეღვინე, გიორგი ნათენაძეც.

"ამ ადგილის ისტორიული სახელი ხიზაბავრას ღვინის ტერასებია. ეს არის პირველი ტერასები, რომელიც რეაბილიტირდა, აღდგა და დაირგო ვაზი. საქართველოში ეს ვენახის პირველი ტერასაა. ოსმალებმა რეგიონი მე-16 საუკუნეში დაიპყრეს და ამ პერიოდიდან აქ ღვინოს აღარ აკეთებდნენ.

ყველაზე ძველი ვაზი, რომელიც შეგიძლიათ ამ რეგიონში ნახოთ, ეს არის "ცხენის ძუძუ თეთრი“ - არის ორსაუკუნოვანი ვაზი“, - ამბობს გიორგი ნათენაძე. მანვე BBC-ის გადამღებ ჯგუფს ის ადგილი დაათვალიერებინა სადაც ძველად ყურძენს წურავდნენ.

"ყურძენს აქ წურავდნენ. ორი, ან სამი ადამიანი ფეხით წურავდა. წვენს ცხოველის ტყავში ათავსებდნენ და მისი საშუალებით ვარძიის მღვიმეების ქალაქში მიჰქონათ დასადუღებლად“, - ამბობს ნათენაძე.

BBC-ი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფლები დაიცალა, ეს ტენდენცია შეეხო სამცხე-ჯავახეთის სოფლებსაც, რამაც მეღვინეობის განვითარებას ხელი შეუშალა, თუმცა ახლა ადგილობრივები ყოველივეს აღდგენას გეგმავენ და აქვთ გეგმა, რომ აღადგინონ სოფლები, ისტორიული ნაგებობებით, როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა.

წყარო: BBC.com