განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! "რეინკარნირებას" აპირებს, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქში“ წერს.
თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ბოკერიას შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს.
"მე ხომ თავი ყულფში უნდა გავყო ხოლმე, ჰოდა "სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო" ისე, გაქცევა სიმართლისგან არასოდეს მიცდია და არც ახლა ვაპირებ.
მოკლედ ასეა: აი ახლა მართებს ხალხს დიდი გამჭრიახობა, ისე როგორც არასდროს. განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! "რეინკარნირებას" აპირებს - სურვილი აქვს ზუსტად ვიცი, ყველაფერზე მიდის ( სასაცილო და "ძველი" ილეთებია), დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ“, - წერს თაკო ჩარკვიანი.
ხმა მინუს უსასრულობიდან განულებულის მისამართით ყრუდ ისმის. ამ რაღაც განცხადებისმაგვარით თაკო ალბათ ცდილობს თვითონ განულდეს და ბოკერია გადაისროლოს მინუსებში. ამით ჩვენთვის ვითომ რამე იცვლება?
ბოკერია მთელ სეკტაზე მეტად ჭკვიანია და ეგ თუ ნულია შენ მინუსებში ხარ ჩარკვიანო