პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი..." - გიორგი მარგველაშვილი
"სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი..." - გიორგი მარგველაშვილი

სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­როვ­ნუ­ლად არ მე­გო­ნა ამ­დე­ნად ძლი­ე­რი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ვთქვა, რომ მე­გო­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, 50 დღე იშიმ­ში­ლებ­და და აა­კან­კა­ლებ­და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - ასე პა­ნი­კუ­რად შიში და­ტუ­სა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის, ეს აღარ არის რე­ა­ლუ­რი შიში, ეს ფო­ბი­აა, - ფსი­ქი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც შენ გა­უ­აზ­რებ­ლად გე­ში­ნია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ში­და­პარ­ტი­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს ხმას არ აღე­ბი­ნებ­და ბოლო 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­როვ­ნუ­ლად, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ ეგო­ნა.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მელ პო­ლი­ტი­კურ სპექტრს მი­ე­კუთ­ვნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ყვე­ლას­თვის ეს იყო მძი­მე სტრე­სი, მძი­მე ტვირ­თი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა­და­კარ­გუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბის გარ­და, ალ­ბათ არა­ვის უნ­დო­და, არც ელე­ნეს და არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლი. ამ 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და არა მთე­ლი პარ­ტია, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია მთე­ლი პარ­ტია ამ­დე­ნად მძი­მე ფსი­ქი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი იყოს, და­უ­პი­რის­პირ­და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მი­უ­ხე­და­ვად. ბო­ლოს უკვე და­უ­პი­რის­პირ­დნენ ექი­მებს, მე­დი­ცი­ნას და მეც­ნი­ე­რე­ბას.

ბუ­ნებ­რი­ვი იყო, რომ ამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, ჩა­მო­იშ­ლე­ბო­და ის შიდა ზღურ­ბლიც, რო­მე­ლიც პარ­ტი­ა­ში არ­სე­ბობს. ის სამ­წუ­ხა­რო შიდა დის­ციპ­ლი­ნა, რო­მე­ლიც ამ პარ­ტი­ის ნორ­მა­ლურ წევ­რებს ვერ აღე­ბი­ნებს ხმას, ვერ აფიქ­სი­რე­ბი­ნებს პრო­ტესტს, იმ ძა­ლი­ან მძი­მე 50 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც ჩვენ გა­ვი­ა­რეთ. ასე პა­ნი­კუ­რად შიში და­ტუ­სა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის, ეს აღარ არის რე­ა­ლუ­რი შიში, ეს ფო­ბი­აა, - ფსი­ქი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც შენ გა­უ­აზ­რებ­ლად გე­ში­ნია. სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­როვ­ნუ­ლად არ მე­გო­ნა ამ­დე­ნად ძლი­ე­რი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ვთქვა, რომ მე­გო­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, 50 დღე იშიმ­ში­ლებ­და და აა­კან­კა­ლებ­და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხვიჩა
1

ერთი შენხარ ძლიერი მეორე ეგა,ისე გაფუჭება და საქმის ჩაოხრებაში ორივე პროფებო ხართ,ორივე პლასტელინისგან ხართ გამოძეწილები

123
50

კომენტარებიაააა...ტროლების შემოტევა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი..." - გიორგი მარგველაშვილი

"სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი..." - გიორგი მარგველაშვილი

სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას - ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, - ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, შიდაპარტიული დისციპლინა უმრავლესობის წევრებს ხმას არ აღებინებდა ბოლო 50 დღის განმავლობაში.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პიროვნულად, ძლიერი ადამიანი არ ეგონა.

"მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ სპექტრს მიეკუთვნება საქართველოს მოქალაქე, ყველასთვის ეს იყო მძიმე სტრესი, მძიმე ტვირთი, განსაკუთრებული რეალობადაკარგული რადიკალების გარდა, ალბათ არავის უნდოდა, არც ელენეს და არც მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. ამ 50 დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და არა მთელი პარტია, რადგან შეუძლებელია მთელი პარტია ამდენად მძიმე ფსიქიკის მატარებელი იყოს, დაუპირისპირდა მთელ საზოგადოებას, პოლიტიკური სპექტრის მიუხედავად. ბოლოს უკვე დაუპირისპირდნენ ექიმებს, მედიცინას და მეცნიერებას.

ბუნებრივი იყო, რომ ამ კატასტროფული დაპირისპირების შედეგად, ჩამოიშლებოდა ის შიდა ზღურბლიც, რომელიც პარტიაში არსებობს. ის სამწუხარო შიდა დისციპლინა, რომელიც ამ პარტიის ნორმალურ წევრებს ვერ აღებინებს ხმას, ვერ აფიქსირებინებს პროტესტს, იმ ძალიან მძიმე 50 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, - ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია. სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას", - განაცხადა მარგველაშვილმა.