მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გორელებო, გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი... რაც მე მაგის მშენებლობაზე მტვერი მაქვს ნასუნთქი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?
"გორელებო, გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი... რაც მე მაგის მშენებლობაზე მტვერი მაქვს ნასუნთქი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის გეგ­მას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ინდე გო­რე­ლე­ბო, თუ არ გა­მო­გად­გათ ჩემი აშე­ნე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი. "რათ გვინ­და გოს­პი­ტა­ლი და სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი ჩვე­ნაო, ბა­ზა­რი და სტა­ლი­ნის ძეგლი გვინ­დაო" რომ მე­უბ­ნე­ბო­დით. ძლივს და­უბ­რუ­ნა ჰოს­პი­ტალ­მა ქა­ლაქს სი­ცო­ცხლე და პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა. და­ი­წყე­ბა ახლა ჰოს­პი­ტა­ლის შე­სას­ვლელ­თან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი­დან "ალ­ჯა­ზი­რა-სი­ე­ნე­ბე­ბი­ა­ნათ", მო­ა­წყდე­ბა ქა­ლაქს ათა­სი შპი­ო­ნი, ნა­სედ­კა თუ ფორ­მი­ა­ნი, ოჯა­ხე­ბი­ა­ნათ თუ არა თა­ნა­შემ­წე­ე­ბი­ა­ნად კვი­რა­ში ორ­ჯერ მა­ინც გეს­ტუმ­რე­ბი­ან "თალ­კომ­დინ­ხუ­ე­ბი" (თა­ლაკ­ვა­ძე, კო­ბა­ხი­ძე, მდი­ნა­რა­ძე, ხუნ­და­ძე­ე­ბი), მა­გათ და­უ­მა­ტეთ ექი­მე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი, სა­ელ­ჩო­ე­ბი, ნა­ცე­ბი, კაი ბი­ჭე­ბი, რუ­სე­ბის აგენ­ტუ­რა და მრა­ვა­ლი სხვა.

გა­და­ივ­სე­ბა რეს­ტორ­ნე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი, ბა­ზარ­ში მო­ი­მა­ტებს მუშ­ტა­რი და გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ტი. ხა­ზარ­ძეც ერთი-ორ ვა­ლუტ­ნი ბუტ­კას ჩად­გავს იქვე ჰოს­პიტ­ლის შე­სას­ვლელ­თან. მიშა იქი­და­ნაც ისეთ ქარ­ბორ­ბა­ლას და­ატ­რი­ა­ლებს, რომ ბა­თუ­მის, თბი­ლი­სის, ზუგ­დი­დის და და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს ყუ­რა­დღე­ბა სულ გო­რის­კენ იქ­ნე­ბა.

ქა­ლაქ­ში დრო­დად­რო ცირ­კის დათ­ვი­ვით ხინ­ჩე­გა­ანთ ლა­დოს და ტრუ­სიკ­მა­ი­კი­ან და ბოქ­სის ფელ­ჩატ­კე­ბი­ან კან­დე­ლაკს ჩა­მო­ა­ტა­რებთ ხოლ­მე და ექ­სკურ­სი­ა­ზე ჩა­მო­სუ­ლი ბავ­შვე­ბის რი­გე­ბი დად­გე­ბა. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, შუ­რით გას­კდე­ბი­ან კას­პე­ლე­ბი და ხა­შუ­რე­ლე­ბი.

ინდე თუ არ გა­მო­გად­გათ ჰოს­პი­ტა­ლი, მარ­ტო ის გახ­სოვთ ჩემი, ხა­შუ­რის ბორ­დე­ლებს რო­გორ ვარ­ბევ­დი. არა­და რაც მე მაგ ჰოს­პი­ტა­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე კას­პის ცე­მენ­ტის და სა­ჩხე­რის ქვი­შის მტვე­რი მაქვს ნა­სუნ­თქი" - წერს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა დღეს შეს­თა­ვა­ზა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ექ­სპრე­ზი­დენტს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ აქვს გო­რის ჰოს­პი­ტალ­ზე, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბა აქვს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არ­ჩე­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლი­მე ჰოს­პი­ტალ­ში მოხ­ვედ­რა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შიმ­ში­ლო­ბით გა­მო­ხა­ტულ პრო­ტესტს შე­უ­ერ­თდა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ის გა­ნიც­დის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ელე­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბას და რთუ­ლად აქვს უკვე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ პო­ზი­ცი­ას და სურს, რომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ხალ­ხის მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც გა­რეთ დგას და ითხო­ვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნას.

არც გორი და არ­ცერ­თი სხვა ლო­კა­ცია არ შეც­ვლის მის მთა­ვარ გან­ზრახ­ვას, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას, ერ­თა­დერთ, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, არის შემ­დე­გი: მას აქვს ერთი პი­რო­ბა, რის გა­მოც და­ი­ბა­რა უკ­რა­ი­ნის კონ­სუ­ლი და პი­რა­დი ად­ვო­კა­ტი, ნიკა გვა­რა­მია, - მათ­თან ერ­თად გა­ივ­ლი­ან ამ ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებს და შემ­დეგ ნიკა გვა­რა­მია მო­გახ­სე­ნებთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ აქვს გო­რის ჰოს­პი­ტალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა იმი­ტომ რომ მო­ხა­რუ­ლია ამ ლო­კა­ცი­ით, მის­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სად გა­და­იყ­ვა­ნენ. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბრძო­ლა რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ, ის ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ წუ­თებ­ში წყდე­ბა იქ და უნდა და­ვე­ლო­დოთ ნი­კას გა­მოს­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

ვითომ ეხლა თქვენი ფულით აგეშენებინოთ ან შენ ან მიშას მაგ ჰოსპიტალი!

77
0

გვახსოვს შენი მუხლჩაუხრელი გარჯა, რაინდო! თუმცა, რუსეთის ნომრიან აგენტად შენ მიმაჩნიხარ! 

ავტორი:

"გორელებო, გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი... რაც მე მაგის მშენებლობაზე მტვერი მაქვს ნასუნთქი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?

"გორელებო, გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი... რაც მე მაგის მშენებლობაზე მტვერი მაქვს ნასუნთქი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმას ეხმაურება.

"ინდე გორელებო, თუ არ გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი. "რათ გვინდა გოსპიტალი და სამხედრო ბაზები ჩვენაო, ბაზარი და სტალინის ძეგლი გვინდაო" რომ მეუბნებოდით. ძლივს დაუბრუნა ჰოსპიტალმა ქალაქს სიცოცხლე და პოლიტიკური მნიშვნელობა. დაიწყება ახლა ჰოსპიტალის შესასვლელთან ჟურნალისტების ჩართვები ადგილობრივებიდან "ალჯაზირა-სიენებებიანათ", მოაწყდება ქალაქს ათასი შპიონი, ნასედკა თუ ფორმიანი, ოჯახებიანათ თუ არა თანაშემწეებიანად კვირაში ორჯერ მაინც გესტუმრებიან "თალკომდინხუები" (თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე, ხუნდაძეები), მაგათ დაუმატეთ ექიმები, ექსპერტები, საელჩოები, ნაცები, კაი ბიჭები, რუსების აგენტურა და მრავალი სხვა.

გადაივსება რესტორნები და მაღაზიები, ბაზარში მოიმატებს მუშტარი და გაყიდული პროდუქტი. ხაზარძეც ერთი-ორ ვალუტნი ბუტკას ჩადგავს იქვე ჰოსპიტლის შესასვლელთან. მიშა იქიდანაც ისეთ ქარბორბალას დაატრიალებს, რომ ბათუმის, თბილისის, ზუგდიდის და დანარჩენი სამყაროს ყურადღება სულ გორისკენ იქნება.

ქალაქში დროდადრო ცირკის დათვივით ხინჩეგაანთ ლადოს და ტრუსიკმაიკიან და ბოქსის ფელჩატკებიან კანდელაკს ჩამოატარებთ ხოლმე და ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვების რიგები დადგება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შურით გასკდებიან კასპელები და ხაშურელები.

ინდე თუ არ გამოგადგათ ჰოსპიტალი, მარტო ის გახსოვთ ჩემი, ხაშურის ბორდელებს როგორ ვარბევდი. არადა რაც მე მაგ ჰოსპიტალის მშენებლობაზე კასპის ცემენტის და საჩხერის ქვიშის მტვერი მაქვს ნასუნთქი" - წერს ოქრუაშვილი.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა დღეს შესთავაზა. როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტს წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალზე, თუმცა გარკვეული პირობა აქვს.

"მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილება და არჩევანი არ ყოფილა საქართველოში, რომელიმე ჰოსპიტალში მოხვედრა. იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ბევრი ადამიანი, ის განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას და რთულად აქვს უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ითვალისწინებს ამ პოზიციას და სურს, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას.

არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას, მისი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ის აგრძელებს ბრძოლას, ერთადერთ, რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი, ამ ღონისძიების გასატარებლად, არის შემდეგი: მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი, ნიკა გვარამია, - მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალებს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ. მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, ის ტექნიკური დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წუთებში წყდება იქ და უნდა დაველოდოთ ნიკას გამოსვლას“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ.