პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ღმერთს ყველაფერს მოვუყვები“ - 12 წლის იორდანიელი ბიჭის სულისშემძვრელი მიმართვა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე
"მე ღმერთს ყველაფერს მოვუყვები“ - 12 წლის იორდანიელი ბიჭის სულისშემძვრელი მიმართვა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე

12 წლის ბი­ჭის ამირ მო­ჰა­მედ ჰა­სან ალ რი­ფა­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბას იორ­და­ნი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. ბიჭი კის­ტო­ზუ­რი ფიბ­რო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავ­და, რათა სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­ეგ­ზავ­ნათ.

ამი­რი პრინ­ცე­სა რაჰ­მას ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

  • "მომ­ბეზ­რდა და და­ვი­ღა­ლე იმით, რომ არა­ვის სურს ჩემი დახ­მა­რე­ბა იმი­ტომ, რომ მა­მა­ჩე­მი ღა­რი­ბია და არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია ჩემ­თვის. მაგ­რამ მე ღმერ­თს ყვე­ლა­ფერს მო­ვუყ­ვე­ბი“, - ამ­ბობ­და ამი­რი თა­ვის ბოლო შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში.

მა­ნამ­დე კი­დევ ერთი ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ბი­ჭის მამა სთხოვ­და იორ­და­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას, რათა მო­ზარ­დი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ეგ­ზავ­ნათ სამ­კურ­ნა­ლოდ.

"ამი­რამ­დე უკვე სამი ვაჟი დავ­კარ­გე, ყვე­ლა მათ­გა­ნი იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. 10 წელ­ზე მე­ტია ჩი­ნოვ­ნი­კებს მივ­მარ­თავ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ“, - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მამა.

  • ამი­რის უკა­ნას­კნე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და მე­დია მთავ­რო­ბას და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას მო­ი­თხო­ვენ. ამ­ბო­ბენ, რომ მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს.

ბი­ჭუ­ნა ოთხშა­ბათს დაკ­რძა­ლეს და მის დაკ­რძალ­ვას ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე და­ეს­წრო.

ცნო­ბის­თვის, კის­ტო­ზუ­რი ფიბ­რო­ზი გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც იწ­ვევს ფილ­ტვე­ბის, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას. ის გავ­ლე­ნას ახ­დენს უჯრე­დებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ლორ­წოს, ოფლს, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ წვენს.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
1

სამწუხაროდ, ეს დაავადება არ იკურნება:(

status quo
3

ეს არ არის ის ბავშვი,ის შავგვრემანი იყო.შარშანწინდელი ამბავია.მაშინ სხვა ბავშვს აჩვენებდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მე ღმერთს ყველაფერს მოვუყვები“ - 12 წლის იორდანიელი ბიჭის სულისშემძვრელი მიმართვა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე

"მე ღმერთს ყველაფერს მოვუყვები“ - 12 წლის იორდანიელი ბიჭის სულისშემძვრელი მიმართვა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე

12 წლის ბიჭის ამირ მოჰამედ ჰასან ალ რიფაის გარდაცვალებას იორდანიაში საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ბიჭი კისტოზური ფიბროზით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავდა, რათა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაეგზავნათ.

ამირი პრინცესა რაჰმას ბავშვთა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

  • "მომბეზრდა და დავიღალე იმით, რომ არავის სურს ჩემი დახმარება იმიტომ, რომ მამაჩემი ღარიბია და არაფრის გაკეთება არ შეუძლია ჩემთვის. მაგრამ მე ღმერთს ყველაფერს მოვუყვები“, - ამბობდა ამირი თავის ბოლო შეტყობინებაში.

მანამდე კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ბიჭის მამა სთხოვდა იორდანიის ხელისუფლებას დახმარებას, რათა მოზარდი საზღვარგარეთ გაეგზავნათ სამკურნალოდ.

"ამირამდე უკვე სამი ვაჟი დავკარგე, ყველა მათგანი იგივე დაავადებით გარდაიცვალა. 10 წელზე მეტია ჩინოვნიკებს მივმართავ, მაგრამ უშედეგოდ“, - ამბობს გარდაცვლილის მამა.

  • ამირის უკანასკნელი ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. სოციალური ქსელების მომხმარებლები და მედია მთავრობას დაუდევრობაში ადანაშაულებენ და სოციალურ სამართლიანობას მოითხოვენ. ამბობენ, რომ მკურნალობის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.

ბიჭუნა ოთხშაბათს დაკრძალეს და მის დაკრძალვას ათასობით მოქალაქე დაესწრო.

ცნობისთვის, კისტოზური ფიბროზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ფილტვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის და სხვა ორგანოების მძიმე დაზიანებას. ის გავლენას ახდენს უჯრედებზე, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოს, ოფლს, საჭმლის მომნელებელ წვენს.

წყარო