საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი გული ორად არის გაყოფილი" - რას ჰყვება "ბიარიცის მეფედ" წოდებული, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ქართული ფესვებით
"ჩემი გული ორად არის გაყოფილი" - რას ჰყვება "ბიარიცის მეფედ" წოდებული, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ქართული ფესვებით

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა რაგბ­ში ნო­ემ­ბრის ტეს­ტე­ბის პირ­ვე­ლი მატ­ჩი გა­მარ­თა. ქარ­თვე­ლი "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის" მე­ტო­ქე მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის მზა­დე­ბა­ში მყო­ფი საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ფრანგ მო­რაგ­ბე­ებ­თან ბრძო­ლა­ში ჩვე­ნი გუნ­დი, ან­გა­რი­შით: 41-15, და­მარ­ცხდა...

ფრან­გულ გა­ზეთ Ouest-France-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ვიუ დი­მიტ­რი იაშ­ვილ­თან - რაგბ­ში საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ ნა­ხე­ვარმცველ­თან, ამ­ჟა­მად კი France Televisions-ის სპორ­ტულ კონ­სულ­ტან­ტთან, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლისტ ევი­ენ რე­ნუს ესა­უბ­რე­ბა. სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რი: "ქარ­თვე­ლე­ბი - მედ­გა­რი, ძლი­ე­რი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამ­წე­ვი მო­თა­მა­შე­ე­ბია", დი­მიტ­რი იაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო - საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბე­ბის შეხ­ვედ­რი­სას მისი გული ორად იყო­ფა...

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- სა­ი­დან იწყე­ბა თქვე­ნი "ქარ­თუ­ლი ფეს­ვე­ბი“?

- მე საფ­რან­გეთ­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ თავს ქარ­თვე­ლად მი­ვიჩ­ნევ. ბა­ბუ­ა­ჩე­მი მა­მის მხრი­დან - კარ­ლო იაშ­ვი­ლი კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში - სა­ქარ­თვე­ლო­შია და­ბა­დე­ბულ - გაზ­რდი­ლი. იგი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წი­თე­ლი არ­მი­ის რი­გებ­ში გერ­მა­ნელ ფა­შის­ტებს ებ­რძო­და, ტყვედ ჩა­ვარ­და, გა­იქ­ცა და საფ­რან­გე­თის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბას შე­უ­ერ­თდა, კვლავ გერ­მა­ნე­ლებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად...

- რა ად­გი­ლი აქვს და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თულ კულ­ტუ­რას თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლო­ბა ხა­სი­ათ­ში მაქვს (იცი­ნის) და იმა­შიც, თუ რო­გორვ ვუ­ყუ­რებ ცხოვ­რე­ბას. ჩემი ბა­ბუა და ბე­ბია ხში­რად მიყ­ვე­ბოდ­ნენ ბევრ ის­ტო­რი­ას შო­რე­ულ, ზღაპ­რულ სამ­შობ­ლო­ზე - სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მაგ­რამ ვიდ­რე სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ ნა­ხავ, მა­ნამ ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­გებ... სამი წლის წი­ნათ მე და ჩემი ორი ძმა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვე­დით და სამ­შობ­ლო მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ, ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­ვი­ა­რეთ. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქოს­და ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბი იყო, თით­ქოს­და იქ უკვე ნამ­ყო­ფი ვი­ყა­ვი... უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა. იცით, ყვე­ლა­ფერს სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოს­ცემ... ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო.

- და რა­ტომ იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩას­ვლა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა დიდ როლს ას­რუ­ლებს. ვი­ყა­ვით მშობ­ლი­ურ მთი­ან სო­ფელ­ში, მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ სახ­ლი, სა­დაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ბა­ბუ­აჩ­ვე­ნი და­ი­ბა­და...

- თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა? რით ჰგავს ან გან­სხვავ­დე­ბა სხვა კულ­ტუ­რე­ბის­გან?

- ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე, სი­კე­თე­ზე, ადა­მი­ა­ნი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და დახ­მა­რე­ბა­ზე. ქარ­თულ კულ­ტუ­რა მო­ი­ცავს ყოფა-ცხოვ­რე­ბის ადათ-წე­სებს, უფ­ლი­სად­მი რწმე­ნას, სიმ­ღე­რებს, სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბას, ეროვ­ნულ სამ­ზა­რე­უ­ლოს, ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბას... სხვა­თა შო­რის, არის დე­და­მი­წა­ზე ად­გი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰგავს... მე 20 წე­ლია ოჯა­ხით ბას­კე­თის ქვე­ყა­ნა­ში (საფ­რან­გე­თის ნა­წილ­ში) ვცხოვ­რობ.

- თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში რაგ­ბი ესო­დენ პო­პუ­ლა­რუ­ლი?

- ქარ­თვე­ლე­ბი მედ­გა­რი და შე­უ­პო­ვა­რი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამ­წე­ვი ხალ­ხია. ქვე­ყა­ნა ისეთ რე­გი­ონ­ში - კავ­კა­სი­ა­ში - მდე­ბა­რე­ობს, ისეთ ქვეყ­ნებს ემე­ზობ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, რუ­სეთს, რომ­ლის­გა­ნაც სულ ზე­წო­ლას გა­ნიც­დის, მაგ­რამ უძ­ლებს. ქარ­თველ­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იგ­რძნო­ბა მათ კულ­ტუ­რა­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ში, სპორ­ტში. სწო­რედ ამი­ტომ ქარ­თველ მო­რაგ­ბე­ებს თა­მა­შის სპე­ცი­ფი­კუ­რი მა­ნე­რა აქვთ. ისი­ნი მებ­რძო­ლე­ბი არი­ან, მათ თა­მაშ­ში ძლი­ე­რე­ბა იგ­რძნო­ბა. ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი გა­ბე­დუ­ლი და ღირ­სე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან. ქარ­თულ­მა რაგბ­მა აღ­მა­ვა­ლი გზით სვლა 2003 წლი­დან და­ი­წყო, როცა ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში.

თუმ­ცა, რა თქმა უნდა, საფ­რან­გე­თის ნაკ­რებს უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მეს­მის, რომ ფრან­გუ­ლი რაგ­ბი უფრო მა­ღა­ლი დო­ნი­საა. მეს­მის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ამ­ჟა­მად გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცეს­შია, ახა­ლი თა­ო­ბის ძი­ე­ბა­ში... წყა­რო

  • ცოტა რამ დი­მიტ­რი იაშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან

საფ­რან­გე­თის რაგ­ბის ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ცხრა ნო­მე­რი, ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ფრან­გი რაგ­ბის­ტი დი­მიტ­რი იაშ­ვი­ლი, 1980 წლის 19 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და, საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ბრივ-ლა-გა­ი­არ­დში. მო­რაგ­ბე იყო მისი მა­მაც, მი­შელ (მი­ხე­ილ) იაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 47 შეხ­ვედ­რა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ის გუნ­დის კა­პი­ტა­ნიც იყო და 1968 წელს "დიდი მუ­ზა­რა­დის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

მი­შელ იაშ­ვილს სამი ვაჟი ჰყავს და სა­მი­ვე რაგბს თა­მა­შობ­და.

დი­მიტ­რი იაშ­ვილ­მა საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა "ბრი­ვის“ ახალ­გაზ­რდულ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ი­წყო; 19 წლის იყო, როცა პა­რი­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა და თა­მა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნდში გა­აგ­რძე­ლა; 2001/2002 წლის სე­ზონ­ზე ინ­გლი­სურ კლუბ „გლოს­ტერ­ში“ გა­მო­დი­ო­და და გუნდთან ერ­თად ინ­გლი­სის ჩემ­პი­ო­ნო­ბაც მო­ი­პო­ვა; 2002 წელს კა­რი­ე­რა გა­აგ­რძე­ლა საფ­რან­გე­თის "ბი­ა­რ­რიც ოლიმ­პიკ­ში", რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გახ­და საფ­რან­გე­თის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი - 2005, 2006; ჰა­ი­ნე­კე­ნის თა­სის ორგზის ფი­ნა­ლის­ტი - 2006, 2010; ევ­რო­პის გა­მოწ­ვე­ვის თა­სის მფლო­ბე­ლი (2012).

დი­მიტ­რი იაშ­ვი­ლი "ბი­ა­რი­ცის" ღირ­სე­ბას 12 წელი იცავ­და (2002-2014 წწ.) და 289 შეხ­ვედ­რა­ში 3053 ქუ­ლის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. ის ბას­კუ­რი კლუ­ბის ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მე­ქუ­ლეა. მისი თა­მა­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და დახ­ვე­წი­ლი ტექ­ნი­კით, ზუს­ტი გა­და­ცე­მი­თა და დარ­ტყმით. მას ფრან­გუ­ლი რაგ­ბის სამ­ყა­რო­ში "ბი­ა­რი­ცის მე­ფე­საც" კი უწო­დე­ბენ.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი დი­მიტ­რი იაშ­ვილ­მა 2002 წელს მო­ირ­გო (2002-2012). ნაკ­რებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ 60 მატჩში მან თა­ვის გუნდს 373 ქულა მო­უ­ტა­ნა. ის გახ­ლავთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­რე პრი­ზი­ო­რი (2011); ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი (2004, 2006–07, 2010); ორგზის "დიდი მუ­ზა­რა­დის" მფლო­ბე­ლი (2004, 2010).

2014 წელს დი­მიტ­რი იაშ­ვი­ლი, რო­გორც მო­თა­მა­შე, გა­მო­ე­თხო­ვა პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტს და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტო­რად.

დი­მიტ­რი იაშ­ვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. ჰყავს ვაჟი - ლუ­კა­სი და ქა­ლიშ­ვი­ლი - ჟი­უს­ტი­ნი.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახო
2

 ვერ გავიგე ვერაფერი კაცი იქ არის დაბადებული და ქართველია,თბილისში დაბადებულ ლიბერასტებს რა უბედურება სჭირს ამერიკელობა და ევროპელობა რომ მიაჩნიათ ცხოვრების მიზნად.

კახელი
8

პატრიოტები რა ცოტანი არიან საქართველოში, რუსეთუმეები კი საკმაოდ არიან. რუსეთი საქრთველოს ისტორიაში 2საუკენე იყვნენ, მანამდე თურქებიც იყვნენ, სპარსელებიც, არაბებიც, მონღოლებიც მაგრამ, არცგავთურქებულვართ, არც გავსპარსბულვართ, არც არაბულები გამხვდარვალთ. რუსეთუმეები კი სულ გვამადლიან თუ რუსეთი არა გავთათრდებოდითო. რატტომ საფრანგეტში დაბადებული ბაბუით ქართველი არის საქარტველოს პატრიოტი და რუსეთში მამით ქართველი მარადიშვილი საქართველოს სამშობლოდ არ მიიჩნევს. ეს ხომ არმიუთითებს იმ ერის მეტალიტეტეც სადც ისინი დაიბადნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჩემი გული ორად არის გაყოფილი" - რას ჰყვება "ბიარიცის მეფედ" წოდებული, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ქართული ფესვებით

"ჩემი გული ორად არის გაყოფილი" - რას ჰყვება "ბიარიცის მეფედ" წოდებული, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ქართული ფესვებით

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებმა რაგბში ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი გამართა. ქართველი "ბორჯღალოსნების" მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მზადებაში მყოფი საფრანგეთის ნაკრები იყო. სამწუხაროდ, ფრანგ მორაგბეებთან ბრძოლაში ჩვენი გუნდი, ანგარიშით: 41-15, დამარცხდა...

ფრანგულ გაზეთ Ouest-France-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ დიმიტრი იაშვილთან - რაგბში საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველთან, ამჟამად კი France Televisions-ის სპორტულ კონსულტანტთან, რომელიც ჟურნალისტ ევიენ რენუს ესაუბრება. სტატიაში, სათაური: "ქართველები - მედგარი, ძლიერი, წინააღმდეგობის გამწევი მოთამაშეებია", დიმიტრი იაშვილი ამბობს, რომ საქართველო - საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრისას მისი გული ორად იყოფა...

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:

- საიდან იწყება თქვენი "ქართული ფესვები“?

- მე საფრანგეთში დავიბადე, მაგრამ თავს ქართველად მივიჩნევ. ბაბუაჩემი მამის მხრიდან - კარლო იაშვილი კავკასიურ ქვეყანაში - საქართველოშია დაბადებულ - გაზრდილი. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის რიგებში გერმანელ ფაშისტებს ებრძოდა, ტყვედ ჩავარდა, გაიქცა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა, კვლავ გერმანელებთან საბრძოლველად...

- რა ადგილი აქვს დაკავებული ქართულ კულტურას თქვენს ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, ქართველობა ხასიათში მაქვს (იცინის) და იმაშიც, თუ როგორვ ვუყურებ ცხოვრებას. ჩემი ბაბუა და ბებია ხშირად მიყვებოდნენ ბევრ ისტორიას შორეულ, ზღაპრულ სამშობლოზე - საქართველოზე, მაგრამ ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავ, მანამ ბოლომდე ვერ გაიგებ... სამი წლის წინათ მე და ჩემი ორი ძმა საქართველოში წავედით და სამშობლო მოვინახულეთ, ავტომობილით მოვიარეთ. მომეჩვენა, რომ საქართველოში თითქოსდა ყველაფერი ნაცნობი იყო, თითქოსდა იქ უკვე ნამყოფი ვიყავი... უცნაური გრძნობა დამეუფლა. იცით, ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ... ეს ჩემს ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

- და რატომ იყო საქართველოში ჩასვლა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- ჩვენს ცხოვრებაში მემკვიდრეობითობა დიდ როლს ასრულებს. ვიყავით მშობლიურ მთიან სოფელში, მოვინახულეთ სახლი, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ბაბუაჩვენი დაიბადა...

- თქვენი შეხედულებით, რაში გამოიხატება ქართული კულტურა? რით ჰგავს ან განსხვავდება სხვა კულტურებისგან?

- ქართული კულტურა დაფუძნებულია კაცთმოყვარეობაზე, სიკეთეზე, ადამიანისადმი პატივისცემასა და დახმარებაზე. ქართულ კულტურა მოიცავს ყოფა-ცხოვრების ადათ-წესებს, უფლისადმი რწმენას, სიმღერებს, სტუმარ-მასპინძლობას, ეროვნულ სამზარეულოს, ღვინის დამზადებას... სხვათა შორის, არის დედამიწაზე ადგილი, რომელიც საქართველოს ჰგავს... მე 20 წელია ოჯახით ბასკეთის ქვეყანაში (საფრანგეთის ნაწილში) ვცხოვრობ.

- თქვენი აზრით, რატომ არის საქართველოში რაგბი ესოდენ პოპულარული?

- ქართველები მედგარი და შეუპოვარი, წინააღმდეგობის გამწევი ხალხია. ქვეყანა ისეთ რეგიონში - კავკასიაში - მდებარეობს, ისეთ ქვეყნებს ემეზობლება, მაგალითად, რუსეთს, რომლისგანაც სულ ზეწოლას განიცდის, მაგრამ უძლებს. ქართველთა წინააღმდეგობა იგრძნობა მათ კულტურასა და ტრადიციებში, სპორტში. სწორედ ამიტომ ქართველ მორაგბეებს თამაშის სპეციფიკური მანერა აქვთ. ისინი მებრძოლები არიან, მათ თამაშში ძლიერება იგრძნობა. ქართველი მორაგბეები გაბედული და ღირსეული სპორტსმენები არიან. ქართულმა რაგბმა აღმავალი გზით სვლა 2003 წლიდან დაიწყო, როცა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში.

თუმცა, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრებს უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მესმის, რომ ფრანგული რაგბი უფრო მაღალი დონისაა. მესმის, რომ საქართველოს ნაკრები ამჟამად განახლების პროცესშია, ახალი თაობის ძიებაში... წყარო

  • ცოტა რამ დიმიტრი იაშვილის ბიოგრაფიიდან

საფრანგეთის რაგბის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცხრა ნომერი, ქართული წარმომავლობის ფრანგი რაგბისტი დიმიტრი იაშვილი, 1980 წლის 19 სექტემბერს დაიბადა, საფრანგეთის ქალაქ ბრივ-ლა-გაიარდში. მორაგბე იყო მისი მამაც, მიშელ (მიხეილ) იაშვილი, რომელსაც 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის გუნდის კაპიტანიც იყო და 1968 წელს "დიდი მუზარადის“ გამარჯვებულიც გახდა.

მიშელ იაშვილს სამი ვაჟი ჰყავს და სამივე რაგბს თამაშობდა.

დიმიტრი იაშვილმა საკლუბო კარიერა "ბრივის“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში დაიწყო; 19 წლის იყო, როცა პარიზის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და თამაში უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელა; 2001/2002 წლის სეზონზე ინგლისურ კლუბ „გლოსტერში“ გამოდიოდა და გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონობაც მოიპოვა; 2002 წელს კარიერა გააგრძელა საფრანგეთის "ბიარრიც ოლიმპიკში", რომლის შემადგენლობაში გახდა საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი - 2005, 2006; ჰაინეკენის თასის ორგზის ფინალისტი - 2006, 2010; ევროპის გამოწვევის თასის მფლობელი (2012).

დიმიტრი იაშვილი "ბიარიცის" ღირსებას 12 წელი იცავდა (2002-2014 წწ.) და 289 შეხვედრაში 3053 ქულის მოპოვება შეძლო. ის ბასკური კლუბის ყველა დროის საუკეთესო მექულეა. მისი თამაში გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, ზუსტი გადაცემითა და დარტყმით. მას ფრანგული რაგბის სამყაროში "ბიარიცის მეფესაც" კი უწოდებენ.

ეროვნული ნაკრების მაისური დიმიტრი იაშვილმა 2002 წელს მოირგო (2002-2012). ნაკრებში ჩატარებულ 60 მატჩში მან თავის გუნდს 373 ქულა მოუტანა. ის გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011); ევროპის ჩემპიონი (2004, 2006–07, 2010); ორგზის "დიდი მუზარადის" მფლობელი (2004, 2010).

2014 წელს დიმიტრი იაშვილი, როგორც მოთამაშე, გამოეთხოვა პროფესიულ სპორტს და მუშაობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად.

დიმიტრი იაშვილი დაქორწინებულია. ჰყავს ვაჟი - ლუკასი და ქალიშვილი - ჟიუსტინი.

მოამზადა სიმონ კილაძემ