პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საცხობი ცაგარელზე“- სამზარეულო, რომელიც ხარისხიანი პროდუქციითა და გემოს მრავალფეროვნებით თავს ყველას დაამახსოვრებს
"საცხობი ცაგარელზე“- სამზარეულო, რომელიც  ხარისხიანი პროდუქციითა და გემოს მრავალფეროვნებით თავს ყველას დაამახსოვრებს

სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­სა თუ სხვა ტი­პის საკ­ვებ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის ჰყავ­და, თუმ­ცა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, როცა გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, მათი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ამ­ბო­ბენ უარს სახ­ლში და მით უმე­ტეს, ოფის­ში საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა­ზე და არ­ჩე­ვანს თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი ობი­ექ­ტი­დან თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძის გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე აკე­თე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ცხო­ბია, რო­მე­ლიც ჩვენ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, თბი­ლის­ში, ნამ­დვი­ლად საკ­მა­ოდ ბევ­რია, თუმ­ცა ცოტა თუ და­გა­მახ­სოვ­რებს თავს.

ამი­სათ­ვის, პირ­ველ რიგ­ში, შე­სა­ბა­მი­სი სურ­ვი­ლია სა­ჭი­რო და შემ­დეგ - ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხედ­ვა, რო­მე­ლიც, სწორ­ხა­ზოვ­ნად, მხო­ლოდ შე­მო­სა­ვალ­ზე არ გა­ივ­ლის. ამი­ტომ, როცა სა­ცხო­ბის გახ­სნას აპი­რებ, უნდა გა­და­წყვი­ტო, რა გირ­ჩევ­ნია: შეს­თა­ვა­ზო მომ­ხმა­რებ­ლებს სტან­დარ­ტუ­ლი სერ­ვი­სი და იყო არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი თუ იმუ­შაო სა­კუ­თარ თავ­ზე, იდე­ებ­ზე, შე­თა­ვა­ზე­ბებ­ზე, გე­მო­ებ­ზე და გახ­დე მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი?

სწო­რედ ასე­თი სა­ცხო­ბის გახ­სნა გა­და­წყვი­ტა გუგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ თბი­ლის­ში, ცა­გა­რე­ლის N39-ში სა­კუ­თა­რი სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე. მას აქვს ამ­ბი­ცია, მისი სა­ცხო­ბი იყოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლის პრო­დუქ­ტიც სა­კუ­თარ სათ­ქმელს იტყვის. ამი­ტომ, ერთ დღე­საც, როცა გემ­რი­ე­ლი პი­ცის, ხა­ჭა­პუ­რის ან ლო­ბი­ა­ნის შეკ­ვე­თა მო­გიდ­ნე­ბათ, მო­სინ­ჯეთ „სა­ცხო­ბი ცა­გა­რელ­ზე“, და­ა­გე­მოვ­ნეთ მისი პრო­დუქ­ცია და აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­ზი­ა­რეთ მათ თქვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რათა შემ­დე­გი შეკ­ვე­თი­სას სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტო­რე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნოთ, თუ რო­გორ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს თქვე­ნი აზრი.

მოკ­ლედ, „სა­ცხო­ბი ცა­გა­რელ­ზე“ გე­ლო­დე­ბათ.

მა­ნამ­დე კი, სა­ნამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად შე­ა­მოწ­მებ­დეთ, სა­ცხო­ბის შე­სა­ხებ გუგა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე მო­გიყ­ვე­ბათ.

-რო­გორ გაჩ­ნდა სა­ცხო­ბის გახ­სნის იდეა?

-დიდი ხა­ნია, გვსურ­და სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სის გა­კე­თე­ბა არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში. გვინ­დო­და, გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა არ­სე­ბუ­ლი ფარ­თი, მაგ­რამ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გამო, ამ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას ვერ ვი­ღებ­დით. არ იყო ცენ­ტრა­ლუ­რი უბა­ნი, მოძ­რა­ვი ქუჩა... პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, როცა გა­მო­ძა­ხე­ბის სერ­ვი­სი უფრო მო­თხოვ­ნა­დი გახ­და, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი სახ­ლის ერთი სარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის, სა­დაც გა­ვა­კე­თებ­დით სა­ო­ჯა­ხო სამ­ზა­რე­უ­ლოს, სა­ცხობს, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებ­და მხო­ლოდ შეკ­ვე­თებ­ზე.

-რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო იდე­ის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვა?

-რთულს ვერ და­ვარ­ქმევ­დი, მაგ­რამ არც ისე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან, ამ კუ­თხით, გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვქონ­და. ვგუ­ლის­ხმობ სა­ცხო­ბის მო­წყო­ბას, რე­მონტს, და­ნად­გა­რე­ბის შე­ძე­ნას… გვი­წევ­და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გავ­ლა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მზა­რე­უ­ლის შერ­ჩე­ვა და მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა.

-რას სთა­ვა­ზობს სა­ცხო­ბი მომ­ხმა­რე­ბელს?

-ძი­რი­თა­დად, ვთა­ვა­ზობთ პი­ცას (პე­პე­რო­ნი, ოთხი ყვე­ლით, მარ­გა­რი­ტა, პრო­შუ­ტო, მიქ­სი, სა­მარ­ხვო, სო­კო­თი და ლო­რით ) და ცო­მე­ულს (ხა­ჭა­პუ­რი იმე­რუ­ლი, მეგ­რუ­ლი, სა­მე­ფო, ლო­ბი­ა­ნი).

-თქვე­ნი აზ­რით, რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი გა­აჩ­ნია თქვენს სა­ცხობს და გაქვთ თუ არა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა?

-უპი­რა­ტე­სო­ბა ფას­თან შე­და­რე­ბით დიდი ზო­მის, 40-სმი­ა­ნი პი­ცე­ბია, რაც ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. პრო­დუქ­ცია მზად­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტით, რად­გან ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია მი­ვა­წო­დოთ. ვცდი­ლობთ, არას­დროს გა­ვა­ფუ­ჭოთ ხა­რის­ხი. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვარ­წმუ­ნე­ბენ, მომ­სა­ხუ­რე­ბით ან სა­ქონ­ლით კმა­ყო­ფი­ლი კლი­ენ­ტი, სა­შუ­ა­ლოდ, 1-2 ახ­ლო­ბელს უყ­ვე­ბა კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, ხოლო უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ენ­ტი, სა­შუ­ა­ლოდ, 10-15 ადა­მი­ანს უზი­ა­რებს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას. ეს უდა­ვოდ იმას ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ენ­ტი დიდი ხარ­ჯია და ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით უნდა ეცა­დო, მათი რი­ცხვი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნო.

კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან განსგვას­ხვა­ვებს უფა­სო მი­ტა­ნის სერ­ვი­სიც, თუ დაგ­ვი­რე­კა­ვენ ნო­მერ­ზე: 555-000-361 და ისე შეგ­ვიკ­ვე­თა­ვენ პრო­დუქ­ცი­ას.

-რამ­დე­ნად რთუ­ლია ამ სფე­რო­ში პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა?

-ჩვენ თა­ვი­დან­ვე გვქონ­და გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის რის­კე­ბი, რაც ამ ბიზ­ნესს ახ­ლავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბერ­ვი საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბია და კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა არც ისე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, ასე­ვე, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ: „გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ“, მაგ­რამ ჩვენ ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი მო­თხოვ­ნე­ბი და ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მუ­დამ კმა­ყო­ფილ­ნი იყ­ვნენ. ჩვენს მიდ­გო­მას ზუს­ტად ასა­ხავს ბილ გე­ით­სის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: „ყვე­ლა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რე­ბე­ლი არის ყვე­ლა­ზე კარ­გი წყა­რო შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლის­თვის.”

-რა სი­ახ­ლე­ებს გეგ­მავთ სა­მო­მავ­ლოდ?

-იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვე­ნი პიცა ან ხა­ჭა­პუ­რი, ზო­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ერთი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ორი ადა­მი­ა­ნის­თვის საკ­მა­ოდ დიდი იყოს, ვგეგ­მავთ უფრო მცი­რე ზო­მის პი­ცის და ცო­მე­უ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა­საც, რათა ნე­ბის­მი­ე­რი კა­ტე­გო­რი­ის და რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნის მო­თხოვ­ნე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ. ასე­ვე, ვა­პი­რებთ მე­ნი­უ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ და და­ვა­მა­ტოთ, მა­გა­ლი­თად: ფე­ნო­ვა­ნი, ნა­ხე­ვარ­ფე­ნო­ვა­ნი და აჭა­რუ­ლი ხა­ჟა­პუ­რი, ასე­ვე, აჩმა.

NS

ავტორი:

"საცხობი ცაგარელზე“- სამზარეულო, რომელიც ხარისხიანი პროდუქციითა და გემოს მრავალფეროვნებით თავს ყველას დაამახსოვრებს

"საცხობი ცაგარელზე“- სამზარეულო, რომელიც  ხარისხიანი პროდუქციითა და გემოს მრავალფეროვნებით თავს ყველას დაამახსოვრებს

სწრაფი კვების ობიექტებსა თუ სხვა ტიპის საკვებ დაწესებულებებს მომხმარებელი ყოველთვის ჰყავდა, თუმცა პანდემიის პირობებში, როცა გამოძახების სერვისი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მათი მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. დღეს ადამიანები ძალიან ხშირად ამბობენ უარს სახლში და მით უმეტეს, ოფისში საჭმლის მომზადებაზე და არჩევანს თავიანთი საყვარელი ობიექტიდან თავიანთი საყვარელი კერძის გამოძახებაზე აკეთებენ.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულება საცხობია, რომელიც ჩვენთან, განსაკუთრებით კი, თბილისში, ნამდვილად საკმაოდ ბევრია, თუმცა ცოტა თუ დაგამახსოვრებს თავს.

ამისათვის, პირველ რიგში, შესაბამისი სურვილია საჭირო და შემდეგ - ბიზნესის განვითარების ხედვა, რომელიც, სწორხაზოვნად, მხოლოდ შემოსავალზე არ გაივლის. ამიტომ, როცა საცხობის გახსნას აპირებ, უნდა გადაწყვიტო, რა გირჩევნია: შესთავაზო მომხმარებლებს სტანდარტული სერვისი და იყო არაფრით გამორჩეული თუ იმუშაო საკუთარ თავზე, იდეებზე, შეთავაზებებზე, გემოებზე და გახდე მომხმარებლებზე ორიენტირებული?

სწორედ ასეთი საცხობის გახსნა გადაწყვიტა გუგა ბალანჩივაძემ თბილისში, ცაგარელის N39-ში საკუთარი სახლის პირველ სართულზე. მას აქვს ამბიცია, მისი საცხობი იყოს განსხვავებული, რომლის პროდუქტიც საკუთარ სათქმელს იტყვის. ამიტომ, ერთ დღესაც, როცა გემრიელი პიცის, ხაჭაპურის ან ლობიანის შეკვეთა მოგიდნებათ, მოსინჯეთ „საცხობი ცაგარელზე“, დააგემოვნეთ მისი პროდუქცია და აუცილებლად გაუზიარეთ მათ თქვენი შთაბეჭდილება, რათა შემდეგი შეკვეთისას საკუთარი რეცეპტორებით აღმოაჩინოთ, თუ როგორ გაითვალისწინეს თქვენი აზრი.

მოკლედ, „საცხობი ცაგარელზე“ გელოდებათ.

მანამდე კი, სანამ ყველაფერს თავად შეამოწმებდეთ, საცხობის შესახებ გუგა ბალანჩივაძე მოგიყვებათ.

-როგორ გაჩნდა საცხობის გახსნის იდეა?

-დიდი ხანია, გვსურდა საოჯახო ბიზნესის გაკეთება არსებულ პირობებში. გვინდოდა, გამოგვეყენებინა არსებული ფართი, მაგრამ ადგილმდებარეობის გამო, ამ გადაწვეტილებას ვერ ვიღებდით. არ იყო ცენტრალური უბანი, მოძრავი ქუჩა... პანდემიის პირობებში, როცა გამოძახების სერვისი უფრო მოთხოვნადი გახდა, შესაძლებლობა მოგვეცა გამოგვეყენებინა საკუთარი სახლის ერთი სართული ბიზნესისთვის, სადაც გავაკეთებდით საოჯახო სამზარეულოს, საცხობს, რომელიც იმუშავებდა მხოლოდ შეკვეთებზე.

-რამდენად რთული იყო იდეის რეალობად ქცევა?

-რთულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან, ამ კუთხით, გამოცდილება არ გვქონდა. ვგულისხმობ საცხობის მოწყობას, რემონტს, დანადგარების შეძენას… გვიწევდა სხვადასხვა კომპანიასთან კონსულტაციების გავლა სხვადასხვა საკითხზე. ასევე, მნიშვნელოვანი იყო მზარეულის შერჩევა და მოთხოვნადი პროდუქციის წარმოება.

-რას სთავაზობს საცხობი მომხმარებელს?

-ძირითადად, ვთავაზობთ პიცას (პეპერონი, ოთხი ყველით, მარგარიტა, პროშუტო, მიქსი, სამარხვო, სოკოთი და ლორით ) და ცომეულს (ხაჭაპური იმერული, მეგრული, სამეფო, ლობიანი).

-თქვენი აზრით, რა უპირატესობები გააჩნია თქვენს საცხობს და გაქვთ თუ არა განსაკუთრებული შეთავაზება?

-უპირატესობა ფასთან შედარებით დიდი ზომის, 40-სმიანი პიცებია, რაც ბაზარზე ძალიან იშვიათია. პროდუქცია მზადდება მაღალი ხარისხის პროდუქტით, რადგან ჩვენთვის მთავარია, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ. ვცდილობთ, არასდროს გავაფუჭოთ ხარისხი. როგორც ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, მომსახურებით ან საქონლით კმაყოფილი კლიენტი, საშუალოდ, 1-2 ახლობელს უყვება კომპანიის შესახებ, ხოლო უკმაყოფილო კლიენტი, საშუალოდ, 10-15 ადამიანს უზიარებს თავის გამოცდილებას. ეს უდავოდ იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის უკმაყოფილო კლიენტი დიდი ხარჯია და ნებისმიერი ხერხით უნდა ეცადო, მათი რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანო.

კონკურენტებისგან განსგვასხვავებს უფასო მიტანის სერვისიც, თუ დაგვირეკავენ ნომერზე: 555-000-361 და ისე შეგვიკვეთავენ პროდუქციას.

-რამდენად რთულია ამ სფეროში პოზიციონირება და მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება?

-ჩვენ თავიდანვე გვქონდა გათვიცნობიერებული ის რისკები, რაც ამ ბიზნესს ახლავს. საქართველოში ძალიან ბერვი საკვები ობიექტებია და კონკურენციის გაწევა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. გასათვალისწინებელია, ასევე, მომხმარებლების მრავალფეროვნება. როგორც ამბობენ: „გემოვნებაზე არ დაობენ“, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და ჩვენი მომხმარებლები მუდამ კმაყოფილნი იყვნენ. ჩვენს მიდგომას ზუსტად ასახავს ბილ გეითსის ცნობილი გამონათქვამი: „ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებელი არის ყველაზე კარგი წყარო შეცდომებზე სწავლისთვის.”

-რა სიახლეებს გეგმავთ სამომავლოდ?

-იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პიცა ან ხაჭაპური, ზომის გათვალისწინებით, ერთი და შესაძლებელია, ორი ადამიანისთვის საკმაოდ დიდი იყოს, ვგეგმავთ უფრო მცირე ზომის პიცის და ცომეულის შეთავაზებასაც, რათა ნებისმიერი კატეგორიის და რაოდენობის ადამიანის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. ასევე, ვაპირებთ მენიუში ცვლილებები შევიტანოთ და დავამატოთ, მაგალითად: ფენოვანი, ნახევარფენოვანი და აჭარული ხაჟაპური, ასევე, აჩმა.

NS