პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლო გაუქმებულია - მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს" - ადვოკატი
"სასამართლო გაუქმებულია - მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს" - ადვოკატი

"დღეს კი­დევ ერთხელ ვხდე­ბით მოწ­მე იმის, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დაც­ვის უფ­ლე­ბა წა­არ­თვეს, რომ სა­სა­მარ­თლო გა­უქ­მე­ბუ­ლია - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო არ აინ­ტე­რე­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს," - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ, პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ჯერ კი­დევ შა­ბათს იცო­და სა­სა­მარ­თლომ, რომ თურ­მე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი არ აპი­რებ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გად­მოყ­ვა­ნას სა­სა­მარ­თლო­ში. ასე­თი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის ფონ­ზე, მა­შინ, რო­დე­საც ყო­ველ წუ­თას ვსა­უბ­რობთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი უნდა შედ­გეს და მას უნდა მი­ე­ცეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს პირ­ში წყა­ლი ჰქონ­და და­გუ­ბე­ბუ­ლი და სა­სა­მარ­თლოც ალ­ბათ ტექ­ნი­კურ მი­ზეზს იტყვის, რომ კან­ცე­ლა­რი­ა­ში იყო და არ ვი­ცო­დი­თო. შა­ბათ დღეს ეს პო­ზი­ცია უკვე არ­სე­ბობ­და, შა­ბათს მათ უკვე იცოდ­ნენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს დღეს აქ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ მო­იყ­ვან­დნენ. უნდა და­ვა­ფიქ­სი­როთ, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა, ეს პრო­ცე­სი არ ჩა­ი­ნიშ­ნა მა­ნამ­დე, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად არ დამ­ძიმ­და. პი­რა­დად ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი იღებ­და და­ვა­ლე­ბას, რომ ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ იქ­ნე­ბო­და იმ­დე­ნად მძი­მე, რომ მი­ზე­ზად მო­ეყ­ვა­ნა პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, რომ მისი გად­მოყ­ვა­ნა მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას შე­უქ­მნი­და საფრ­თხეს, მა­ნამ­დე არაფ­რის დი­დე­ბით არ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა პრო­ცე­სი. ჩვენ გვახ­სოვს 10 ნო­ემ­ბერს შე­ეძ­ლო ჯერ კი­დევ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში მოს­ვლა, მაგ­რამ არ მო­იყ­ვა­ნეს და ახლა უნ­დათ ეს ფორ­მა­ლურ მი­ზე­ზად მო­ი­ტა­ნონ. ყვე­ლას კარ­გად ეს­მის ამ ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბელს ეს­მის, ვინც ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო არ აინ­ტე­რე­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა არ არ­სე­ბობს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რეbით ხდე­ბა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მის სა­სა­მარ­თლო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე კვლავ უარი თქვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
0

ღრმად პატივცემულ ბ. ბასილაიას, მთელი საქართველო დეგენერატი ჰგონია???

სამართალი
1

ნაცებს ძალიან გინდათ ქვეყანაში რევოლუცია და გადატრიალების გზით ხელისუფლების ჩაგდება,მაგრამ ხომ ხედავთ,რომ ხალხი შემოგელიათ და დაგრჩათ მარტო ფულებით მოსყიდული ხალხი.თქვენ მიშას გადაადგილება გჭირდებათ რევოლუციის მოსაწყობად,რასაც ვერასოდეს ვერ ეღირსებით.

ავტორი:

"სასამართლო გაუქმებულია - მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს" - ადვოკატი

"სასამართლო გაუქმებულია - მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს" - ადვოკატი

"დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია - მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს," - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს.

"ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთას ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს და მას უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა - პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, რომ კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო. შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს მათ უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ, სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ. უნდა დავაფიქსიროთ, რომ სასამართლო სხდომა, ეს პროცესი არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. პირადად ბადრი კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეყვანა პენიტენციურ სამსახურს, რომ მისი გადმოყვანა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეუქმნიდა საფრთხეს, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი. ჩვენ გვახსოვს 10 ნოემბერს შეეძლო ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მოსვლა, მაგრამ არ მოიყვანეს და ახლა უნდათ ეს ფორმალურ მიზეზად მოიტანონ. ყველას კარგად ესმის ამ ქვეყანაში, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს ესმის, ვინც ამ პროცესებში ჩართულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირეbით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.