სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა კონკრეტულ პირობას აყენებს
მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა კონკრეტულ პირობას აყენებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მზა­დაა შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს, თუმ­ცა გარ­კვე­ულ პი­რო­ბას აყე­ნებს. ამის შე­სა­ხებ მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

გვა­რა­მი­ას თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ით­ვა­ლის­წი­ნებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­სა და და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბას.

„მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს, ასე­ვე ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­წო­დე­ბა და შევ­წყვი­ტო შიმ­ში­ლო­ბა. ამ შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას აქვს დათ­ქმა, რომ­ლის გა­რე­შეც შიმ­ში­ლო­ბა არ შე­წყდე­ბა.

შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი ბევ­რად უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე შიმ­ში­ლო­ბის მარ­თვის პრო­ცე­სი, ამი­ტო­მაც გლ­და­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამის არც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბია, არც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედ­პერ­სო­ნა­ლი. ამას გარ­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ვენ­დო იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს, ვინც წა­მე­ბის პი­რო­ბებ­ში მამ­ყო­ფებს და მათი ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი დღეს იხი­ლეთ. ამას გარ­და, აქ არ არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის­გან დაც­ვის არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია, რაც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მო­თხოვ­ნა­ცაა. ასე­ვე, უდი­დეს საფრ­თხედ მი­მაჩ­ნია გო­რის ჰოს­პი­ტა­ლი, რად­გა­ნაც რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რის და სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბი რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში იმ­ყო­ფე­ბი­ან ამ ჰოს­პი­ტა­ლი­დან - იმ რუ­სე­თის, ვინც ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის დამ­კვე­თია. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­თხოვ, ექიმ­თა კონ­სი­ლი­უ­მის მიერ მი­ღე­ბულ იქ­ნას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ში და მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დით ვიქ­ნე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პოს­ტშიმ­ში­ლო­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის დროს. კონ­სი­ლი­უ­მი უნდა იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი და პა­რი­ტე­ტულ სა­ფუძ­ველ­ზე, ჩემი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის თა­ნა­ბა­რი ექი­მე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით“, - ნათ­ქვა­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ედიკა
3

არც არასდროს გიშიმშილია, ჩემო იმანო და არც მკურნალობა გჭირდება,, მთელი ციხის, პერსონალი, თავის მედ-პერსონალიანად, შენი შიშით, თთრთის და კანკალებს. კაცი კაცსა შაიმასტყორცნა, ციხემ ამად ივაგლახნა.

ეჰ მიშა მიშა
2

თუ შენს კონტეინერის ვიდეო რეპორტაჟს დავუჯერებთ შენ ერთხელ უკვე იყავი გაურკვეველი ქვეყნის სპეც სამსახურის მიერ გატაცებული )))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა კონკრეტულ პირობას აყენებს

მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა კონკრეტულ პირობას აყენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს. ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გვარამიას თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას.

„მივიღე გადაწყვეტილება გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რომლის გარეშეც შიმშილობა არ შეწყდება.

შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი, ამიტომაც გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი. ამას გარდა, წარმოუდგენელია ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და მათი ძალადობის კადრები დღეს იხილეთ. ამას გარდა, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან - იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის დამკვეთია. შესაბამისად, ვითხოვ, ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს პროფესიონალებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე, ჩემი წარმომადგენლების და სახელმწიფოს მიერ დანიშნული წარმომადგენლობის თანაბარი ექიმების შემადგენლობით“, - ნათქვანია სააკაშვილის წერილში.