სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს, ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ ჰგავს... ნუ ეძებთ ლოგიკას "ქოცების" ქმედებაში" - ვინ როგორ ეხმაურება სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს?
"სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს, ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ ჰგავს... ნუ ეძებთ ლოგიკას "ქოცების" ქმედებაში" - ვინ როგორ ეხმაურება სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს?

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რუს­თა­ვის სა­პყრო­ბი­ლი­დან გლ­და­ნის ცი­ხის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ვი­დე­ო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია, რო­გორ მიჰ­ყავთ სა­ა­კაშ­ვი­ლი მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

აღ­ნიშ­ნულ კად­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი და­ი­წე­რა. გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერთ მათ­განს.

გიგი უგუ­ლა­ვა, პო­ლი­ტი­კო­სი:

"სა­ღოლ მი­შას! ამ კად­რე­ბით მხო­ლოდ ის და­დას­ტურ­და რომ ის "დუხზეა" და თავს არ უხ­რის ამ ნა­ბიჭ­ვრებს. და­დას­ტურ­და, რომ მო­ტყუ­ე­ბით წა­მო­იყ­ვა­ნეს რუს­თა­ვის ცი­ხი­დან. კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ ივა­ნიშ­ვილს და მის ხრო­ვას ტორ­მუ­ზი არ აქვს.პ.ს. ნუ ეძებთ ლო­გი­კას მათ ქმე­დე­ბა­ში - რაში სჭირ­დე­ბო­დათ ამის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა? - შე­კი­თხვა არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. გი­შინ სტრას­ბურ­გმა თქვა რომ შიმ­ში­ლობს, დღეს ამ კად­რე­ბით უნ­დათ გვი­თხრან, რომ ნა­შიმ­ში­ლებს არ გავს, რად­გან ჯან­ზეა. მერე რა რომ ამ შიმ­ში­ლის გამო გად­მო­იყ­ვა­ნეს რუს­თა­ვი­დან გლ­დან­ში. ნუ ეძებთ ლო­გი­კას "ქო­ცე­ბის" ქმე­დე­ბა­ში. მათ არ ადარ­დებთ რა თქვეს გუ­შინ. მთა­ვა­რია თა­ვის ტე­ლე­ვი­ზი­ებს და მომ­ხრე­ებს ყო­ველ დღე მი­ა­წო­დონ ახა­ლი დოზა ნარ­კო­ტი­კის. ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი არას­დროს იხ­სე­ნებს გუ­შინ­დელ დღეს. მას ნარ­კო­ტი­კი ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა დღეს და ახლა. ასე გა­ა­უ­ბე­დუ­რა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვის მომ­ხრე­ე­ბი. ეს ბრძო­ლა მათი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვი­საა პირ­ველ რიგ­ში".

მიშა მშვილ­და­ძე, შო­უ­მე­ნი:

"ოც­ნე­ბა" ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლი­ვით იქ­ცე­ვა - მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის იდი­ო­ტებს შე­იძ­ლე­ბა ეგო­ნოთ, რომ ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბით მი­შა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი დარ­ტყმა ხდე­ბა - სამ­წუ­ხა­როა, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და მთე­ლი მთავ­რო­ბა მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის ადა­მი­ა­ნებს ეყ­რდნო­ბა. დედა უნდა ეტი­როთ ამათ".

და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი:

"მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს: მი­შას ცი­ხე­ში გა­დაყ­ვა­ნის კად­რე­ბი რომ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლი ეპი­ზო­დის მი­ხედ­ვით ჩათ­ვა­ლა, რომ ეს მის (ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის) სა­სარ­გებ­ლოდ იმუ­შა­ვებ­და ხალ­ხში?"

სოფო ჭყო­ნია, მო­დის ექ­სპერ­ტი:

"სა­დის­ტე­ბის “მთავ­რო­ბა” სას­წრა­ფოდ გა­დად­გეს! რა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ არას­დროს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ".

გი­ორ­გი ქა­და­გი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი:

"უზარ­მა­ზა­რი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი გაქვს, ყვე­ლა ინ­სტი­ტუტს აკონ­ტრო­ლებ, ცალ­კე კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო და სა­პატ­რი­არ­ქო გი­მაგ­რებს ზურგს, კრემლთან “და­ლა­გე­ბუ­ლი” გაქვს და მა­ინც ერთი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი კა­ცის ისე გე­ში­ნა, მზად ხარ ქვე­ყა­ნა გა­და­ა­ყო­ლო".

პა­ა­ტა შა­მუ­გია, პო­ე­ტი:

"ეს კად­რე­ბი არის მთე­ლი ქვეყ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, ის­ტო­რი­ის, სა­ერ­თოდ ყვე­ლაფ­რის შე­უ­რა­ცხყო­ფა. რა ბოღ­მაც არ უნდა გქონ­დეთ, ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი. ნა­შიმ­ში­ლარ კაცს ძა­ლით მი­ათ­რე­ვენ და ამას აყუ­რე­ბი­ნე­ბენ მთელ მსოფ­ლი­ოს. თან მთე­ლი კვი­რა ამ­ტკი­ცებ­დნენ, თა­ვი­სი ნე­ბით წა­მო­ვი­დაო".

რატი ამაღ­ლო­ბე­ლი

"დიდი ძა­ლაა სა­ჭი­რო, რომ ამას გა­უძ­ლო და შე­ი­ნარ­ჩუ­ნო საღი, ადა­მი­ა­ნუ­რი გან­სჯი­სა და მოქ­მე­დე­ბის უნა­რი, არა­და, ყვე­ლა­ფერს იმის­თვის აკე­თებს ეს სა­მარ­ცხვი­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ მათ­სა­ვით დავ­კარ­გოთ სახე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სიღ­რმე­ე­ბის უფსკრულ­ში ექა­ჩე­ბა ქვე­ყა­ნას "ოც­ნე­ბა", ქვე­ყა­ნას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან ნამ­სხვრე­ვიც არ და­ტო­ვეს ამათ­მა. ეჭ­ვის ნა­ტა­მა­ლიც აღა­რაა, რომ მათი მი­ზა­ნი დიდი სის­ხლის-ღვრაა, ამ ქვეყ­ნის ბო­ლომ­დე წელ­ში გა­და­ტეხ­ვა და ასე, ამ მე­თო­დე­ბით უკვე დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სეთ­ში შეთ­რე­ვა. (თუ უკვე შეთ­რე­უ­ლე­ბი არ ვართ)

ვახო სა­ნა­ია

მინ­და, გა­ვამ­ხნე­ვო მიშა! ის გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ღირ­სე­უ­ლად. გა­დის უმ­ძი­მეს გზას - ტან­ჯვი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის. ზუს­ტად იმა­ვე გზას გა­დის სა­ქარ­თვე­ლო - ივა­ნიშ­ვი­ლი მი­შას კი არა, ამ ქვეყ­ნის წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს ათ­რევს დი­ლე­გის დე­რეფ­ნებ­ში. ზუს­ტად ისე, რო­გორც მიშა, დღეს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა. თუ შენი ქვე­ყა­ნა არ გიყ­ვარს, ამას ვერ გა­უძ­ლებ. ჩა­მოხ­ვი­დე და ჩაჯ­დე ყა­ე­ნის მორ­ჩი­ლი ქვე­შევ­რდო­მის ცი­ხე­ში, დიდ ვაჟ­კა­ცო­ბას მო­ი­თხოვს. ვხე­დავთ, რო­გორ ამარ­ცხებს მიშა ყო­ველ­დღი­უ­რად ივა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის სა­ა­მებ­ლად ფეხ­ქვეშ თე­ლავს ამ ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას.მო­მა­ვა­ლი მი­შას ბრძო­ლას და­ა­ფა­სებს, ივა­ნიშ­ვილ­მა კი უკვე მო­ხა­ზა კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე ბნელ ფურ­ცელ­ზე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ.მ.
0

უგულავას ადგილას ცოტა ხნით ტაიმ აუტს აიღებდა კაცი. 

სირცხვილია ნაცები რო...
2

სირცხვილია ნაცები რომ მართავენ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, გაიღვიძე მთავრობავ

დღესაც ეროვნულ ბანკს ნაცები მართავენ, სირცხვილიაააა !!! ინფლაცია? რაც სიტუაცია უარესია, ნაცებისთვის უკეთესია :

დღესაც გადგმული აქვთ ფესვები ყველა სამინისტროში, და მართვა გამოიხატება დესტრუქციასა და საბოტაჟში. 

!!! ეროვნული ბანკი: ალო, აჩიკო მესტვირიშვილო, დიდი ხანია ჭიაბერაშვილის და ქადაგიძის დავალებებს არ ასრულებ.. ინფლაციას რატომ არ მართავ სათანადოთ?

!!!!ალოოო, ბატონო პრემიერო, ალოოო... ყურმილი აიღეთ..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს, ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ ჰგავს... ნუ ეძებთ ლოგიკას "ქოცების" ქმედებაში" - ვინ როგორ ეხმაურება სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს?

"სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს, ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ ჰგავს... ნუ ეძებთ ლოგიკას "ქოცების" ქმედებაში" - ვინ როგორ ეხმაურება სააკაშვილის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს?

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპყრობილიდან გლდანის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გამოაქვეყნა.

ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ მიჰყავთ სააკაშვილი მისი ნების საწინააღმდეგოდ.

აღნიშნულ კადრებს საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა და სოციალურ ქსელში არაერთი კრიტიკული პოსტი დაიწერა. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

გიგი უგულავა, პოლიტიკოსი:

"საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა რომ ის "დუხზეა" და თავს არ უხრის ამ ნაბიჭვრებს. დადასტურდა, რომ მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მის ხროვას ტორმუზი არ აქვს.პ.ს. ნუ ეძებთ ლოგიკას მათ ქმედებაში - რაში სჭირდებოდათ ამის გამოქვეყნება? - შეკითხვა არარელევანტურია. გიშინ სტრასბურგმა თქვა რომ შიმშილობს, დღეს ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ გავს, რადგან ჯანზეა. მერე რა რომ ამ შიმშილის გამო გადმოიყვანეს რუსთავიდან გლდანში. ნუ ეძებთ ლოგიკას "ქოცების" ქმედებაში. მათ არ ადარდებთ რა თქვეს გუშინ. მთავარია თავის ტელევიზიებს და მომხრეებს ყოველ დღე მიაწოდონ ახალი დოზა ნარკოტიკის. ნარკოდამოკიდებული არასდროს იხსენებს გუშინდელ დღეს. მას ნარკოტიკი ყოველთვის სჭირდება დღეს და ახლა. ასე გააუბედურა ივანიშვილმა თავის მომხრეები. ეს ბრძოლა მათი თავისუფლებისთვისაა პირველ რიგში".

მიშა მშვილდაძე, შოუმენი:

"ოცნება" ჩვეულებრივი კრიმინალივით იქცევა - მხოლოდ კრიმინალური მენტალიტეტის იდიოტებს შეიძლება ეგონოთ, რომ ამ ძალადობრივი კადრების გავრცელებით მიშაზე პოლიტიკური დარტყმა ხდება - სამწუხაროა, რომ პენიტენციური სამსახური და მთელი მთავრობა მხოლოდ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებს ეყრდნობა. დედა უნდა ეტიროთ ამათ".

დავით ზურაბიშვილი, ექსპერტი, "პალიტრანიუსის" გადაცემის წამყვანი:

"მართლა მაინტერესებს: მიშას ციხეში გადაყვანის კადრები რომ გაასაჯაროვა ხელისუფლებამ, რომელი ეპიზოდის მიხედვით ჩათვალა, რომ ეს მის (ანუ ხელისუფლების) სასარგებლოდ იმუშავებდა ხალხში?"

სოფო ჭყონია, მოდის ექსპერტი:

"სადისტების “მთავრობა” სასწრაფოდ გადადგეს! რა ბედნიერი ვარ, რომ არასდროს "ქართული ოცნების" ამომრჩეველი არ ვყოფილვარ".

გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:

"უზარმაზარი ფინანსური რესურსი გაქვს, ყველა ინსტიტუტს აკონტროლებ, ცალკე კრიმინალური სამყარო და საპატრიარქო გიმაგრებს ზურგს, კრემლთან “დალაგებული” გაქვს და მაინც ერთი დაპატიმრებული კაცის ისე გეშინა, მზად ხარ ქვეყანა გადააყოლო".

პაატა შამუგია, პოეტი:

"ეს კადრები არის მთელი ქვეყნის შეურაცხყოფა, ინსტიტუტების, ისტორიის, საერთოდ ყველაფრის შეურაცხყოფა. რა ბოღმაც არ უნდა გქონდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ნაშიმშილარ კაცს ძალით მიათრევენ და ამას აყურებინებენ მთელ მსოფლიოს. თან მთელი კვირა ამტკიცებდნენ, თავისი ნებით წამოვიდაო".

რატი ამაღლობელი

"დიდი ძალაა საჭირო, რომ ამას გაუძლო და შეინარჩუნო საღი, ადამიანური განსჯისა და მოქმედების უნარი, არადა, ყველაფერს იმისთვის აკეთებს ეს სამარცხვინო ხელისუფლება, რომ მათსავით დავკარგოთ სახე, წარმოუდგენელი სიღრმეების უფსკრულში ექაჩება ქვეყანას "ოცნება", ქვეყანას იმიტომ ვამბობ, რომ სახელმწიფოსგან ნამსხვრევიც არ დატოვეს ამათმა. ეჭვის ნატამალიც აღარაა, რომ მათი მიზანი დიდი სისხლის-ღვრაა, ამ ქვეყნის ბოლომდე წელში გადატეხვა და ასე, ამ მეთოდებით უკვე დარჩენილი საქართველოს რუსეთში შეთრევა. (თუ უკვე შეთრეულები არ ვართ)

ვახო სანაია

მინდა, გავამხნევო მიშა! ის გამოიყურება ღირსეულად. გადის უმძიმეს გზას - ტანჯვისა და შეურაცხყოფის. ზუსტად იმავე გზას გადის საქართველო - ივანიშვილი მიშას კი არა, ამ ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს ათრევს დილეგის დერეფნებში. ზუსტად ისე, როგორც მიშა, დღეს შეურაცხყოფილია ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს, ამას ვერ გაუძლებ. ჩამოხვიდე და ჩაჯდე ყაენის მორჩილი ქვეშევრდომის ციხეში, დიდ ვაჟკაცობას მოითხოვს. ვხედავთ, როგორ ამარცხებს მიშა ყოველდღიურად ივანიშვილს, რომელიც პუტინის საამებლად ფეხქვეშ თელავს ამ ქვეყნის ღირსებას.მომავალი მიშას ბრძოლას დააფასებს, ივანიშვილმა კი უკვე მოხაზა კუთვნილი ადგილი ამ ქვეყნის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცელზე.