სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიგრანტების იერიში პოლონეთის საზღვარზე: მათ უკან რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დგანან“ - რას წერს გერმანული გამოცემა?
"მიგრანტების იერიში პოლონეთის საზღვარზე: მათ უკან რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დგანან“ - რას წერს გერმანული გამოცემა?

"ბოლო ექ­ვსი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 6 ათას­ზე მეტი ლტოლ­ვი­ლი შე­ვი­და ბე­ლო­რუ­სის გავ­ლით. ისი­ნი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან არი­ან, რომ­ლე­ბიც თვითმფრი­ნა­ვე­ბით მინ­სკამ­დე ორ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ანს ჩაჰ­ყავს - რე­ჯეფ ერ­დო­ღანს და ვლა­დი­მერ პუ­ტინს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­ზეთ "ბილდში" (Bild) გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "მიგ­რან­ტე­ბის იე­რი­ში პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­ზე: მათ უკან რე­ჯეფ ერ­დო­რა­ნი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დგა­ნან“ (ავ­ტო­რე­ბი - ნი­კო­ლა­უს ხა­ბუ­ში და იუ­ლი­ან რე­პ­კე).

ბე­ლა­რუ­სის დიქ­ტა­ტორ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოs ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩაჰ­ყავს მიგ­რან­ტე­ბი თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში, რათა შემ­დეგ ისი­ნი უკა­ნო­ნოდ გა­და­ვიდ­ნენ პო­ლო­ნეთ­ში და ლი­ე­ტუ­ვა­ში. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ამ საქ­მე­ში - ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ შე­ტე­ვა­ში - მხარს უჭე­რენ მისი ავ­ტოკ­რა­ტი მე­გობ­რე­ბი რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. ორი­ვე პრე­ზი­დენ­ტი თა­ვი­ანთ ბე­ლა­რუს კო­ლე­გას ეხ­მა­რე­ბი­ან ლო­ჯის­ტი­კის სფე­რო­ში, რათა სწრა­ფად იქ­ნეს გა­დაყ­ვა­ნი­ლი მიგ­რან­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა მინ­სკში, იქი­დან კი, ხში­რად ია­რა­ღის ძა­ლის ქვეშ, მათ ევ­რო­კავ­ში­რის სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თას აი­ძუ­ლე­ბენ“, - ნათ­ქვა­მია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

გერ­მა­ნი­ის უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის მა­რალ­ჩი­ნოს­ნებ­მა "ბილდთან" სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რეს, რომ რუ­სე­თის ავი­ა­კომ­პა­ნია "აერ­ოფ­ლო­ტი“ (მისი აქ­ცი­ე­ბის 51% სა­ხელ­მწი­ფოს ეკუთ­ვნის) და თურ­ქულ ავი­ა­კომ­პა­ნია "თურ­ქიშ ეარ­ლა­ინ­სი“ (აქ­ცი­ე­ბის 49% ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­შია) გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლე­ბენ მიგ­რან­ტე­ბის ბე­ლა­რუს­ში გა­დაყ­ვა­ნის საქ­მე­ში.

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­ი­კო ტე­გა­ცი ში­შობს, რომ ბე­ლა­რუ­სის ავი­ა­კომ­პა­ნი­ის "ბე­ლა­ვი­ა­სა­გან“ გან­სხვა­ვე­ბით, ევ­რო­კავ­შირს "აერ­ოფ­ლოტ­თან“ და "თურ­ქიშ ეარ­ლა­ინსთან“ გამ­კლა­ვე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა: მათ წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ძნე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ორი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ევ­რო­პის კავ­ში­რის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში მი­მოს­ვლის სფე­რო­ში.

გა­სუ­ლი კვი­რი­დან მარ­ტის ბო­ლომ­დე მინ­სკის აე­რო­პორ­ტში ზამ­თრის ავი­ა­მი­მოს­ვლის გან­რი­გი მოქ­მე­დებს, რო­მელ­შიც კვი­რა­ში 57 ახლო აღ­მო­სავ­ლუ­რი რე­ი­სი ფი­გუ­რი­რებს ისე­თი ეგ­ზო­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ჩათ­ვლით, რო­გო­რი­ცაა ერ­ბი­ლი (ერა­ყის ჩრდი­ლო­ეთ­ში), და­მას­კო (სა­მო­ქა­ლა­ქო ომით მო­ცულ სი­რი­ა­ში) და რას-ელ-ჰა­ი­მი (ყვე­ლა­ზე ღა­რი­ბი არა­ბუ­ლი სა­ე­მი­რო).

"შე­და­რე­ბის­თვის: 2019-2020 წლე­ბის ზამ­თრის ავი­ა­რე­ი­სე­ბის გან­რიგ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დე, მინ­სკი­დან ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მხო­ლოდ 17 ავი­ა­რე­ი­სი იყო ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ ავ­ტო­რე­ბი.

"მგზავ­რე­ბის (არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რან­ტე­ბის) მინ­სკში ჩაყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან რო­გორც "ბე­ლა­ვი­ი­სა“ და "აერ­ოფ­ლო­ტის“, ასე­ვე "თურ­ქიშ ეარ­ლა­ინ­სის“ თვითმფრი­ნა­ვე­ბი. "თურ­ქიშ ეირ­ლა­ინ­სი“ სტამ­ბო­ლი­დან მინ­სკში რე­ი­სებს დღე­ში ორ­ჯერ ას­რუ­ლებს, ხოლო "აერ­ოფ­ლო­ტი“ მოს­კო­ვი­დან - დღე­ში ოთხჯერ. მინ­სკში ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად დაფ­რი­ნავს სი­რი­ის ავი­ა­კომ­პა­ნია "Cham Wing“-ის თვითმფრი­ნა­ვე­ბიც, რომ­ლის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი დიქ­ტა­ტორ ბა­შარ ასა­დის ბი­ძაშ­ვილს ეკუთ­ვნის“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
8

როგორც შექმენით მიგრანტები კეთილი ინებეთ და მოუარეთ...

ვაჟა
15

ევროკავშირმა აურია სწორედ ქვეყნებს სიტუაცია, მათ აქციეს ხალხი მიგრანტებად და ეხლა სხვა ქვეყნებს უნდათ შეტენონ სწორედაც ევროკავშირის ქვეყნებს უნდა შეესიოს მიგრანტები და ნახონ მერე როგორია სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა და ვითომ მაგათი დამოძღვრა.

ავტორი:

"მიგრანტების იერიში პოლონეთის საზღვარზე: მათ უკან რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დგანან“ - რას წერს გერმანული გამოცემა?

"მიგრანტების იერიში პოლონეთის საზღვარზე: მათ უკან რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი დგანან“ - რას წერს გერმანული გამოცემა?

"ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში გერმანიის ტერიტორიაზე 6 ათასზე მეტი ლტოლვილი შევიდა ბელორუსის გავლით. ისინი ახლო აღმოსავლეთიდან არიან, რომლებიც თვითმფრინავებით მინსკამდე ორ გავლენიან ადამიანს ჩაჰყავს - რეჯეფ ერდოღანს და ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნულია გაზეთ "ბილდში" (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "მიგრანტების იერიში პოლონეთის საზღვარზე: მათ უკან რეჯეფ ერდორანი და ვლადიმერ პუტინი დგანან“ (ავტორები - ნიკოლაუს ხაბუში და იულიან რეპკე).

ბელარუსის დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოs ოფიციალურად ჩაჰყავს მიგრანტები თავის ქვეყანაში, რათა შემდეგ ისინი უკანონოდ გადავიდნენ პოლონეთში და ლიეტუვაში. ალექსანდრე ლუკაშენკოს ამ საქმეში - ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ შეტევაში - მხარს უჭერენ მისი ავტოკრატი მეგობრები რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი. ორივე პრეზიდენტი თავიანთ ბელარუს კოლეგას ეხმარებიან ლოჯისტიკის სფეროში, რათა სწრაფად იქნეს გადაყვანილი მიგრანტების მაქსიმალური რაოდენობა მინსკში, იქიდან კი, ხშირად იარაღის ძალის ქვეშ, მათ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთას აიძულებენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გერმანიის უშიშროების ორგანოების მარალჩინოსნებმა "ბილდთან" საუბარში დაადასტურეს, რომ რუსეთის ავიაკომპანია "აეროფლოტი“ (მისი აქციების 51% სახელმწიფოს ეკუთვნის) და თურქულ ავიაკომპანია "თურქიშ ეარლაინსი“ (აქციების 49% ასევე სახელმწიფოს ხელშია) გადამწყვეტ როლს ასრულებენ მიგრანტების ბელარუსში გადაყვანის საქმეში.

გერმანიის ფედერალური პოლიციის ხელმძღვანელი ხაიკო ტეგაცი შიშობს, რომ ბელარუსის ავიაკომპანიის "ბელავიასაგან“ განსხვავებით, ევროკავშირს "აეროფლოტთან“ და "თურქიშ ეარლაინსთან“ გამკლავება ძალიან გაუჭირდება: მათ წინააღმდეგ სანქციების გამოცხადება ძნელი იქნება, რადგან ორივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის კავშირის საჰაერო სივრცეში მიმოსვლის სფეროში.

გასული კვირიდან მარტის ბოლომდე მინსკის აეროპორტში ზამთრის ავიამიმოსვლის განრიგი მოქმედებს, რომელშიც კვირაში 57 ახლო აღმოსავლური რეისი ფიგურირებს ისეთი ეგზოტიკური მიმართულებების ჩათვლით, როგორიცაა ერბილი (ერაყის ჩრდილოეთში), დამასკო (სამოქალაქო ომით მოცულ სირიაში) და რას-ელ-ჰაიმი (ყველაზე ღარიბი არაბული საემირო).

"შედარებისთვის: 2019-2020 წლების ზამთრის ავიარეისების განრიგში, კორონავირუსის პანდემიამდე, მინსკიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მხოლოდ 17 ავიარეისი იყო ყოველკვირეულად“, - აღნიშნავენ ავტორები.

"მგზავრების (არალეგალური მიგრანტების) მინსკში ჩაყვანას ემსახურებიან როგორც "ბელავიისა“ და "აეროფლოტის“, ასევე "თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავები. "თურქიშ ეირლაინსი“ სტამბოლიდან მინსკში რეისებს დღეში ორჯერ ასრულებს, ხოლო "აეროფლოტი“ მოსკოვიდან - დღეში ოთხჯერ. მინსკში ყოველკვირეულად დაფრინავს სირიის ავიაკომპანია "Cham Wing“-ის თვითმფრინავებიც, რომლის საკონტროლო პაკეტი დიქტატორ ბაშარ ასადის ბიძაშვილს ეკუთვნის“, - ნათქვამია სტატიაში.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ