პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემომიგზავნეს "გადაშანელებული" სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას" - რას ჰყვება ციხეში გატარებულ წლებზე მაია რჩეულიშვილი?
"შემომიგზავნეს "გადაშანელებული" სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას" - რას ჰყვება ციხეში გატარებულ წლებზე მაია რჩეულიშვილი?

2021 წლის, 17 სექ­ტემ­ბერს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა რუს­თა­ვის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა ცი­ხე­ში 5 წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა. მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი 2016 წელს და­ა­კა­ვეს, მას თაღ­ლი­თო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი იყო მისი და - რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ციხე ა.წ. მარ­ტში და­ტო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს ამ­ხა­ნა­გო­ბა "თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 88" -ის კუთ­ვნი­ლი 11 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბო­და. ამას­თა­ნა­ვე, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს 2019 წელს ე.წ. მი­ო­ნის ეპი­ზოდ­ზე სა­სა­მარ­თლომ 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

რო­გორ ცხოვ­რობ­და ცი­ხე­ში, დას­თან და სხვა ქალ პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად, ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან“ ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რა­ტომ­ღაც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ქალი ძა­ლი­ან კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი მე­გო­ნა. ვფიქ­რობ­დი, ცი­ხე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ, რაც სი­ნამ­დვი­ლე არ აღ­მოჩ­ნდა. მო­მი­წია მათ­თან ერ­თად მე­კე­თე­ბი­ნა ნამ­ცხვრე­ბი, ტორ­ტე­ბი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით ერ­თად, და­წყე­ბუ­ლი გო­ზი­ნა­ყით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ცი­ვი­თა და ღო­მით. ახლა ვი­ღაც იტყვის, ეს იქ თუ ბა­ჟეს და სა­ცივს აკე­თებ­და, რა უჭირ­და, ჩვენ არ გვაქვს გა­რეთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბაო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მშრა­ლი ბა­ჟეს­გან, რო­მე­ლიც სუ­პერ­მარ­კეტ­ში იყი­დე­ბა და ღირს 3 ლარი და 70 თეთ­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ცი­ვი გა­მო­დის, და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 ულუ­ფა.

- თქვე­ნი ჩაც­მის სტი­ლი და სა­მო­სის სიყ­ვა­რუ­ლი ცნო­ბი­ლია. ამ მხრივ ფორ­მა­ში ყოფ­ნას ახერ­ხებ­დით?

- კი ვა­ხერ­ხებ­დი, ოღონდ იქ ცოტა თურ­ქუ­ლი მო­დაა. თა­ვი­დან რომ დავ­რე­კე, ტან­საც­მე­ლი შე­მო­მიგ­ზავ­ნეთ-მეთ­ქი, შე­მო­მიგ­ზავ­ნეს "გა­და­შა­ნე­ლე­ბუ­ლი" სა­მო­სი და ავ­ცდი იქა­ურ ყო­ფას. მივ­ხვდი, უკან უნდა გა­მე­ტა­ნე­ბი­ნა. უძ­ვირ­ფა­სე­სი თეთ­რე­უ­ლი შე­მო­მიგ­ზავ­ნეს, თეთ­რი სა­ტი­ნა იყო მაქ­მა­ნე­ბით. ყო­ველ ოთხ დღე­ში ერთხელ ვრე­ცხავ­დი და ვა­უ­თო­ებ­დი. რუსო ისე­თი ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი შე­მო­ვი­და ცი­ხე­ში, რომ შე­მო­ა­ნა­თა, რო­გორც მზემ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არა­ცი­ხუ­რად. მერე მო­ვერ­გეთ სი­ტუ­ა­ცი­ას.

იქ უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გვეც­ვა და რომ გა­მო­ვე­დით, მგო­ნი, იქა­უ­რი მოდა აქ გად­მო­ვი­ტა­ნეთ. სპორ­ტულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია ის მოდა და ორი­ვე დას ასე გვაც­ვია. მგო­ნი, ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ის იყო, რომ იქი­დან გა­მო­სუ­ლებს აქ დემ­ნა გვა­სა­ლია დაგ­ვხვდა თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი მო­დით და, მოკ­ლედ, და­ვემ­თხვი­ეთ.

- ბა­ტო­ნი ვახ­ტან­გი გარ­და­იც­ვა­ლა ცი­ხე­ში თქვე­ნი ჩას­მი­დან ცოტა ხან­ში...

- როცა მე, ჩემი და და გუკა დაგ­ვი­ჭი­რეს, მა­შინ გა­მო­უ­ტა­ნეს ვა­ხოს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი. ვინ ეტყო­და, არ და­ლიო არ­ცერ­თი გრა­მი სას­მე­ლი და თვა­ლი ისე გა­უს­წო­რე მოვ­ლე­ნებ­სო. ვა­ხოს დაც­ვის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა მი­თხრა, მრა­ვა­ლი წლის წინ, რო­დე­საც ვახო „მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­შირს“ და­უ­პი­რის­პირ­და, კე-გე-ბე-დან ინ­სტრუქ­ტა­ჟი­ვით გა­მო­ვი­და, მა­ი­ას გა­უ­კე­თეთ რამე და ამის გამო, ვახო ან გა­ლოთ­დე­ბა, ან მოკ­ვდე­ბაო. ზუს­ტად ამ მე­სი­ჯ­მა 25-30 წლის თავ­ზე იმუ­შა­ვა.

ვა­ხოს­თან შე­მეძ­ლო კვი­რა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ და­მე­რე­კა. სტრეს­მა და სას­მელ­მა ერ­თად მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ სა­ღა­მო­ო­ბით 2-3 ჭი­ქას მა­ინც და­ლევ­და, რომ დარ­დი გა­ე­ქარ­ვე­ბი­ნა. ვახო ბო­ლოს 22 მარტს ვნა­ხე, ჩემ­თან მო­ვი­და და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. 13 აპ­რილს კი გარ­და­იც­ვა­ლა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ეს ამ­ბა­ვი.

- ცი­ხე­ში თქვენც შე­გექ­მნათ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა...

- დიახ, მქონ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. თან გული მა­წუ­ხებ­და, ფილ­ტვში იყო რა­ღაც. რო­გორც მი­თხრეს, ფილ­ტვში იყო ცხიმგრო­ვა, მაგ­რამ უფრო მიკ­რო­ბუ­ლი პრობ­ლე­მა იყო. ცი­ხე­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლია მიკ­რო­ბე­ბი. ყელ­ში, ფილ­ტვზე რა­ღაც მქონ­და, რო­მე­ლიც იქ გან­ვი­თარ­და. თა­ვი­დან ექი­ნო­კო­კი მე­გო­ნა. ცი­ხე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 8 ადა­მი­ანს ერთი და იგი­ვე მიკ­რო­ბუ­ლი ფლო­რა გვქონ­და და ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა. 46 კილო ვი­ყა­ვი დარ­ჩე­ნი­ლი, ისე გავ­ხდი. რო­დე­საც ცი­ხე­ში ჩემი და შე­მო­ვი­და, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მია, და­მი­წყო მკურ­ნა­ლო­ბა და ფეხ­ზე და­მა­ყე­ნა. რუ­სოს იქ ყოფ­ნა არა­ნორ­მა­ლუ­რად მი­ად­ვი­ლებ­და ცი­ხე­ში ცხოვ­რე­ბას. გა­რე­დან ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლად ჩან­და, როცა მე და რუსო იქ ვი­ყა­ვით. შიგ­ნით ცოტა იო­ლად იყო საქ­მე, მაგ­რამ მა­ინც ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*
1

ამ ტუტრუცანა ქალს არც ციხეში ყოფნამ ასწავლა რაიმე

ჰაა
5

ვაჰ..რა უსირცხვილოა ეს ქალი..ერთი შანელის კაბით დააკმაყოფილებდა ბინით ადამიანს..არ შეერგება მის შთამომავლობას:(( როგორი სამარცხვინოა ეს მეშჩანკა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"შემომიგზავნეს "გადაშანელებული" სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას" - რას ჰყვება ციხეში გატარებულ წლებზე მაია რჩეულიშვილი?

"შემომიგზავნეს "გადაშანელებული" სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას" - რას ჰყვება ციხეში გატარებულ წლებზე მაია რჩეულიშვილი?

2021 წლის, 17 სექტემბერს მაია რჩეულიშვილმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ციხეში 5 წელზე მეტი გაატარა. მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს, მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და - რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე ა.წ. მარტში დატოვა. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88" -ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა. ამასთანავე, მაია რჩეულიშვილს 2019 წელს ე.წ. მიონის ეპიზოდზე სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორ ცხოვრობდა ციხეში, დასთან და სხვა ქალ პატიმრებთან ერთად, ჟურნალ "სარკესთან“ ისაუბრა. გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- რატომღაც ყველა ქართველი ქალი ძალიან კარგი დიასახლისი მეგონა. ვფიქრობდი, ციხეში განსაკუთრებით კარგი დიასახლისები იქნებოდნენ, რაც სინამდვილე არ აღმოჩნდა. მომიწია მათთან ერთად მეკეთებინა ნამცხვრები, ტორტები. ყველაფერს ვაკეთებდით ერთად, დაწყებული გოზინაყით და დამთავრებული საცივითა და ღომით. ახლა ვიღაც იტყვის, ეს იქ თუ ბაჟეს და საცივს აკეთებდა, რა უჭირდა, ჩვენ არ გვაქვს გარეთ ამის საშუალებაო. სინამდვილეში, მშრალი ბაჟესგან, რომელიც სუპერმარკეტში იყიდება და ღირს 3 ლარი და 70 თეთრი, არაჩვეულებრივი საცივი გამოდის, დაახლოებით 5-6 ულუფა.

- თქვენი ჩაცმის სტილი და სამოსის სიყვარული ცნობილია. ამ მხრივ ფორმაში ყოფნას ახერხებდით?

- კი ვახერხებდი, ოღონდ იქ ცოტა თურქული მოდაა. თავიდან რომ დავრეკე, ტანსაცმელი შემომიგზავნეთ-მეთქი, შემომიგზავნეს "გადაშანელებული" სამოსი და ავცდი იქაურ ყოფას. მივხვდი, უკან უნდა გამეტანებინა. უძვირფასესი თეთრეული შემომიგზავნეს, თეთრი სატინა იყო მაქმანებით. ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ვრეცხავდი და ვაუთოებდი. რუსო ისეთი ჩაცმულ-დახურული შემოვიდა ციხეში, რომ შემოანათა, როგორც მზემ, აბსოლუტურად, არაციხურად. მერე მოვერგეთ სიტუაციას.

იქ უფრო დემოკრატიულად გვეცვა და რომ გამოვედით, მგონი, იქაური მოდა აქ გადმოვიტანეთ. სპორტულ-დემოკრატიულია ის მოდა და ორივე დას ასე გვაცვია. მგონი, ასე გავაგრძელებთ. წარმოუდგენელი ის იყო, რომ იქიდან გამოსულებს აქ დემნა გვასალია დაგვხვდა თავისი საოცარი მოდით და, მოკლედ, დავემთხვიეთ.

- ბატონი ვახტანგი გარდაიცვალა ციხეში თქვენი ჩასმიდან ცოტა ხანში...

- როცა მე, ჩემი და და გუკა დაგვიჭირეს, მაშინ გამოუტანეს ვახოს სასიკვდილო განაჩენი. ვინ ეტყოდა, არ დალიო არცერთი გრამი სასმელი და თვალი ისე გაუსწორე მოვლენებსო. ვახოს დაცვის ყოფილმა უფროსმა მითხრა, მრავალი წლის წინ, როდესაც ვახო „მოქალაქეთა კავშირს“ დაუპირისპირდა, კე-გე-ბე-დან ინსტრუქტაჟივით გამოვიდა, მაიას გაუკეთეთ რამე და ამის გამო, ვახო ან გალოთდება, ან მოკვდებაო. ზუსტად ამ მესიჯმა 25-30 წლის თავზე იმუშავა.

ვახოსთან შემეძლო კვირაში მხოლოდ ორჯერ დამერეკა. სტრესმა და სასმელმა ერთად მოუსწრაფა სიცოცხლე. ეჭვი არ მეპარება, რომ საღამოობით 2-3 ჭიქას მაინც დალევდა, რომ დარდი გაექარვებინა. ვახო ბოლოს 22 მარტს ვნახე, ჩემთან მოვიდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 13 აპრილს კი გარდაიცვალა, წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი.

- ციხეში თქვენც შეგექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა...

- დიახ, მქონდა ძალიან სერიოზული პრობლემა. თან გული მაწუხებდა, ფილტვში იყო რაღაც. როგორც მითხრეს, ფილტვში იყო ცხიმგროვა, მაგრამ უფრო მიკრობული პრობლემა იყო. ციხეში გაბატონებულია მიკრობები. ყელში, ფილტვზე რაღაც მქონდა, რომელიც იქ განვითარდა. თავიდან ექინოკოკი მეგონა. ციხეში დაახლოებით 8 ადამიანს ერთი და იგივე მიკრობული ფლორა გვქონდა და ამიტომაც ვფიქრობ, რომ დაწესებულების პრობლემაა. 46 კილო ვიყავი დარჩენილი, ისე გავხდი. როდესაც ციხეში ჩემი და შემოვიდა, რომელიც არაჩვეულებრივი ექიმია, დამიწყო მკურნალობა და ფეხზე დამაყენა. რუსოს იქ ყოფნა არანორმალურად მიადვილებდა ციხეში ცხოვრებას. გარედან ყველაფერი ტრაგიკულად ჩანდა, როცა მე და რუსო იქ ვიყავით. შიგნით ცოტა იოლად იყო საქმე, მაგრამ მაინც ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი.