მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იცით თუ არა, რომ საქართველოში 49 სახეობის ხაჭაპური არსებობს - რა აჩვენა 2-წლიანმა კვლევამ?
იცით თუ არა, რომ საქართველოში 49 სახეობის ხაჭაპური არსებობს - რა აჩვენა 2-წლიანმა კვლევამ?

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დი­ლის პა­ლიტ­რის" სტუ­მა­რი კუ­ლი­ნა­რი­ის მკვლე­ვა­რი და­ლი­ლა ცა­ტა­ვა გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ისა­უბ­რა რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ან კუ­ლი­ნა­რულ კვლე­ვა­ზე, რო­მელ­საც თა­ვად ატა­რებს. ქალ­ბა­ტო­ნი და­ლი­ლას თქმით, კვლე­ვის ფარ­გლებ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 49 და­სა­ხე­ლე­ბის ხა­ჭა­პუ­რი არ­სე­ბობს და თი­თო­ე­ულ მათ­განს რი­ტუ­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს...

და­ლი­ლა ცა­ტა­ვა:

"აფხა­ზე­თი­დან ვარ და იქა­უ­რი კვე­ბის კულ­ტუ­რა იმ­დე­ნად კარ­გად მახ­სოვს, ალ­ბათ ბავ­შვო­ბი­დან­ვე იყო ჩემ­ში ჩა­დე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვას, 9-10 წლის წინ და­ვი­წყე და იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ვე­რა­სო­დეს შე­ვეშ­ვე­ბი. ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რა ამო­უ­წუ­რა­ვია. ისე­თი სიმ­დიდ­რე გვაქვს რე­გი­ო­ნუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რის სა­ხით, რომ თითო რე­გი­ო­ნის გა­მოკ­ვლე­ვას და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი სჭირ­დე­ბა.

თი­თო­ე­ულ სო­ფელს თა­ვი­სი ადა­თე­ბი და რი­ტუ­ა­ლე­ბი აქვს, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა რე­გი­ონს თა­ვი­სი სამ­ზა­რე­უ­ლო აქვს და ეს არის ჩვე­ნი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი კულ­ტუ­რის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. სა­კი­თხი რომ და­ვა­ყე­ნოთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ვუს­წორ­დეთ გას­ტრო­ნო­მი­ულ ქვეყ­ნებს, ზუს­ტად იმით, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო გვაქვს. აქ არ არის სა­უ­ბა­რი მარ­ტო კერ­ძებ­ზე, ბევ­რი და­მარ­ხუ­ლია და გა­სა­ცო­ცხლე­ბე­ლი. გა­გი­გი­ათ რა არის ქნა­ში, ბოხ­ჩუ­ა­ნი, ქონ­და­რა ტიბუ, ხა­ნის ქვაყ­ვე­ლი. ასე­თი სა­ოც­რე­ბე­ბი გვაქვს, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ მსოფ­ლიო გა­ა­ო­ცოს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ნი­ა­დაგ­ზე, წყალ­ზე...

მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ცე­ცხლის კულ­ტუ­რას, ნედ­ლე­უ­ლის, თო­ნე­ში აცხობ, ნაკ­ვერ­ჩხალ­ზე წვავ თუ ღია ცე­ცხლზე. რა­ტომ არ არის ქარ­თუ­ლი მწვა­დი "შაშ­ლი­კი“, რო­მე­ლიც არის ჩერ­ქე­ზუ­ლი კულ­ტუ­რა, მომ­ზა­დე­ბი­სას ექ­ვსი ნა­ჭე­რი ხორ­ცია ას­ხმუ­ლი შამ­ფურ­ზე. ქარ­თუ­ლი მწვა­დი კი ჩვე­ნი გას­ტო­ნო­მი­უ­ლი ბრენ­დია. აუ­ცი­ლებ­ლად კა­ხუ­რი ჯი­შის ღორი უნდა იყოს, შე­იწ­ვას წა­ლამ­ზე ან დე­კა­ზე. ძვე­ლად შე­საწ­ვა­ვი ხორ­ცი არც ბას­ტურმ­დე­ბო­და და არც ირე­ცხე­ბო­და. ას­ხუ­რებ­დნენ ბრო­წე­უ­ლის წვენს ან ღვი­ნოს.

გას­ტრო­ნო­მი­ულ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ, რო­მელ­საც მე წარ­მო­ვად­გენ, ორი წელი იმუ­შა­ვა ხა­ჭა­პუ­რის კვლე­ვა­ზე და და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ 49 სა­ხე­ო­ბა.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, ლო­ბი­ა­ნი და მხლო­ვა­ნი ხა­ჭა­პუ­რი არ არის, ეს შეც­დო­მით არის ხოლ­მე ერ­თად რეს­ტორ­ნე­ბის მე­ნი­უ­ში. ხა­ჭა­პუ­რე­ბის სა­ხე­ო­ბებს გა­ნას­ხვა­ვებს ცო­მის მომ­ზა­დე­ბის წესი და ყვე­ლი. ჩვენს კვლე­ვა­ში რაჭა ლი­დე­რობ­და, 12-მდე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რი იყო ჩარ­თუ­ლი, ერთ-ერ­თმა ექიმ­მა და­ა­ფი­ნან­სა ეს კვლე­ვა. ხა­ჭა­პუ­რის კვლე­ვამ აღ­მოგ­ვა­ჩე­ნი­ნა, რომ ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა რაც გვაქვს, რი­ტუ­ა­ლის ნა­წი­ლია. მა­გა­ლი­თად, რა­ჭა­ში არის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა, რო­მელ­საც ჰქვია გა­ნა­ტე­ხი ხა­ჭა­პუ­რი. მისი შიგ­თავ­სი შედ­გე­ბა ყვე­ლის­გან, რო­მელ­შიც არე­უ­ლია ნი­გო­ზი. რაჭ­ვე­ლი ქა­ლე­ბი გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა­ზე ალი­ონ­ზე დგე­ბოდ­ნენ, არა­ვის ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, აცხობ­დნენ ხა­ჭა­პურს, იდებ­დნენ ხე­ლის გულ­ზე და ფეხ­შიშ­ვე­ლი მი­დი­ოდ­ნენ მრა­ვალ­ძა­ლის ძლი­ერ­მოქ­მედ ტა­ძარ­ში. ტა­ძარს გარ­შე­მო უვ­ლიდ­ნენ და ხელ­ზე ედოთ ხა­ჭა­პუ­რი. ხა­ჭა­პურს ამოტვიფ­რუ­ლი ჰქონ­და ჩიტი, თვა­ლი ან მზე. ვი­საც კი გზად შეხ­ვდე­ბოდ­ნენ, ყვე­ლას უნდა მო­ე­ტე­ხა, ამი­ტომ ერ­ქვა გა­ნა­ტე­ხი. გას­ტრო­ნო­მი­ულ ასო­ცი­ა­ცი­ას და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მე­სა­მე წე­ლია გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რომ­ლი­თაც ვეხ­მა­რე­ბით ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რის აწყო­ბა­ში, ამან ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა რე­გი­ონ­ში კერ­ძე­ბის გა­ცო­ცხლე­ბა­ში. სამი წლის წინ შევ­თა­ვა­ზეთ, რომ სვა­ნეთ­ში აღგ­ვედ­გი­ნა კერ­ძი ქნა­ში, რო­მელ­საც კა­ნა­ფის თეს­ლის­გან ამ­ზა­დებ­დნენ და რი­ტუ­ა­ლუ­რი კერ­ძი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კა­ნა­ფი რომ აიკ­რძა­ლა, ახლა გოგ­რის თეს­ლის­გან ამ­ზა­დე­ბენ. სას­ტუმ­რომ უარი გვი­თხრა კერ­ძის მე­ნი­უ­ში შე­ტა­ნა­ზე, არა­ვის აინ­ტე­რე­სებ­სო და მე­სა­მე წელს ყვე­ლა სას­ტუმ­რო­სა და რეს­ტორ­ნის მე­ნი­უ­ში შე­ი­ტა­ნეს. ყვე­ლამ გა­იც­ნო ხა­ჭა­პუ­რის ფეს­ტი­ვალ­ზე მეს­ხუ­რი ხცა­ჭა­პუ­რი და მეგ­რუ­ლი ღან­დალ ხა­ჭა­პუ­რი, რო­მე­ლიც ორყვე­ლი­ა­ნია. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხა­ჭა­პუ­რია რა­ჭა­ში, რო­მელ­საც ღე­ბის ხა­ჭა­პუ­რი ჰქვია, რო­მელ­საც ხა­ჭოც აქვს და ღე­ბის ქვაყ­ვე­ლიც, წარ­მო­იდ­გი­ნეთ მისი სა­გე­მოვ­ნო თვი­სე­ბე­ბი რო­გო­რი იქ­ნე­ბა. ბლო­გე­რე­ბი რომ ჩა­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ვა­წო­დოთ, რათა მერე „ჯორ­ჯი­ან პიცა“ არ და­უ­ძა­ხონ. თუ პი­ცას­თან ერ­თად ვახ­სე­ნებთ ხა­ჭა­პურს, ის არა­სო­დეს გახ­დე­ბა გლო­ბა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი".

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კრამიტი
17

ტიპები მარსზე მიდიან და ჩვენ ხინკალზე და ხაჭაპურზე ვაწარმოებთ კვლევებს ლოლ

რატი
1

კარგი სტატიაა. ამ დაძაბული მდგომარეობის გადამკიდე რაღაც საინტერესოსაც წაიკითხავს კაცი. ამას დამატებული, გარკვეული მავნებლების ჯგუფი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქართველებს ჩვენი თითქმის არაფერი გვაქვს (კერძების ჩათვლით: ხინკალი რომ თითქოს მონღოლურია და ა.შ.) და ყველაფერი სხვისგან გადმოღებულ-გადმოკეთებულია. ამიტომ მსგავს კვლევებს კულტურულ-საინფორმაციო ომის დანიშნულებაც აქვს. წარმატებები!

ავტორი:

იცით თუ არა, რომ საქართველოში 49 სახეობის ხაჭაპური არსებობს - რა აჩვენა 2-წლიანმა კვლევამ?

იცით თუ არა, რომ საქართველოში 49 სახეობის ხაჭაპური არსებობს - რა აჩვენა 2-წლიანმა კვლევამ?

"პალიტრანიუსის" გადაცემა "დილის პალიტრის" სტუმარი კულინარიის მკვლევარი დალილა ცატავა გახლდათ, რომელმაც ისაუბრა რამდენიმეწლიან კულინარულ კვლევაზე, რომელსაც თავად ატარებს. ქალბატონი დალილას თქმით, კვლევის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ საქართველოში 49 დასახელების ხაჭაპური არსებობს და თითოეულ მათგანს რიტუალური დატვირთვა აქვს...

დალილა ცატავა:

"აფხაზეთიდან ვარ და იქაური კვების კულტურა იმდენად კარგად მახსოვს, ალბათ ბავშვობიდანვე იყო ჩემში ჩადებული კულინარიისადმი სიყვარული. რაც შეეხება სამეცნიერო კვლევას, 9-10 წლის წინ დავიწყე და იმდენად საინტერესოა, რომ ვერასოდეს შევეშვები. ქართული გასტრონომიული კულტურა ამოუწურავია. ისეთი სიმდიდრე გვაქვს რეგიონული გასტრონომიული კულტურის სახით, რომ თითო რეგიონის გამოკვლევას დაახლოებით ორი წელი სჭირდება.

თითოეულ სოფელს თავისი ადათები და რიტუალები აქვს, რომელშიც მთავარი საკვებია. საქართველოში ყველა რეგიონს თავისი სამზარეულო აქვს და ეს არის ჩვენი გასტრონომიული კულტურის მთავარი მახასიათებელი. საკითხი რომ დავაყენოთ, როგორ შეიძლება გავუსწორდეთ გასტრონომიულ ქვეყნებს, ზუსტად იმით, რომ მრავალფეროვანი სამზარეულო გვაქვს. აქ არ არის საუბარი მარტო კერძებზე, ბევრი დამარხულია და გასაცოცხლებელი. გაგიგიათ რა არის ქნაში, ბოხჩუანი, ქონდარა ტიბუ, ხანის ქვაყველი. ასეთი საოცრებები გვაქვს, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიო გააოცოს. ეს დამოკიდებულია ნიადაგზე, წყალზე...

მნიშვნელობა აქვს ცეცხლის კულტურას, ნედლეულის, თონეში აცხობ, ნაკვერჩხალზე წვავ თუ ღია ცეცხლზე. რატომ არ არის ქართული მწვადი "შაშლიკი“, რომელიც არის ჩერქეზული კულტურა, მომზადებისას ექვსი ნაჭერი ხორცია ასხმული შამფურზე. ქართული მწვადი კი ჩვენი გასტონომიული ბრენდია. აუცილებლად კახური ჯიშის ღორი უნდა იყოს, შეიწვას წალამზე ან დეკაზე. ძველად შესაწვავი ხორცი არც ბასტურმდებოდა და არც ირეცხებოდა. ასხურებდნენ ბროწეულის წვენს ან ღვინოს.

გასტრონომიულმა ასოციაციამ, რომელსაც მე წარმოვადგენ, ორი წელი იმუშავა ხაჭაპურის კვლევაზე და დავარეგისტრირეთ 49 სახეობა.

დაიმახსოვრეთ, ლობიანი და მხლოვანი ხაჭაპური არ არის, ეს შეცდომით არის ხოლმე ერთად რესტორნების მენიუში. ხაჭაპურების სახეობებს განასხვავებს ცომის მომზადების წესი და ყველი. ჩვენს კვლევაში რაჭა ლიდერობდა, 12-მდე სხვადასხვა მიმართულების მეცნიერი იყო ჩართული, ერთ-ერთმა ექიმმა დააფინანსა ეს კვლევა. ხაჭაპურის კვლევამ აღმოგვაჩენინა, რომ ყველა სახეობა რაც გვაქვს, რიტუალის ნაწილია. მაგალითად, რაჭაში არის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც ჰქვია განატეხი ხაჭაპური. მისი შიგთავსი შედგება ყველისგან, რომელშიც არეულია ნიგოზი. რაჭველი ქალები გაზაფხულის ბუნიობაზე ალიონზე დგებოდნენ, არავის ელაპარაკებოდნენ, აცხობდნენ ხაჭაპურს, იდებდნენ ხელის გულზე და ფეხშიშველი მიდიოდნენ მრავალძალის ძლიერმოქმედ ტაძარში. ტაძარს გარშემო უვლიდნენ და ხელზე ედოთ ხაჭაპური. ხაჭაპურს ამოტვიფრული ჰქონდა ჩიტი, თვალი ან მზე. ვისაც კი გზად შეხვდებოდნენ, ყველას უნდა მოეტეხა, ამიტომ ერქვა განატეხი. გასტრონომიულ ასოციაციას და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მესამე წელია გვაქვს ერთობლივი პროექტი, რომლითაც ვეხმარებით ტუროპერატორებს გასტრონომიული ტურის აწყობაში, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა რეგიონში კერძების გაცოცხლებაში. სამი წლის წინ შევთავაზეთ, რომ სვანეთში აღგვედგინა კერძი ქნაში, რომელსაც კანაფის თესლისგან ამზადებდნენ და რიტუალური კერძი. მოგვიანებით კანაფი რომ აიკრძალა, ახლა გოგრის თესლისგან ამზადებენ. სასტუმრომ უარი გვითხრა კერძის მენიუში შეტანაზე, არავის აინტერესებსო და მესამე წელს ყველა სასტუმროსა და რესტორნის მენიუში შეიტანეს. ყველამ გაიცნო ხაჭაპურის ფესტივალზე მესხური ხცაჭაპური და მეგრული ღანდალ ხაჭაპური, რომელიც ორყველიანია. ძალიან საინტერესო ხაჭაპურია რაჭაში, რომელსაც ღების ხაჭაპური ჰქვია, რომელსაც ხაჭოც აქვს და ღების ქვაყველიც, წარმოიდგინეთ მისი საგემოვნო თვისებები როგორი იქნება. ბლოგერები რომ ჩამოდიან საქართველოში, ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რათა მერე „ჯორჯიან პიცა“ არ დაუძახონ. თუ პიცასთან ერთად ვახსენებთ ხაჭაპურს, ის არასოდეს გახდება გლობალური პროდუქტი".

იხილეთ ვიდეო