პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ - ლევან იზორიას წიგნი თავისუფლების იდეის ორიგინალური აღქმით
"თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ - ლევან იზორიას წიგნი თავისუფლების იდეის ორიგინალური აღქმით

"ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა გა­ნუ­ყო­ფე­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა მისი გან­სა­ზღვრა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად, ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, თუ სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ცალ­კე­უ­ლი სფე­როს კრი­ტე­რი­უ­მე­ბით. ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რია და მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­ზო­მი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­გორც მთელ­ში, მი­სი­ვე ღირ­სე­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა იყოს", - ეს სი­ტყვე­ბი ამო­ნა­რი­დია ლე­ვან იზო­რი­ას წიგ­ნის წი­ნათ­ქმი­დან - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა - პრო­ცე­სი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“.

იზო­რი­ას, რო­მე­ლიც 2020 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩია გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე წიგ­ნის შექ­მნის იდეა 2019 წლის 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 101 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ვნის დღეს გა­უჩ­ნდა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მო­დი­ო­და.

წიგ­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ცენტს აკე­თებს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­გორც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­კენ სწრაფ­ვის მუდ­მივ პრო­ცეს­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლას­თვის თა­ნას­წო­რი გან­ვი­თა­რე­ბის სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბის შექ­მნას და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. წიგ­ნი ეხე­ბა თა­ვი­სუ­ფალ და ავ­ტო­რი­ტა­რულ სის­ტე­მებს შო­რის მე­ტო­ქე­ო­ბა­საც - და­პი­რის­პი­რე­ბას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, და ასე­ვე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­სა და უსა­მარ­თლო­ბას შო­რის.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­კენ სწრაფ­ვა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი კი თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ის ორი­გი­ნა­ლუ­რად და ახ­ლე­ბუ­რად წარ­მო­ჩე­ნაა. ავ­ტო­რის ტექსტს წინ უძღვნის პრო­ფე­სო­რი­სა და დოქ­ტო­რის, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლადო ჭან­ტუ­რი­ა­სა და მწერ­ლის, დათო ტუ­რაშ­ვი­ლის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი.

რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვი­ფიქ­როთ და ვიმ­სჯე­ლოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნე­ბა­ზე? ჭან­ტუ­რია წერს, რომ:

"თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს, ანუ და­სავ­ლე­თის, არ­სე­ბო­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდეა. ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს და ვი­თარ­დე­ბო­დეს მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მარ­თლებ­რივ სა­ხელ­მწი­ფოდ მო­წყო­ბილ და ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. თა­ვი­სუფ­ლე­ბა სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში იმ­სა­ხუ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას“.

ლადო ჭან­ტუ­რი­ას შე­ფა­სე­ბით, "ავ­ტო­რი და­მა­ჯე­რებ­ლად აჩ­ვე­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს სპე­ცი­ა­ლურ როლ­სა და ფუნ­ქცი­ას თა­ვი­სუფ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მიღ­წე­ვის პრო­ცეს­ში. ამ პრო­ცე­სის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს კონ­სტი­ტუ­ცია“. ასე­ვე, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ სა­ხელ­მწი­ფოს რო­ლის შე­სა­ხებ შემ­დეგს:

"მარ­თა­ლია, სა­ხელ­მწი­ფო, ერთი მხრივ, იცავს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, იმავდრო­უ­ლად, თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მას უწევს ინ­დი­ვიდ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვაც“.

რაც შე­ე­ხე­ბა წიგ­ნის დათო ტუ­რაშ­ვი­ლი­სე­ბურ შე­ფა­სე­ბას, მწე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ლე­ვან იზო­რი­ას წიგ­ნის კი­თხვა ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო დროს და­ი­წყო.

"ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა, მე მა­ინც პე­და­გო­გი­კა მგო­ნია და ამ წიგნ­ში კი სწო­რედ ისიც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რა­საც სულ ვე­ძებ - თუ რო­გორ უნდა აღი­ზარ­დოს ბავ­შვი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის საკ­ვებ­თან ერ­თად, რო­გორ ის­წავ­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა, რომ მერე დი­დო­ბა­ში, ის არ და­ე­მარ­თოს, რაც უფ­რო­სებს ემარ­თე­ბათ ხოლ­მე, როცა ჩაგ­ვრი­სა და უსა­მარ­თლო­ბის მხა­რეს დგე­ბი­ან (თუნ­დაც შემ­თხვე­ვით)“, - წერს ტუ­რაშ­ვი­ლი.

ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სწო­რედ ისაა, რო­გორ მი­ე­სა­და­გე­ბა წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდეა ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­სა და ქარ­თველ ადა­მი­ანს. ავ­ტო­რის სი­ტყვე­ბით, "თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა ქარ­თველ­თა იდენ­ტო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი კი - მო­სახ­ლე­ო­ბის ღირ­სე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ურ­ყე­ვი ნე­ბაა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად აი­ღოს მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, შექ­მნას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს მტკი­ცე ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, მთე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვაა“.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­რის ბი­ოგ­რა­ფი­ას, პრო­ფე­სორ­მა და დოქ­ტორ­მა ლე­ვან იზო­რი­ამ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩია გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში, 1996 წელს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა.

მან 1998-1999 წლებ­ში მი­ი­ღო გერ­მა­ნი­ის ქ. გი­ო­ტინ­გე­ნის გე­ორგ-აუ­გუს­ტის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი, ხოლო 2002 წელს ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭა. იზო­რია ამ პე­რი­ოდს წიგნ­ში ასე იხ­სე­ნებს:

"ჩემი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად ბედ­მა გა­მი­ღი­მა, 1998-2002 წლებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში. ეს პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, კარ­გად გა­მე­გო თა­ვი­სუფ­ლე­ბის არსი, მე­ცხოვ­რა თა­ვი­სუფ­ლე­ბის კულ­ტუ­რით ევ­რო­პა­ში, გა­მე­მიჯ­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბის ილუ­ზია და რე­ა­ლო­ბა“. 2003-2004 წლებ­ში გერ­მა­ნი­ის კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის სა­ხე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლად მუ­შა­ობ­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, 2004-2006 წლებ­ში – შსს-ს აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი იყო. 2006 წელს არ­ჩე­ულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფეს­ო­რად და და­ი­ნიშ­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნად. 2007-2016 წლებ­ში იკა­ვებ­და პრო­ფე­სო­რის აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2012 წლი­დან იკა­ვებ­და სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბებს - 2012-2015 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, 2015-2016 წლებ­ში - სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, 2016-2019 წლებ­ში - თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, 2019-2020 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი.

ამ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლადო ჭან­ტუ­რი­ას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რომ მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ, "წიგნ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი დას­კვნა ავ­ტო­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით არის გან­მტკი­ცე­ბუ­ლი, რაც ამ უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო წიგნს კი­დევ უფრო დიდ ღირ­სე­ბას მა­ტებს ...

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
* * *
0

მარტო წიგნების შექმნა თავისუფლებას არ ქმნის

???
0

ბატონო ჭანტურია, იზორიას აღწერილი თავისუფლება თქვენთვის, მართლა დამაჯერებელია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ - ლევან იზორიას წიგნი თავისუფლების იდეის ორიგინალური აღქმით

"თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ - ლევან იზორიას წიგნი თავისუფლების იდეის ორიგინალური აღქმით

"ადამიანის ღირსება განუყოფელია, არ შეიძლება მისი განსაზღვრა დიფერენცირებულად, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, თუ სხვა საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეული სფეროს კრიტერიუმებით. ადამიანი საზოგადოების წევრია და მისი თავისუფლებისა და განვითარების საზომი, საზოგადოებაში, როგორც მთელში, მისივე ღირსეული და თავისუფალი ცხოვრება უნდა იყოს", - ეს სიტყვები ამონარიდია ლევან იზორიას წიგნის წინათქმიდან - "თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“.

იზორიას, რომელიც 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თავისუფლებაზე წიგნის შექმნის იდეა 2019 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს აღნიშვნის დღეს გაუჩნდა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოდიოდა.

წიგნი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თავისუფლებაზე, როგორც სამართლიანობისკენ სწრაფვის მუდმივ პროცესზე. აღნიშნული პროცესი საზოგადოებაში ყველასთვის თანასწორი განვითარების სასტარტო პირობების შექმნას და შენარჩუნებას განაპირობებს. წიგნი ეხება თავისუფალ და ავტორიტარულ სისტემებს შორის მეტოქეობასაც - დაპირისპირებას პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას, და ასევე, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის.

სამართლიანობისკენ სწრაფვაზე გაკეთებული აქცენტი კი თავისუფლების იდეის ორიგინალურად და ახლებურად წარმოჩენაა. ავტორის ტექსტს წინ უძღვნის პროფესორისა და დოქტორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიასა და მწერლის, დათო ტურაშვილის გამოხმაურებები.

რატომაა მნიშვნელოვანი, ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ თავისუფლების ცნებაზე? ჭანტურია წერს, რომ:

"თავისუფალი სამყაროს, ანუ დასავლეთის, არსებობის საფუძველს წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების იდეა. ეს თავისუფლება შესაძლოა არსებობდეს და ვითარდებოდეს მხოლოდ თანამედროვე სამართლებრივ სახელმწიფოდ მოწყობილ და ორგანიზებულ საზოგადოებაში. თავისუფლება სწორედ ამ კონტექსტში იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას“.

ლადო ჭანტურიას შეფასებით, "ავტორი დამაჯერებლად აჩვენებს სახელმწიფოს სპეციალურ როლსა და ფუნქციას თავისუფლების მეშვეობით სამართლიანობის მიღწევის პროცესში. ამ პროცესის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კონსტიტუცია“. ასევე, გამოხმაურებაში ვკითხულობთ სახელმწიფოს როლის შესახებ შემდეგს:

"მართალია, სახელმწიფო, ერთი მხრივ, იცავს თავისუფლებას, იმავდროულად, თავისი ფუნქციების განხორციელებისას მას უწევს ინდივიდთა თავისუფლების შეზღუდვაც“.

რაც შეეხება წიგნის დათო ტურაშვილისებურ შეფასებას, მწერალი აღნიშნავს, რომ ლევან იზორიას წიგნის კითხვა ყველაზე საჭირო დროს დაიწყო.

"ყველაზე რთული მეცნიერება, მე მაინც პედაგოგიკა მგონია და ამ წიგნში კი სწორედ ისიც აღმოვაჩინე, რასაც სულ ვეძებ - თუ როგორ უნდა აღიზარდოს ბავშვი თავისუფლებისა და სამართლიანობის საკვებთან ერთად, როგორ ისწავლოს პასუხისმგებლობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომ მერე დიდობაში, ის არ დაემართოს, რაც უფროსებს ემართებათ ხოლმე, როცა ჩაგვრისა და უსამართლობის მხარეს დგებიან (თუნდაც შემთხვევით)“, - წერს ტურაშვილი.

ქართველი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, როგორ მიესადაგება წიგნში აღწერილი თავისუფლების იდეა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ადამიანს. ავტორის სიტყვებით, "თავისუფალ სამყაროში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია. სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ქართველთა იდენტობის განუყოფელი ნაწილია, დასავლეთთან ინტეგრაციის სტრატეგიული მიზანი კი - მოსახლეობის ღირსების გამოძახილი. საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა, პირველ რიგში, საკუთარი ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად აიღოს მეტი პასუხისმგებლობა, შექმნას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მტკიცე ინსტიტუციური ინფრასტრუქტურა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მთელი თავისუფალი სამყაროს საერთო გამოწვევაა“.

რაც შეეხება ავტორის ბიოგრაფიას, პროფესორმა და დოქტორმა ლევან იზორიამ, რომელიც ამჟამად საქართველოს ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 1996 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

მან 1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის ქ. გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. იზორია ამ პერიოდს წიგნში ასე იხსენებს:

"ჩემი თეორიული და პრაქტიკული სურვილების დასაკმაყოფილებლად ბედმა გამიღიმა, 1998-2002 წლებში სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობა მომეცა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ეს პერიოდი საუკეთესო საშუალება იყო, კარგად გამეგო თავისუფლების არსი, მეცხოვრა თავისუფლების კულტურით ევროპაში, გამემიჯნა თავისუფლების ილუზია და რეალობა“. 2003-2004 წლებში გერმანიის კონრად ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენლად მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, 2004-2006 წლებში – შსს-ს აკადემიის რექტორი იყო. 2006 წელს არჩეულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად და დაინიშნა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანად. 2007-2016 წლებში იკავებდა პროფესორის აკადემიურ თანამდებობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2012 წლიდან იკავებდა სახელმწიფო თანამდებობებს - 2012-2015 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2015-2016 წლებში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, 2016-2019 წლებში - თავდაცვის მინისტრი, 2019-2020 წლებში კი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ლადო ჭანტურიას გამოხმაურება რომ მოვიშველიოთ, "წიგნში გაკეთებული მრავალი დასკვნა ავტორის პროფესიული გამოცდილებით არის განმტკიცებული, რაც ამ უაღრესად საინტერესო წიგნს კიდევ უფრო დიდ ღირსებას მატებს ...