პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება... ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის რისკი იზრდება " - ივანე ჩხაიძე
"დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება... ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის რისკი იზრდება " - ივანე ჩხაიძე

"დე­კემ­ბე­რი-იან­ვა­რი კრი­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა, პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ყვე­ლა­ზე მძი­მე ორი თვე იქ­ნე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰქონ­დეს - პა­რა­დოქ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მა­ტე­ბას, ჩვენ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კლე­ბით ვპა­სუ­ხობთ," - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა მძი­მე რჩე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ტენ­დენ­ცია არ ჩანს. რაც შე­ე­ხე­ბა გრი­პის ვირუსს, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, სე­ზო­ნუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მა­ტე­ბა ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და პიკს დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში მი­აღ­წევს.

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ახლა ჩვენ იმ პე­რი­ოდ­ში ვართ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ამინ­დის ცვლი­ლე­ბე­ბის გამო, სხვა­დას­ხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მო­ი­მა­ტებს. სე­ზო­ნუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მა­ტე­ბა ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და პიკს დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში მი­აღ­წევს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად სხვა ტი­პის ვირუ­სე­ბი გვექ­ნე­ბა, მათ შო­რის გრი­პი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ გრი­პის ვირუ­სის მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვევს არამ­ხო­ლოდ ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას, არა­მედ ეს ცუდი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ორი ვირუ­სით ერ­თდრო­უ­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვედ­რის, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა.

გრი­პი არ გახ­ლავთ მსუ­ბუ­ქი და­ა­ვა­დე­ბა. რო­გორც ბავ­შვებ­ში, ისე მოზ­რდი­ლებ­ში, გრი­პით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს სტა­ცი­ო­ნა­რი­ზა­ცია სჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ დღეს სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­მარ­თუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, გრი­პის და­წყე­ბის შემ­დეგ სა­წო­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა დას­ჭირ­დე­ბა გრი­პით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ დე­კემ­ბე­რი-იან­ვა­რი იქ­ნე­ბა კრი­ტი­კუ­ლი, მთე­ლი პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ის იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მე ორი თვე, რაც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს. ქვე­ყა­ნა­ში პა­რა­დოქ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მა­ტე­ბას, ჩვენ ვპა­სუ­ხობთ ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნავს ჩხა­ი­ძე.

ივა­ნე ჩხა­ი­ძე ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ "მომ­დევ­ნო 4-5 კვი­რა ყვე­ლა­ზე მძი­მე იქ­ნე­ბა, მა­ში­ნაც კი, თუ კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­კე­თე­ბას გა­დავ­წყვეტთ“.

"ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია გრი­პის და კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა. თუ გრი­პის ვაქ­ცი­ნა შე­დეგს მოგ­ვცემს ვაქ­ცი­ნი­დან 2 კვი­რის შემ­დეგ, კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ეს პე­რი­ო­დი გა­ცი­ლე­ბით ხან­გრძლი­ვია. ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე ინ­ტერ­ვა­ლი პირ­ველ და მე­ო­რე დო­ზას შო­რის კო­რო­ნა­ვირუ­სის იმ ვაქ­ცი­ნას აქვს, რო­მე­ლიც "სი­ნო­ვა­კის“ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, სა­ბო­ლო­ოდ 2 კვი­რა სჭირ­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში. თუ დღეს ვინ­მე გა­ი­კე­თებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნას, მი­ნი­მუმ 4 კვი­რა სჭირ­დე­ბა მას, სა­ნამ ექ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი დამ­ცვე­ლო­ბი­თი ძალა ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ“, - აღ­ნიშ­ნავს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის შემ­თხვე­ვა ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

 

123-ს ესაა ამჯერად ერთ-ერთი გამოსავალი, სანამ მსოფლიო მოსულა გონს, რაც მესახება 2022-ის გაზაფხულისათვის, რადგან ამ დროისათვის ცალსახად მაინც გაიშიფრება ეს თამაშები. არა მგონია, რომ საერთოდ მოკლეს ადამიანი, ან ამას ვინმე შეძლებს ამ ჯოჯოხეთის მაკეთებლობა. მიმაჩნია, რომ რაღაც შეკავებასა და პირთა სრულ გაშიფრვას ეწირება ადამიანი(თქვენ არასდროს არ ეხებით იმ იმფორმაციას, რასაც უკვე ადგილი აქვს ევროპაში. იქ ნეოფაშისტებს ერთი ამბავი აქვს ატეხილი, თუ პირიქით ე.წ. პრავედნიკობა თავად ქმნის ასეთ საიფორმაციო ტრიუკებს, რადგან ამას ადამიანი არ მოითმენს, რადგან ბევრი ვინმე შვა ადამიანის მოდგმამ ელემენტარულის დანახვაში ადამიანს წაეხმაროს გაგებაში), თუ არა იფეთქებს ევროპეიდული მოდგმა, ცალსხად გეუბნებით, რომ იფეთქებს ევროპეიდიული მოდგმა, მას ვერ შეაკავებს მერე ვერავინ. ნუ გონიათ, რომ ქრისტე მართლაც და მოკლეს რომში და რომი იქცევა ჩმორად, ან წმინდანების, ქრისტესმაგვართა მშობელი რუსს არ მიეცემა გამოღვიძება და არ მოისვრის პუტინისა და პუტინუებს ამის კეთებაში, რადგან მათი ვირუსოლოგებმა ამართინეს პეკინს ეპიდემია, ხოლო მათი ვირტუოზი ბიოლოგები და ფიზიოლოგები(საქართველომ საერთოდ მოკლა აკადემია და განათლება, უნარები და ქვეყანა ამართვინა გახარიებს მრავლობითობაში, ჩურჩინა-ბუდინა, ტიტიტიებს) ზიან შანხაისა და პეკინში და პირიქითაც და ეს სრულებითაც არაა ცერცვაძე-იმნაძეობა საქმისა.

კატია
4

ჯერ მიხედეთ საავადმყოფოებს, აცერიტ ყველა მოსამსახურე (ავადმყოფებს მოექეცით სათანადოდ,) და მერე ისაუბრეთ საყოველთაო აცრაზე მოსახლეობის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება... ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის რისკი იზრდება " - ივანე ჩხაიძე

"დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება... ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის რისკი იზრდება " - ივანე ჩხაიძე

"დეკემბერი-იანვარი კრიტიკული იქნება, პანდემიის მიმდინარეობისას ყველაზე მძიმე ორი თვე იქნება, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს - პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას, ჩვენ ვაქცინირებული ადამიანების კლებით ვპასუხობთ," - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ "კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმე რჩება. ინფიცირების შემთხვევების შემცირების დამაიმედებელი ტენდენცია არ ჩანს. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, როგორც ის აღნიშნავს, სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო ათწლეულების სტატისტიკის მიხედვით, ახლა ჩვენ იმ პერიოდში ვართ, როდესაც ქვეყანაში ამინდის ცვლილებების გამო, სხვადასხვა რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები მოიმატებს. სეზონური ინფექციების მატება ნოემბრიდან დაიწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დეკემბერ-იანვარში კორონავირუსთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები გვექნება, მათ შორის გრიპი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გრიპის ვირუსის მატება გამოიწვევს არამხოლოდ ეპიდვითარების გაუარესებას, არამედ ეს ცუდი იქნება კონკრეტული ადამიანებისთვის. ორი ვირუსით ერთდროულად ინფიცირებისას საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე მდგომარეობის და გარდაცვალების რისკი იზრდება.

გრიპი არ გახლავთ მსუბუქი დაავადება. როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, გრიპით ინფიცირებული პაციენტების გარკვეულ ნაწილს სტაციონარიზაცია სჭირდება. შესაბამისად, თუ დღეს საწოლების რაოდენობა მიმართულია კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის, გრიპის დაწყების შემდეგ საწოლების მცირე რაოდენობა დასჭირდება გრიპით ინფიცირებულ პაციენტებს. ჩვენ ვამბობთ, რომ დეკემბერი-იანვარი იქნება კრიტიკული, მთელი პანდემიის მიმდინარეობისას ის იქნება ყველაზე მძიმე ორი თვე, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართველოს. ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა. ინფიცირებულთა მატებას, ჩვენ ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე ასევე განმარტავს, რომ "მომდევნო 4-5 კვირა ყველაზე მძიმე იქნება, მაშინაც კი, თუ კორონავირუსის ვაქცინის დაუყოვნებლივ გაკეთებას გადავწყვეტთ“.

"ერთადერთი გამოსავალია გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ გრიპის ვაქცინა შედეგს მოგვცემს ვაქცინიდან 2 კვირის შემდეგ, კორონავირუსის შემთხვევაში ეს პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია. ყველაზე ხანმოკლე ინტერვალი პირველ და მეორე დოზას შორის კორონავირუსის იმ ვაქცინას აქვს, რომელიც "სინოვაკის“ სახელით არის ცნობილი, საბოლოოდ 2 კვირა სჭირდება იმუნიტეტის გამომუშავებას იდეალურ შემთხვევაში. თუ დღეს ვინმე გაიკეთებს კორონავირუსის ვაქცინას, მინიმუმ 4 კვირა სჭირდება მას, სანამ ექნება საკმარისი დამცველობითი ძალა ვირუსის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.