სოციალურ ქსელში ლევან სებისკვერაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალი, სახელად ირმა, რომელსაც გლდანში მცხოვრები ადამიანები კარგად იცნობდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
"გუშინ გლდანელი ირმა უპოვიათ გარდაცვლილი. ყველა იცნობდა ამ ქალს გლდანში. ხაჭაპურს ან ლობიანს თუ უყიდდი, დაგპირდებოდა აუცილებლად მოგიხსენიებ ლოცვებშიო. ხმამაღლა სიმღერა უყვარდა და ბავშვები თუ დასცინებდნენ, არასოდეს უბრუნებდა პასუხს.
მილაპარაკია ბევრჯერ. ბავშვთა სახლში გაიზარდა და 18 წლის რომ გახდა, აიღეს და ასე უბრალოდ, გამოაგდეს ქუჩაში, რადგან სრულწლოვანებზე ზრუნვის ვალდებულება აღარ ჰქონდათ. ასე აღმოჩნდა ქუჩაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგო, რომელმაც არ იცოდა არაფერი ცხოვრებაზე, არ იცოდა არც ერთი ხელობა, რომ თავი გაეტანა.
ჰოდა წლების მანძილზე ასე დაბორიალობდა ქალაქში, ეძინა მოლების ფოიეებში და სადარბაზოებში და მე თუ მკითხავთ, კიდევ დიდხანს შეძლო სიცოცხლე.სულ მინდოდა მასზე რამე დამეწერა და აუცილებლად დავწერ.
მე მგონი სწორედ ასეთ ადამიანებზე წერას აქვს აზრი. ასე მაინც მივანიჭებთ ამ ხალხს მარადისობას.და მაინც, რაში გვჭირდება სახელმწიფო და საზოგადოება თუკი შშმ ადამიანებს ქუჩაში დაყრისთვის ვიმეტებთ? სულ ეს ხალხი ვართ?" - წერს ლევან სებისკვერაძე.
ასეთებისთვის უნდა არსებობდეს სოციალური დახმარება და არა მათთვის რომ დუღან და გადმოდუღან. ნეტავ ვინმე ამოწმებს რამდენად სწორად , დანიშნულებით გაიცემა ეს დახმარებები?
TVITON IXSENIEBDA KVELAS LOTSVEBSHI VINTS RAMES UKIDDA NETA VINME TU MOIXSENIEBS IRMAS