პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გლდანის ციხის ირგვლივ გზები უნდა ჩახერგო... მაიდანი მოგვიწევს, ორი-სამი ადამიანი დაზიანდება" - აუდიოჩანაწერი, რომელიც სუს-ის თქმით, სააკაშვილის ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი
"გლდანის ციხის ირგვლივ გზები უნდა ჩახერგო... მაიდანი მოგვიწევს, ორი-სამი ადამიანი დაზიანდება" - აუდიოჩანაწერი, რომელიც სუს-ის თქმით, სააკაშვილის ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი

სუს-მა სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბის ფაქ­ტზე წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ა­სა­ჯა­რო­ვა აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­პო­ვე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ჩა­ნა­წე­რი 2 - სა­ა­თი­ა­ნია და დარ­თუ­ლი აქვს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ნა­წერ­ში ბ. წე­რე­დი­ა­ნი, ა. მი­ლო­რა­ვა და და­უდ­გე­ნე­ლი პი­რე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ.

"ჩვენ იცი რა უნდა გა­ვა­კე­თო­თო? არ­ჩევ­ნე­ბის დღე­სო კე­თი­ლი უნდა ვი­ნე­ბო­თო, მე მე­უბ­ნე­ბა, კე­თი­ლი უნდა ინე­ბოო, სახ­ლში ყვე­ლას უნდა და­ემ­შვი­დო­ბოო, მოხ­ვი­დეო და თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბაო, თა­ვიც გა­ა­ტე­ხი­ნოო... რო­გორც კი კი­დევ ერთი აქ­ცია იქ­ნე­ბა ცი­ხეს­თან, ეგ­რე­ვე შე­ვიკ­რი­ბე­ბით, მი­ვალთ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სახ­ლთან, გაფრ­თხი­ლე­ბა უნდა იყოს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, ეს სამი ლო­კა­ცია უნდა იყოს.

ცი­ხეს ვერ აი­ღებ, ერ­თა­დერ­თი გზაა, ამას სჭირ­დე­ბა პარ­ტი­ის რე­სურ­სი. გუ­შინ გვქონ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ არ ვიცი, რო­გორ გა­და­წყდე­ბა. ეს არის - მი­იყ­ვან მან­ქა­ნებს, 100-150 მან­ქა­ნა, მი­იყ­ვან, ჩა­კე­ტავ. გლ­და­ნის ცი­ხის ირ­გვლივ რაც არის გზე­ბი, უბ­რა­ლოდ, მან­ქა­ნე­ბით უნდა ჩა­ხერ­გო. ერთი 500-600 კაცი სჭირ­დე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ვერ იზა­მენ ვე­რა­ფერს. რო­გორც კი დას­ჭირ­დე­ბა გა­დაყ­ვა­ნა, მერე გა­და­იყ­ვა­ნენ კლი­ნი­კა­ში. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამა­ში, რომ ჩვენ მა­ინც მა­ი­და­ნი მოგ­ვი­წევს ბო­ლოს... იმი­ტომ, რომ ესე­ნი არ­ჩევ­ნე­ბით არ­სად არ წავ­ლენ, თუ არ ჩა­მო­ი­შა­ლა სის­ტე­მა, მაგ­რამ აქამ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნო პრო­ცე­სი. ამათ იმ­დე­ნად სა­ზი­ზღა­რი მე­თო­დე­ბით მო­უ­წევთ მე­ო­რე ტუ­რის გა­ყალ­ბე­ბა, რომ ჩვენ ქუ­ჩა­ში მოგ­ვი­წევს გა­მო­ვარ­დნა. ჩვენ რომ ქუ­ჩა­ში გა­ვალთ, რომ წავა ეს პრო­ცე­სე­ბი, ამის მარ­თვა შე­უძ­ლე­ბე­ლია წვრილ­მა­ნე­ბის დო­ნე­ზე, თო­რემ გლო­ბა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა მარ­თო პრო­ცე­სი ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ წვრილ­მა­ნებ­ში ვერ მარ­თავ და იქ ერთი ადა­მი­ა­ნი, ორი და სამი ადა­მი­ა­ნი და­ზი­ან­დე­ბა. მერე უკვე პრო­ცე­სი წავა უმარ­თა­ვი. ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ 30-სთვის, ეს ადა­მი­ა­ნი დათ­მო­ბას არ აპი­რებს და ჩვენ მარ­თლე­ბი ვიქ­ნე­ბით ყვე­ლას­თან, ეს ორი ამო­ცა­ნა გვაქვს. ეხლა მინ­დო­და...

მზად ვართ ამის­თვის, რომ დღეს კი არ მი­ვუ­ვარ­დეთ ღა­რი­ბაშ­ვილს, უბ­რა­ლოდ, გა­მო­ვი­დეთ, დავ­დგეთ და ვუ­თხრათ, რომ კი­დევ ერთი კონ­ტრაქ­ცია იქ­ნე­ბა, ასე­თი ნაგ­ვის, რო­მე­ლიც იქ არის და შენს სახ­ლთან 11:00 სა­ა­თამ­დე რომ მო­ვალთ 5 სა­ათ­ზე, არც შენ, არც შენს ცოლ-შვილს და არც შენს სა­მე­ზობ­ლოს ცხოვ­რე­ბა აღარ გექ­ნე­ბათ. მო­ვი­ტან მე­გა­ფონს, ვიყ­ვი­რებ, გლან­ძღავ, გა­ფურ­თხებ, გლ­და­ნის ცი­ხეს­თან, მან­ქა­ნებს და­ვა­ყე­ნებთ იქ, ნიკა რომ ლა­პა­რა­კობს ეხლა, გვა­რა­მია, „რუს­თა­ვი ორის“ ეზო­ში დღეს და ღა­მეს ვა­თე­ნებ­დით. მე­ლი­ას ნა­ცე­ბის ოფის­ში რომ ვი­ჯე­ქით დღე და ღამე, იქ ვერ დავ­ჯდე­ბით მან­ქა­ნა­ში 2-3 დღე? პარ­ტი­ამ ეს უნდა გა­და­წყვი­ტოს. 70 000 კაცი რომ გვედ­გა იქ, ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ხვა­ლამ­დე მივ­ცეთ ულ­ტი­მა­ტუ­მი, თუ არა და კან­ცე­ლა­რი­ას მი­ვად­გეთ, ჰა 70 000 კა­ციო, ჰა მიკრო­ფო­ნიო და მარ­თეო მი­თხრა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი შე­დე­გებ­ზე შენ იყა­ვიო.

იმ 70 000 კა­ცი­დან 7000 ხო მა­ინც დარ­ჩე­ბო­და ჩემ­ნა­ი­რი გიჟი. ხო მაგ­რამ ახლა უყუ­რე, რა სი­ტუ­ა­ცი­აა. ორი ომი მაქვს გა­მოვ­ლი­ლი და „აკოპ­შიც“ რომ ზი­ხარ, მა­ში­ნაც რომ ის­რო­ლო, ბრძა­ნე­ბას ელო­დე­ბი. ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე ომის და­წყე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად... მე ამას ვერ ავი­ღებ სა­კუ­თარ თავ­ზე. იმი­სი პირ­და­პი­რი ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე, რომ შენ ეს უნდა და­ი­წყო და გა­ა­კე­თო და რო­გორც კი ეს მი­თხრა... ვსო, დამ­თავ­რე­ბუ­ლია რა. ორი კაცი რომ მოკ­ვდეს, რომ გა­მო­ვი­დეს, რომ გა­მო­ვი­დეს მერე ის და გი­თხრას, რომ შენ შვი­ლო კა­მან­და გქონ­და ჩემ­გან? ეს რომ გა­ა­კე­თე, ვინ გი­თხრა ამის გა­კე­თე­ბა?“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუფ
8

მერამდენე გადატრიალება " აღკვეთეს" ? მეშვიდე თუ მერვე ? ვინმე უსმენს ან იჯერებს ამ სისულელეს ? კარგით რა. საბავშვო ზღაპარი უფრო დამაჯერებელია ვიდრე ეს ბოდიალობა

keti
4

es tu damtkicda aseti seriuozuli canaceri catvalet rom qanadqurdeba jer eq pirebi da saakasviltan ertad mteli nacmodzraoba sakme qvakvs dzalian seriozulad ukve tkmac ar minda

ავტორი:

"გლდანის ციხის ირგვლივ გზები უნდა ჩახერგო... მაიდანი მოგვიწევს, ორი-სამი ადამიანი დაზიანდება" - აუდიოჩანაწერი, რომელიც სუს-ის თქმით, სააკაშვილის ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი

"გლდანის ციხის ირგვლივ გზები უნდა ჩახერგო... მაიდანი მოგვიწევს, ორი-სამი ადამიანი დაზიანდება" - აუდიოჩანაწერი, რომელიც სუს-ის თქმით, სააკაშვილის ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი

სუს-მა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში გაასაჯაროვა აუდიო მტკიცებულების ნაწილი, რომელიც მათი ინფორმაციით, მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე.

უწყების ინფორმაციით, საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ჩანაწერი 2 - საათიანია და დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს.

სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერში ბ. წერედიანი, ა. მილორავა და დაუდგენელი პირები ფიგურირებენ.

"ჩვენ იცი რა უნდა გავაკეთოთო? არჩევნების დღესო კეთილი უნდა ვინებოთო, მე მეუბნება, კეთილი უნდა ინებოო, სახლში ყველას უნდა დაემშვიდობოო, მოხვიდეო და თუ საჭირო იქნებაო, თავიც გაატეხინოო... როგორც კი კიდევ ერთი აქცია იქნება ციხესთან, ეგრევე შევიკრიბებით, მივალთ ღარიბაშვილის სახლთან, გაფრთხილება უნდა იყოს ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრის, ეს სამი ლოკაცია უნდა იყოს.

ციხეს ვერ აიღებ, ერთადერთი გზაა, ამას სჭირდება პარტიის რესურსი. გუშინ გვქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ არ ვიცი, როგორ გადაწყდება. ეს არის - მიიყვან მანქანებს, 100-150 მანქანა, მიიყვან, ჩაკეტავ. გლდანის ციხის ირგვლივ რაც არის გზები, უბრალოდ, მანქანებით უნდა ჩახერგო. ერთი 500-600 კაცი სჭირდება მობილიზებული, ვერ იზამენ ვერაფერს. როგორც კი დასჭირდება გადაყვანა, მერე გადაიყვანენ კლინიკაში. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს... იმიტომ, რომ ესენი არჩევნებით არსად არ წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა, მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი. ამათ იმდენად საზიზღარი მეთოდებით მოუწევთ მეორე ტურის გაყალბება, რომ ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოვარდნა. ჩვენ რომ ქუჩაში გავალთ, რომ წავა ეს პროცესები, ამის მართვა შეუძლებელია წვრილმანების დონეზე, თორემ გლობალურად შეიძლება მართო პროცესი ქუჩაში, მაგრამ წვრილმანებში ვერ მართავ და იქ ერთი ადამიანი, ორი და სამი ადამიანი დაზიანდება. მერე უკვე პროცესი წავა უმართავი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 30-სთვის, ეს ადამიანი დათმობას არ აპირებს და ჩვენ მართლები ვიქნებით ყველასთან, ეს ორი ამოცანა გვაქვს. ეხლა მინდოდა...

მზად ვართ ამისთვის, რომ დღეს კი არ მივუვარდეთ ღარიბაშვილს, უბრალოდ, გამოვიდეთ, დავდგეთ და ვუთხრათ, რომ კიდევ ერთი კონტრაქცია იქნება, ასეთი ნაგვის, რომელიც იქ არის და შენს სახლთან 11:00 საათამდე რომ მოვალთ 5 საათზე, არც შენ, არც შენს ცოლ-შვილს და არც შენს სამეზობლოს ცხოვრება აღარ გექნებათ. მოვიტან მეგაფონს, ვიყვირებ, გლანძღავ, გაფურთხებ, გლდანის ციხესთან, მანქანებს დავაყენებთ იქ, ნიკა რომ ლაპარაკობს ეხლა, გვარამია, „რუსთავი ორის“ ეზოში დღეს და ღამეს ვათენებდით. მელიას ნაცების ოფისში რომ ვიჯექით დღე და ღამე, იქ ვერ დავჯდებით მანქანაში 2-3 დღე? პარტიამ ეს უნდა გადაწყვიტოს. 70 000 კაცი რომ გვედგა იქ, ვეუბნებოდი, რომ ხვალამდე მივცეთ ულტიმატუმი, თუ არა და კანცელარიას მივადგეთ, ჰა 70 000 კაციო, ჰა მიკროფონიო და მართეო მითხრა და პასუხისმგებელი შედეგებზე შენ იყავიო.

იმ 70 000 კაციდან 7000 ხო მაინც დარჩებოდა ჩემნაირი გიჟი. ხო მაგრამ ახლა უყურე, რა სიტუაციაა. ორი ომი მაქვს გამოვლილი და „აკოპშიც“ რომ ზიხარ, მაშინაც რომ ისროლო, ბრძანებას ელოდები. ბრძანების გარეშე ომის დაწყება კატეგორიულად... მე ამას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე. იმისი პირდაპირი ბრძანების გარეშე, რომ შენ ეს უნდა დაიწყო და გააკეთო და როგორც კი ეს მითხრა... ვსო, დამთავრებულია რა. ორი კაცი რომ მოკვდეს, რომ გამოვიდეს, რომ გამოვიდეს მერე ის და გითხრას, რომ შენ შვილო კამანდა გქონდა ჩემგან? ეს რომ გააკეთე, ვინ გითხრა ამის გაკეთება?“, - აღნიშნულია აუდიოჩანაწერში.